თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2019, 22:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3560,
კომენტარები: 36
#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
ტაქტიკური განხილვა.
#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
იცით, როგორ ხდება - თითქოსდა მატჩის გეგმა შეადგინე, შემადგენლობის შერჩევაშიც არ შემცდარხარ, მომენტებს ქმნი, მაგრამ ბურთი კარში არ შედის. მოწინააღმდეგეს კი ყველაფერი ერთი ადგილისკენ მიექანება, ბურთს ვერ იჭერენ, მერე კი უცებ ბახ! ერთი შეცდომა და გოლი. და შემდეგ - ფლობ ინიციატივას, მომენტებს ქმნი, მაგრამ შენს მხარეს - ბურთი ხვდება ძელს, მოწინააღმდეგის მხარეს კი - გოლი გადის და თანაც სულელური რიკოშეტის შემდეგ. და სულ ეგ არის - მერე წავიდაა. არადა, კარგად ითამაშა, მაგრამ ტაბლოზე - 4:0. იცოდით? ფრენკ ლამპარდმა კი იცოდა.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


ბედმა კვლავ გაუღიმა სულშერსა და მის გუნდს. "ეშმაკებმა" მატჩი ცუდად დაიწყეს - პენალტამდე გუნდს არაფერი გამოსდიოდა. შესვენების შემდეგაც იგივე ხდებოდა - გოლის გაშვებამდე "ჩელსი" ფლობდა ინიციატივას, "იუნაიტედი" უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა. კარში დარტყმული ხუთი ბურთიდან ოთხი გოლად იქცა - მათი ნახევარი კი შეიძლებოდა არც ყოფილიყო გოლი, რომ არა "ლურჯების" ფეხბურთელებისგან რიკოშეტით კარში გადაგზავნილი ბურთი. საქებარი რეალიზაციაა!

დაძაბულობას იწვევს არა გუნდის მოგება იღბლის ხარჯზე ("ჩელსის" დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა), არამედ გუნდის თამაშში ცვლილებების პრაქტიკული არ არსებობა. ტონობით შეცდომა მოკლე და საშუალო პასებში, უამრავი გაუგებარი გადაცემა უმისამართოდ. მარჯვენა ფლანგის ტოტალური იმპოტენცია - თუმცა, ბურთის მოძრაობის მხრივ არც მარცხენა ჩამორჩებოდა. პრესინგის სურვილი, მაგრამ მოქმედებისას შერწყმის არ არსებობა. დროდადრო "იუნაიტედი" წინა მწვრთნელის ნიშნებს ავლენდა, რაზეც ლინეკერმა იხუმრა: "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ეს მოურინიოს საუკეთესო მატჩი იყო" (ჟოზე პრეს-ლოჟაში იჯდა Sky Sports-ის ექსპერტის სახით).

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


რაღაც მართლა შეიცვალა: პრესინგის სურვილს შესაძლებლობაც დაემატა. წინასასეზონო ტურნეზე ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთებული აქცენტის ხარჯზე გუნდს საშუალება მიეცა (განსაკუთრებით შემტევებს) დაუღლელად იმოძრაონ მოედანზე და ძალები შეინარჩუნონ მატჩის ბოლო წუთებისთვის. პენალტი პედროსთვის ბურთის წართმევის შემდეგ იქნა მოპოვებული და დანარჩენ გოლებსაც უძღოდა წინ თავდამსხმელთა ჩარბენები საკუთარი მოედნიდან. სოლსკიაერმა პირობა შეასრულა - გუნდი სირბილისა და შეცდომის გამო მეტოქის დასჯისთვის მზად არის.

მაგრამ რის ფასად? ამ მატჩისგან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გუნდი ახლა ასრულებდეს სეზონს. ფეხბურთელები მძიმედ მოძრაობდნენ და მატჩის რიტმს ვერ გრძნობდნენ - სხვაგვარად ვერ ავხსნი შეცდომათა ასეთ რაოდენობას. პრემიერ ლიგის ვარსკვლავები გადაცემებისა და ბურთის მიღების დროს ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, თითქოს დაბალი დონის გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ. კვლავ უსიამოვნო ფლეშბექი და ოლეს ზურგს უკან ჩარჩენილი პორტუგალიელი სპეციალისტის ჩრდილი.

ფრაზა "როდის ისწავლის "იუნაიტედი" მარჯვენა ფლანგიდან შეტევას" თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს "როდის ისწავლის ვირი ხეზე" ასვლას ფრაზის სინონიმად. სოლსკიაერმა უცნაური არჩევანი გააკეთა - ძირითადში პერეირა გამოვიდა. სხვათაშორის, პირველი 20 წუთის განმავლობაში პერეირა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო მარჯვნივ (თუმცა რა მარჯვნივ, "მარჯვნივ") ლინგარდი მოგვევლინა, რომელთაც მოგვიანებით ადგილები გაცვალეს. ვფიქრობ, ჩანაფიქრი იყო მუდმივი როტაცია (რეშფორდი-მარსიალის წყვილი მარცხენა ვინგერი-ცენტრფორვარდის პოზიციებზე), მაგრამ სინამდვილეში ორივე მათგანი ცენტრში დაძრწოდა და ხშირად ანაცვლებდა ერთმანეთს, რის გამოც ვან-ბისაკას ემერსონისა და ბარკლის ლუკმად ტოვებდა (აარონს დამწუხრებული, მაგრამ თანაგრძნობითა და გაგებით უყურებს ლუკ შოუ).

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!

ჟირუ მიანიშნებს პულისიჩს, რომ ემერსონი გახსნილია. მომენტი დასრულდება დე ხეას სეივითა და კუთხურით.


ემერსონის სრული თავისუფლება აისახა .59 xG-სა და ძელისთვის გარტყმაში - ცუდი არ არის მარცხენა მცველისთვის! (თვალწინ ისევ ლუკ შოუ მიდგას, მაგრამ ამჯერად დამწუხრებული სახე უკვე მე მაქვს). მხოლოდ სასწაულმა (და დავიდ დე ხეამ) იხსნა გუნდი გოლისგან. თავის როლში გაურკვევლობის გამო პერეირა ვერც დაცვას დაეხმარა და ვერც შეტევაში აკეთებდა ვერაფერს - ბრაზილიელი თანაგუნდელებთან (შეცვლაზე შესულების გამოკლებით) შედარებით ყველაზე იშვიათად ეხებოდა ბურთს და 76 წუთის განმავლობაში სულ 15 გადაცემა გააკეთა (11 ზუსტი, 1 საგოლე).

მაგრამ ანდრეას საკადრისი უნდა მივუზღოთ - ზუმას დაუსხლტა და მაგრად ჩააწოდა, შედეგი საჭირო დროს დადო. მაგრამ ფლანგზე პერეირას გამწესების ექსპერიმენტი და 4-2-3-1 სქემა საერთო ჯამში მაინც წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს და მეტჯერ (ან იქნებ არასოდეს) აღარ უნდა განმეორეს. პირადად მე უფრო საინტერესოდ და სიცოცხლისუნარიანად კლასიკური ვინგერის როლზე ჯეიმსის ვარიანტი მიმაჩნია, რომელიც სივრცეებს შექმნის და დაცვასაც დაეხმარება.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


მინდა, მაგუაირი შევაქო. ჰარიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 100%-ით დაიმსახურა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სქაის ვერსიით. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა რეშფორდი აირჩიეს - გასაგებიცაა, ვინც მეტი გაიტანა, ის არის ყოჩაღი, მაგრამ მარკუსმა ნახევარი მატჩი უელბეკი აკეთა (რეალიზაციის გამოკლებით), ხოლო ჰარი კარგი იყო როგორც დაცვაში, ისე - ბურთის ფლობისას. 7 ამოტანა (მათგან 5 - საჰაერო), 4 წართმევა, 2 ბლოკი. შესანიშნავი პერფორმანსი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ძალადობდა ასპილიკუეტაზე მთელი 52 წუთის განმავლობაში! სიტყვას მოყვა და, ჰარის წართმევას პერსპექტიული კონტრშეტევა მოჰყვა, რისი ჩაშლაც ჟორჟინიოს ყვითელ ბარათად დაუჯდა.

ჰარის მიერ კიდევ ერთ წართმეულ ბურთს მოჰყვა კონტრშეტევა, რომელიც მარსიალმა გოლად აქცია. ჰარიმ აბრაჰამის წინააღმდეგ ძიუდოს რომელიღაც ილეთს მიმართა და ინგლისელს შანსი არ დაუტოვა - შოკირებული ტემი მაშინვე ჟირუთი ჩაანაცვლეს. ფატალიტი! ჰო, მართლა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აბრაჰამი "ჩელსის" პოზიტიური შეტევების დროს მიწებებულივით დასდევდა მაგუაირს? რატომ უნდა ამოუდგე გვერდით ერთ-ერთ ნახევარმცველს, როცა შეგიძლია, მათ შორის გაიხსნა? გამოცანა სფეროდან "რატომ უნდა აირჩიო ზაა და მანე ფენტეზის პირველ ტურში, როცა მათ წინასასეზონო ტურნე არ ჩაუტარებიათ..."

პარდონ, სხვაგან გადავერთე, ჩვენ კი აქ ხოტბას ვასხამთ მაგუაიერს. ჰარი ძალიან მომეწონა. ვან-ბისაკამ კარგი მატჩი ჩაატარა (6/7 წართმევა, 3 ჩაჭრა, 5 ამოტანა), ხოლო მაგუაირი - უბრალოდ შესანიშნავი იყო. იქ მარტო იტევას იმ ყველაფერს, რაც კარგია სმოლინგსა და ჯონსში. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვუყურებდი "იუნაიტედის" ცენტრალურ დაცვას და მშვიდად ვიყავი. თმა ყალყზე არ მიდგებოდა ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი მიიღებდა ბურთს. შიშისგან არ მეკუმშებოდა გული, როცა მოწინააღმდეგე ჩვენი კარისკენ მოიწევდა. რა თქმა უნდა, ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტამდე ვიტასა და ჰარის ბევრი უკლიათ. მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის ქონის საშუალებას სტარტი უკვე გვაძლევს.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


მიუხედავად ანგარიშისა, "ჩელსი" კარგად გამოიყურებოდა. გაცილებით უკეთ, ვიდრე "იუნაიტედი" პოზიციურ შეტევებში - "ეშმაკებს" ამ ასპექტში კვლავ პრობლემები აქვთ. არ გამიკვირდება, თუ სეზონის ბოლოს "ლურჯები" უფრო მაღალ ადგილს დაიკავებენ ცხრილში. "იუნაიტედი" კარგია კონტრშეტევებში, მაგრამ მთელი სეზონი ასე ვერ ითამაშებ, ადრე თუ გვიან "ბარნლის" მსგავს გუნდებთან ავტობუსების გარღვევა მოგიწევს.

P.S. ცალკე გამოხატვას იმსახურებს მნიშვნელოვანი ფაქტი - "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა დააყენა. მაისში გავიგებთ, 2020 წელსაც შეიძლება თუ არა რამის მოგება ბავშვებით.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


ავტორი: ალექსანდრ კუზნეცოვი
სტატიები
36 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2019 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შემდეგი თამაშები უკეთესი იქნება ასე მგონია, ეს მაინც სასტარტო იყო
0
№22
ავტორი: ALEXFERGUSON
13 აგვისტო 2019 11:53
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ხო პოგბას ის პასი ჩელსის ცუდი თამაშის ფონზე გაკეთდა. პენალიც რო დაიდო ჩელსის ცუდი თამაშის გამო. მარსიალმა გოლის დროს პოზიცია რო სწორად შეარჩია და აჯობა,მარსიალმა კი არ ქნა ეგ,იმან ითამაშა ცუდათ. დეხეამ ბურთები რომ აიღო,იმიტო კი არა რო კაი მეკარეა,იმათმა დაარტყეს ცუდათ. მაგუერი თავს კი არ იგებდა,უბრალოდ ხვდებოდა.პოზიციური და ძალისხმიერი ბრძოლას იმიტო იგებდა ლინდელოფი,რომ უბრალოდ ის იყო ტანით სუსტი. ვან ბისაკა რანაირად არი კარგი ფეხბურთელი,რაც მოვიდა გოლი არ გაუტანია

ხო პოგბას ის პასი ჩელსის ცუდი თამაშის ფონზე გაკეთდა. პენალიც რო დაიდო ჩელსის ცუდი თამაშის გამო. მარსიალმა გოლის დროს პოზიცია რო სწორად შეარჩია და აჯობა,მარსიალმა კი არ ქნა ეგ,იმან ითამაშა ცუდათ. დეხეამ ბურთები რომ აიღო,იმიტო კი არა რო კაი მეკარეა,იმათმა დაარტყეს ცუდათ. მაგუერი თავს კი არ იგებდა,უბრალოდ ხვდებოდა.პოზიციური და ძალისხმიერი ბრძოლას იმიტო იგებდა ლინდელოფი,რომ უბრალოდ ის იყო ტანით სუსტი. ვან ბისაკა რანაირად არი კარგი ფეხბურთელი,რაც მოვიდა გოლი არ გაუტანია

0
№23
ავტორი: Dato kutaisi
13 აგვისტო 2019 12:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
უკიდურესობების ზეიმია საიტზე

https://youtu.be/d8r5TQdZUMw სხვებსაც დავდებ ცოტა ხანში
0
№24
ავტორი: 100%Red
13 აგვისტო 2019 12:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დიდი ვერაფერი სტატიაა
ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი რო ჩელსი ჯობდა, კი პირველ ტაიმში უკეთესები იყვნენ შექმნეს მომენტები მარა მეორეში მიიკუკეს, თან დარტყმებს რაც შეეხება ძირითადად ისეთი დარტმები იყო სტატისტიკაში რო ჩაიწერება მარტო ძაან ბევრი უბრახუნეს შორიდან და უაზროდ, მარტო პედრომ სამჯერ დაატყა საჯარიმოს გარედან
კაროჩე ერთი თამაშით რა დასკვნა უნდა გააკეთო ვერ ვხვდები, გარდა იმისა რო გუნდმა მოუმატა აშკარად, შარშან სახლში წავაგეთ 2-0 კარდიფთან...
აი ვულვზთან თამაშში ბევრ რამეს დავინახავთ, მაგარი იმნაირი გუნდია მაგი 3d_13
მთავარია დუხი არ დააგდონ და ღმერთო დაგვიფარე ტრამვებისგან
0
№25
ავტორი: Dato kutaisi
13 აგვისტო 2019 12:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
https://youtu.be/wqq_jMBumE4
ეგეც კიდევ ერთი განხილვა.თუ ვინმეს დეტალებში აინტერესებს.ყველა ვიდეოებში სადაც არ უნდა უყუროთ ტაქტიკურ ანალიზებს ყველგან ყველა გოლზე ჩელსის შეცდომებზეა აქცენტები.შეცდომებიც ფეხბურთის ნაწილია და ამ შეცდომებს მოწინააღმდეგეს აშვებინებ შეგნებულად მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევებში ზეწოლის შედეგად მიღებული შეცდომა არ იყო.ჩელსი ზოგადად ძალიან სუსტი იყო ამ თამაშში ტაქტიკურადაც და ინდივიდუალურადაც
0
№26
ავტორი: deqstera
13 აგვისტო 2019 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
არადა ბევრ რამეში დავეთანხმე სტატიის ავტორს, უნდა იყო ობიექტური და რეალურად შეხედო რა სიტუაცია გაქვს ...

შეხედეთ გუნდს, გინდათ პრემიერლიგის მოგება?? ვინ თამაშობს დღეისათვის ამ დონეზე? ვთქვათ მაგუაიერი-ბისაკამ დაცვა დაალაგეს, ნახევარდაცვა-თავდასხმიდან შეგიძლიათ თქვათ ვინ გვყავს?? პასუხი მარტივია: პოგბა-მარსიალი-რეშფორდი, პლიუს სასწაული თუ მოხდასანჩესი, შეიძლება მატიჩი, თუმცა წინპასი გამორთული აქვს და მხოლოდ დაცვას თუ დაეხმარება (ათასში ერთხელ გასროლას არვთვლი)...
ანუ სამი კაცი თამაშობს და თეორიულად ორმა შეიძლება რო ითამაშოს.

ეხლა აკადემიის თემა ცალკე განსახილველად, ყველას უნდა აკადემიის ხალხი რო იყოს გუნდში (ლინგარდის დარჩენა რატოც მინდა მთავარი მიზეზი ეგ არის), მაგრამ თუ გინდა ახალგაზრდა ათამაშო დანარჩენი გუნდი უნდა იყოს ისე როგორც ერთი მექანიზმი, რაც დღეს არხდება და ეს მათაც შეუშლის ხელს თავის გამოვლენაში!

სიტის შემადგენლობა იცით??
ედერსონი(ბრავო)->უოკერი-ოტამენდი-ლაპორტე-მენდი(დანილო-კომპანი-სტოუნი-ზინჩენკო
)->გუნდოგანი-ფერნანდინიო-სილვა_(დელფი-ფოდენი-დებრუინი)->სტერლინგი-ბ.სილვა-
აგუერო_(სანე-მაჰრეზი-ჟესუსი)

ამათ გინდა შენ აკადემიით კონკურენცია გაუწიო 2-3 წლის პერსპექტივაში?? ან თუნდაც მეტში ...
პოგბა-რეშფორდი არიან აკადეემიის აღზრდილები და უნდა დააფასო, იგივეს თქმა შეიძლება ლინგარდზე რომელიც იუნაიტედის დონე არარის მაგრამ შეიძლება გყავდეს (როგორც ბარსას პედრო), არმინდოდა ფაბიო-რაფაელის გაშვება ზუსტად მაგ მიზეზით, მაგრამ 11ვე კაცი აკადემიიდან ვერიქნება...
ძალიან მომწონდა აკადემიაში და მეგონა რომ გაამართლებდა ფერეირა, მაგრამ ფაქტია არარის იუნაიტედის დონე ამიტომ უნდა შეეშვა, ან გყავდეს ზამენაზე, ბევრი არდამეთანხმება მაგრამ იგივეს ვიტყვი მაკტომინეიზე, რომ არა აკადემია ზამენაზეც ვერმოხვდებოდა!

ჩონგი-გომესი-გრინვუდი, თვლით რომ ნიჭიერები არიან?? გაუშვით იჯარით სადმე და იქ დაამტკიცონ როგორც სხვა გრანდები აკეთებენ... რადგან აკადემიაში კარგად თამაშობდნენ გვეგონა რომ გაამართლებდნენ მაგრამ სად არიან ქლევერლი, ლოურენსი, იგივე ვილსონი ვიზეც აქ ბევრი თავს იკლავდა ძირითადში უნდა იყოსო აბერდინშიც უჭირს თავის დამკვიდრება.. მაიკლ კინზე და მასეთებზე აღარაფერს ვიტყვი.
იანუზაიმ თამაშით დაიმსახურა, ზევით ნახსენებ სამეულზე უკეთესი სეზონი ჰქონდა მაგრამ მერე დაიკარგა და მარტო აკადემიის გამო არუნდა დაეტოვათ, რაც სოსიედადშიც ჩანს...
0
№27
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2019 12:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
Sxvanairad ver davwerdi amaze ufro rbilad da amaze ufro pozitiurad.

შენ რაც გინდდა ის წერე და რაც გინდა ის განიხილე,ამაში არავინ გედავება,მაგრამ როდესაც სხვისი მისამართით წერ იქ რაღაც საზღვრებია და ზედმეტის უფლება არ უნდა მივცეთ თავს.სხვა დროს,უკვე სხვაგვარად ვისაუბრებ და არც მე ვიქნები რბილი,ამიტომ ჯობს გაითვალისწინო.

მე ვერ ვხდები ამხელა აჟიოტაჟი რატომ უნდა გამპოიწვიოს რამის განხილვამ.ფერგიუსონი რომ ფერგიუსონია იმაზეც გამომიხატავს თავის დროზე უკმაყოფილება.აქ არავინ წერს იმაზე რომ ვინმე გასაშვებია,ვინმე ცუდად მუშაობს,რას გავს გუნდი და ასე შემდეგ.აქ აღინიშნა გუნდის სუსტი მხარეები და ეს საერთოდაც არ ნიშნავს პესიმიზმს.პესიმიზმი იმ დროს იქნებოდა სრულიად ხელი რომ ჩაგექნია გუნდზე.აქ კიდვ უბრალოდ ვიხილავთ გუნდის სუსტ მხარეებს,ასევე შეგვიძლია განვიხილოთ მისი ძლიერი მხარეებიც და მგონი ამაში არაფერია არაჩვეულებრივი და არც იმას ვფიქრობ რომ ეს პესიმიზმის გამომხატველია.მგონი აქ სხვა გუნდის გულშემატკივრები არ ვართ ხოო?გვინდა გუნდის წარმატება ასე არ არის?მაშინ რა არის რა უბედურებაა ეცით პატივი ერთმანეთის აზრს და თუ რაიმე არ მოგწონთ წესიერად ჩამოაყალიბეთ თქვენივე საპასუხო აზრი და არაა საჭირო ეს აგრესიები.არამგონია ვინმეს უფრო მეტად სურდეს ამ გუნდის წარმატება და რომ მინდა მისი წარმატება მაგიტომაც ვწუხვარ იმ ფაქტებსა და იმ მინუსებზე რაც გუნდს აქვს.სერ ალექსის მოღვაწეობას რომ კარგად იცნობდეთ და მისი ინტერვიუები გახსოვდეთ,მიხვდებოდით რომ გუშინდელი თამაშით არც ის დარჩებოდა კმაყოფილი,მხოლოდ ანგარიშით კმაყოფილი ვინც იყო ძაან კარგად მახსოვს და ის კაცი ჩვენს გუნდში აღარ არის და თვითონვე ოლემაც აღნიშნა რომ ვერ ჩაატარეს ისეთი მატჩი როგორიც საჭიროა და თურმე აქ იმის უფლება არ ქონია ადამიანს რომ საკუთარი აზრი გამოხატოს.მაშIნ ისე ვქნათ რომ თამაშები არ განვიხილოთ და უბრალოდ გამარჯვებებზე მივულოცოთ ერთმანეთს და დამარცხებებზე როგორც ყოვეთვის ვლანძღოთ გუნდი.ეს თუ გინდათ ამ საიტზე კი ბატონო,იყოს მასე.
0
№28
ავტორი: JuanMata
13 აგვისტო 2019 13:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: The red devi11


გასაგებია, რასაც ამბობ, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთია მიხვიდე სტადიონზე და ბოლომდე გვერდით ედგა შენს გუნდს, გაამხნევო ტაში დაუკრა, ნებისმიერ ანგარიშზე და ნებისმიერ თამაშზე, რასაც მე პირადად ყოველთვის ვაკეთებ, როცა სტადიონზე მივდივარ.

მეორეა მოხვიდე სახლში, ემოციების გადავლის შემდეგ, დაჯდე და გაარჩიო რა ხდებოდა თამაშში.

ძლივს რომ მოეგოთ 1-0 მაინც გამიხარდებოდა, იმიტომ რომ მოგება, მოგებაა და ყოველთვის ლოგიკურად არ სრულდება თამაშები.
არავინ უკარგავს ფეხბურთელებს დამსახურებას. უბრალოდ თამაშს განვიხილავთ.

არის რაღაცები ამ სტატიაში, რასაც ვეთანხმები, მაგრამ ზედმეტად სასოწარკვეთილია ავტორი.

სულშერი რომ დაცვიდან თამაშობს ძლიერ გუნდებთან, წინა სეზონშიც დავინახეთ, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი დაცვის ხაზი საკმაოდ კარგად გამოიყურება და აქვს აზრი ამ თამაშს, დაცვის საიმედოოება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემტევების თამაშზე. მაგრამ შეტევაში, მეტი შეთამაშება და ჭკვიანური კომბინაცია გვჭირდება, იმიტომ კი არა, რომ ლამაზი იყოს თამაში, იმიტომ რომ წინ ბევრი გუნდი შეგხვდება, ვისაც ჩელსიზე უკეთესი დაცვა ყავს და ბევრად უფრო რთული იქნება გოლის გატანა.

მოკლედ რამდენიმე ტური უნდა ჩავატაროთ, სხვადასხვა სტილის გუნდებთან და უნდა ვნახოთ და მერე გამოჩნდება ამ გუნდის შესაძლებლობები.

ციტატა: JuanMata
ციტატა: The red devi11


გასაგებია, რასაც ამბობ, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთია მიხვიდე სტადიონზე და ბოლომდე გვერდით ედგა შენს გუნდს, გაამხნევო ტაში დაუკრა, ნებისმიერ ანგარიშზე და ნებისმიერ თამაშზე, რასაც მე პირადად ყოველთვის ვაკეთებ, როცა სტადიონზე მივდივარ.

მეორეა მოხვიდე სახლში, ემოციების გადავლის შემდეგ, დაჯდე და გაარჩიო რა ხდებოდა თამაშში.

ძლივს რომ მოეგოთ 1-0 მაინც გამიხარდებოდა, იმიტომ რომ მოგება, მოგებაა და ყოველთვის ლოგიკურად არ სრულდება თამაშები.
არავინ უკარგავს ფეხბურთელებს დამსახურებას. უბრალოდ თამაშს განვიხილავთ.

არის რაღაცები ამ სტატიაში, რასაც ვეთანხმები, მაგრამ ზედმეტად სასოწარკვეთილია ავტორი.

სულშერი რომ დაცვიდან თამაშობს ძლიერ გუნდდებთან, წინა სეზონშიც დავინახეთ, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი დაცვის ხაზი საკმაოდ კარგად გამოიყურება და აქვს აზრი ამ თამაშს, დაცვის საიმედოოება, ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემტევების თამაშზე. მაგრამ შეტევაში, მეტი შეთამაშება და ჭკვიანური კომბინაცია გვჭირდება, იმიტომ კი არა, რომ ლამაზი იყოს თამაში, იმიტომ რომ წინ ბევრი გუნდი შეგხვდება, ვისაც ჩელსიზე უკეთესი დაცვა ყავს და ბევრად უფრო რთული იქნება გოლის გატანა.

მოკლედ რამდენიმე ტური უნდა ჩავატაროთ, სხვადასხვა სტილის გუნდებთან და მერე გამოჩნდება ამ გუნდის შესაძლებლობები.
0
№29
ავტორი: bziki
13 აგვისტო 2019 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აჰაა თუ განხილვაა განხილვა იყოს:D:D:D:D
დაცვა დალაგდა ყველანაირი გაგებით,კიდევ უფრო შეთამაშდებიან.სტანდარტებზე აღარ მეშინია არც პოზიციური შეტევისას.
ნახევარდაცვა ტაქტიკურად თუ ინდივიდუალურად რო განიხილო არ იმსახურებს დადებით შეფასებას.
პერეირა საერთოდ გასაშვები იყო არაა მანჩესტერის დონის რამდენი ხანიც გინდა გავიდეს და ფორმაში შევიდეს მაინც ხვრელი იქნება ცენტრში.არც სისწრაფე აქ არც პოზიციურადაა ძლიერი ართმევაზეც სუსტია,უბურთოდ თამაში არ იცის,ორთაბრძოლებშიც სუსტია.
პასი კი იცის არც აგვიანებს პასს და სიზუსტეც მშვენიერი აქ,მოედნის ხედვაც აქ თამაშსაც გრძნობს როცა ბურთით ჩვენ ვართ მარა ბურთით ჩვენ 30% ვართ.
პოგბას თამაში კიდე გაუმჯობესდება მთელმა მსოფლიომ იცის რა შეუძლია პოლს სეზონი რო გახურდება უფრო შევა რიტმში.
მაკტომინეი ტოვებს განვითარების პერსპექტივას,მონდომება და ჟინი აქ,მანჩესტერის ხასიათი აქ,კლასი არ აქო ვერც მაგას იტყვი დრო უნდა მიიღებს გამოცდილებას.

პოზიციური შეტევა დასახვეწია ცდილობდნენ რამდენიმე კომბინაციის გათამაშებას რეში და მარსიალი შეთამაშების ამბავია მოუმატებენ კიდევ.
ლინგარდიც მომწონს მე პირადად.ბევრს მოძრაობს უბურთოდ და ბურთითაც სწრაფად ადის კონტრზე.

ჩემი აზრია რო პერეირას მაგივრად მატიჩი დააყენოს ბევრად უკეთესი იქნება.
შტევითი პოტენციალი ცოტა მოიკლებს მარა მეტ სტაბილურობას შეგვძენს პოგბაც უფრო თავისუფლად იქნება და ლინგარდიც

ყველა ხარვეზი რაც იყო საჭირო კადრების არ ყოლის გამო 2 კაცი გვაკლია:)
პოგბას საყრდენობა და +ლინგარდი 10ზე თუ უნდა ჩამშლელია საჭირო მაკტომინეიზე კარგი მითუმეტეს რო პოგბაც არაა დაცვაში სტაბილური
ლინგარდი პერეირას ადგილების ცვლა არ იყო ცუდი მარა პერეირა სუსტია უბურთოდ და დისბალანსს იწვევდა.
ჯობია ისევ 10 იანზე თქვას უარი და 4 3 3 ზე გადავიდეს ეგ უფრო შეგვიძლია სასტავიდან გამომდინარე,
პოგბაზე უნდა ააგოს თამაში და არა ლინგარდი- პერეირაზე
0
№30
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2019 13:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
ჩემი აზრია რო პერეირას მაგივრად მატიჩი დააყენოს ბევრად უკეთესი იქნება.
შტევითი პოტენციალი ცოტა მოიკლებს მარა მეტ სტაბილურობას შეგვძენს პოგბაც უფრო თავისუფლად იქნება და ლინგარდიც

კომენტარის დანარჩენ ნაწილში გეთანხმები,მაგრამ მატიჩთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენად მართებული იქნება.ჩემი აზრით ცენტრი მაგ მხრივ უფრო დამძიმდება და თუ გავითვალისწინებთ რა სტილითაც ვთამაშობთ უფრო მოძრავი ნახევარდაცვაა საჭირო.თან წინასასეზონოთ მატიჩმა მთლად კარგი თამაში ვერ აჩვენა და გადაცემების სიზუსტეშიც მოიკოჭლებდა.მაგრამ შეიძლება ფრედისა და მატიჩის ცდა და ცოტა წინ პოგბა,მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ ბურთის დაჭერა გაგვიძნელდება და ამაზე ოპტიმაური ვარიანტი მატიჩი-პოგბა და წინ მატა იქნება.ამ შემთხვევაში კრეატივსაც შეიძენს გუნდი და უფრო მეტადაც შეძლებენ ბურთის დაჭერასაც,უბრალოდ საჭიროა მატიჩი ფორმაში შევიდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top