დღევანდელი მატჩის პრევიუ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე'' სტარტს 18:00 საათზე აიღებს.
გუნდების მდგომარეობა
მეხუთე ადგილოსანი "იუნაიტედი'',ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება მას შემდეგ,რაც მოურინიოს და გვარდიოლას შეგირდები დაამარცხეს.
რაც შეეხება მე-14 ადგილოსან ''ევერტონს'',მათ გასულ ტურში "ჩელსი'' დაამარცხეს და შეეცდებიან მიმდინარე სეზონში გასვლითი მატჩი მეორედ მოიგონ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს,რომ გუნდს დაეხმარება ჯესი ლინგარდი,რომელმაც ''სიტისთან'' დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება.
დიდი ალბათობით ითამაშებს ლუკ შოუ,რაც შეეხებათ პოლ პოგბას,ერიკ ბაიის და ფოსუ-მენსას,ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.
"ევერტონს'' ვერ დაეხმარება ტეო უოლკოტი და მორგან შნეიდერლინი,დანკან ფერგიუსონი კი იმედოვნებს, რომ ლუკას დინი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
იერი მინა,ფაბიან დელფი და კოულმენის თამაში საეჭვოა,მათ ვარჯიში მცირე დატვირთვით განაახლეს და საბოლოო ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე მივიღებთ.გუნდს გრძელვადიანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ანდრე გომეშიც.
იცოდით თუ არა რომ
''იუნაიტედს'' ''ევერტონის" წინააღმდეგ,პრემიერ ლიგის 54 შეხვედრიდან 36-ში აქვს 3 ქულა მოპოვებული,პრემიერ ლიგის ისტორიაში,არცერთ გუნდს არ ყავს მეორე გუნდი ამდენჯერ დამარცხებული.
იანვრის შემდეგ,''წითელი ეშმაკები'' პირველად შეეცდებიან რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვონ.
გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა "გუდისონ პარკზე'' გაიმართა,სადაც ლივერპულელებმა 4-0 სძლიეს მეტოქეს.
გილფი სიგურდსონმა,"ოლდ ტრაფორდზე'' ბოლო 5 ვიზიტისას,4-ჯერ მოახერხა ''წითელი ეშმაკების'' კარის დალაშქვრა,მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს,5 გატანილი გოლი.