თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2017, 13:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 8690,
კომენტარები: 69
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
ცნობები პრემიერ ლიგაში განხორციელებული ტრანსფერების შესახებ.
სატრანსფერო ფანჯარა: ინგლისი
მოგეხსენებათ ხვალ 31 აგვისტოს 23:00 საათზე (თბილისის დროით 1 სექტემბერს 02:00 საათზე) ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. დღეს და ხვალ ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ ბოლო მთავარ სატრანსფერო სიახლეებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგის წამყვან კლუბებს ეხება.

02:00

Closed !!! ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში ოფიციალურად დაიხურა. როგორც მოსალოდნელი იყო "იუნაიტედმა" დედლაინზე შენაძენი აღარ განახორციელა. ახალ სეზონში გუნდმა ვიქტორ ლინდელოფი, რომელუ ლუკაკუ და ნემანია მატიჩი დაიმატა. იჯარის წესით გუნდი ფოსუ-მენსამ დატოვა, ანდრეას პერეირა კი მოურინიომ დაიტოვა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

01:56

"ბრაიტონმა" ტიმ კრული გაიფორმა, "ლესტერმა" ალექსანდრე დრაგოვიჩი იჯარის წესით აიყვანა, დიაფრა სახომ კი "ვესტ ჰემში" დარჩენა გადაწყვიტა.

01:53

"ჩელსიმ" ტორინოს განაპირა მცველი დავიდე ზაპაკოშტა გაიფორმა.

01:42

"ტოტენჰემმა" ფერნანდო ლიორენტე გაიფორმა.

01:17

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ როს ბარკლიმ "ჩელსიში" გადასვლაზე უარი განაცხადა და "ევერტონში" დაბრუნდა.

00:55

დენი დრინქუოთერი სამედიცინო შემოწმების გასავლელად "ჩელსის" სამწვრთნელო ბაზაზე ჩავიდა.

23:55

ვირჯილ ვან დაიკი "საუთჰემპტონში" დარჩება.

22:42

3 საათზე ოდნავ მეტი რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. როგორც იცით ყველაზე გავლენიანი გამოცემების თანახმად ლემარის და სანჩესის ტრანსფერები ჩაიშალა. "იუნაიტედი" კვლავ არ აპირებს ვინმე შეიძინოს. ახლა უკვე რამდნეიმე სპორტული გამოცემა წერს, რომ რიად მაჰრეზი არც "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, უცნობია თუ სად არის ახლა ალჟირელი და სად გააგრძელებს ის კარიერას. მამადუ სახო "კრისტალ პალასში" გადავიდა, ხოლო ჯონი ევანსის ბედი კვლავ გაურკვეველია.

21:41

BBC: სანჩესის ტრანსფერი აღარ შედგება.

21:36

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა.

21:40

თომას ლემარმა "არსენალზე" უარი თქვა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ალექსის სანჩესი "არსენალში" დარჩება.

21:39

მამადუ სახო "კრისტალ პალასში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

20:19

რამდენიმე გამომცემლობა წერს იმის შესახებ, რომ ლემარის ტრანსფერი ჩაიშალა და გამომდინარე აქიდან სანჩესი "არსენალში" რჩება. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 საათზე ნაკლები დრო რჩება.

20:06

Mirror: "სანჩესი "არსენალში" რჩება."

19:56

beIN Sports: "ჩელსიმ" 45 მილიონი ფუნტი შესთავაზე "ლესტერს" რიად მაჰრეზის სანაცვლოდ."

19:47

რამდენიმე გავლენიანი სპორტული გამომცემლობების თანახმად "არსენალმა" "მონაკოსთან" შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ მათ შესათანხმებელი აქვთ პირადი კონტრაქტი ფეხბურთელთან. Guardian კი იტყობინება, რომ "არსენალი" თომას ლემარს შეეშვა და ისინი ალექსის სანჩესს დაიტოვებენ.

19:10

Sky Sports: "არსენალმა" "მონაკოს" ლემარის სანაცვლოდ 92 მილიონი შესთავაზა."

18:56

ჯერჯერობით არაფერი იწერება ფილიპე კოუტინიოს შესახებ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 1 სექტემბერს (ჩვენი დროით 2 სექტემბერს) იხურება, ამიტომ "ბარსელონას" მის შესაძენად დაახლოებით 30 საათი კიდევ აქვს.

18:06

Sky Sports: "არსენალი" ლინგარდის სანაცვლოდ "იუნაიტედს" 35 მილიონს შესთავაზებს"

18:06

დივოკ ორიჯი იჯარის წესით "ვოლფსბურგში" იასპარეზებს.

17:20

Mirror: "არსენალი" "სიტის" შეთავაზებას დათანხმდა, სანჩესი "ქალაქელებს" შეუერთდება.

17:08

Sky Italia: "ჩელსი" "ტორინოდან" ზაპაკოსტას გაიფორმებს.

17:02

რენატო სანჩესი იჯარის წესით "სუონსის" შეუერთდა.

16:51

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეთიუ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" იასპარეზებს.

16:49

გარი ნევილი: "ჩემი აზრით "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საქმიანობა დაასრულა და ისინი მეტ ფეხბურთელს ამ ფანჯარაზე აღარ შეიძენენ."

16:42

Sky Sports: ძალიან დიდი ალბათობით სანჩესი "სიტის" შეუერთდება, მაგრამ მისი ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზეც მოახერხებს და გაიფორმებს თუ არა "არსენალი" თომას ლემარს, ლემარის გაფორმების შემთხვევაში სანჩესი "სიტიში" გადავა.

16:42

"ბარსელონ" : "ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რიად მაჰრეზით"

16:41

Non Premier League: კილიან მბაპე "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა. განხორციელდა სრული ტრანსფერი და არა იჯარა.

16:38

რიად მაჰრეზი ბარსელონაში შენიშნეს.

16:34

BBC: ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

16:34

"ტოტენჰემმა" ორიე ოფიციალურად გაიფორმა.

16:33

Sky Sports: "სიტი" სანჩესის გაფორმებასთან ახლოსაა.

16:28

მოურინიო უკანასკნელად შეეცდება დედლაინზე ვილიანის შეძენას.

15:26

"სუონსიმ" რენატო სანჩესი იჯარის წესით აიყვანა. უელსელები ასევე ახლოს არიან უილფრიდ ბონის გაფორმებასთან.

15:21

Non Premier League: ლუიშ ნანი რომის "ლაციოში" ითამაშებს.

15:20

ანდრეას პერეირა "იუნაიტედში" რჩება.

15:20

ფერნანდო ლიორენტემ "ჩელსის" "ტოტენჰემი" არჩია.

15:19

"ლივერპულმა" ჩემბერლეინი გაიფორმა.

14:29

"სიტიმ" სანჩესისთვის 75 მილიონიანი შეთავაზება გაამზადა.

14:24

სერჟი ორიემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:23

"ლივერპული" კვლავ ვერ ახერხებს ლემარის შეძენას, ფრანგებს მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო სურთ.

14:23

"არსენალი" დრაქსლერის შეძენაში ფავორიტია.

14:21

დენი დრინქუოთერი ახლოსაა "ჩელსიში" გადასვლასთან, როგორც გაირკვა "ჩელსიში" გადასვლასთან ასევე ძალიან ახლოსაა რიად მაჰრეზიც.

14:20

ბარკლისთვის ბრძოლაში ახლა უკვე "არსენალი" დაწინაურდა.

14:17

რიაჰ მაჰრეზი ლონდონშია. მას უფლება დართეს, რომ ეროვნული ნაკრები დაეტოვებინა. დიდი ალბათობით ის "ჩელსის" ან "არსენალს" შეუერთდება, იწერება იმაზეც, რომ მისი შეძენა "ბარსელონასაც" სურს.

31 აგვისტო

22:03

"ვესტ ბრომვიჩმა" კრიხოვიაკი იჯარის წესით გაიფორმა.

22:00

"ლივერპულმა" "არსენალთან" და ოქსლეიდ ჩემბერლეინთან შეთანხმებას მიაღწია, ინგლისელი ფეხბურთელი მალე "მერსისაიდელებს" შეუერთდება.

16:05

"ჩელსიმ" "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით მიმართა რაფინიას შეძენის თაობაზე.

15:40

სერჟი ორიემ ბრიტანეთში შესვლის უფლება მოიპოვა. სულ მალე ის "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.

14:50

"ვესტ ბრომვიჩი" გრეგორი კრიხოვიაკის იჯარის წესით აყვანასთან ახლოსაა.

14:50

"ევერტონმა" "ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება როს ბარკლის შეძენის თაობაზე უარით გაისტუმრა.

14:49

"არსენალს" ჯონი ევანსის შეძენა სურს, მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეთავაზება "ვესტ ბრომვიჩმა" უარით გაისტუმრა.

14:48

კიერან გიბსი "ვესტ ბრომვიჩში" ითამაშებს.

14:47

"ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფერნანდო ლიორენტეს დამატებას შეეცდება.

14:40

"ლივერპულს" თომას ლემარის დამატებაც სურს, მაგრამ "მონაკომ" განაცხადა, რომ ფეხბურთელი კლუბს არ დატოვებს. ამასთან ვრცელდება ხმები, რომ ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი დროის საკითხია.

14:33

"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი მეტ უილლოქი იჯარის წესით "უტრეხტში" გადასვლასთან ახლოსაა.

14:32

"ტოტენჰემს" "ლესტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დემარაი გრეი სურს. ამასთან დავამატებთ იმასაც, რომ ლონდონელებმა თითქმის მოახერხეს სერჟი ორიეს გაფორმება.

14:30

დრინქუოთერმა ტრანსფერზე დასმა მოითხოვა. ახლა ყველაფერი "ჩელსიზეა" დამოკიდებული, შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ისინი ინგლისელს გაიფორმებენ. (BBC)

14:29

გაურკვეველია ალექს ოქსლედ-ჩემბერლეინის ბედი. "არსენალმა" "ჩელსისთან" შეათანხმა მისი ტრანსფერი, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლაზე თვითონ ინგლისელმა უარი განაცხადა, მას "ლივერპულში" სურს თამაში.

14:27

სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში არ ჩაერთვება. გუშინ "სიტიმ" 50 მილიონი ფუნტი შესთავაზა "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ, მაგრამ ლონდონელებმა შეთავაზება უარით გაისტუმრეს. გამომდინარე იქიდან, რომ სტერლინგი სანჩესის ტრანსფერში აღარ ჩაერთვება, მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ 70 მილიონი ფუნტის შეთავაზების შემდეგ "მეთოფეები" სანჩესს მაინც გაუშვებენ.

14:27

ჟოზე მოურინიო ანდრეას პერეირას გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელი "ვალენსიაში" არ გადავა. ის "იუნაიტედში" დარჩება (ESPN)

14:26

გრიზმანის აგენტი: "რომ არა სატრანსფერო ბანი დღეს გრიზმანი "ატლეტიკოში" არ იქნებოდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო."

14:24

"ფენერბაჰჩეს" მარუან ფელაინი სურს. ისინი "იუნაიტედთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის თანახმადაც ბელგიელი თურქებს მომავალ ზაფხულში შეუერთდება.

14: 23

მოურინიოს მაჰრეზი სურს, მაგრამ ფეხბურთელში დარწმუნებული არ არის კლუბის ხელმძღვანელობა და ისინი უარს აცხადებენ მის შეძენაზე (SFR Sport)
ახალი ამბები
69 კომენტარი
№51
ავტორი: Lalana
31 აგვისტო 2017 16:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: gache1991
gache1991

აგერ თუ მართლა გამართლდა და სანჩესი იყიდა სიტიმ მერე ნამდვილად ძალიან კარგი შეტევა ეყოლებათ მაგათ,ისედაც მშვენიერი შეტევა ყავთ,თან სანჩესის ნაცვლად შეიძლება არსენალმა ლემარი მიიყვანოს,ეგ ბიჭიც ძალიან მომწონს,კარგი ფლანგელია.ნამდვილად გვიჭირს მარჯვენა ფლანგზე,ვერც მხითარიანი და ვერც მატა ართმევს თავს მანდ.აი ვილიანი მაინც რომ გვეყიდა ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ტრანსფერებზე ისეთი არაფერი იწერება.თან ფლანგებზე ჩვენ კონკურენტებს კარგი სწრაფი შემტევები ყავთ და არა მგონია დარმიანმა ან ბლინმდა მარცხენა ფლანგზე გაუმკლავდნენ მათ :// აი ეს ორი პოზიცია რომ ამოევსოთ აღარავინ დაგვჭირდებოდა,ახლა კი მაინც არის იმის განცდა რომ რაღაც გვაკლია.რაც შეეხება დეხეას,ჟოზე მოკვდება და დეხეას ბოლო დღეს არ გაუშვებს :დდ
0
№52
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 16:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მოკლედ ძაან უცნაური ფანჯარა იყო,ან ჩვენ როგორ ვერ დავკერეთ ინტერი პერიშიჩზე(რომელსაც უკვე 3 ასისტი აქ და ძალიან კაი სტარტი) თუ მართლა გვინდოდა ეგ ბიჭი და ფაქტია გვინდოდა,ჟოზე თვითონ იყო ზაგრებში ხორვატიის თამაშზე და ჩემ სანახავად ეგ აარ იქნებოდა:D

LALANA კი ფლანგები პრობლემა გვაქ,მარცხენა მცველი განსაკუთრებით..არსენალს კონკურენტად არ აღვიქვავ(იმიტო არა რო სტოკთან და ლივერპულტან წააგეს)სანამ ვენგერი არ წავა ეგ გუნდი ოთხეულში ვეღარ და ,,აღარ,, მოხვდება იმიტო რო იგროკები გაუხდიან წასასვლელად საქმეს,ის რასაც სანცესი აკეტებს თუნდაც და ისე როგორც ჩელსისში ჟოზეს გაუკეტეს აზარს სეზონში გოლი რო არ ქონდა და წავიდა თუ არრა აიშვა,ისე როგორც რანიერის გაუკეთეს და მერე გაგიჟდნენ..აი ლივერპული მიუხედავად იმისა რო მეკარე არ ყავთ,მცველი არ ყავთ(ვანდეიკი თუ ვერ იყიდეს ძაან გაუჭირდებათ)ნახევარდაცვაში ჰენდერსონი დიდი ვერაფერი ამ ყველაფერს შემტევებით და ფლანგებით ანაზღაურებენ,წესიერი 9იანი არ ყავთ მარა რამდენი გოლი გაქქვთ,მეტნაკლებად ყველაზე დალაგებული გუნდი ვართ მარა წარმოდგენა არ მინდა მანე სალაჰი ბლინდს რას უზავენ..არც მაჰრეზმა დააკლო ბევრი რო იწუენბდა აქ .შემთხვევით არ გამხდარა 16 წელს საუკეტესო იგროკი
0
№53
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2017 16:55
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ცუდია ცუდი ეს ამბები... სანჩესი ფაქტობრივად ჩემპიონობაა სიტისთვის... ბეილზე მართლა ვჩალიჩობდით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვერ შევძელით მისი ყიდვა, აი პერისიჩის გაშვება კიდე როგორ შეიძლებოდა... 3-5-2 ში პერიშიჩი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და გამოდგებოდა, მაგიტომ აღარ დაგვჭირდებოდა პერიშიჩის მოყვანით მარცხენა განაპირა მცველის ყიდვა, ორიეც გავუშვით, მაგრამ დრო გვიჩვენებს სწორად მოვიქეცით თუ არა... სანჩესი კიდე 60 მილიონად თუ იყიდა სიტიმ ელემენტარულად უნდა გვეცადა მაინც მისი შეძენა, მაგრამ სხვა გეგმები აქვს მოურინიოს და გაუმართლებს თუ არა ასეთი ფანჯარა მას მაისში გამოჩნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№54
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 16:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სანცესის ყიდვით ძაან წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,წარმოიდგინე მცველი ხარ ბრაიტონის:D და შემადგენლობაში ყავთ აგუერო სანცესი დებრუინი :D უკვე წაგებული გაქ თამაშI,მეორე შეთავაზება გაუკეთეს 55 მილიონიანი და მაგრა მიკვირს მენდის მიცეს იმხელა ფული თუნდაც 70 რატო არ ტავაზობენ..ან ლივერპული თუ 92 თავაზობს ლემარს დავიჯერო არსენალი სანჩესს არ მიცემს მაგ ფულად რომელსაც 1 წელი აქ კონტრაქტის ამოწურვამდე?ესეც უცნაურია:D
0
№55
ავტორი: Lalana
31 აგვისტო 2017 17:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
არ ვიცი ბიჭებო,ფატქტია ყველა ძლიერდება.საბოლოო ჯამში ჩვენ მხოლოდ ჩამშლელი ვიყიდეთ.კი ლუკაკუც დავიმატეთ,მაგრამ ლუკაკუ მაინც იბრას შემცვლელია.მაინც მაქვს დიდი იმედია რომ სიტიში არ გადავა სანჩესი და ასევე იმის იმედიც მაქვს რომ ბოლოს მაინც მოიყვანენ ერთ განაპირა შემტევს.დათომ კარგად აღნიშნა პერისიჩი უნდა მოეყვანათ,პრემიერ ლიგასი ძალიან კარგად ითამაშებდა,არც სუსწრაფე და ტექნიკა აკლია,მითუმეტეს ფლანგიდან კარგად აწოდებს და ლუკაკუსაც მოამარაგებდა პასებით.გაგვიჭირდება ჩაკეტილ გუნდებთან თამაში,კარგია როდესაც კარგი ფლანგის ფეხბურთელები გყავს,ამ დროს როდესაც ფლანგებიდან უტევ იწელება დაცვა და ჩაკეტილ სივრცეებუც იხსნება თანაგუბდელებისთვის,პოზიციური შეტევები კი არ გვიშველის მაგ დროს :( ისე კი ლივერპული არსენალს რომ ვუყურე აშკარად არ ითამაშეს ფეხვურთელებმა თორემ ასეთი საცოდავი არსენალი ცხოვრებაში არ მინახავს,წესიერად კარშიც ვერ დაარტყეს და ალბათ მართლაც უჩალიჩებენ ვენგერს ისევე როგორც მოურინიოს.მაგ თამაშის შემდეგ არსენალის გულშემატკივრების ინტერვიუები ვნახე და მაგრად შემეცოდნენ ისე იყვნენ ვენგერზე გაბრაზებულნი.
0
№56
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2017 17:26
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Lalana
არ ვიცი ბიჭებო,ფატქტია ყველა ძლიერდება..

კარში ზუსტად საერთოდ ვერ დაარტყეს. ეგენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს, უბრალოდ პერიშიჩი უნდა მოეყვანათ რა, დღეს გუნდში ეგეთი მომწოდებელი არ გვყავს... სანჩესი არ გადავიდეს სიტიში და შეიძლება ყველაფერი, თორე ეგ თუ გადავიდა (99 პროცენტით გადადის) სიტი ჩემი აზრით გახდება ჩემპიონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№57
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 17:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აბა რა პერიშიჩი სანცესი და დაჟე მაჰრეზიც ძაან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა..იმედია რ გადავა მარა მთლად ეგრეც არაა 99 პროცენტი,ძაან გაუჭირდება სანცესი ისე ცასვას შემადგენლობაში არ შეუშალოს ხელი იგივე აგუეროს ჟესუსს ან თუ მაგათ ფორვარდებად დატოვებს მაშIნ ნახევარდაცვაში უნდა ამოაგდოს ვინმე.მე მაინც მაქ იმედი რო გვარდიოლას ტაქტიკა ინგლისში და იდეაში ვერც ბავარიაში ვერ გაამართლა..ბრაიტონთან ბოლოს გატეხეს,ევერტონს ვერ მოუგეს და ბორნმუთთან წესით და კანონით არ უნდა მოეგოთ.პლიუს ლიგა უნდა უნდოდეთ ცოტა შორს წავიდნენ და არაა ეგრე ბევრად ძლიერი გუნდი ყავდა ნახევარ ეოლს ლესტერმა რო მოიგო,ჩელსიმ მოიგო და ასე სემდეგ,არც ჩვენი ჯისუნპარკები და ანდერსონები წყვეტდნენ ვარსკვლავებს არც ვეს ბრაუნი მოსკოვის ფინალში მარა კი დაასვა რონალდოს:D ასე რომ არავიზე ნაკლები სახელები არიან აქ და იგროკები და არავის აქ ეგრე გარანტირებული:)მაგ სიტის კლოპი წელს მინიმუმ 4 ქულას წაართმევს:))
0
№58
ავტორი: Dato Sirabidze
31 აგვისტო 2017 17:39
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: gache1991
მაგ სიტის კლოპი წელს მინიმუმ 4 ქულას წაართმევს:))

წაართვას, 6 წაართვას ოღონდ მან არ იჩალიჩოს რაიმე და ტიტულისკენ არ გაიწიოს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№59
ავტორი: Lalana
31 აგვისტო 2017 17:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: gache1991
gache1991

გეთანხმები,მაგრამ ერთი ფაქტორიც არის.დღეს-დღეობით საკმაოდ ბევრი კარგი სპეციალისტი მუშაობს პრემიერ ლიგაში და ასევე ძალიან ბევრ გუნდს ყავს საკმაოდ კარგი დაბალანსებული გუნდი,ამიტომაც არის დღეს-დღეობით რთული თასის აღება,მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვდივართ და გვჭირდება ხალხი.იმდე მაქვს ჩვენი Special-One იზამს სასწაულს და მოგვაგებინებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თასს მაინც :დ
0
№60
ავტორი: gache1991
31 აგვისტო 2017 17:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: gache1991
მაგ სიტის კლოპი წელს მინიმუმ 4 ქულას წაართმევს:))

წაართვას, 6 წაართვას ოღონდ მან არ იჩალიჩოს რაიმე და ტიტულისკენ არ გაიწიოს wink

შაააანსი არ არი.აი გამორიცხულია:)ვესტ ბრომთან და ეგეტებთან კაროცე ვინც არ გაუხსნის ყველგან მაგრა გაუჭირდებათ.წელს რო აფრიკის თასი იყოს ვიტყოდი რო 4ეულშიც ვერ შევლენთქო მარა :Dამ მეკარით ამ დაცვით და ძალით კაპიტნით შანსი 0ია..ეხლა კოუტინიო თუ გაუშვეს ვაფშე.სირცხვილია გუნდს ჯერარდი ყავდა კაპიტანი,მერე რა რო მანჩესტერი მიყვარს 20 წელია,ჯერარდი იყო მოვლენა,უმაგრესი როგორც ფეხბურთელი ისე ტიპი,და ეხლა ჰენდერსონი როა ტეხავს ძაან.უცეცხლო ტიპია.ჩვენ და სიტი მაგრა ვიბრძოლებთ,აი ჩელსი რას აპირებს საინტერესოა ლორენტეც აახია ტოტენჰემმა:Dკონტე წავა მგონი ეკაიფებიან:Dეხლა რო თქვას ნავალოვსკი მიყიდეთო უეჭველი ვინმე გამოხტება და დაასწრებს:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top