თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2016, 01:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4307,
კომენტარები: 31
რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?
M.E.N "იუნაიტედის" შანსებს აფასებს.
რას ველოდოთ
სამთვიანი ლოდინის შემდეგ პრემიერ ლიგა ბრუნდება, ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედიც" ბრუნდება, სწორედ ამ შანსებს შეაფასებს Manchester Evening News მოცემულ სტატიაში.

მთავარი მოვლენები:

– პირველი მანჩესტერული დერბი 10 სექტემბერს, 15 ოქტომბერს კი შეხვედრა "ლივერპულთან".

– მოურინიოსა და მისი ყოფილი გუნდის დაპირისპირება "ლივერპულთან" გამართული მატჩიდან 1 კვირაში, 22 ოქტომბერს გაიმართება. მეორე წრეში შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" აპრილში გაიმართება.

– იანვარში "იუნაიტედს" საშინაო მატჩი ელოდება "ლივერპულთან", თებერვალი კი უკვე დაძაბულობას გვპირდება "სიტისთან" და "ლესტერთან" გამართული საგარეო მატჩებით.

– მაისში კვლავ რთული შეხვედრები, მანჩესტერი ლონდონის სამ კლუბს- "არსენალს", "ტოტენჰემსა" და "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

ბოლო შანსი – როხო და მემფისი.

მემფის დეპაი და მარკოს როხო ის ორი ფეხბურთელია, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად მართებთ თავის გამოჩენა ახალ სეზონში. ორივე მათგანი ვან გაალის შენაძენია და არ უნდა ველოდოთ მათთვის ბევრი შესაძლებლობის მიცემას მოურინიოსგან, მათ ის მცირედი შანსები უნდა გამოიყენონ, რომლებიც აუცილებლად ექნებათ სეზონის მიმდინარეობისას. მათ კარგად იციან- ან ამ სეზონში, ან არასდროს.

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ვის მივადევნოთ თვალყური – იბრაჰიმოვიჩი, პოგბა, ვალენსია.

პოგბა სარეკორდო თანხად შეძენილი ზლატანი კი პირიქით, უფასოდ. ორივე ფეხბურთელი მთავარ როლს ითამაშებენ წლევანდელ სეზონში.

ვალენსია ბოლო სეზონებში ვერ ბრწყინავს, მაგრამ წინასასეზონო თამაშებიდან გამომდინარე ეკვადორელი საოცარ ფორმაშია, თუ ის ამ ფეხბურთს სტაბილურად ითამაშებს, მაშინ ვალენსია მოურინიოს სასიამოვნო სიურპრიზად მოევლინება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავის გამოჩენა.

ეს ფეხბურთელი თავისუფლად შეიძლება იყოს რეშფორდი, ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო იყო გასული სეზონის მეორე წრეში, ამასთან მან ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და გაცემული წუთები შესანიშნავად გამოიყენა, მაგრამ ახალი სეზონი ნამდვილ წარმატებად შეიძლება და უნდა გამოდგეს ჯესი ლინგარდისათვის, რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა "უემბლიზე".

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ბევრი თვლის, რომ ლინგარდის გულმოდგინება და სისწრაფე ეხამება მოურინიოს სტილს და ინგლისელი აუცილებლად იქნება "იუნაიტედის" სასტარტოში.

სეზონის პროგნოზი:

პირველი ადგილი. მოურინიოსა და ფეხბურთელების წინაშე სწორედ ეს ამოცანა დგას, თანაც მაშინ, როცა გუნდში პოლ პოგბაც მოვიდა. "სიტი" უსიტყვოდ ძლიერია და "ჩელსიც" ნაკლებად რომ კვლავ მე–10 პოზიციაზე აღმოჩნდეს, კლოპი თავის სრულ სეზონს ჩაატარებს "ლივერპულში" და "არსენალი" კვლავ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, მაგრამ ჟოზეს გამოცდილებამ და საზაფხულო შენაძენებმა "იუნაიტედს" უპირატესობა უნდა მისცეს.

ტოპ 4:

1 – "იუნაიტედი"

2– "სიტი"

3 – "ჩელსი"

4 – "არსენალი"

წყარო:M.E.N
სტატიები
31 კომენტარი
№31
ავტორი: WeAreUnited
28 აგვისტო 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: zvigeni
მანნჩესტერის ფანი არ ვარ უბრალოდ დროა ლივერპული გახდეს ჩემპიონი რახან ეხლა ჩავარდნა აქ იმას არნიშნავს რო მანჩესტერი ლივეზე დიდი გუნდია ლივე ყოველტვის ინგლისის საუკეტესო გუნდი იქნება ტავისი წარსულიტ ტრადიციებიტ და ტიტულებიტ წავიდა ფერგი და აჰა ეგაა მანჩე რა ტრანსფერებს აგარ აკეტებენ ტიპები მოურინიოც კი მოიყვანეს ეგეტი სასტავიტ და პინანსებიტ ნორვიჩის გაქაჩავს

მაგრად ტეხავს ვიგაც სიკირო ნისტელროის რო ამდენჯერ აქ მოგებული პრემიერლიგა და ჯერარდს არცერტხელ


:D:D:D:D:D:D:D:D შე საცოდაო :D ლივერპული ვერაფერს მოიგებს სანამ მ.უ იარსებებს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top