თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2019, 16:00
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 36
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე'' სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

გუნდების მდგომარეობა

მეხუთე ადგილოსანი "იუნაიტედი'',ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება მას შემდეგ,რაც მოურინიოს და გვარდიოლას შეგირდები დაამარცხეს.

რაც შეეხება მე-14 ადგილოსან ''ევერტონს'',მათ გასულ ტურში "ჩელსი'' დაამარცხეს და შეეცდებიან მიმდინარე სეზონში გასვლითი მატჩი მეორედ მოიგონ.

ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს,რომ გუნდს დაეხმარება ჯესი ლინგარდი,რომელმაც ''სიტისთან'' დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება.

დიდი ალბათობით ითამაშებს ლუკ შოუ,რაც შეეხებათ პოლ პოგბას,ერიკ ბაიის და ფოსუ-მენსას,ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"ევერტონს'' ვერ დაეხმარება ტეო უოლკოტი და მორგან შნეიდერლინი,დანკან ფერგიუსონი კი იმედოვნებს, რომ ლუკას დინი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

იერი მინა,ფაბიან დელფი და კოულმენის თამაში საეჭვოა,მათ ვარჯიში მცირე დატვირთვით განაახლეს და საბოლოო ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე მივიღებთ.გუნდს გრძელვადიანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ანდრე გომეშიც.

იცოდით თუ არა რომ

''იუნაიტედს'' ''ევერტონის" წინააღმდეგ,პრემიერ ლიგის 54 შეხვედრიდან 36-ში აქვს 3 ქულა მოპოვებული,პრემიერ ლიგის ისტორიაში,არცერთ გუნდს არ ყავს მეორე გუნდი ამდენჯერ დამარცხებული.

იანვრის შემდეგ,''წითელი ეშმაკები'' პირველად შეეცდებიან რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვონ.

გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა "გუდისონ პარკზე'' გაიმართა,სადაც ლივერპულელებმა 4-0 სძლიეს მეტოქეს.

გილფი სიგურდსონმა,"ოლდ ტრაფორდზე'' ბოლო 5 ვიზიტისას,4-ჯერ მოახერხა ''წითელი ეშმაკების'' კარის დალაშქვრა,მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს,5 გატანილი გოლი.

მსაჯი:მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
36 კომენტარი
№31
ავტორი: David_Beckham7
15 დეკემბერი 2019 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ქულების დაკარგვა არ მომეწონა რათწმქუნდა, თუმცა არც ის გოლი უნდა ჩათვლილიყო მეკარის საჯარიმოში გაშლილი ხელით მიდის რავი აბა რაღაა ჯარიმა. კაი ეს გავატაროთ აქამდე რო ვაგებდით მეორესაც გბირანდნენ ან ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერც აგდავდიოდით შეტევაზე და ეხლა ცოტა უკეთესობა იგრძნობოდა. ერთი უნდა აღინიშნოს რა რო მარტო ფლანგებზე მიდის თამაში ცენტრში ბურთი არ ჩერდება. ლინგარდის 10 ნზე დაყენება იგივეა 10 კაცით გამოხვიდე მოეთანზე უარესიც კიდე იმ 10 კაცს თავიდანვე გადააწყობ და ეს სულ ტყუილად არის. მეისონზე რა უნდა ვთქვა ფიზიკურად მოძლიერდეს და ძირითადის ბიჭია
0
№32
ავტორი: ALEXFERGUSON
15 დეკემბერი 2019 20:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ხიზანიშვილი ამბობს ჯეიმსმა ძაან კარგად ითამაშაო და აქ ვიღაცეები ამბობენ ჯეიმსმა ცუდათ ითამაშო. ყველაზე პროფესიონალები ვართ რა
0
№33
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 20:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პირველ ტაიმზე დავწერე და ბარემ მეორე ტაიმსაც მიმოვიხილავ.თავიდან,მეორე ტაიმი თითქოს ევერტონმა უკეთ დაიწყო,მაგრამ რამოდენიმე ხანში მანჩესტერმა სიტვაცია თანდათან დაალაგა და შეტევებიც მრავლად განახორციელა,უბრალოდ ბოლო მომენტში აკლდათ კრეატივი,უამრავი ფლანგზე გადაცემა იყო და უაზრო ჩაწოდება,იმდენჯერ ჩააწოდეს ვერც კი დავითვალე და თითქმის არც ერთი მივიდა ადრესატამდე,ამ კომპონენტში აშკარად დასახვეწები არიან.გვყავს უსწრაფესი ფეხბურთელები ჯეიმსის,რაშფორდისა და მარსიალის სახით,მაგრამ ეს სისწრაფეები უფრო იმ დროს ადგება გუნდს,როდესაც სივრცეც ჩნდება.ნორმალური იყო რაშფორდიც,საკუთარ თავზეც კარგად იღებდა თამაშს და ტექნიკურადაც თამაშობდა.ყველაზე მეტად კი ბისაკაა გამოსარჩევი,რომელმაც აუარებელი ვარდნა განახორციელა,სამწუხაროა რომ ეს თამაში ვერ მოვიგეთ და ჩელსისთან სხვაობა ვერ შევამცირეთ,თან ტოტენჰემმაც ბოლო წუთებზე გაიტანა და გადაგვასწრო,რაც გულდასაწყვეტია.შემდეგი თამაშებიც არ გვაქვს რთული და იმედია მაგ თამაშებში მაინც აიღებენ ქულათა მაქსიმუმს.
0
№34
ავტორი: sergi070
15 დეკემბერი 2019 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
მოდი დღევანდელი თამაშიდან შეტევის ხაზის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეთ სასტარტოდან: ლინგარდის არ ითვლება, მაინც არავინ დაწერთ))) ჩემი ფავორიტი ჯეიმსია, რატო იმიტომ რომ ყველაზე მეტი მცდელობა ქონდა კარში დაერტყა, ხან ბისაკას აზღვევდა დროულად და ხან შოუს, და ფრედთან ერთად ყველაზე მეტი ირბინა, პოზიციების დაკეტვას ასწრებდა კონშეტევის დროს.... ფლანგი ებარა და მინიმუმ 3-4ჯერ გაცდა ფლანგი მცველს და ჩააწოდა
0
№35
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 20:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
გოოოოოოოოოოოოოოოოლ.ყოჩაღ გრინვუდს

ამ ბიჭს რანაირი დარტყმა აქვს ვერ დავუმუღამე :დ


ძაან მაგარი ბიჭია, 18 წლის ასაკში რომ ასეთი ზუსტი დაყენებული დარტყმა გაქვს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯეიმსი პოზიციურ შეტევაში საერთოდ გამოუსადეგარია.
საერთოდ ჩვენი პოზიციური შეტევა ძალიან არეულია. საქმე შემსრულებლებშიც არაა, რომელიც გვაკლია, უბრალოდ ძალიან არეულია, არავინ თავისი პოზიცია და როლი არ იცის და საერთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს.

და ერთ რამეს ვერ ვხვდები, ჩაწოდებებზე რატომ ვთამაშობთ?

კი ძალიან კარგი ბიჭია.ისეთი მომენტიდან ისე ზუსტად ურტყამს რომ პირი ღია მრჩება.ამ ასაკში ასეთი ზუსტი დარტყმა ნამდვილად დიდი პლიუსია.მაგ ბიჭისგან შეუძლიათ სერიოზული შემსრულებელი ჩამოაყალიბონ.
ზუსტად ეგ ავღნიშნე მეც,იმდენჯერ ჩააწოდეს საჯარიმოში ვერც კი დაითვლიდა კაცი,თან ამ ჩაწოდებათა უმრავლესობა არც კი მისდიოდა ადრესატს,რადგან ბრმად მიდიოდა ჩაწოდება.ბისაკა ყველაზე მეტად მომწონს გუნდში,მაგრამ შეტევაში ძალიან სუსტია.მანჩესტერს საკმაოდ კარგი რესურსი აქვს ისეთ გუნდებთან რომელთანაც სივრცე ჩნდება და ისეთი რეაქტიული ხალხი გვყავს რომ შეუძლიათ ეს სივრცეები მარტივად აითვისონ,მაგრამ როდესაც პირიქითაა საქმე და გუნდს სივრცე თვითონვე აქვს გასახსნელი ამ შემთხვევაში კი ძალიან უჭირთ.
0
№36
ავტორი: Lev
15 დეკემბერი 2019 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მართლა არ მაქვს ფეხბურთელების სასაყვედურო...თუ ერთი-ორ შეცდომას არ ჩავთვლით. უბრალოდ ის მიტყდება რომ ის მწვრთნელი გვყვავს ს//რი რომელსაც ეხლა უნდა ველოდოთ სანამ საკუთარ შეცდომებზე არ ისწავლის და ან თუ ისწავლის და ... ჯეიმსი უფრო მალე გახდება ტოპ-ვინგერი ვიდრე ეს ჩოილარი ტაქტიკოსი ან მოტივატორი..ტეხავს

მართლა არ მაქვს ფეხბურთელების სასაყვედურო...თუ ერთი-ორ შეცდომას არ ჩავთვლით. უბრალოდ ის მიტყდება რომ ის მწვრთნელი გვყვავს ს//რი რომელსაც ეხლა უნდა ველოდოთ სანამ საკუთარ შეცდომებზე არ ისწავლის და ან თუ ისწავლის და ... ჯეიმსი უფრო მალე გახდება ტოპ-ვინგერი ვიდრე ეს ჩოილარი ტაქტიკოსი ან მოტივატორი..ტეხავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top