თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2017, 13:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 8690,
კომენტარები: 69
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
ცნობები პრემიერ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების შესახებ.
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
მოგეხსენებათ ხვალ 31 აგვისტოს 23:00 საათზე (თბილისის დროით 1 სექტემბერს 02:00 საათზე) ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. დღეს და ხვალ ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ ბოლო მთავარ სატრანსფერო სიახლეებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებს ეხება.

02:00

Closed !!! ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში ოფიციალურად დაიხურა. როგორც მოსალოდნელი იყო "იუნაიტედმა" დედლაინზე შენაძენი აღარ განახორციელა. ახალ სეზონში გუნდმა ვიქტორ ლინდელოფი, რომელუ ლუკაკუ და ნემანია მატიჩი დაიმატა. იჯარის წესით გუნდი ფოსუ-მენსამ დატოვა, ანდრეას პერეირა კი მოურინიომ დაიტოვა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

01:56

"ბრაიტონმა" ტიმ კრული გაიფორმა, "ლესტერმა" ალექსანდრე დრაგოვიჩი იჯარის წესით აიყვანა, დიაფრა სახომ კი "ვესტ ჰემში" დარჩენა გადაწყვიტა.

01:53

"ჩელსიმ" ტორინოს განაპირა მცველი დავიდე ზაპაკოშტა გაიფორმა.

01:42

"ტოტენჰემმა" ფერნანდო ლიორენტე გაიფორმა.

01:17

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ როს ბარკლიმ "ჩელსიში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "ევერტონში" დაბრუნდა.

00:55

დენი დრინქუოთერი სამედიცინო შემოწმების გასავლელად "ჩელსის" სამწვრთნელო ბაზაზე ჩავიდა.

23:55

ვირჯილ ვან დაიკი "საუთჰემპტონში" დარჩება.

22:42

3 საათზე ოდნავ მეტი რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. როგორც იცით ყველაზე გავლენიანი გამოცემების თანახმად ლემარის და სანჩესის ტრანსფერები ჩაიშალა. "იუნაიტედი" კვლავ არ აპირებს ვინმე შეიძინოს. ახლა უკვე რამდნეიმე სპორტული გამოცემა წერს, რომ რიად მაჰრეზი არც "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, უცნობია თუ სად არის ახლა ალჟირელი და სად გააგრძელებს ის კარიერას. მამადუ სახო "კრისტალ პალასში" გადავიდა, ხოლო ჯონი ევანსის ბედი კვლავ გაურკვეველია.

21:41

BBC: სანჩესის ტრანსფერი აღარ შედგება.

21:36

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა.

21:40

თომას ლემარმა "არსენალზე" უარი თქვა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ალექსის სანჩესი "არსენალში" დარჩება.

21:39

მამადუ სახო "კრისტალ პალასში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

20:19

რამდენიმე გამომცემლობა წერს იმის შესახებ, რომ ლემარის ტრანსფერი ჩაიშალა და გამომდინარე აქიდან სანჩესი "არსენალში" რჩება. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 საათზე ნაკლები დრო რჩება.

20:06

Mirror: "სანჩესი "არსენალში" რჩება."

19:56

beIN Sports: "ჩელსიმ" 45 მილიონი ფუნტი შესთავაზე "ლესტერს" რიად მაჰრეზის სანაცვლოდ."

19:47

რამდენიმე გავლენიანი სპორტული გამომცემლობების თანახმად "არსენალმა" "მონაკოსთან" შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მათ შესათანხმებელი აქვთ პირადი კონტრაქტი ფეხბურთელთან. Guardian კი იტყობინება, რომ "არსენალი" თომას ლემარს შეეშვა და ისინი ალექსის სანჩესს დაიტოვებენ.

19:10

Sky Sports: "არსენალმა" "მონაკოს" ლემარის სანაცვლოდ 92 მილიონი შესთავაზა."

18:56

ჯერჯერობით არაფერი იწერება ფილიპე კოუტინიოს შესახებ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 1 სექტემბერს (ჩვენი დროით 2 სექტემბერს) იხურება, ამიტომ "ბარსელონას" მის შესაძენად დაახლოებით 30 საათი კიდევ აქვს.

18:06

Sky Sports: "არსენალი" ლინგარდის სანაცვლოდ "იუნაიტედს" 35 მილიონს შესთავაზებს"

18:06

დივოკ ორიჯი იჯარის წესით "ვოლფსბურგში" იასპარეზებს.

17:20

Mirror: "არსენალი" "სიტის" შეთავაზებას დათანხმდა, სანჩესი "ქალაქელებს" შეუერთდება.

17:08

Sky Italia: "ჩელსი" "ტორინოდან" ზაპაკოსტას გაიფორმებს.

17:02

რენატო სანჩესი იჯარის წესით "სუონსის" შეუერთდა.

16:51

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეთიუ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" იასპარეზებს.

16:49

გარი ნევილი: "ჩემი აზრით "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საქმიანობა დაასრულა და ისინი მეტ ფეხბურთელს ამ ფანჯარაზე აღარ შეიძენენ."

16:42

Sky Sports: ძალიან დიდი ალბათობით სანჩესი "სიტის" შეუერთდება, მაგრამ მისი ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზეც მოახერხებს და გაიფორმებს თუ არა "არსენალი" თომას ლემარს, ლემარის გაფორმების შემთხვევაში სანჩესი "სიტიში" გადავა.

16:42

"ბარსელონ" : "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რიად მაჰრეზით"

16:41

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა. განხორციელდა სრული ტრანსფერი და არა იჯარა.

16:38

რიად მაჰრეზი ბარსელონაში შენიშნეს.

16:34

BBC: ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

16:34

"ტოტენჰემმა" ორიე ოფიციალურად გაიფორმა.

16:33

Sky Sports: "სიტი" სანჩესის გაფორმებასთან ახლოსაა.

16:28

მოურინიო უკანასკნელად შეეცდება დედლაინზე ვილიანის შეძენას.

15:26

"სუონსიმ" რენატო სანჩესი იჯარის წესით აიყვანა. უელსელები ასევე ახლოს არიან უილფრიდ ბონის გაფორმებასთან.

15:21

Non Premier League: ლუიშ ნანი რომის "ლაციოში" ითამაშებს.

15:20

ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

15:20

ფერნანდო ლიორენტემ "ჩელსის" "ტოტენჰემი" არჩია.

15:19

"ლივერპულმა" ჩემბერლეინი გაიფორმა.

14:29

"სიტიმ" სანჩესისთვის 75 მილიონიანი შეთავაზება გაამზადა.

14:24

სერჟი ორიემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:23

"ლივერპული" კვლავ ვერ ახერხებს ლემარის შეძენას, ფრანგებს მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო სურთ.

14:23

"არსენალი" დრაქსლერის შეძენაში ფავორიტია.

14:21

დენი დრინქუოთერი ახლოსაა "ჩელსიში" გადასვლასთან, როგორც გაირკვა "ჩელსიში" გადასვლასთან ასევე ძალიან ახლოსაა რიად მაჰრეზიც.

14:20

ბარკლისთვის ბრძოლაში ახლა უკვე "არსენალი" დაწინაურდა.

14:17

რიაჰ მაჰრეზი ლონდონშია. მას უფლება დართეს, რომ ეროვნული ნაკრები დაეტოვებინა. დიდი ალბათობით ის "ჩელსის" ან "არსენალს" შეუერთდება, იწერება იმაზეც, რომ მისი შეძენა "ბარსელონასაც" სურს.

31 აგვისტო

22:03

"ვესტ ბრომვიჩმა" კრიხოვიაკი იჯარის წესით გაიფორმა.

22:00

"ლივერპულმა" "არსენალთან" და ოქსლეიდ ჩემბერლეინთან შეთანხმებას მიაღწია, ინგლისელი ფეხბურთელი მალე "მერსისაიდელებს" შეუერთდება.

16:05

"ჩელსიმ" "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით მიმართა რაფინიას შეძენის თაობაზე.

15:40

სერჟი ორიემ ბრიტანეთში შესვლის უფლება მოიპოვა. სულ მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:50

"ვესტ ბრომვიჩი" გრეგორი კრიხოვიაკის იჯარის წესით აყვანასთან ახლოსაა.

14:50

"ევერტონმა" "ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება როს ბარკლის შეძენის თაობაზე უარით გაისტუმრა.

14:49

"არსენალს" ჯონი ევანსის შეძენა სურს, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეთავაზება "ვესტ ბრომვიჩმა" უარით გაისტუმრა.

14:48

კიერან გიბსი "ვესტ ბრომვიჩში" ითამაშებს.

14:47

"ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფერნანდო ლიორენტეს დამატებას შეეცდება.

14:40

"ლივერპულს" თომას ლემარის დამატებაც სურს, მაგრამ "მონაკომ" განაცხადა, რომ ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს. ამასთან ვრცელდება ხმები, რომ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი დროის საკითხია.

14:33

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეტ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" გადასვლასთან ახლოსაა.

14:32

"ტოტენჰემს" "ლესტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დემარაი გრეი სურს. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ ლონდონელებმა თითქმის მოახერხეს სერჟი ორიეს გაფორმება.

14:30

დრინქუოთერმა ტრანსფერზე დასმა მოითხოვა. ახლა ყველაფერი "ჩელსიზეა" დამოკიდებული, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ისინი ინგლისელს გაიფორმებენ. (BBC)

14:29

გაურკვეველია ალექს ოქსლედ-ჩემბერლეინის ბედი. "არსენალმა" "ჩელსისთან" შეათანხმა მისი ტრანსფერი, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლაზე თვითონ ინგლისელმა უარი განაცხადა, მას "ლივერპულში" სურს თამაში.

14:27

სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში არ ჩაერთვება. გუშინ "სიტიმ" 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ, მაგრამ ლონდონელებმა შეთავაზება უარით გაისტუმრეს. გამომდინარე იქიდან, რომ სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში აღარ ჩაერთვება, მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ 70 მილიონი ფუნტის შეთავაზების შემდეგ "მეთოფეები" სანჩესს მაინც გაუშვებენ.

14:27

ჟოზე მოურინიო ანდრეას პერეირას გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელი "ვალენსიაში" არ გადავა. ის "იუნაიტედში" დარჩება (ESPN)

14:26

გრიზმანის აგენტი: "რომ არა სატრანსფერო ბანი დღეს გრიზმანი "ატლეტიკოში" არ იქნებოდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო."

14:24

"ფენერბაჰჩეს" მარუან ფელაინი სურს. ისინი "იუნაიტედთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის თანახმადაც ბელგიელი თურქებს მომავალ ზაფხულში შეუერთდება.

14: 23

მოურინიოს მაჰრეზი სურს, მაგრამ ფეხბურთელში დარწმუნებული არ არის კლუბის ხელმძღვანელობა და ისინი უარს აცხადებენ მის შეძენაზე (SFR Sport)
ახალი ამბები
69 კომენტარი
№61
ავტორი: Phil Jones
31 აგვისტო 2017 17:51
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გეთანხმებით სანჩესი სიტიში რო წავიდეს ფავორიტი იქნება, არსენალი ევერტონის კონკურენტი და ლუზერპული და ტოტენჰემი მეოთხე ადგილსითვის მებრძოლები, ჩელსი ზედიზედ ვერ მოიგებს ლიგას და დავრჩით ჩვენ და სიტი.
0
№62
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 18:12
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ისე პერიშიჩს ხო არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ინერთან?კი იყო ლაპარაკი მარა არსად შემხვედრია ეგ ინფო..მიდი ჟოზე ხო ხედავ ეს რალი არ ყიდის ამ ბეილს თან თუ გაყიდეს ეგრევე დეხეას მიადგებიან მეზობლის ბავშვებივით .გააძრე ივანა იწუილებს ორივე კრაიზე

ლინგარდზე სად დაწერა სკაიმ ვერ ვნახე დავით:? 100 მილიონი ევრო დაადასტურაა ლემარზე შეტავაზესო ანუ ლუზერს აახევენ მაგას მარა ლინგარდზე ვერსად ვერ ვნახე ვააიმე ვინც მაგაზე დაფიქრდეს და არ მიცეენ მე იმის:D:D:D 40 მილიონი ევროს ლინგარდში ვინ გადაიხდის:D
0
№63
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2017 18:17
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: gache1991
ისე პერიშიჩს ხო არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ინერთან?კი იყო ლაპარაკი მარა არსად შემხვედრია ეგ ინფო..მიდი ჟოზე ხო ხედავ ეს რალი არ ყიდის ამ ბეილს თან თუ გაყიდეს ეგრევე დეხეას მიადგებიან მეზობლის ბავშვებივით .გააძრე ივანა იწუილებს ორივე კრაიზე

ლინგარდზე სად დაწერა სკაიმ ვერ ვნახე დავით:? 100 მილიონი ევრო დაადასტურაა ლემარზე შეტავაზესო ანუ ლუზერს აახევენ მაგას მარა ლინგარდზე ვერსად ვერ ვნახე ვააიმე ვინც მაგაზე დაფიქრდეს და არ მიცეენ მე იმის:D:D:D 40 მილიონი ევროს ლინგარდში ვინ გადაიხდის:D


თვითერზე სქაის მთავარმა ჟურნალისტმა კავე სოლჰეკოლმა დაწერა, პერიშიჩს რაც შეეხება ეგ მართალია, ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია ჯერ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№64
ავტორი: Dato kutaisi
31 აგვისტო 2017 18:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: gache1991
რეალურად ბოლო წლების ყველაზე უცნაური ბაზარი იყო წელს.ნეიმარით დაწყებული მაგალითად ლივერპულის სიტუაცია,ვანდეიკზე 1 წელია ჩალიჩობენ და გუნდი რომელიც ფაქტიურად ლივერპული 2ია ლამბერტებით ლალანათი და კლაინით დაწყებული ლოვრენი ყველა მაგათგან ყავთ და ეხლა სახეს იხევენ არ აძლევენ.უცნაურია.ჩელსი რომელიც ერტ ერთი საუკეთესო იყო ტრანსფერებზე გინდა ყიდვა გინდა გაყიდვა(ოსკარში რამხელა ფული მოიგეს)ბაკაიოკო კაი ტრანსფერია მარა ლუკაკუ ჩვენ ავახიეთ,ტოტენჰემი ლორენტეს ახევს,ჩემბერლენი წარმოიდგინე 220 000ზე უარი უთხრა ჩელსის და ლუზერში წავიდა 120 000 კვირაში(დასაფასებელია) უცნაური რაღაცები ხდება,რენატო სანცესი იჯარით სუონსიშI:D ან ლივერპული რასაჩ უშვება კოუტინიოზე ბარსას,კაი ბიჭია მარა სუ ტრამვა აქ და ბევრი არაფერი იყო არც ინტერში და არც ესპანიოლშI,160 მილიონი ამ ფასების ფონზეც კი ბევრია..მარჯვენა მცველზე რო გვეცალიჩა ჩვენ ვინ იყო რო ბაზარზე?ვოლკერი და ორიე,მარცხნივ?მენდი და როუზი.ორიეს გარდა ყველა არანორმალური თანხა გამოდის და როგორც ცანს არ უნდოდა ჟოზეს თორე არიან საინტერესო იგროკები.მაგალითად რაფაელ გერეირო რომელიც მენდივით არ გაპიარდა არადა მარცხენა მცველს დარტყმაც აქ პასიც აქ ტექნიკაც სისწრაფეც და ყველაფერი..შეილება მაგის დათრევა მითუმეტეს კაი ურთიერთობა გვაქ დორტმუნდტან კაგავას წასვლა წამოსვლის გარდა იანუზაის არენდა გვქონდა..

როგორც ყოველთვის 100%.უბრალოდ ვერ გავიგე ლივერპულის ამდენი ფლანგი მაგათ როყავთ თან კარგები ორ გუნდს ეყოფოდა.ჩვენ ერთიც ვერ დავდეთ და ძაან რთული იქნება მარტო მარცხნიდან შეტევა ანბრეში მაინც დააყენოს მარჯვნივ თორე 5ტურის მერე დაგვიმუღამებსბყველა და გოლსაც ვეღარ გავიტანთ
0
№65
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2017 18:26
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
This transfer window has been absolutely outrageous. It's only fair that Manchester United go back and give Juventus another £50m for Pogba... მართალს ამბობს ეს ტიპი... პოგბა ძალიან მაგარ ფასში დავითრიეთ თურმე და ვწუწუნებდით wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№66
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 20:24
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
როგორც ყოველთვის 100%.უბრალოდ ვერ გავიგე ლივერპულის ამდენი ფლანგი მაგათ როყავთ თან კარგები ორ გუნდს ეყოფოდა.ჩვენ ერთიც ვერ დავდეთ და ძაან რთული იქნება მარტო მარცხნიდან შეტევა ანბრეში მაინც დააყენოს მარჯვნივ თორე 5ტურის მერე დაგვიმუღამებსბყველა და გოლსაც ვეღარ გავიტანთ[/quote]
აზრზე არ ვარ.ვანდეიკზე სკაი ამბობს ვაფშე ბიდიც არ გაუკეტებიათო კაი ხანია და აბა რას აპირებენ უმცველოდ უმეკარეოდ..მეც ვფიქრობ რო უნდა ცადოს მარსიალი რეშფორდი ერთდროულად მოედანზე,კაცმა არ ცისი როგორ ითამაშებენ,თან ლესტერთან თამაშში თვალში მომხვდა მარსიალი ხშირად შედიოდა ცენტრში და რამდენჯერმე იქით ფლანგზე გადავიდა,მეტი თავისუფლება მიიღო როგორც ჩანს კაი სტარტის მერე..საინტერესოა რო არ გვიცდია პოგბას კიდე უფრო მეტად განთავისუფლება,ანუ ვარიანტები მაინც გვაქ თუმცა პერიშიჩის მოსვლა მართლა კაი იქნებოდა..მე ვერ ვიპოვე ამ ლინგარდზე მარა მეეჭვება სიმართლე იყოს,არსენალმა 100 ლემარს შეთავაზოს და კიდე ლინგარდი:?გეგმა ბ-ს პონტში შეილება მარა გეგმა ბ მაგათი ის ქინება რო ლემარი თუ ვერ იყიდეს სანცესს აღარ გაუშვებენ მეეჭვება არსენამ ფსონი ლინგარდზე დადოს თან ამხელა..სიამოვნებით გავუშვებდი და მივაშავებდი ინტერს იმ 48:))

ხალხი რა ფულებს ისვრის პროსტა იკაიფე რა არსენალმა თუ 100 მილიონი გადაიხადა რავიცი.კარგად მახსოვს მარსიალის თანხაზე რამხელა ამბავი იყო,გადაჭარბებულიაო და რაღაცეები,კაი ბიწები არიან მბაპეც ლემარიც ბერნარდო სილვაც და მენდიც მარა იმ სეზონში როცა მარსიალმა გინდა მონაკოში ითამაშა გინდა ჩვენთან არავიზე ნაკლები სტატისტიკა და თამაში არ ქონდა..გამოდის დღევანდელი სიტუაციიით მარსიალი იაფად გვიყიდია:D

ბიჭებო ყველას გილოცავთ ევრობასკეტის უუუუმშვენიერეს სტარტს!!საღოლ ბიჭებს განსაკუთრებით შენგელიას!შეუცერებელი იყო!!!
0
№67
ავტორი: PaLoMo
31 აგვისტო 2017 20:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
[quote=gache1991]როგორც ყოველთვის 100%.უბრალოდ ვერ გავიგე ლივერპულის ამდენი ფლანგი მაგათ როყავთ თან კარგები ორ გუნდს ეყოფოდა.ჩვენ ერთიც ვერ დავდეთ და ძაან რთული იქნება მარტო მარცხნიდან შეტევა ანბრეში მაინც დააყენოს მარჯვნივ თორე 5ტურის მერე დაგვიმუღამებსბყველა და გოლსაც ვეღარ გავიტანთ[/quote]
აზრზე არ ვარ.ვანდეიკზე სკაი ამბობს ვაფშე ბიდიც არ გაუკეტებიათო კაი ხანია და აბა რას აპირებენ უმცველოდ უმეკარეოდ..მეც ვფიქრობ რო უნდა ცადოს მარსიალი რეშფორდი ერთდროულად მოედანზე,კაცმა არ ცისი როგორ ითამაშებენ,თან ლესტერთან თამაშში თვალში მომხვდა მარსიალი ხშირად შედიოდა ცენტრში და რამდენჯერმე იქით ფლანგზე გადავიდა,მეტი თავისუფლება მიიღო როგორც ჩანს კაი სტარტის მერე..საინტერესოა რო არ გვიცდია პოგბას კიდე უფრო მეტად განთავისუფლება,ანუ ვარიანტები მაინც გვაქ თუმცა პერიშიჩის მოსვლა მართლა კაი იქნებოდა..მე ვერ ვიპოვე ამ ლინგარდზე მარა მეეჭვება სიმართლე იყოს,არსენალმა 100 ლემარს შეთავაზოს და კიდე ლინგარდი:?გეგმა ბ-ს პონტში შეილება მარა გეგმა ბ მაგათი ის ქინება რო ლემარი თუ ვერ იყიდეს სანცესს აღარ გაუშვებენ მეეჭვება არსენამ ფსონი ლინგარდზე დადოს თან ამხელა..სიამოვნებით გავუშვებდი და მივაშავებდი ინტერს იმ 48:))

ხალხი რა ფულებს ისვრის პროსტა იკაიფე რა არსენალმა თუ 100 მილიონი გადაიხადა რავიცი.კარგად მახსოვს მარსიალის თანხაზე რამხელა ამბავი იყო,გადაჭარბებულიაო და რაღაცეები,კაი ბიწები არიან მბაპეც ლემარიც ბერნარდო სილვაც და მენდიც მარა იმ სეზონში როცა მარსიალმა გინდა მონაკოში ითამაშა გინდა ჩვენთან არავიზე ნაკლები სტატისტიკა და თამაში არ ქონდა..გამოდის დღევანდელი სიტუაციიით მარსიალი იაფად გვიყიდია:D

ბიჭებო ყველას გილოცავთ ევრობასკეტის უუუუმშვენიერეს სტარტს!!საღოლ ბიჭებს განსაკუთრებით შენგელიას!შეუცერებელი იყო!!![/quote]
dgevandelidan gamomdinare martlacbiafad gvyavs dateeuli,magram mashin sxva fasebi iyo. ravici bazarzeaea fasebia da juvm 25 milionad daitria matuidi ager totenhemma 22 milionad aurie ravici ravici shen gaugeb am xalxs?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№68
ავტორი: kantona-7
1 სექტემბერი 2017 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რამე ახალი ხომარაა ნეტა არავინ ვიყიდეთ ან გავყიდეთ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№69
ავტორი: WeAreUnited
1 სექტემბერი 2017 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
სიტიმ გაიფორმა სანჩესი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top