თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2016, 01:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4310,
კომენტარები: 31
რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?
M.E.N "იუნაიტედის" შანსებს აფასებს.
რას ველოდოთ
სამთვიანი ლოდინის შემდეგ პრემიერ ლიგა ბრუნდება, ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედიც" ბრუნდება, სწორედ ამ შანსებს შეაფასებს Manchester Evening News მოცემულ სტატიაში.

მთავარი მოვლენები:

– პირველი მანჩესტერული დერბი 10 სექტემბერს, 15 ოქტომბერს კი შეხვედრა "ლივერპულთან".

– მოურინიოსა და მისი ყოფილი გუნდის დაპირისპირება "ლივერპულთან" გამართული მატჩიდან 1 კვირაში, 22 ოქტომბერს გაიმართება. მეორე წრეში შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" აპრილში გაიმართება.

– იანვარში "იუნაიტედს" საშინაო მატჩი ელოდება "ლივერპულთან", თებერვალი კი უკვე დაძაბულობას გვპირდება "სიტისთან" და "ლესტერთან" გამართული საგარეო მატჩებით.

– მაისში კვლავ რთული შეხვედრები, მანჩესტერი ლონდონის სამ კლუბს- "არსენალს", "ტოტენჰემსა" და "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

ბოლო შანსი – როხო და მემფისი.

მემფის დეპაი და მარკოს როხო ის ორი ფეხბურთელია, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად მართებთ თავის გამოჩენა ახალ სეზონში. ორივე მათგანი ვან გაალის შენაძენია და არ უნდა ველოდოთ მათთვის ბევრი შესაძლებლობის მიცემას მოურინიოსგან, მათ ის მცირედი შანსები უნდა გამოიყენონ, რომლებიც აუცილებლად ექნებათ სეზონის მიმდინარეობისას. მათ კარგად იციან- ან ამ სეზონში, ან არასდროს.

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ვის მივადევნოთ თვალყური – იბრაჰიმოვიჩი, პოგბა, ვალენსია.

პოგბა სარეკორდო თანხად შეძენილი ზლატანი კი პირიქით, უფასოდ. ორივე ფეხბურთელი მთავარ როლს ითამაშებენ წლევანდელ სეზონში.

ვალენსია ბოლო სეზონებში ვერ ბრწყინავს, მაგრამ წინასასეზონო თამაშებიდან გამომდინარე ეკვადორელი საოცარ ფორმაშია, თუ ის ამ ფეხბურთს სტაბილურად ითამაშებს, მაშინ ვალენსია მოურინიოს სასიამოვნო სიურპრიზად მოევლინება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავის გამოჩენა.

ეს ფეხბურთელი თავისუფლად შეიძლება იყოს რეშფორდი, ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო იყო გასული სეზონის მეორე წრეში, ამასთან მან ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და გაცემული წუთები შესანიშნავად გამოიყენა, მაგრამ ახალი სეზონი ნამდვილ წარმატებად შეიძლება და უნდა გამოდგეს ჯესი ლინგარდისათვის, რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა "უემბლიზე".

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ბევრი თვლის, რომ ლინგარდის გულმოდგინება და სისწრაფე ეხამება მოურინიოს სტილს და ინგლისელი აუცილებლად იქნება "იუნაიტედის" სასტარტოში.

სეზონის პროგნოზი:

პირველი ადგილი. მოურინიოსა და ფეხბურთელების წინაშე სწორედ ეს ამოცანა დგას, თანაც მაშინ, როცა გუნდში პოლ პოგბაც მოვიდა. "სიტი" უსიტყვოდ ძლიერია და "ჩელსიც" ნაკლებად რომ კვლავ მე–10 პოზიციაზე აღმოჩნდეს, კლოპი თავის სრულ სეზონს ჩაატარებს "ლივერპულში" და "არსენალი" კვლავ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, მაგრამ ჟოზეს გამოცდილებამ და საზაფხულო შენაძენებმა "იუნაიტედს" უპირატესობა უნდა მისცეს.

ტოპ 4:

1 – "იუნაიტედი"

2– "სიტი"

3 – "ჩელსი"

4 – "არსენალი"

წყარო:M.E.N
სტატიები
31 კომენტარი
№1
ავტორი: Jorj
12 აგვისტო 2016 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
1) ჩვენ love
2) ჩელსი 3d_5
3) არსენალი wink
4) ლივერპული smile
0
№2
ავტორი: LASHQARA
12 აგვისტო 2016 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
პირველი am მეორე მეთოფეები, მესამე სიტი, მეოთხე მეხუთეს ლივერპული ტოტენჰემი გაიყოფენ და წელსაც არ მგონია ჩელსის რამე გამოუვიდეს მაქსიმუმ ევროპალიგაზე მოხვდეს ესე მგონია, შემადგენლობიდან და მწვრთნელებიდან გამომდინარე winked
0
№3
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2016 01:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა ფალკაო და დი მარია დავითრიეთ მასინაც საუკეთესო გუნდი უნდა გვყოლოდა, იდეალური შეტევა მარა winked ეხლა მოუა მწვრთნელი, სხვა გუნდია და იმედს ის მაძლევს რომ მომავლზეა ეს ყველაფერი გათვლილი, ძალიან მაგარი ახალგარზდები მოგროვდნენ, ერთ-ერთი საუკეთესოები თავის პოიციაზე

ლინგარდის გაშვება სწორად არ მიმაჩნია და არ მგონია ფიქრობნენ ამას, ფლანგზე ხალხი ისედაც არ გვყავს მარა მაგის ძირითადი ტვინს ****ვს უკვე. არ მჯერა რომ რაიმე ახლის გაკეთება შეუძლია

მგონი ლინგარდს უფრო ეშველება ვიდრე მემფისს, ძაან სხვაგანაა ეს და იანუზაისაც კი აჯობა პერსპექტიულობაში
0
№4
ავტორი: levionok
12 აგვისტო 2016 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გიორგი გეთანხმები, მიუხედავად ჩვენი სურვილისა აღარ მგონია მარსიალის კონკურენცია დაძლიოს და თუ შეამჩნიეთ მარსიალის მაგივრად არა დეპაი არამედ რეშფორდი შემოიყვანა რაც სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია მარჯვნიდან ლინგარდი ბევრ საქმეს გააკეთებს ძაან თარსი ფეხი აქვს და პრაგმატულ ფეხბურთს კი თამაშობს მაგრამ გოლები ლამაზი და საჭირო გამოსდის,მგონია რომ მიხითარიანს ბევრი ოფლის ღვრა დაჭირდება რომ დაძლიოს ლინგარდის კონკურენცია,თან ადაპტაციის პრობლემები მიკის აქვს,ამ შნეიდერლინს ვერ გავუგე ვერაფერი რა უნდა და სადაა ჯერ ვერ გავიგე
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
12 აგვისტო 2016 03:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
1მანჩე 2სიტი 3არსენალი 4ლივერპული 5ტოტენხემი 6ლესტერი 7 სიტი ასეთი იქნება პირველი 7ული სეზონის ბოლოს ჩვენ პრემიერლიგას ავწევთ და დალშე ტრაკშიც უტ ყნაურიათ კლოპს გვარდიოლას კონტეს მოიესს გვიდოლინს რანიერის და დანარჩენებს კიდე
0
№6
ავტორი: giorgi_mg
12 აგვისტო 2016 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩემი პროგნოზი ასეთია
1. მუ
2. ჩელსი
3. ლუზერპული
4. სიტი
5. ტოტე
6. არსენა
0
№7
ავტორი: nika1997
12 აგვისტო 2016 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Eh depaize mwydeba guli da jesis magrad mjera naxavt kai fegburteli dadgeba ki bazari ara amasakshi 23 wlisas ukveee magraebi arian magram arian fegburtelebi romeltac gvian exsnebat da gvian amtavreben eg tipia egec gaixsneba da naxavt ra kargii gveyoleba mxitos mainc jobiaa :*
0
№8
ავტორი: vitali60
12 აგვისტო 2016 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
1. მოურინიო 2 გვარდიოლა 3. კონტე დანარჩენი გაიყოფს 4 ადგილს
0
№9
ავტორი: deqstera
12 აგვისტო 2016 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
გიორგი
ფალკაო-დიმარიას ადარებ იბრაგიმოვიჩი პოგბას?? მაშინ შემოგიბრუნებ კითხვას მითხარი გრანდი სადაც ფალკაომ გაამართლა, თორე მონაკოში მიბრუნებული ეხლაც კარგად თამაშობს!! პლიუს დიმარია ვთქვათ რას ელოდი მისგან?? რატო გეგონა რომ თუნდაც ნანიზე უკეთესი იყო? რეალში რამდენიც არუნდა იძახონ ლიდერი იყოვო რონალდუ-ბეილის უკან იდგა ყოველთვის და ფლანგზე თამაშში კონკურენციას ვერუწევდა, მაშინ როცა თავის პოზიციაზე პოგბა მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ხელშეუხებელი იქნება!!
0
№10
ავტორი: snatch77
12 აგვისტო 2016 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ჟოზეს გამოცდილებამ და საზაფხულო შენაძენებმა "იუნაიტედს" უპირატესობა უნდა მისცეს.
derpthumb ლივერპული მოხვდება ოთხეულში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top