თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2019, 16:00
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1895,
კომენტარები: 36
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე'' სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

გუნდების მდგომარეობა

მეხუთე ადგილოსანი "იუნაიტედი'',ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება მას შემდეგ,რაც მოურინიოს და გვარდიოლას შეგირდები დაამარცხეს.

რაც შეეხება მე-14 ადგილოსან ''ევერტონს'',მათ გასულ ტურში "ჩელსი'' დაამარცხეს და შეეცდებიან მიმდინარე სეზონში გასვლითი მატჩი მეორედ მოიგონ.

ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს,რომ გუნდს დაეხმარება ჯესი ლინგარდი,რომელმაც ''სიტისთან'' დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება.

დიდი ალბათობით ითამაშებს ლუკ შოუ,რაც შეეხებათ პოლ პოგბას,ერიკ ბაიის და ფოსუ-მენსას,ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"ევერტონს'' ვერ დაეხმარება ტეო უოლკოტი და მორგან შნეიდერლინი,დანკან ფერგიუსონი კი იმედოვნებს, რომ ლუკას დინი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

იერი მინა,ფაბიან დელფი და კოულმენის თამაში საეჭვოა,მათ ვარჯიში მცირე დატვირთვით განაახლეს და საბოლოო ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე მივიღებთ.გუნდს გრძელვადიანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ანდრე გომეშიც.

იცოდით თუ არა რომ

''იუნაიტედს'' ''ევერტონის" წინააღმდეგ,პრემიერ ლიგის 54 შეხვედრიდან 36-ში აქვს 3 ქულა მოპოვებული,პრემიერ ლიგის ისტორიაში,არცერთ გუნდს არ ყავს მეორე გუნდი ამდენჯერ დამარცხებული.

იანვრის შემდეგ,''წითელი ეშმაკები'' პირველად შეეცდებიან რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვონ.

გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა "გუდისონ პარკზე'' გაიმართა,სადაც ლივერპულელებმა 4-0 სძლიეს მეტოქეს.

გილფი სიგურდსონმა,"ოლდ ტრაფორდზე'' ბოლო 5 ვიზიტისას,4-ჯერ მოახერხა ''წითელი ეშმაკების'' კარის დალაშქვრა,მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს,5 გატანილი გოლი.

მსაჯი:მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
36 კომენტარი
№21
ავტორი: BARAATTT
15 დეკემბერი 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
რა უნდა შეცვალოს ? აზრზე არაა ეგ თქვენი ოლე მშვიდობაში მოიხმარეთ
0
№22
ავტორი: Malboro463
15 დეკემბერი 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: ALEXFERGUSON
მსგავსი იდიოტი უკლასო,უნტელექტი ფეხბურთელი მე არასდროს არავინ მინახავს.

მე გეტყვი დანიელ ჯეიმსი.
მეათე წუთზე ჩანს მაგის ინტელექტი
0
№23
ავტორი: Lev
15 დეკემბერი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ლინგარდი შეესაბამება ოლე გუნარ სირგარდის ინტელექტის მწვერვალს, შესაბამისად ეს ფეხბურთელი ოლეს მომავალი გუნდის სახეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№24
ავტორი: Dato kutaisi
15 დეკემბერი 2019 18:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Malboro463
ციტატა: ALEXFERGUSON
მსგავსი იდიოტი უკლასო,უნტელექტი ფეხბურთელი მე არასდროს არავინ მინახავს.

მე გეტყვი დანიელ ჯეიმსი.
მეათე წუთზე ჩანს მაგის ინტელექტი

ზატო მაგრად დარბის:))36კმ/სთ განავითარა მეტი რად უნდა ფეხბურთს:))
0
№25
ავტორი: vaxomanchester
15 დეკემბერი 2019 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
არა ვარი რო ტყუილად მოიგონეს ნელნელა მტკიცდება.ვისაც რა უნდა იმას ნიშნავს მაინც. თუ გადახედავთ ლინდელოფი 80 % აგდებს ძაან დაბალი დონეა,პრინციპში გუნდიც ფარჩაგია ექვსეულს არ იმსახურებს
0
№26
ავტორი: Dato kutaisi
15 დეკემბერი 2019 19:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: vaxomanchester
არა ვარი რო ტყუილად მოიგონეს ნელნელა მტკიცდება.ვისაც რა უნდა იმას ნიშნავს მაინც. თუ გადახედავთ ლინდელოფი 80 % აგდებს ძაან დაბალი დონეა,პრინციპში გუნდიც ფარჩაგია ექვსეულს არ იმსახურებს

გუნდი რაცაა კი ბატონო მაგრამ ლინდელოფის ბრალი ეგ გოლი არ იყო.ნაქებარი მაგუაერი სად იდგა და ვის იყვანდა გოლის მომენტში.ცენტრიდან გავიდა გოლი ფლანგიდან ხო არა.ზოგადად დაკვირვებული ვარ მუდამ ლინდელოფი არის საბრძოლო მომენტში და მაგიაერი არა.შესაბამისად ლინდელოფზე ტყდება მუდამ ჯოხი.არაა ვიქტორა დაბალი დონე უბრალოდ ჩვენთან არ ფასდება.მართალია აგრესიული არ არის მაგრამ 2-3 მომენტში მაგან გამოგვხოცა ამ თამაშში მარტო და ამ დრო მაგუაერი ფლანგის შემტევებს კეტავს.არ უნდა გამიდიდებელი შუშა ამის დანახვას უბრალოდ გადაახვიეთ მომენტები თუ გინდათ და ნახავთ სულ ვიქტორას საბრძოლი აქვს როცა იმ პოზიციაზე ჰარი უნდა იყოს.ახლა ვაფშე არ იდგა თავის ადგილზე ჰარი და კიდეც გადაჯეგეს ჩვენი მეკარე.ეს გოლი ჩასათვლელი არ იყო მე ამათი არასწორი დედაც მოვ***
0
№27
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 19:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გოოოოოოოოოოოოოოოოლ.ყოჩაღ გრინვუდს

ამ ბიჭს რანაირი დარტყმა აქვს ვერ დავუმუღამე :დ
0
№28
ავტორი: The Special One
15 დეკემბერი 2019 19:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეხლა ჯეიმსაც გადაწვდით? ;დდდდდდ

ლინგარდი რო არა ამ თამაშს პირველ ტაიმში მოვიგებდით კაი გემრიელი ანგარიშით,მარა აქ რო კომენტარებს ვკითხულობ ჯეიმსის ბრალი ყოფილა თურმე :დდდ მაიცა აქამდე ხო ძაან მაგარი იყო?იმენა დღეს გაბანძდა?ვწუხვარ რო ნელ ნელა ნინი კულეებს ემსგავსებით და ობიექტურობას კარგავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№29
ავტორი: sergi070
15 დეკემბერი 2019 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ასე 5-6 წლით ახალგაზრდა მატა რომ გვყავდეს ახლა ლინგარდის ნაცვლად სულ სხვა გუნდი იქნებოდა. ლინგარდის გაჩერებული ბურთი ან სწორად შესრულებული დარტყმა არ მინახავს ამ სეზონში. თვითონაც კარგად ხედავენ ამ ყველაფერს, პოგბა რომ კანზე იყოს ლინგარდის განაცხადში არ შეიყვანა ალბათ. 7 კაცით იდგა დაცვაში და ამის მიუხედავად ბევრი მომენტი გვქონდა მუდმივად ბოლო პასის პრობლემა რომ არა..... სტატისტიკას რომ ჩახედო კაცმა, აშკარა პროგრესია დატყმებში, მაგრამ გოლი ვერ გააქვთ... ეს პატარა ო'სალივანი რომ არ გვყავდეს წააგებდნენ უეჭველი
0
№30
ავტორი: JuanMata
15 დეკემბერი 2019 20:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
გოოოოოოოოოოოოოოოოლ.ყოჩაღ გრინვუდს

ამ ბიჭს რანაირი დარტყმა აქვს ვერ დავუმუღამე :დ


ძაან მაგარი ბიჭია, 18 წლის ასაკში რომ ასეთი ზუსტი დაყენებული დარტყმა გაქვს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯეიმსი პოზიციურ შეტევაში საერთოდ გამოუსადეგარია.
საერთოდ ჩვენი პოზიციური შეტევა ძალიან არეულია. საქმე შემსრულებლებშიც არაა, რომელიც გვაკლია, უბრალოდ ძალიან არეულია, არავინ თავისი პოზიცია და როლი არ იცის და საერთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს.

და ერთ რამეს ვერ ვხვდები, ჩაწოდებებზე რატომ ვთამაშობთ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top