თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2016, 01:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4307,
კომენტარები: 31
რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?
M.E.N "იუნაიტედის" შანსებს აფასებს.
რას ველოდოთ
სამთვიანი ლოდინის შემდეგ პრემიერ ლიგა ბრუნდება, ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედიც" ბრუნდება, სწორედ ამ შანსებს შეაფასებს Manchester Evening News მოცემულ სტატიაში.

მთავარი მოვლენები:

– პირველი მანჩესტერული დერბი 10 სექტემბერს, 15 ოქტომბერს კი შეხვედრა "ლივერპულთან".

– მოურინიოსა და მისი ყოფილი გუნდის დაპირისპირება "ლივერპულთან" გამართული მატჩიდან 1 კვირაში, 22 ოქტომბერს გაიმართება. მეორე წრეში შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" აპრილში გაიმართება.

– იანვარში "იუნაიტედს" საშინაო მატჩი ელოდება "ლივერპულთან", თებერვალი კი უკვე დაძაბულობას გვპირდება "სიტისთან" და "ლესტერთან" გამართული საგარეო მატჩებით.

– მაისში კვლავ რთული შეხვედრები, მანჩესტერი ლონდონის სამ კლუბს- "არსენალს", "ტოტენჰემსა" და "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

ბოლო შანსი – როხო და მემფისი.

მემფის დეპაი და მარკოს როხო ის ორი ფეხბურთელია, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად მართებთ თავის გამოჩენა ახალ სეზონში. ორივე მათგანი ვან გაალის შენაძენია და არ უნდა ველოდოთ მათთვის ბევრი შესაძლებლობის მიცემას მოურინიოსგან, მათ ის მცირედი შანსები უნდა გამოიყენონ, რომლებიც აუცილებლად ექნებათ სეზონის მიმდინარეობისას. მათ კარგად იციან- ან ამ სეზონში, ან არასდროს.

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ვის მივადევნოთ თვალყური – იბრაჰიმოვიჩი, პოგბა, ვალენსია.

პოგბა სარეკორდო თანხად შეძენილი ზლატანი კი პირიქით, უფასოდ. ორივე ფეხბურთელი მთავარ როლს ითამაშებენ წლევანდელ სეზონში.

ვალენსია ბოლო სეზონებში ვერ ბრწყინავს, მაგრამ წინასასეზონო თამაშებიდან გამომდინარე ეკვადორელი საოცარ ფორმაშია, თუ ის ამ ფეხბურთს სტაბილურად ითამაშებს, მაშინ ვალენსია მოურინიოს სასიამოვნო სიურპრიზად მოევლინება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავის გამოჩენა.

ეს ფეხბურთელი თავისუფლად შეიძლება იყოს რეშფორდი, ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო იყო გასული სეზონის მეორე წრეში, ამასთან მან ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და გაცემული წუთები შესანიშნავად გამოიყენა, მაგრამ ახალი სეზონი ნამდვილ წარმატებად შეიძლება და უნდა გამოდგეს ჯესი ლინგარდისათვის, რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა "უემბლიზე".

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ბევრი თვლის, რომ ლინგარდის გულმოდგინება და სისწრაფე ეხამება მოურინიოს სტილს და ინგლისელი აუცილებლად იქნება "იუნაიტედის" სასტარტოში.

სეზონის პროგნოზი:

პირველი ადგილი. მოურინიოსა და ფეხბურთელების წინაშე სწორედ ეს ამოცანა დგას, თანაც მაშინ, როცა გუნდში პოლ პოგბაც მოვიდა. "სიტი" უსიტყვოდ ძლიერია და "ჩელსიც" ნაკლებად რომ კვლავ მე–10 პოზიციაზე აღმოჩნდეს, კლოპი თავის სრულ სეზონს ჩაატარებს "ლივერპულში" და "არსენალი" კვლავ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, მაგრამ ჟოზეს გამოცდილებამ და საზაფხულო შენაძენებმა "იუნაიტედს" უპირატესობა უნდა მისცეს.

ტოპ 4:

1 – "იუნაიტედი"

2– "სიტი"

3 – "ჩელსი"

4 – "არსენალი"

წყარო:M.E.N
სტატიები
31 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
12 აგვისტო 2016 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ra tqma unda pirveli adgiliii ❤️
0
№12
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2016 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Jorj
1) ჩვენ love
2) ჩელსი 3d_5
3) არსენალი wink
4) ლივერპული smile

Chven siti chelsi arsenali
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: nika1997
12 აგვისტო 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Gmertmac qna depai atamashda ras ver vxdebi ici depai martiali runi ibra ertad rogor unda tamaahi ganlageba mainteresebs da ver vfiqrobb :D
0
№14
ავტორი: LASHQARA
12 აგვისტო 2016 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რა ხდება გარდაიცვალაა საიტიი?? დადეთ რამე სიახლე ხვალ პრემიერლიგა იწყებაა სად არის საიტის სახელგათქმული სტატიების მწერი ხალხი ან ახალი პრემიერლიგის რეკლამა დადეთ და ახალი ტრანსფერები სად ვინ როგორ რავიცი ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.. მე არ ვიცი რა ფორმატით კეთდება თორე ბაზარი არაა არ მოგაწყენდით love am
0
№15
ავტორი: crawling
12 აგვისტო 2016 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ციტატა: deqstera
გიორგი
ფალკაო-დიმარიას ადარებ იბრაგიმოვიჩი პოგბას?? მაშინ შემოგიბრუნებ კითხვას მითხარი გრანდი სადაც ფალკაომ გაამართლა, თორე მონაკოში მიბრუნებული ეხლაც კარგად თამაშობს!! პლიუს დიმარია ვთქვათ რას ელოდი მისგან?? რატო გეგონა რომ თუნდაც ნანიზე უკეთესი იყო? რეალში რამდენიც არუნდა იძახონ ლიდერი იყოვო რონალდუ-ბეილის უკან იდგა ყოველთვის და ფლანგზე თამაშში კონკურენციას ვერუწევდა, მაშინ როცა თავის პოზიციაზე პოგბა მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ხელშეუხებელი იქნება!!

ფალკაოსი რა გითხრა მარა დი მარია პოგბა კიარა ბარე ორს ჯობია. რაის ვერ თამაშობდა რეალშიო მიუხედავად ბეილის რეკორდული ტრანსფერის სასტავიდან მაინც ვერ ამოაგდეს უკან იყო თუ წინ სადაც იყო ყველაფერი კი მოიგო და ეგრე მოიგებდა მსოფლიოსაც ფინალში თამაშის საშუალება რო ქონოდა. მაგის გამპუჭებელი და გამშვები ვან გაალი მაგიტო არი ყველაზე მახინჯი პიროვნება დედამიწის ზურგზე
0
№16
ავტორი: Phil Jones
12 აგვისტო 2016 11:30
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მაგრად გაასწორებს ეგ გუარდილა თუ ვინ ფეხებიცაა ხუთეულშიც რო ვერ მოხვდეს...
0
№17
ავტორი: rooney-scholes
12 აგვისტო 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
1)რუნი
2)ვეს მორგანი
3)კომპანი
4)ჰენდერსონი
5)ლორისი
თასი კი რუნისაააააა aggressive2 yess2
0
№18
ავტორი: zvigeni
12 აგვისტო 2016 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ლივერპული გახდება ჩემპიონი
0
№19
ავტორი: rooney-scholes
12 აგვისტო 2016 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: iqolet
Being a jazdy doszkalające Kielce company entrepreneur, you need folks to look at your business in the perfect light. A good way to display your clients and prospective customers that you are currently doing all of your part to be eco-friendly is actually by choosing to manage your small business with solar energy. This will aid attract people who are conscientious in regards to the the planet.

ვინ ხარ
who are you

ციტატა: zvigeni
ლივერპული გახდება ჩემპიონი

იუნაითედის ფანი მაგას როგორ ამბობ არ გრცხვენია
0
№20
ავტორი: sandroo
12 აგვისტო 2016 12:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
wlis sensacia west ham iqneba bichebo daimaxsovret. nu chven pirvelze iasna meore west ham mere tothe mere city
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top