თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2016, 01:02
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4307,
კომენტარები: 31
რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?
M.E.N "იუნაიტედის" შანსებს აფასებს.
რას ველოდოთ
სამთვიანი ლოდინის შემდეგ პრემიერ ლიგა ბრუნდება, ალბათ არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედიც" ბრუნდება, სწორედ ამ შანსებს შეაფასებს Manchester Evening News მოცემულ სტატიაში.

მთავარი მოვლენები:

– პირველი მანჩესტერული დერბი 10 სექტემბერს, 15 ოქტომბერს კი შეხვედრა "ლივერპულთან".

– მოურინიოსა და მისი ყოფილი გუნდის დაპირისპირება "ლივერპულთან" გამართული მატჩიდან 1 კვირაში, 22 ოქტომბერს გაიმართება. მეორე წრეში შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" აპრილში გაიმართება.

– იანვარში "იუნაიტედს" საშინაო მატჩი ელოდება "ლივერპულთან", თებერვალი კი უკვე დაძაბულობას გვპირდება "სიტისთან" და "ლესტერთან" გამართული საგარეო მატჩებით.

– მაისში კვლავ რთული შეხვედრები, მანჩესტერი ლონდონის სამ კლუბს- "არსენალს", "ტოტენჰემსა" და "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

ბოლო შანსი – როხო და მემფისი.

მემფის დეპაი და მარკოს როხო ის ორი ფეხბურთელია, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად მართებთ თავის გამოჩენა ახალ სეზონში. ორივე მათგანი ვან გაალის შენაძენია და არ უნდა ველოდოთ მათთვის ბევრი შესაძლებლობის მიცემას მოურინიოსგან, მათ ის მცირედი შანსები უნდა გამოიყენონ, რომლებიც აუცილებლად ექნებათ სეზონის მიმდინარეობისას. მათ კარგად იციან- ან ამ სეზონში, ან არასდროს.

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ვის მივადევნოთ თვალყური – იბრაჰიმოვიჩი, პოგბა, ვალენსია.

პოგბა სარეკორდო თანხად შეძენილი ზლატანი კი პირიქით, უფასოდ. ორივე ფეხბურთელი მთავარ როლს ითამაშებენ წლევანდელ სეზონში.

ვალენსია ბოლო სეზონებში ვერ ბრწყინავს, მაგრამ წინასასეზონო თამაშებიდან გამომდინარე ეკვადორელი საოცარ ფორმაშია, თუ ის ამ ფეხბურთს სტაბილურად ითამაშებს, მაშინ ვალენსია მოურინიოს სასიამოვნო სიურპრიზად მოევლინება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავის გამოჩენა.

ეს ფეხბურთელი თავისუფლად შეიძლება იყოს რეშფორდი, ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო იყო გასული სეზონის მეორე წრეში, ამასთან მან ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და გაცემული წუთები შესანიშნავად გამოიყენა, მაგრამ ახალი სეზონი ნამდვილ წარმატებად შეიძლება და უნდა გამოდგეს ჯესი ლინგარდისათვის, რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა "უემბლიზე".

რას ველოდოთ "იუნაიტედისგან" ?

ბევრი თვლის, რომ ლინგარდის გულმოდგინება და სისწრაფე ეხამება მოურინიოს სტილს და ინგლისელი აუცილებლად იქნება "იუნაიტედის" სასტარტოში.

სეზონის პროგნოზი:

პირველი ადგილი. მოურინიოსა და ფეხბურთელების წინაშე სწორედ ეს ამოცანა დგას, თანაც მაშინ, როცა გუნდში პოლ პოგბაც მოვიდა. "სიტი" უსიტყვოდ ძლიერია და "ჩელსიც" ნაკლებად რომ კვლავ მე–10 პოზიციაზე აღმოჩნდეს, კლოპი თავის სრულ სეზონს ჩაატარებს "ლივერპულში" და "არსენალი" კვლავ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, მაგრამ ჟოზეს გამოცდილებამ და საზაფხულო შენაძენებმა "იუნაიტედს" უპირატესობა უნდა მისცეს.

ტოპ 4:

1 – "იუნაიტედი"

2– "სიტი"

3 – "ჩელსი"

4 – "არსენალი"

წყარო:M.E.N
სტატიები
31 კომენტარი
№21
ავტორი: zurazura
12 აგვისტო 2016 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
არ გეწყინოთ მაგრამ ნახავთ დეპაი ყველა კრიტიკოსს (თქვენი ჩათვლით) როგორ გააჩუმებს ლინგარდსაც ახეხინებს მაგაზე არ იდარდოთ <3
0
№22
ავტორი: LASHQARA
12 აგვისტო 2016 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: zurazura
არ გეწყინოთ მაგრამ ნახავთ დეპაი ყველა კრიტიკოსს (თქვენი ჩათვლით) როგორ გააჩუმებს ლინგარდსაც ახეხინებს მაგაზე არ იდარდოთ <3

ლინგარდის ხეხვის რა გითხრა ესე თუ ითამაშა ვერ დასვავს სკამზე ვერავინ,მაგრამ დეპაის კარგი თამაშის მეც მჯერა love am
0
№23
ავტორი: JuanMata
12 აგვისტო 2016 13:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: zurazura
არ გეწყინოთ მაგრამ ნახავთ დეპაი ყველა კრიტიკოსს (თქვენი ჩათვლით) როგორ გააჩუმებს ლინგარდსაც ახეხინებს მაგაზე არ იდარდოთ <3


ჯერ ერთი თუ ვინმეს დასვამს მარსიალი იქნება, მარცხენა ფლანგზე ეგ თამაშობს, მეორეც დეპაის პრობლემა არც ფიზიკაში, არც ტექნიკაში და არც მომზადებაშია, თამაშს ვერ კითხულობს, პარტნიორებს ვერ ამჩნევს და სულ მარტო ცდილობს მომენტის შექმნას. არ გამოდის მასე მითუმეტეს თანამედროვე ფეხბურთში.

ეგ არაა ისეთი პრობლემა, რომ ივარჯიშებ და მოხვალ ხოდზე, მაგის აზრზე მოსვლას დიდი დრო ჭირდება, ან ისევ ჰოლანდიისნაირ ბანძ ლიგაში თუ გაქაჩავს.

მეც ძალიან მინდა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს თვისი ნიჭი და შესაძლებლობები, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, რასაც ახლა ეგ თამაშობს, ცოტა მეეჭვება.
0
№24
ავტორი: Legend Sir Alex
12 აგვისტო 2016 13:47
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რატომაც არა ჩემპიონობა? ყველანაირი რესურსი აქვს გუნდს იმისატვის, რომ ეპლ მოვიგოთ. მთავარია დროულად შეთამაშდნენ ერთმანეთთან ფეხბურთელები.
0
№25
ავტორი: stepno
12 აგვისტო 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვალენსია იმედიაა მართლა ესე გააგრძელებს იბრაა იმედია გაქაჩავს ეგ ბებერიი wink love love მოკლედდ სერიოზული სასტავი გვყავს რა იბრა პოგბა რუნი უდიდესი კლასის მქონი ფეხბურთელები ამას დამატებული რაშფორდი მარსიალი და ძალიან ნიჭიერი დეპაი დაცვას რაც შეეხება ჩემი აზრით ერთერთი საუკეთესო ტრანსფერი ბაილი.
0
№26
ავტორი: SANDROGRIGA
12 აგვისტო 2016 15:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წინასწარ ვერაფერს იტყვი მარა ბოლოს და ბოლოს იუნაიტედი უნდ დაბრუბდეს!!!
0
№27
ავტორი: kantona-7
12 აგვისტო 2016 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მანჩე ჩემპიონ manunited ესნაგდად ვიცი manunited მაგრამ ამაზე მაგრად ისვიცირო ლივერპული ოთხეულში ვერშევა აი ნახავთ და მაგრად უნდა ვიღადაო წელს მაგაზე 3d_2 ტიპები ვიცი ლივე გააჩემპიონეს ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№28
ავტორი: Paul Labile PoGBa
12 აგვისტო 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ჩემპიონობას ან პანღური მაურინიოს ამდენი დახარჯა და კაკ მინიმუმ ჰა ჰა მე2 ადგილი ეგეც უკიდურეს შემთხვევაში.

1. მანჩესტერ იუნაიტედი
2. მანჩესტერ სითი
3. ჩელსი
4. ლივერპული
5. ფარჩაკი არსენალი
0
№29
ავტორი: kantona-7
12 აგვისტო 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: Paul Labile PoGBa
ჩემპიონობას ან პანღური მაურინიოს ამდენი დახარჯა და კაკ მინიმუმ ჰა ჰა მე2 ადგილი ეგეც უკიდურეს შემთხვევაში.

1. მანჩესტერ იუნაიტედი
2. მანჩესტერ სითი
3. ჩელსი
4. ლივერპული
5. ფარჩაკი არსენალი

არსენალი მეოთხეზე გავა ისევ დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის manutd შარშან უბრალოდ შეეშალა ვენგერს მეორე და მეოთხე fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№30
ავტორი: zvigeni
12 აგვისტო 2016 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მანნჩესტერის ფანი არ ვარ უბრალოდ დროა ლივერპული გახდეს ჩემპიონი რახან ეხლა ჩავარდნა აქ იმას არნიშნავს რო მანჩესტერი ლივეზე დიდი გუნდია ლივე ყოველტვის ინგლისის საუკეტესო გუნდი იქნება ტავისი წარსულიტ ტრადიციებიტ და ტიტულებიტ წავიდა ფერგი და აჰა ეგაა მანჩე რა ტრანსფერებს აგარ აკეტებენ ტიპები მოურინიოც კი მოიყვანეს ეგეტი სასტავიტ და პინანსებიტ ნორვიჩის გაქაჩავს

მაგრად ტეხავს ვიგაც სიკირო ნისტელროის რო ამდენჯერ აქ მოგებული პრემიერლიგა და ჯერარდს არცერტხელ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top