თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2017, 13:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 8690,
კომენტარები: 69
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
ცნობები პრემიერ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების შესახებ.
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
მოგეხსენებათ ხვალ 31 აგვისტოს 23:00 საათზე (თბილისის დროით 1 სექტემბერს 02:00 საათზე) ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. დღეს და ხვალ ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ ბოლო მთავარ სატრანსფერო სიახლეებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებს ეხება.

02:00

Closed !!! ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში ოფიციალურად დაიხურა. როგორც მოსალოდნელი იყო "იუნაიტედმა" დედლაინზე შენაძენი აღარ განახორციელა. ახალ სეზონში გუნდმა ვიქტორ ლინდელოფი, რომელუ ლუკაკუ და ნემანია მატიჩი დაიმატა. იჯარის წესით გუნდი ფოსუ-მენსამ დატოვა, ანდრეას პერეირა კი მოურინიომ დაიტოვა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

01:56

"ბრაიტონმა" ტიმ კრული გაიფორმა, "ლესტერმა" ალექსანდრე დრაგოვიჩი იჯარის წესით აიყვანა, დიაფრა სახომ კი "ვესტ ჰემში" დარჩენა გადაწყვიტა.

01:53

"ჩელსიმ" ტორინოს განაპირა მცველი დავიდე ზაპაკოშტა გაიფორმა.

01:42

"ტოტენჰემმა" ფერნანდო ლიორენტე გაიფორმა.

01:17

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ როს ბარკლიმ "ჩელსიში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "ევერტონში" დაბრუნდა.

00:55

დენი დრინქუოთერი სამედიცინო შემოწმების გასავლელად "ჩელსის" სამწვრთნელო ბაზაზე ჩავიდა.

23:55

ვირჯილ ვან დაიკი "საუთჰემპტონში" დარჩება.

22:42

3 საათზე ოდნავ მეტი რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. როგორც იცით ყველაზე გავლენიანი გამოცემების თანახმად ლემარის და სანჩესის ტრანსფერები ჩაიშალა. "იუნაიტედი" კვლავ არ აპირებს ვინმე შეიძინოს. ახლა უკვე რამდნეიმე სპორტული გამოცემა წერს, რომ რიად მაჰრეზი არც "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, უცნობია თუ სად არის ახლა ალჟირელი და სად გააგრძელებს ის კარიერას. მამადუ სახო "კრისტალ პალასში" გადავიდა, ხოლო ჯონი ევანსის ბედი კვლავ გაურკვეველია.

21:41

BBC: სანჩესის ტრანსფერი აღარ შედგება.

21:36

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა.

21:40

თომას ლემარმა "არსენალზე" უარი თქვა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ალექსის სანჩესი "არსენალში" დარჩება.

21:39

მამადუ სახო "კრისტალ პალასში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

20:19

რამდენიმე გამომცემლობა წერს იმის შესახებ, რომ ლემარის ტრანსფერი ჩაიშალა და გამომდინარე აქიდან სანჩესი "არსენალში" რჩება. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 საათზე ნაკლები დრო რჩება.

20:06

Mirror: "სანჩესი "არსენალში" რჩება."

19:56

beIN Sports: "ჩელსიმ" 45 მილიონი ფუნტი შესთავაზე "ლესტერს" რიად მაჰრეზის სანაცვლოდ."

19:47

რამდენიმე გავლენიანი სპორტული გამომცემლობების თანახმად "არსენალმა" "მონაკოსთან" შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მათ შესათანხმებელი აქვთ პირადი კონტრაქტი ფეხბურთელთან. Guardian კი იტყობინება, რომ "არსენალი" თომას ლემარს შეეშვა და ისინი ალექსის სანჩესს დაიტოვებენ.

19:10

Sky Sports: "არსენალმა" "მონაკოს" ლემარის სანაცვლოდ 92 მილიონი შესთავაზა."

18:56

ჯერჯერობით არაფერი იწერება ფილიპე კოუტინიოს შესახებ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 1 სექტემბერს (ჩვენი დროით 2 სექტემბერს) იხურება, ამიტომ "ბარსელონას" მის შესაძენად დაახლოებით 30 საათი კიდევ აქვს.

18:06

Sky Sports: "არსენალი" ლინგარდის სანაცვლოდ "იუნაიტედს" 35 მილიონს შესთავაზებს"

18:06

დივოკ ორიჯი იჯარის წესით "ვოლფსბურგში" იასპარეზებს.

17:20

Mirror: "არსენალი" "სიტის" შეთავაზებას დათანხმდა, სანჩესი "ქალაქელებს" შეუერთდება.

17:08

Sky Italia: "ჩელსი" "ტორინოდან" ზაპაკოსტას გაიფორმებს.

17:02

რენატო სანჩესი იჯარის წესით "სუონსის" შეუერთდა.

16:51

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეთიუ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" იასპარეზებს.

16:49

გარი ნევილი: "ჩემი აზრით "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საქმიანობა დაასრულა და ისინი მეტ ფეხბურთელს ამ ფანჯარაზე აღარ შეიძენენ."

16:42

Sky Sports: ძალიან დიდი ალბათობით სანჩესი "სიტის" შეუერთდება, მაგრამ მისი ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზეც მოახერხებს და გაიფორმებს თუ არა "არსენალი" თომას ლემარს, ლემარის გაფორმების შემთხვევაში სანჩესი "სიტიში" გადავა.

16:42

"ბარსელონ" : "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რიად მაჰრეზით"

16:41

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა. განხორციელდა სრული ტრანსფერი და არა იჯარა.

16:38

რიად მაჰრეზი ბარსელონაში შენიშნეს.

16:34

BBC: ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

16:34

"ტოტენჰემმა" ორიე ოფიციალურად გაიფორმა.

16:33

Sky Sports: "სიტი" სანჩესის გაფორმებასთან ახლოსაა.

16:28

მოურინიო უკანასკნელად შეეცდება დედლაინზე ვილიანის შეძენას.

15:26

"სუონსიმ" რენატო სანჩესი იჯარის წესით აიყვანა. უელსელები ასევე ახლოს არიან უილფრიდ ბონის გაფორმებასთან.

15:21

Non Premier League: ლუიშ ნანი რომის "ლაციოში" ითამაშებს.

15:20

ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

15:20

ფერნანდო ლიორენტემ "ჩელსის" "ტოტენჰემი" არჩია.

15:19

"ლივერპულმა" ჩემბერლეინი გაიფორმა.

14:29

"სიტიმ" სანჩესისთვის 75 მილიონიანი შეთავაზება გაამზადა.

14:24

სერჟი ორიემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:23

"ლივერპული" კვლავ ვერ ახერხებს ლემარის შეძენას, ფრანგებს მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო სურთ.

14:23

"არსენალი" დრაქსლერის შეძენაში ფავორიტია.

14:21

დენი დრინქუოთერი ახლოსაა "ჩელსიში" გადასვლასთან, როგორც გაირკვა "ჩელსიში" გადასვლასთან ასევე ძალიან ახლოსაა რიად მაჰრეზიც.

14:20

ბარკლისთვის ბრძოლაში ახლა უკვე "არსენალი" დაწინაურდა.

14:17

რიაჰ მაჰრეზი ლონდონშია. მას უფლება დართეს, რომ ეროვნული ნაკრები დაეტოვებინა. დიდი ალბათობით ის "ჩელსის" ან "არსენალს" შეუერთდება, იწერება იმაზეც, რომ მისი შეძენა "ბარსელონასაც" სურს.

31 აგვისტო

22:03

"ვესტ ბრომვიჩმა" კრიხოვიაკი იჯარის წესით გაიფორმა.

22:00

"ლივერპულმა" "არსენალთან" და ოქსლეიდ ჩემბერლეინთან შეთანხმებას მიაღწია, ინგლისელი ფეხბურთელი მალე "მერსისაიდელებს" შეუერთდება.

16:05

"ჩელსიმ" "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით მიმართა რაფინიას შეძენის თაობაზე.

15:40

სერჟი ორიემ ბრიტანეთში შესვლის უფლება მოიპოვა. სულ მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:50

"ვესტ ბრომვიჩი" გრეგორი კრიხოვიაკის იჯარის წესით აყვანასთან ახლოსაა.

14:50

"ევერტონმა" "ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება როს ბარკლის შეძენის თაობაზე უარით გაისტუმრა.

14:49

"არსენალს" ჯონი ევანსის შეძენა სურს, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეთავაზება "ვესტ ბრომვიჩმა" უარით გაისტუმრა.

14:48

კიერან გიბსი "ვესტ ბრომვიჩში" ითამაშებს.

14:47

"ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფერნანდო ლიორენტეს დამატებას შეეცდება.

14:40

"ლივერპულს" თომას ლემარის დამატებაც სურს, მაგრამ "მონაკომ" განაცხადა, რომ ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს. ამასთან ვრცელდება ხმები, რომ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი დროის საკითხია.

14:33

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეტ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" გადასვლასთან ახლოსაა.

14:32

"ტოტენჰემს" "ლესტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დემარაი გრეი სურს. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ ლონდონელებმა თითქმის მოახერხეს სერჟი ორიეს გაფორმება.

14:30

დრინქუოთერმა ტრანსფერზე დასმა მოითხოვა. ახლა ყველაფერი "ჩელსიზეა" დამოკიდებული, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ისინი ინგლისელს გაიფორმებენ. (BBC)

14:29

გაურკვეველია ალექს ოქსლედ-ჩემბერლეინის ბედი. "არსენალმა" "ჩელსისთან" შეათანხმა მისი ტრანსფერი, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლაზე თვითონ ინგლისელმა უარი განაცხადა, მას "ლივერპულში" სურს თამაში.

14:27

სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში არ ჩაერთვება. გუშინ "სიტიმ" 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ, მაგრამ ლონდონელებმა შეთავაზება უარით გაისტუმრეს. გამომდინარე იქიდან, რომ სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში აღარ ჩაერთვება, მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ 70 მილიონი ფუნტის შეთავაზების შემდეგ "მეთოფეები" სანჩესს მაინც გაუშვებენ.

14:27

ჟოზე მოურინიო ანდრეას პერეირას გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელი "ვალენსიაში" არ გადავა. ის "იუნაიტედში" დარჩება (ESPN)

14:26

გრიზმანის აგენტი: "რომ არა სატრანსფერო ბანი დღეს გრიზმანი "ატლეტიკოში" არ იქნებოდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო."

14:24

"ფენერბაჰჩეს" მარუან ფელაინი სურს. ისინი "იუნაიტედთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის თანახმადაც ბელგიელი თურქებს მომავალ ზაფხულში შეუერთდება.

14: 23

მოურინიოს მაჰრეზი სურს, მაგრამ ფეხბურთელში დარწმუნებული არ არის კლუბის ხელმძღვანელობა და ისინი უარს აცხადებენ მის შეძენაზე (SFR Sport)
ახალი ამბები
69 კომენტარი
№21
ავტორი: levionok
30 აგვისტო 2017 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
grizmani mova zamtarshi es vici darwmunebit

vnaxot atletiko rogor gamova ligaze sheidzleba zapxulamde gadaidos magram shemdegi sezonidan milioni procenti chvenia
0
№22
ავტორი: Svanchester
30 აგვისტო 2017 19:08
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
მემგონი სანჩესი გავიფორმეთ
0
№23
ავტორი: ikeoni
30 აგვისტო 2017 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Imedia ert garemarbs viyidit
0
№24
ავტორი: makaveli
30 აგვისტო 2017 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Svanski
მემგონი სანჩესი გავიფორმეთ

ეგ სადღა ნახეე?
0
№25
ავტორი: PaLoMo
30 აგვისტო 2017 20:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
ციტატა: O Neil
grizmanze martlac guli mwydebaa.

tu bale davitriet ravici mere tviton sheileba ar gadmovides.tu arada uechvelad chvenia.

ციტატა: iuristi
ციტატა: O Neil
grizmanze martlac guli mwydebaa.

როგორ ფიქრობ მეგობარო, არის შანსი რომ შემდეგ სეზონში გრიზმანი ჩვენთან გადმოვიდეს?

ise balec tu viyidet da grizuc davitriet arnaxuli sheteva gveyoleba

martiali/rashfordi
atianze grizmani
marjvnov bale
win lukaku

ციტატა: levionok
grizmani mova zamtarshi es vici darwmunebit

vnaxot atletiko rogor gamova ligaze sheidzleba zapxulamde gadaidos magram shemdegi sezonidan milioni procenti chvenia

mec zamtris transferi mgonia,magram ligaze ro ar iqneba eg faqtoria gasatvaliwswinebeli da savaraudot zafxulamde gadaideba tu rame ar sheicvala manamde
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№26
ავტორი: Dato Sirabidze
30 აგვისტო 2017 20:57
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ბეილზე ყოველ შემთხვევაში სანდო გამომცდემლობის მიერ არაფერი არ დაწერილა, ამიტომ ეგ არის ჭორი, რომ ბეილი იუნაიტედის ფეხბურთელია ან მას იუნაიტედი მალე წარადგენს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№27
ავტორი: dzia_David
30 აგვისტო 2017 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: Dato Sirabidze
ბეილზე სად ნახულობთ ამ ინფოებს რო ხვალ გაოფიციალურდება ან უკვე გავიფორმეთ და ამბები მართლა მაინტერესებს what

დათო გამარჯობა. რავიცი რეალის ქართულ საიტზე იმდენი სტატია დაწერა ადმინმა,ბეილზე შეთანხმება მიღწეულია და უნაიტედში გადადიოს. ან ძაან სიზმრები ნახა,ან საიდანღაც თარგმნის და შენ არიცი ის გვერდი :)


ძაან მეზღაპრე ადმინები ყავთ საერთოდ ისე მაგათ
0
№28
ავტორი: Svanchester
30 აგვისტო 2017 21:43
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: makaveli
ციტატა: Svanski
მემგონი სანჩესი გავიფორმეთ

ეგ სადღა ნახეე?

ფბზე გაიჩითა ბრატ ვიდეო სადაც ფანები მანჩესტერზე ესაუბრებიან ნუ ინტერვიუს დროს მიაძახეს მანჩესტერი და ტიპი იღიმებოდა ჩუმად იყო პასუხი არ გაუცია და ხშირად დუმილი თანხმობის ნიშანია დამეთანხმებით ვნახოთ მე მაგრა მჯერა.
0
№29
ავტორი: PaLoMo
30 აგვისტო 2017 22:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
ციტატა: Svanski
ციტატა: makaveli
ციტატა: Svanski
მემგონი სანჩესი გავიფორმეთ

ეგ სადღა ნახეე?

ფბზე გაიჩითა ბრატ ვიდეო სადაც ფანები მანჩესტერზე ესაუბრებიან ნუ ინტერვიუს დროს მიაძახეს მანჩესტერი და ტიპი იღიმებოდა ჩუმად იყო პასუხი არ გაუცია და ხშირად დუმილი თანხმობის ნიშანია დამეთანხმებით ვნახოთ მე მაგრა მჯერა.

manchesteri? sity chalichobda magis transferze da sheileba egbtema gaichita.ise ragaceebi iwereba .sul aaxali siaxleebia da sadeben imedia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№30
ავტორი: PaLoMo
31 აგვისტო 2017 05:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
ბეილზე უკვე ძან ბევრი იწერება და რავიცი აბა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top