თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 18:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2206,
კომენტარები: 41
ყველანი სრულიადში!
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია ახალი ღონისძიების გატარებას იწყებს
ყველანი სრულიადში!
საიტზე გარემოს გაჯანსაღებისთვის და მეგობრული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია გარკვეული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

მოგეხსენებათ, ქართველ გულშემატკივრის ნაწილი მარცხის შემთხვევაში, ხშირად საყვარელი გუნდისადმი სიყვარულს "ლანძღვა-გინებით გამოხატავს." ჩემთვის უცნობია ეს მენტალიტეტი ჩვენში რამდენი ხანია არსებობს, მაგრამ ფაქტია, ეს პრობლემა არა რამდენიმე წელია, არამედ რამდენიმე ათწლეულია თან გვდევს. ის რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში არაა აქტუალური, ის ყველა განვითარებად თუ განუვითარებელ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის "ფეხბურთის სამშობლოშიც" - ინგლისშიც. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საიტზეც რომ საგანგაშოდაა ეს პრობლემა აქტუალური, სწორედ ამიტომ გვიხდება უკვე რამდენიმე წელია მასთან ბრძოლა.
პრობლემაში უკეთ ჩაღრმავებისთვის წაიკითხეთ სტატია: ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ

სხვებთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენს საიტზეც ხშირია შემთხვევები და თითქმის უკვე ტრადიციად იქცა გუნდის მარცხის შემდეგ, რომელიმე შესაბამისი სიახლის კომენტარებში ფერგიუსონის და მათი აზრით დამნაშავე ფეხბურთელების ლანძღვა-გინება. გასაგებია, რომ ასეთი კომენტარები მარცხის შედეგად დაუფლებული ემოციითაა გამოწვეული, მაგრამ ამის ნაცვლად არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ ე.წ. "ძალით ფანის" სტატუსს, არ შეარცხვენთ თქვენს კლუბთან ერთად თქვენს თავს, საიტს და რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ ადმინისტრაციის მიერ ახლად დაწესებულ სასჯელებს:
არ აქვს მნიშვნელობა კომენტარის ავტორის სტატუსს, ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელს, მწრვთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, დაისჯება 30 დღით კომენტარის უფლების ჩამორთმევით. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, უფლებების ჩამორთმევასთან ერთად დაედება 5 დღიანი ბანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი სტატუსი აღემატება User-ს და დაფიქსირებული იქნებით მსგავს შემთხვევაში, ამან შესაძლოა თქვენი სტატუსის დაქვეითებაზეც იმოქმედოს.


ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის თითოეული წევრი გააკრიტიკეთ ჯანსაღად, პატივი ეცით მათ და ამით სასჯელების აცილებასთან ერთად არსებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მონაწილეც გახდებით.

© პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.
სხვა
41 კომენტარი
№41
ავტორი: Shako Jones
12 იანვარი 2013 13:10
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ასეთი რამ არასდროს მიქნია და არც გავაკეთებ!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top