თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2019, 16:00
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1882,
კომენტარები: 36
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე'' სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

გუნდების მდგომარეობა

მეხუთე ადგილოსანი "იუნაიტედი'',ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება მას შემდეგ,რაც მოურინიოს და გვარდიოლას შეგირდები დაამარცხეს.

რაც შეეხება მე-14 ადგილოსან ''ევერტონს'',მათ გასულ ტურში "ჩელსი'' დაამარცხეს და შეეცდებიან მიმდინარე სეზონში გასვლითი მატჩი მეორედ მოიგონ.

ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს,რომ გუნდს დაეხმარება ჯესი ლინგარდი,რომელმაც ''სიტისთან'' დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება.

დიდი ალბათობით ითამაშებს ლუკ შოუ,რაც შეეხებათ პოლ პოგბას,ერიკ ბაიის და ფოსუ-მენსას,ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"ევერტონს'' ვერ დაეხმარება ტეო უოლკოტი და მორგან შნეიდერლინი,დანკან ფერგიუსონი კი იმედოვნებს, რომ ლუკას დინი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

იერი მინა,ფაბიან დელფი და კოულმენის თამაში საეჭვოა,მათ ვარჯიში მცირე დატვირთვით განაახლეს და საბოლოო ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე მივიღებთ.გუნდს გრძელვადიანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ანდრე გომეშიც.

იცოდით თუ არა რომ

''იუნაიტედს'' ''ევერტონის" წინააღმდეგ,პრემიერ ლიგის 54 შეხვედრიდან 36-ში აქვს 3 ქულა მოპოვებული,პრემიერ ლიგის ისტორიაში,არცერთ გუნდს არ ყავს მეორე გუნდი ამდენჯერ დამარცხებული.

იანვრის შემდეგ,''წითელი ეშმაკები'' პირველად შეეცდებიან რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვონ.

გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა "გუდისონ პარკზე'' გაიმართა,სადაც ლივერპულელებმა 4-0 სძლიეს მეტოქეს.

გილფი სიგურდსონმა,"ოლდ ტრაფორდზე'' ბოლო 5 ვიზიტისას,4-ჯერ მოახერხა ''წითელი ეშმაკების'' კარის დალაშქვრა,მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს,5 გატანილი გოლი.

მსაჯი:მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
36 კომენტარი
№11
ავტორი: gimanutd
15 დეკემბერი 2019 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ვინმემ ლაივ სტრიმი ჩამიგდეთ რომ ვუყურო თამაშს
0
№12
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 18:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: gimanutd
ვინმემ ლაივ სტრიმი ჩამიგდეთ რომ ვუყურო თამაშს

https://adjarasport.tv/Football/Premier%20League/livestream?id=972&sport=ფეხბურთ
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
15 დეკემბერი 2019 18:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
მოგი***თ var
0
№14
ავტორი: ALEXFERGUSON
15 დეკემბერი 2019 18:39
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გააჯმევინეთ ბიჭო ამ ლონგარდს აქედან გ ა აჯმევინეეეეთ. პირველივე წუთზე უნდა გაეტანა,რამდენი სწორი პასი უნდა გაეკეთებინ,მე მაგის ძალით ფეხბურთელი დედას რო
0
№15
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 18:40
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
მოგი***თ var

აშკარა ჯარიმა იყო დეხეაზე და არც კი გადაამოწმეს
0
№16
ავტორი: Dato kutaisi
15 დეკემბერი 2019 18:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: ALEXFERGUSON
გააჯმევინეთ ბიჭო ამ ლონგარდს აქედან გ ა აჯმევინეეეეთ. პირველივე წუთზე უნდა გაეტანა,რამდენი სწორი პასი უნდა გაეკეთებინ,მე მაგის ძალით ფეხბურთელი დედას რო

რავი ძმა ოლემ ჩვენი მომავალიაო და არიქა კონტრაქტი გავიგრძელოთ ვინმემ არ წაგვართვასო. ეს var რატო არსებობს ნეტა გაშლილი ხელი მეკარეზე წავიდა და ხელი შეუშალა და ჯარიმა მეტი რაღაა ეს დედა ნაქაჩი
0
№17
ავტორი: ALEXFERGUSON
15 დეკემბერი 2019 18:46
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მომავალი კი არა სუფთა იდიოტია. მაგას თუ მურთაზ დაუშვილი არ მერჩივნია დედას ვფიცავარ. მსგავსი იდიოტი უკლასო,უნტელექტი ფეხბურთელი მე არასდროს არავინ მინახავს.
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2019 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯარიმა იყო ჩემი აზრით, აშკარად დაიჩაგრა აქ გუნდი
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
15 დეკემბერი 2019 18:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: ALEXFERGUSON
მომავალი კი არა სუფთა იდიოტია. მაგას თუ მურთაზ დაუშვილი არ მერჩივნია დედას ვფიცავარ. მსგავსი იდიოტი უკლასო,უნტელექტი ფეხბურთელი მე არასდროს არავინ მინახავს.

გეთანხმები ყველა სიტყვაში მაგრამ ოლეგამ ასეაო:))მაგაზე ვაკრიტიკებ ზუსტად ძმა ოლეს რო პერეირა და ლინგარდზე თქვა ესენია ჩვენი მომავალიო და ამათ გამო ნახევარმცველი არ მოიყვანა და თან ერერა გაუშვა.აბა სახელებთან მიმართებაში არანაირი გართულება არ მაქვს.
საინტერესოა ახლა რას შეცვლის ოლე მეორე ტაიმში
0
№20
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 18:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კარგად დაიწყო გუნდმა თამაში,პირველივე წუთებიდან მიაწვნენ და საგოლო მომენტებივ იყო,მაგრამ... მერე კი რატომღაც მოდუნდნენ და ევერტონიც საკმაოდ მოაწვა,რის შედეგადაც გაგვიტანეს გოლი,რომელიც ნამდვილად არ იყო ჩასათვლელი.
მეორე ტაიმში უნდა მობილიზდნენ და მეტი ენერგია ჩადონ მოსაგებად.ასეთი შანსები ხელიდან არ უნდა გავუშვათ,თან აქეთ ტოტენჰემიც იგებს და იმედია ვულვზი გაუტანს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top