თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2017, 13:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 8690,
კომენტარები: 69
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
ცნობები პრემიერ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების შესახებ.
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
მოგეხსენებათ ხვალ 31 აგვისტოს 23:00 საათზე (თბილისის დროით 1 სექტემბერს 02:00 საათზე) ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. დღეს და ხვალ ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ ბოლო მთავარ სატრანსფერო სიახლეებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებს ეხება.

02:00

Closed !!! ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში ოფიციალურად დაიხურა. როგორც მოსალოდნელი იყო "იუნაიტედმა" დედლაინზე შენაძენი აღარ განახორციელა. ახალ სეზონში გუნდმა ვიქტორ ლინდელოფი, რომელუ ლუკაკუ და ნემანია მატიჩი დაიმატა. იჯარის წესით გუნდი ფოსუ-მენსამ დატოვა, ანდრეას პერეირა კი მოურინიომ დაიტოვა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

01:56

"ბრაიტონმა" ტიმ კრული გაიფორმა, "ლესტერმა" ალექსანდრე დრაგოვიჩი იჯარის წესით აიყვანა, დიაფრა სახომ კი "ვესტ ჰემში" დარჩენა გადაწყვიტა.

01:53

"ჩელსიმ" ტორინოს განაპირა მცველი დავიდე ზაპაკოშტა გაიფორმა.

01:42

"ტოტენჰემმა" ფერნანდო ლიორენტე გაიფორმა.

01:17

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ როს ბარკლიმ "ჩელსიში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "ევერტონში" დაბრუნდა.

00:55

დენი დრინქუოთერი სამედიცინო შემოწმების გასავლელად "ჩელსის" სამწვრთნელო ბაზაზე ჩავიდა.

23:55

ვირჯილ ვან დაიკი "საუთჰემპტონში" დარჩება.

22:42

3 საათზე ოდნავ მეტი რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. როგორც იცით ყველაზე გავლენიანი გამოცემების თანახმად ლემარის და სანჩესის ტრანსფერები ჩაიშალა. "იუნაიტედი" კვლავ არ აპირებს ვინმე შეიძინოს. ახლა უკვე რამდნეიმე სპორტული გამოცემა წერს, რომ რიად მაჰრეზი არც "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, უცნობია თუ სად არის ახლა ალჟირელი და სად გააგრძელებს ის კარიერას. მამადუ სახო "კრისტალ პალასში" გადავიდა, ხოლო ჯონი ევანსის ბედი კვლავ გაურკვეველია.

21:41

BBC: სანჩესის ტრანსფერი აღარ შედგება.

21:36

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა.

21:40

თომას ლემარმა "არსენალზე" უარი თქვა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ალექსის სანჩესი "არსენალში" დარჩება.

21:39

მამადუ სახო "კრისტალ პალასში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

20:19

რამდენიმე გამომცემლობა წერს იმის შესახებ, რომ ლემარის ტრანსფერი ჩაიშალა და გამომდინარე აქიდან სანჩესი "არსენალში" რჩება. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 საათზე ნაკლები დრო რჩება.

20:06

Mirror: "სანჩესი "არსენალში" რჩება."

19:56

beIN Sports: "ჩელსიმ" 45 მილიონი ფუნტი შესთავაზე "ლესტერს" რიად მაჰრეზის სანაცვლოდ."

19:47

რამდენიმე გავლენიანი სპორტული გამომცემლობების თანახმად "არსენალმა" "მონაკოსთან" შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მათ შესათანხმებელი აქვთ პირადი კონტრაქტი ფეხბურთელთან. Guardian კი იტყობინება, რომ "არსენალი" თომას ლემარს შეეშვა და ისინი ალექსის სანჩესს დაიტოვებენ.

19:10

Sky Sports: "არსენალმა" "მონაკოს" ლემარის სანაცვლოდ 92 მილიონი შესთავაზა."

18:56

ჯერჯერობით არაფერი იწერება ფილიპე კოუტინიოს შესახებ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 1 სექტემბერს (ჩვენი დროით 2 სექტემბერს) იხურება, ამიტომ "ბარსელონას" მის შესაძენად დაახლოებით 30 საათი კიდევ აქვს.

18:06

Sky Sports: "არსენალი" ლინგარდის სანაცვლოდ "იუნაიტედს" 35 მილიონს შესთავაზებს"

18:06

დივოკ ორიჯი იჯარის წესით "ვოლფსბურგში" იასპარეზებს.

17:20

Mirror: "არსენალი" "სიტის" შეთავაზებას დათანხმდა, სანჩესი "ქალაქელებს" შეუერთდება.

17:08

Sky Italia: "ჩელსი" "ტორინოდან" ზაპაკოსტას გაიფორმებს.

17:02

რენატო სანჩესი იჯარის წესით "სუონსის" შეუერთდა.

16:51

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეთიუ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" იასპარეზებს.

16:49

გარი ნევილი: "ჩემი აზრით "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საქმიანობა დაასრულა და ისინი მეტ ფეხბურთელს ამ ფანჯარაზე აღარ შეიძენენ."

16:42

Sky Sports: ძალიან დიდი ალბათობით სანჩესი "სიტის" შეუერთდება, მაგრამ მისი ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზეც მოახერხებს და გაიფორმებს თუ არა "არსენალი" თომას ლემარს, ლემარის გაფორმების შემთხვევაში სანჩესი "სიტიში" გადავა.

16:42

"ბარსელონ" : "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რიად მაჰრეზით"

16:41

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა. განხორციელდა სრული ტრანსფერი და არა იჯარა.

16:38

რიად მაჰრეზი ბარსელონაში შენიშნეს.

16:34

BBC: ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

16:34

"ტოტენჰემმა" ორიე ოფიციალურად გაიფორმა.

16:33

Sky Sports: "სიტი" სანჩესის გაფორმებასთან ახლოსაა.

16:28

მოურინიო უკანასკნელად შეეცდება დედლაინზე ვილიანის შეძენას.

15:26

"სუონსიმ" რენატო სანჩესი იჯარის წესით აიყვანა. უელსელები ასევე ახლოს არიან უილფრიდ ბონის გაფორმებასთან.

15:21

Non Premier League: ლუიშ ნანი რომის "ლაციოში" ითამაშებს.

15:20

ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

15:20

ფერნანდო ლიორენტემ "ჩელსის" "ტოტენჰემი" არჩია.

15:19

"ლივერპულმა" ჩემბერლეინი გაიფორმა.

14:29

"სიტიმ" სანჩესისთვის 75 მილიონიანი შეთავაზება გაამზადა.

14:24

სერჟი ორიემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:23

"ლივერპული" კვლავ ვერ ახერხებს ლემარის შეძენას, ფრანგებს მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო სურთ.

14:23

"არსენალი" დრაქსლერის შეძენაში ფავორიტია.

14:21

დენი დრინქუოთერი ახლოსაა "ჩელსიში" გადასვლასთან, როგორც გაირკვა "ჩელსიში" გადასვლასთან ასევე ძალიან ახლოსაა რიად მაჰრეზიც.

14:20

ბარკლისთვის ბრძოლაში ახლა უკვე "არსენალი" დაწინაურდა.

14:17

რიაჰ მაჰრეზი ლონდონშია. მას უფლება დართეს, რომ ეროვნული ნაკრები დაეტოვებინა. დიდი ალბათობით ის "ჩელსის" ან "არსენალს" შეუერთდება, იწერება იმაზეც, რომ მისი შეძენა "ბარსელონასაც" სურს.

31 აგვისტო

22:03

"ვესტ ბრომვიჩმა" კრიხოვიაკი იჯარის წესით გაიფორმა.

22:00

"ლივერპულმა" "არსენალთან" და ოქსლეიდ ჩემბერლეინთან შეთანხმებას მიაღწია, ინგლისელი ფეხბურთელი მალე "მერსისაიდელებს" შეუერთდება.

16:05

"ჩელსიმ" "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით მიმართა რაფინიას შეძენის თაობაზე.

15:40

სერჟი ორიემ ბრიტანეთში შესვლის უფლება მოიპოვა. სულ მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:50

"ვესტ ბრომვიჩი" გრეგორი კრიხოვიაკის იჯარის წესით აყვანასთან ახლოსაა.

14:50

"ევერტონმა" "ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება როს ბარკლის შეძენის თაობაზე უარით გაისტუმრა.

14:49

"არსენალს" ჯონი ევანსის შეძენა სურს, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეთავაზება "ვესტ ბრომვიჩმა" უარით გაისტუმრა.

14:48

კიერან გიბსი "ვესტ ბრომვიჩში" ითამაშებს.

14:47

"ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფერნანდო ლიორენტეს დამატებას შეეცდება.

14:40

"ლივერპულს" თომას ლემარის დამატებაც სურს, მაგრამ "მონაკომ" განაცხადა, რომ ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს. ამასთან ვრცელდება ხმები, რომ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი დროის საკითხია.

14:33

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეტ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" გადასვლასთან ახლოსაა.

14:32

"ტოტენჰემს" "ლესტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დემარაი გრეი სურს. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ ლონდონელებმა თითქმის მოახერხეს სერჟი ორიეს გაფორმება.

14:30

დრინქუოთერმა ტრანსფერზე დასმა მოითხოვა. ახლა ყველაფერი "ჩელსიზეა" დამოკიდებული, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ისინი ინგლისელს გაიფორმებენ. (BBC)

14:29

გაურკვეველია ალექს ოქსლედ-ჩემბერლეინის ბედი. "არსენალმა" "ჩელსისთან" შეათანხმა მისი ტრანსფერი, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლაზე თვითონ ინგლისელმა უარი განაცხადა, მას "ლივერპულში" სურს თამაში.

14:27

სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში არ ჩაერთვება. გუშინ "სიტიმ" 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ, მაგრამ ლონდონელებმა შეთავაზება უარით გაისტუმრეს. გამომდინარე იქიდან, რომ სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში აღარ ჩაერთვება, მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ 70 მილიონი ფუნტის შეთავაზების შემდეგ "მეთოფეები" სანჩესს მაინც გაუშვებენ.

14:27

ჟოზე მოურინიო ანდრეას პერეირას გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელი "ვალენსიაში" არ გადავა. ის "იუნაიტედში" დარჩება (ESPN)

14:26

გრიზმანის აგენტი: "რომ არა სატრანსფერო ბანი დღეს გრიზმანი "ატლეტიკოში" არ იქნებოდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო."

14:24

"ფენერბაჰჩეს" მარუან ფელაინი სურს. ისინი "იუნაიტედთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის თანახმადაც ბელგიელი თურქებს მომავალ ზაფხულში შეუერთდება.

14: 23

მოურინიოს მაჰრეზი სურს, მაგრამ ფეხბურთელში დარწმუნებული არ არის კლუბის ხელმძღვანელობა და ისინი უარს აცხადებენ მის შეძენაზე (SFR Sport)
ახალი ამბები
69 კომენტარი
№41
ავტორი: iuristi
31 აგვისტო 2017 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ნანი თუ ლაციოში წავა, ჩემი აზრით კარგი ტრანსფერი იქნება ნანისთვის, რადგან ლაციო საკმაოდ სიმპატიური გუნდია იტალიაში .
0
№42
ავტორი: Lalana
31 აგვისტო 2017 15:54
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
სამწუხაროა რომ ასე მალე მოვრჩით ყველაფერს,ჩვენი მოწინააღმდეგეები ისევე აქტიურობენ ჩვენ კი გამოვეთიშეთ ბრძოლას,არა და მარჯვენა ფლანგზე რომ ეფიქრათ კარგი იქნებოდა,ან მარცხენა მცველზე მაინც,ან საერთოდ ვალენსიას შემცვლელზე,წელს არავინ არ ყავს მას შემცვლელად,თუ არავინ მოყავდათ ფოსუ მენსა მაინც დაეტოვებინათ და მიეცათ დრო მარჯვნივ სათამაშოდ.

ან და საერთოდ ორიე ტოტენჰემა 22 მილიონად დაიმატა მგონი,ასეთი დონის მცველისთვის საკმაოდ ცოტაა.მომავალში ვის ვიყიდით ვალენსიას შემცვლდლად ამაზე უკეთესს,თან ასეთ ფასში?ხელიდან არ უნდა გაგვეშვა ეგ შემთხვევა.დიდად კარგი სატრანსფერო პერიოდი არ გვქონია,შეგვეძლო უფრო გავძლიერებულიყავით და უკეთესი კონკურენცია გვქონოდა გუნდში,ამასთანავე ისევ და ისევ ვრჩებით გარემარბის გარეშე,რაც მოურინიოს სტილის ფეხბურთს აუცილებლად სჭირდება.
0
№43
ავტორი: iuristi
31 აგვისტო 2017 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მე მგონი მაჰრეზი ბარსელონაში გადავა,https://www.championat.com/football/
0
№44
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 16:02
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Lalana
სამწუხაროა რომ ასე მალე მოვრჩით ყველაფერს,ჩვენი მოწინააღმდეგეები ისევე აქტიურობენ ჩვენ კი გამოვეთიშეთ ბრძოლას,არა და მარჯვენა ფლანგზე რომ ეფიქრათ კარგი იქნებოდა,ან მარცხენა მცველზე მაინც,ან საერთოდ ვალენსიას შემცვლელზე,წელს არავინ არ ყავს მას შემცვლელად,თუ არავინ მოყავდათ ფოსუ მენსა მაინც დაეტოვებინათ და მიეცათ დრო მარჯვნივ სათამაშოდ.

ან და საერთოდ ორიე ტოტენჰემა 22 მილიონად დაიმატა მგონი,ასეთი დონის მცველისთვის საკმაოდ ცოტაა.მომავალში ვის ვიყიდით ვალენსიას შემცვლდლად ამაზე უკეთესს,თან ასეთ ფასში?ხელიდან არ უნდა გაგვეშვა ეგ შემთხვევა.დიდად კარგი სატრანსფერო პერიოდი არ გვქონია,შეგვეძლო უფრო გავძლიერებულიყავით და უკეთესი კონკურენცია გვქონოდა გუნდში,ამასთანავე ისევ და ისევ ვრჩებით გარემარბის გარეშე,რაც მოურინიოს სტილის ფეხბურთს აუცილებლად სჭირდება.

დარმიანი მარჯვენა მცველი ხო იყო იდეაში ოდესღაც და :))
0
№45
ავტორი: pogba.
31 აგვისტო 2017 16:07
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: Dato Sirabidze
ბეილზე საერთოდ არაფერი არ იწერება და ჰალამადრის ნუ უჯერებთ ძალიან გთხოვთ, საერთოდ არ უნდა შეხვიდე მაგ საიტზე, ან ფეხბურთი.ჯიზე და ა.შ ბეილზე არ იწერება არაფერი, ბეილზეც და საერთოდ იუნაიტედზე არაფერი იწერება, რადგანაც თითქმის ასი პროცენტით დახურულია ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა.

დაბრუნდი რა ძაან აკლიხარ საიტს -_-
0
№46
ავტორი: Lalana
31 აგვისტო 2017 16:08
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: gache1991
დარმიანი მარჯვენა მცველი ხო იყო იდეაში ოდესღაც და :))

ოდესღაც ბლინდსაც კი მოიაზრებდნენ ნახევარდაცვაში და ახლა თვითონაც არ იცის რა პოზიციაზე თამაშობს.კარგი იქნებოდა ბლინდი ან დარმიანი მაინც გაეშვათ და მოეყვანათ მარცხენა მცველი.შოუსი ნამდვილად აღარ მჯერა,არა მგონია მაგან მთლიანად ჩაატაროს სეზონი ტრავმების გარეშე.ან რაღას უშვებდნენ ფოსუს საერთოდ,მაგრამ ყველაზე მეტად მარჯვენა ფლანგზე გვჭირდება გაძლიერება,მხითარიანი მაინც ათიანის კაცია და მატა ფლანგის შემტევი რომ არ არის კი ვიცით.
0
№47
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 16:24
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Lalana
ციტატა: gache1991
დარმიანი მარჯვენა მცველი ხო იყო იდეაში ოდესღაც და :))

ოდესღაც ბლინდსაც კი მოიაზრებდნენ ნახევარდაცვაში და ახლა თვითონაც არ იცის რა პოზიციაზე თამაშობს.კარგი იქნებოდა ბლინდი ან დარმიანი მაინც გაეშვათ და მოეყვანათ მარცხენა მცველი.შოუსი ნამდვილად აღარ მჯერა,არა მგონია მაგან მთლიანად ჩაატაროს სეზონი ტრავმების გარეშე.ან რაღას უშვებდნენ ფოსუს საერთოდ,მაგრამ ყველაზე მეტად მარჯვენა ფლანგზე გვჭირდება გაძლიერება,მხითარიანი მაინც ათიანის კაცია და მატა ფლანგის შემტევი რომ არ არის კი ვიცით.

ხო მარა მენსას წუთი თამაში არ მოუწევდა მარჯვენა მცველად და ძაან ცოდო იყო..აი 1 კვირაში გაამართლა მაგ არენდამ.ყველაზე მეტი პატკატი აქ ეპლში და ტიპი ერთ კვირაში ნაკრებში მოხვდა.რაც ზრაპარი იყო მანჩესტერის ზამენიდან..დანარჩენი ყველაფერში გეთანხმები ორიეც უნდა გვეყიდა იდეაში და როუზიც,რომლებიც ფაქტიურად იხვეწებოდნენ.არც მაჰრეზის მოსვლა დაგვაკლებდა არაფერს,მარცხენა კრაის მარსიალი რეშფორდი მეტნაკლებად ართმევენ თავს,ჩვენი შეტევების 67 პროცენტი მარცხნიდან მოდის თურმე,მარჯვნიდან ნახევარი იმიტო რო მატა ფლანგელი არაა და როგორც კი საშვალება აქ ცენტრში შედის(ანგლისკი აქცენტს უყურე და ეგეთ გადაცემებს და ძააალიან მაგრა ხსნიან ყველაფერს)ცოტა ცუდი სანახავია როგორ უყურებ კონკურენტები როგორ ძლიერდებიან და შენ არც არაფერი..მტავარია დეხეას არ მიუბრუნდეს რეალი კი თქვა მოუმ არ მიდსო და რარაც მარა უსიამოვნო დროა ტან მადრიდშია შეკრებაზე:D
0
№48
ავტორი: ROI
31 აგვისტო 2017 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Siaxleebma dagviviwya
0
№49
ავტორი: Phil Jones
31 აგვისტო 2017 16:38
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სუონსი ყოჩაღ, არამგონია სიგურდსონისნაირი შედეგი დადოს რენატო სანჩესმა, მაგრამ ბოლობოლო გაპიარებული ფეხბურთელის მოყვანა სუონსის ყაიდის გუნდისთვის ბევრ რამეს ნიშნავს.
0
№50
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 16:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რეალურად ბოლო წლების ყველაზე უცნაური ბაზარი იყო წელს.ნეიმარით დაწყებული მაგალითად ლივერპულის სიტუაცია,ვანდეიკზე 1 წელია ჩალიჩობენ და გუნდი რომელიც ფაქტიურად ლივერპული 2ია ლამბერტებით ლალანათი და კლაინით დაწყებული ლოვრენი ყველა მაგათგან ყავთ და ეხლა სახეს იხევენ არ აძლევენ.უცნაურია.ჩელსი რომელიც ერტ ერთი საუკეთესო იყო ტრანსფერებზე გინდა ყიდვა გინდა გაყიდვა(ოსკარში რამხელა ფული მოიგეს)ბაკაიოკო კაი ტრანსფერია მარა ლუკაკუ ჩვენ ავახიეთ,ტოტენჰემი ლორენტეს ახევს,ჩემბერლენი წარმოიდგინე 220 000ზე უარი უთხრა ჩელსის და ლუზერში წავიდა 120 000 კვირაში(დასაფასებელია) უცნაური რაღაცები ხდება,რენატო სანცესი იჯარით სუონსიშI:D ან ლივერპული რასაჩ უშვება კოუტინიოზე ბარსას,კაი ბიჭია მარა სუ ტრამვა აქ და ბევრი არაფერი იყო არც ინტერში და არც ესპანიოლშI,160 მილიონი ამ ფასების ფონზეც კი ბევრია..მარჯვენა მცველზე რო გვეცალიჩა ჩვენ ვინ იყო რო ბაზარზე?ვოლკერი და ორიე,მარცხნივ?მენდი და როუზი.ორიეს გარდა ყველა არანორმალური თანხა გამოდის და როგორც ცანს არ უნდოდა ჟოზეს თორე არიან საინტერესო იგროკები.მაგალითად რაფაელ გერეირო რომელიც მენდივით არ გაპიარდა არადა მარცხენა მცველს დარტყმაც აქ პასიც აქ ტექნიკაც სისწრაფეც და ყველაფერი..შეილება მაგის დათრევა მითუმეტეს კაი ურთიერთობა გვაქ დორტმუნდტან კაგავას წასვლა წამოსვლის გარდა იანუზაის არენდა გვქონდა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top