თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 18:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2206,
კომენტარები: 41
ყველანი სრულიადში!
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია ახალი ღონისძიების გატარებას იწყებს
ყველანი სრულიადში!
საიტზე გარემოს გაჯანსაღებისთვის და მეგობრული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია გარკვეული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

მოგეხსენებათ, ქართველ გულშემატკივრის ნაწილი მარცხის შემთხვევაში, ხშირად საყვარელი გუნდისადმი სიყვარულს "ლანძღვა-გინებით გამოხატავს." ჩემთვის უცნობია ეს მენტალიტეტი ჩვენში რამდენი ხანია არსებობს, მაგრამ ფაქტია, ეს პრობლემა არა რამდენიმე წელია, არამედ რამდენიმე ათწლეულია თან გვდევს. ის რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში არაა აქტუალური, ის ყველა განვითარებად თუ განუვითარებელ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის "ფეხბურთის სამშობლოშიც" - ინგლისშიც. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საიტზეც რომ საგანგაშოდაა ეს პრობლემა აქტუალური, სწორედ ამიტომ გვიხდება უკვე რამდენიმე წელია მასთან ბრძოლა.
პრობლემაში უკეთ ჩაღრმავებისთვის წაიკითხეთ სტატია: ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ

სხვებთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენს საიტზეც ხშირია შემთხვევები და თითქმის უკვე ტრადიციად იქცა გუნდის მარცხის შემდეგ, რომელიმე შესაბამისი სიახლის კომენტარებში ფერგიუსონის და მათი აზრით დამნაშავე ფეხბურთელების ლანძღვა-გინება. გასაგებია, რომ ასეთი კომენტარები მარცხის შედეგად დაუფლებული ემოციითაა გამოწვეული, მაგრამ ამის ნაცვლად არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ ე.წ. "ძალით ფანის" სტატუსს, არ შეარცხვენთ თქვენს კლუბთან ერთად თქვენს თავს, საიტს და რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ ადმინისტრაციის მიერ ახლად დაწესებულ სასჯელებს:
არ აქვს მნიშვნელობა კომენტარის ავტორის სტატუსს, ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელს, მწრვთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, დაისჯება 30 დღით კომენტარის უფლების ჩამორთმევით. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, უფლებების ჩამორთმევასთან ერთად დაედება 5 დღიანი ბანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი სტატუსი აღემატება User-ს და დაფიქსირებული იქნებით მსგავს შემთხვევაში, ამან შესაძლოა თქვენი სტატუსის დაქვეითებაზეც იმოქმედოს.


ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის თითოეული წევრი გააკრიტიკეთ ჯანსაღად, პატივი ეცით მათ და ამით სასჯელების აცილებასთან ერთად არსებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მონაწილეც გახდებით.

© პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.
სხვა
41 კომენტარი
№21
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 21:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
gilmour
ხო მაგ მხრივ კარგია ცოტა რომ ვართ შედარებით..კარგი სიტუაციაა საიტზე...
0
№22
ავტორი: gilmour
11 იანვარი 2013 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
VaRdo,
love united,
ისე უნდა ვქნათ რო ვინც ახალი დაგვემატება და გადახედავს რა ხდება საიტზე თვითონვე გაუჩნდეს ზრდილობიანად მოქცევის სურვილი, ყოველთვის უნდა ამას კონტროლი თორე ერთი თუ მიუშვი ყველა მერე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.
0
№23
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2013 21:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
gilmour,

რაც საიზტე ვარ მაგის მეტს არაფერს ვაკეთებ. ყველას ვუშლი უზრდელობას ერთი ამრტივი მიზეზის გამო. საიტზე გოგოებიც არიან და ესეც რომ არ იყოს ყველას შეუძლია თავის აზრი ზრდილობიანათ დააფიქსიროს. მოკლედ სანამ ამ საიზტე ვარ ყველანაირად აღმოვფხვრი ამ ფაქტს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№24
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 21:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
ეს ყველაფერი კაგრი მაგრამ შენ ავატარს რა ვუყოთ?.. wink ეგეც ხო იწვევს ბილწ აზრებს?.. wink
0
№25
ავტორი: gilmour
11 იანვარი 2013 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ციტატა: love united
VaRdo
ეს ყველაფერი კაგრი მაგრამ შენ ავატარს რა ვუყოთ?.. ეგეც ხო იწვევს ბილწ აზრებს?..

wink ალბათ დასავით უნდა შევხედოთ wink
0
№26
ავტორი: Jubo
11 იანვარი 2013 21:49
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: gilmour

ცოტა მუქარას კი გავს ეს ყველაფერი

გეთანხმები.ტკბილი სიტყვა არ ჭრის ამ საკითხზე დიდი ხანია, ძველი საიტიდან მოყოლებული ასეა ბოლო დროს განსაკუთრებიტ დავრწმუნდი მაგაში:) ტკბილი სიტყვით და მუქარის გარეშე სანომ დაწერა თავის სტატიაში, ორივე საჭიროა მგონი smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№27
ავტორი: gilmour
11 იანვარი 2013 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
...RooNeY...FaN...,
კი გეთანხმები ზოგიერთისთვის მართლა საჭიროა:)
0
№28
ავტორი: GeorgeBest
11 იანვარი 2013 21:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
VaRdo,
საიტზე ბავშვებიც არიან და ეგეთ ავატარებს ნუ აყენებ aaaeee დაიღალა ხალხი areyoukiddingme

სანამ ბოსი ადგილზეა საიტზე სიმშვიდე და წესრიგი შენარცუნდება smoke 3d_2
0
№29
ავტორი: always ReD
11 იანვარი 2013 21:57
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ციტატა: GioO_o
სანამ ბოსი ადგილზეა საიტზე სიმშვიდე და წესრიგი შენარცუნდება

derpthumb
0
№30
ავტორი: Amanda Seyfried
11 იანვარი 2013 22:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რა მაინტერესებს,რომელიმე ჩვენ ფეხბურთელზე შავკანიანის მაგივრად ზანგი რო ვთქვა ესეც დანაშაულია ? wink ისე კაი იდეაა,ჩვენი საიტი დიდების მწვერვალისკენ იწყებს სვლას derpthumb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top