თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2019, 22:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3554,
კომენტარები: 36
#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
ტაქტიკური განხილვა.
#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
იცით, როგორ ხდება - თითქოსდა მატჩის გეგმა შეადგინე, შემადგენლობის შერჩევაშიც არ შემცდარხარ, მომენტებს ქმნი, მაგრამ ბურთი კარში არ შედის. მოწინააღმდეგეს კი ყველაფერი ერთი ადგილისკენ მიექანება, ბურთს ვერ იჭერენ, მერე კი უცებ ბახ! ერთი შეცდომა და გოლი. და შემდეგ - ფლობ ინიციატივას, მომენტებს ქმნი, მაგრამ შენს მხარეს - ბურთი ხვდება ძელს, მოწინააღმდეგის მხარეს კი - გოლი გადის და თანაც სულელური რიკოშეტის შემდეგ. და სულ ეგ არის - მერე წავიდაა. არადა, კარგად ითამაშა, მაგრამ ტაბლოზე - 4:0. იცოდით? ფრენკ ლამპარდმა კი იცოდა.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


ბედმა კვლავ გაუღიმა სულშერსა და მის გუნდს. "ეშმაკებმა" მატჩი ცუდად დაიწყეს - პენალტამდე გუნდს არაფერი გამოსდიოდა. შესვენების შემდეგაც იგივე ხდებოდა - გოლის გაშვებამდე "ჩელსი" ფლობდა ინიციატივას, "იუნაიტედი" უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა. კარში დარტყმული ხუთი ბურთიდან ოთხი გოლად იქცა - მათი ნახევარი კი შეიძლებოდა არც ყოფილიყო გოლი, რომ არა "ლურჯების" ფეხბურთელებისგან რიკოშეტით კარში გადაგზავნილი ბურთი. საქებარი რეალიზაციაა!

დაძაბულობას იწვევს არა გუნდის მოგება იღბლის ხარჯზე ("ჩელსის" დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა), არამედ გუნდის თამაშში ცვლილებების პრაქტიკული არ არსებობა. ტონობით შეცდომა მოკლე და საშუალო პასებში, უამრავი გაუგებარი გადაცემა უმისამართოდ. მარჯვენა ფლანგის ტოტალური იმპოტენცია - თუმცა, ბურთის მოძრაობის მხრივ არც მარცხენა ჩამორჩებოდა. პრესინგის სურვილი, მაგრამ მოქმედებისას შერწყმის არ არსებობა. დროდადრო "იუნაიტედი" წინა მწვრთნელის ნიშნებს ავლენდა, რაზეც ლინეკერმა იხუმრა: "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ეს მოურინიოს საუკეთესო მატჩი იყო" (ჟოზე პრეს-ლოჟაში იჯდა Sky Sports-ის ექსპერტის სახით).

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


რაღაც მართლა შეიცვალა: პრესინგის სურვილს შესაძლებლობაც დაემატა. წინასასეზონო ტურნეზე ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთებული აქცენტის ხარჯზე გუნდს საშუალება მიეცა (განსაკუთრებით შემტევებს) დაუღლელად იმოძრაონ მოედანზე და ძალები შეინარჩუნონ მატჩის ბოლო წუთებისთვის. პენალტი პედროსთვის ბურთის წართმევის შემდეგ იქნა მოპოვებული და დანარჩენ გოლებსაც უძღოდა წინ თავდამსხმელთა ჩარბენები საკუთარი მოედნიდან. სოლსკიაერმა პირობა შეასრულა - გუნდი სირბილისა და შეცდომის გამო მეტოქის დასჯისთვის მზად არის.

მაგრამ რის ფასად? ამ მატჩისგან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გუნდი ახლა ასრულებდეს სეზონს. ფეხბურთელები მძიმედ მოძრაობდნენ და მატჩის რიტმს ვერ გრძნობდნენ - სხვაგვარად ვერ ავხსნი შეცდომათა ასეთ რაოდენობას. პრემიერ ლიგის ვარსკვლავები გადაცემებისა და ბურთის მიღების დროს ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, თითქოს დაბალი დონის გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ. კვლავ უსიამოვნო ფლეშბექი და ოლეს ზურგს უკან ჩარჩენილი პორტუგალიელი სპეციალისტის ჩრდილი.

ფრაზა "როდის ისწავლის "იუნაიტედი" მარჯვენა ფლანგიდან შეტევას" თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს "როდის ისწავლის ვირი ხეზე" ასვლას ფრაზის სინონიმად. სოლსკიაერმა უცნაური არჩევანი გააკეთა - ძირითადში პერეირა გამოვიდა. სხვათაშორის, პირველი 20 წუთის განმავლობაში პერეირა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო მარჯვნივ (თუმცა რა მარჯვნივ, "მარჯვნივ") ლინგარდი მოგვევლინა, რომელთაც მოგვიანებით ადგილები გაცვალეს. ვფიქრობ, ჩანაფიქრი იყო მუდმივი როტაცია (რეშფორდი-მარსიალის წყვილი მარცხენა ვინგერი-ცენტრფორვარდის პოზიციებზე), მაგრამ სინამდვილეში ორივე მათგანი ცენტრში დაძრწოდა და ხშირად ანაცვლებდა ერთმანეთს, რის გამოც ვან-ბისაკას ემერსონისა და ბარკლის ლუკმად ტოვებდა (აარონს დამწუხრებული, მაგრამ თანაგრძნობითა და გაგებით უყურებს ლუკ შოუ).

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!

ჟირუ მიანიშნებს პულისიჩს, რომ ემერსონი გახსნილია. მომენტი დასრულდება დე ხეას სეივითა და კუთხურით.


ემერსონის სრული თავისუფლება აისახა .59 xG-სა და ძელისთვის გარტყმაში - ცუდი არ არის მარცხენა მცველისთვის! (თვალწინ ისევ ლუკ შოუ მიდგას, მაგრამ ამჯერად დამწუხრებული სახე უკვე მე მაქვს). მხოლოდ სასწაულმა (და დავიდ დე ხეამ) იხსნა გუნდი გოლისგან. თავის როლში გაურკვევლობის გამო პერეირა ვერც დაცვას დაეხმარა და ვერც შეტევაში აკეთებდა ვერაფერს - ბრაზილიელი თანაგუნდელებთან (შეცვლაზე შესულების გამოკლებით) შედარებით ყველაზე იშვიათად ეხებოდა ბურთს და 76 წუთის განმავლობაში სულ 15 გადაცემა გააკეთა (11 ზუსტი, 1 საგოლე).

მაგრამ ანდრეას საკადრისი უნდა მივუზღოთ - ზუმას დაუსხლტა და მაგრად ჩააწოდა, შედეგი საჭირო დროს დადო. მაგრამ ფლანგზე პერეირას გამწესების ექსპერიმენტი და 4-2-3-1 სქემა საერთო ჯამში მაინც წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს და მეტჯერ (ან იქნებ არასოდეს) აღარ უნდა განმეორეს. პირადად მე უფრო საინტერესოდ და სიცოცხლისუნარიანად კლასიკური ვინგერის როლზე ჯეიმსის ვარიანტი მიმაჩნია, რომელიც სივრცეებს შექმნის და დაცვასაც დაეხმარება.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


მინდა, მაგუაირი შევაქო. ჰარიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 100%-ით დაიმსახურა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სქაის ვერსიით. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა რეშფორდი აირჩიეს - გასაგებიცაა, ვინც მეტი გაიტანა, ის არის ყოჩაღი, მაგრამ მარკუსმა ნახევარი მატჩი უელბეკი აკეთა (რეალიზაციის გამოკლებით), ხოლო ჰარი კარგი იყო როგორც დაცვაში, ისე - ბურთის ფლობისას. 7 ამოტანა (მათგან 5 - საჰაერო), 4 წართმევა, 2 ბლოკი. შესანიშნავი პერფორმანსი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ძალადობდა ასპილიკუეტაზე მთელი 52 წუთის განმავლობაში! სიტყვას მოყვა და, ჰარის წართმევას პერსპექტიული კონტრშეტევა მოჰყვა, რისი ჩაშლაც ჟორჟინიოს ყვითელ ბარათად დაუჯდა.

ჰარის მიერ კიდევ ერთ წართმეულ ბურთს მოჰყვა კონტრშეტევა, რომელიც მარსიალმა გოლად აქცია. ჰარიმ აბრაჰამის წინააღმდეგ ძიუდოს რომელიღაც ილეთს მიმართა და ინგლისელს შანსი არ დაუტოვა - შოკირებული ტემი მაშინვე ჟირუთი ჩაანაცვლეს. ფატალიტი! ჰო, მართლა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აბრაჰამი "ჩელსის" პოზიტიური შეტევების დროს მიწებებულივით დასდევდა მაგუაირს? რატომ უნდა ამოუდგე გვერდით ერთ-ერთ ნახევარმცველს, როცა შეგიძლია, მათ შორის გაიხსნა? გამოცანა სფეროდან "რატომ უნდა აირჩიო ზაა და მანე ფენტეზის პირველ ტურში, როცა მათ წინასასეზონო ტურნე არ ჩაუტარებიათ..."

პარდონ, სხვაგან გადავერთე, ჩვენ კი აქ ხოტბას ვასხამთ მაგუაიერს. ჰარი ძალიან მომეწონა. ვან-ბისაკამ კარგი მატჩი ჩაატარა (6/7 წართმევა, 3 ჩაჭრა, 5 ამოტანა), ხოლო მაგუაირი - უბრალოდ შესანიშნავი იყო. იქ მარტო იტევას იმ ყველაფერს, რაც კარგია სმოლინგსა და ჯონსში. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვუყურებდი "იუნაიტედის" ცენტრალურ დაცვას და მშვიდად ვიყავი. თმა ყალყზე არ მიდგებოდა ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი მიიღებდა ბურთს. შიშისგან არ მეკუმშებოდა გული, როცა მოწინააღმდეგე ჩვენი კარისკენ მოიწევდა. რა თქმა უნდა, ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტამდე ვიტასა და ჰარის ბევრი უკლიათ. მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის ქონის საშუალებას სტარტი უკვე გვაძლევს.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


მიუხედავად ანგარიშისა, "ჩელსი" კარგად გამოიყურებოდა. გაცილებით უკეთ, ვიდრე "იუნაიტედი" პოზიციურ შეტევებში - "ეშმაკებს" ამ ასპექტში კვლავ პრობლემები აქვთ. არ გამიკვირდება, თუ სეზონის ბოლოს "ლურჯები" უფრო მაღალ ადგილს დაიკავებენ ცხრილში. "იუნაიტედი" კარგია კონტრშეტევებში, მაგრამ მთელი სეზონი ასე ვერ ითამაშებ, ადრე თუ გვიან "ბარნლის" მსგავს გუნდებთან ავტობუსების გარღვევა მოგიწევს.

P.S. ცალკე გამოხატვას იმსახურებს მნიშვნელოვანი ფაქტი - "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა დააყენა. მაისში გავიგებთ, 2020 წელსაც შეიძლება თუ არა რამის მოგება ბავშვებით.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


ავტორი: ალექსანდრ კუზნეცოვი
სტატიები
36 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
12 აგვისტო 2019 22:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
წარმატებები ამ გუნდს მოკლედ love წელს მარტო ის გამიხარდება რო პრესინგს და სწწრაფ სემტევს ვიტამაშებთ და არიქნსება უკან დაცვაში ჩაჯდომები
0
№2
ავტორი: Lalana
12 აგვისტო 2019 22:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძაილიან დიდი მადლობა დიაბლოს ასეთი კარგი სტატიის თარგმნისთვის.ადრე საკმაოდ ბევრი ასეთი სტატია იდებოდა და სამწუხაროდ ეს მოაკლდა საიტს.ყვლაფერი კარგად ჩამოაყალიბა კუზნეცოვმა და ვიზიარებ მის აზრს.ყველაზე თვალში საცემია ეს წინადადება -"ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ეს მოურინიოს საუკეთესო მატჩი იყო".რამოდენიმე საათის წინ ზუსტად ეს ავღნიშნე.რომ ამოგვეღო ჰარი და ბისაკა მივიღებდით იმ გუნდს რასაც მოურინიოს პერიოდში თვალს ვადევნებდით.იმედია დროთა განმავლობაში გამოსწორდება ეს მინუსები მაგრამ კარგა ხანი გავიდა და ვფიქრობ ფეხბურთელებს ბურთის გაგორებისას უნდა ესმოდეთ ერთმანეთის,მაგრამ ეტყობა ამაზე დიდ ყურადღებას ვარჯიშისას არ ამახვილებენ.სწორად აღინიშნა ავტორმა,უპირატესობა გვექნება ისეთ გუნდებთან რომლებიც შემოგვიტევენ და კონტრშეტევით ვისარგებლებთ,მაგრამ როგორ იქნება საქმე პოზიციური შეტევების დროს ამას დრო გვიჩვენებს.წინასწარ საუბარს მაინც აზრი არ აქვს.
0
№3
ავტორი: levionok
12 აგვისტო 2019 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: Lalana
ძაილიან დიდი მადლობა დიაბლოს ასეთი კარგი სტატიის თარგმნისთვის.ადრე საკმაოდ ბევრი ასეთი სტატია იდებოდა და სამწუხაროდ ეს მოაკლდა საიტს.ყვლაფერი კარგად ჩამოაყალიბა კუზნეცოვმა და ვიზიარებ მის აზრს.ყველაზე თვალში საცემია ეს წინადადება -"ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ეს მოურინიოს საუკეთესო მატჩი იყო".რამოდენიმე საათის წინ ზუსტად ეს ავღნიშნე.რომ ამოგვეღო ჰარი და ბისაკა მივიღებდით იმ გუნდს რასაც მოურინიოს პერიოდში თვალს ვადევნებდით.იმედია დროთა განმავლობაში გამოსწორდება ეს მინუსები მაგრამ კარგა ხანი გავიდა და ვფიქრობ ფეხბურთელებს ბურთის გაგორებისას უნდა ესმოდეთ ერთმანეთის,მაგრამ ეტყობა ამაზე დიდ ყურადღებას ვარჯიშისას არ ამახვილებენ.სწორად აღინიშნა ავტორმა,უპირატესობა გვექნება ისეთ გუნდებთან რომლებიც შემოგვიტევენ და კონტრშეტევით ვისარგებლებთ,მაგრამ როგორ იქნება საქმე პოზიციური შეტევების დროს ამას დრო გვიჩვენებს.წინასწარ საუბარს მაინც აზრი არ აქვს.

უკვე მეორედ ვკითხულობ ამ ფრაზას რომ ჰარი და ბისაკა რომ ამოგვეღო მაურინიოს გუნდს მივიღებდითო როდის ნახე მაურინიოს გუნდი 2:0 ზე წინ გაქცეული? მოუყვანეს იმასაც ვინც უნდოდა და თუ ჰარი და ბისაკა უნდოდა მოეყვანა რო წავიდა და ქარაფშუტა ბაი რომ მოიყვანა ოცასიათას მილიონად 100 კილოიანი ლუკაკუ და რამდენი ერთი ჩამოვთვალო იასნია არც ამ სტატიას ვეთანხმები,დავეთანხმებოდი ნორმალურ კონტექსტში რომ იყოს დაწერილი და არა რაღაც გაბრაზებული ფონით ასეთი წარმოდგენა იქმნება რომ მიუშვა ამ სტატიის ავტორი მაურინიო და პეპი ვინ ჩემი წიხლია 3 სეზონში ტიტულებითაც კი დაეწევა ნუთუ ვერაფერი პოზიტივი ვერ ვნახეთ ამ თამაშში? მაურინიოს დედაც ზედ ვან გაალისაც და სოლშერისაც თუ თვინს შეჭამს ისე როგორჩ თავისი წინა მორბედები მაგრამ ამ სპესიმიზმის წერა და მერე სადღაც ჩავარდნილ თამაშზე აი ხო ვამბობდი ეს უკვე მომაბეზრებელია! უგულშემატკივრეთ იუნაიტედს და რომის პაპზე მეტი კათოლიკები ნუ იქნებით(ეს ყველას ვწერ და არა ლალანას ) ისე კი მიკვირს მანჩესტერის გულშემატკივარს ლალანა რატომ გიწერია ალბათ რაიმე კარგი ახსნა აქვს
3
№4
ავტორი: giorgi_mg
12 აგვისტო 2019 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ავტორს,
კარგია კრიტიკა,
რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ...
0
№5
ავტორი: bziki
12 აგვისტო 2019 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პერეირა არაა მანჩესტერის დონის.მაგას ისევ ფრედი მირჩევნია.
მატიჩი-მაკტომინაი საყრდენებზე და პოგბა ცოტა წინ,ეგაა საუკეთესო ცენტრი რაც შესაძლებელია.
სანჩესი მაინტერესებს მიიღებს შანსს და ვნახოთ,პრესინგშიც კაია ბურთის ატანაშიც,ბოლო პასი და ბოლო დარტყმაც იცოდა თუ შევიდა ფორმაში სერიოზულ შევსებას მივიღებთ.
0
№6
ავტორი: solskjaer
12 აგვისტო 2019 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
მიუხედავად იმისა რო არ აღვფრთოვანდი თამაშის ხარისხით, მაინც არ ვეთანხმები სტატიას. ამოიღეთ მაგუაიერი და ბისაკა და დანარჩენი 8 ფეხბურთელი მაინც 90 წუთი ირბენს. მაურინიოს დროს მე პირადად ეს არ მახსოვს და ვთვლი რო ოლეს გაწეული სამუშაო ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით დასანახია
1
№7
12 აგვისტო 2019 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მინდა ყველას ვუპასუზო ვისაც ეს სტატია მოეწონა , მე ბოლო 7 წელია არმინახია მანჩესტერი 2-0 ზე პრესინგს თამაშობდეს , ესეთი მსუბუქი შეტევა როგორიც ეხლა არის და ნახევარდაცვა ანდრეასი მაგარი ბიჭია სკოტი ხო უბრალოდ შემდგარი მანჩესტერელია თავისი ხასიათით (დაიხვეწება იფრო) პოგბა ფორმას აკრიფავს მაგრამ ცუდი თამაშის ფონზე 2 ასისტი ურიგო არუნდა იყოს, ეხლა რამითხარით იცი რაარმოგწონთ მანჩესტერის? ჩელსი შეჭამეს და გადაურბინეს, მარკისი თუ აბრაჰამი თუ მარსიალი ჟირუ რავი იქნება ზუმა და მაგუაერი ალბათ ასპილიკიეტა და ვან ბისაკა ჯორჯინიომ პოგბა დაჩრდილა ? ხოარ გადაობთ ყველაფერში ვაჯობეთ და 4-0 კიარა მეტი შეიდზლებოდა , გილოცავთ ოპტიმისტებო წინ ბევრი გამარჯვება გველის წელს

მინდა ყველას ვუპასუზო ვისაც ეს სტატია მოეწონა , მე ბოლო 7 წელია არმინახია მანჩესტერი 2-0 ზე პრესინგს თამაშობდეს , ესეთი მსუბუქი შეტევა როგორიც ეხლა არის და ნახევარდაცვა ანდრეასი მაგარი ბიჭია სკოტი ხო უბრალოდ შემდგარი მანჩესტერელია თავისი ხასიათით (დაიხვეწება იფრო) პოგბა ფორმას აკრიფავს მაგრამ ცუდი თამაშის ფონზე 2 ასისტი ურიგო არუნდა იყოს, ეხლა რამითხარით იცი რაარმოგწონთ მანჩესტერის? ჩელსი შეჭამეს და გადაურბინეს, მარკისი თუ აბრაჰამი თუ მარსიალი ჟირუ რავი იქნება ზუმა და მაგუაერი ალბათ ასპილიკიეტა და ვან ბისაკა ჯორჯინიომ პოგბა დაჩრდილა ? ხოარ გადაობთ ყველაფერში ვაჯობეთ და 4-0 კიარა მეტი შეიდზლებოდა , გილოცავთ ოპტიმისტებო წინ ბევრი გამარჯვება გველის წელს
1
№8
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2019 00:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
levionok-კი კარგი ახსნა აქვს,ჩემ საყვარელ პერსონაჟს ქვია ეს სახელი და საერთოდ არაა კავშირში იმ ლალანასთან რომელიც გგონია.ამ საიტზე 2014 წელს დავრეგისტრირდი და უკვე კარგა ხანია მისი მომხმარებელი ვარ,ამიტომ თუ იმაში გეპარება ეჭვი რომ ლივერპულის გულშემატკივარი ვარ ძალიან ცდები.ახლა რაც შეეხება ამ თემას და რატომ დავეთანხმე სტატიას.
ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს და შეუძლია ამის გაოთქმა.მე გუშინ დადებითიც დავინახე და უარყოფითიც.
ახლა ვიტყვი იმ კონკრეტულს რაშიც მივამსგავსე მოურინიოს მანჩესტერს,პიველ რიგში გუნდის შეუთამაშებლობაში,სადაც ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ეტყობა რომ ერთმანეთს ვერ უგებენ,ძალიან ბევრი წუნი იყო გადაცემებში და ასევე სრულიად დავთმეთ ცენტრი.ახლა არ მითხრათ რომ ჩვენზე რაიმეთი განსაკუთრებული ცენტრი ყავს ჩელსის.ან როდესაც ამბობ თავგადაკლული უტევდნენო,მე მაგალითად ეს არ დამინახავს,კონტრშეტევაზე კი ნამდვილად ცდილობდნენ შეტევას,მაგრამ ეს არ არის საკმარისი.მე მომეწონა მაგალითად ინტერთან თამაში,სადაც დაცვის ცემტრი ამოწეული იყო. უფრო აგრესიულად თამაშობდნენ პრესინგზე და ბევრად სანახობრივი იყო ჩვენი გამოსვლა.გუშინ კი ჩელსისთან ისევ იგივე ვიხილე რაც წინა წელს. ყველანაირ კომპონენტში დაგვჩაგრეს გარდა ერთისა,ეს ერთი კი ანგარიშია და ეს ხლწერა გავს მოურინიოსას,რომ მთავარი ანგარიშია.გუშინ დაცვაში რომ არ ეყოჩაღათ ასე მარტივად ვერ გამოვძვრებოდით და სამწუხაოდ პოზიციური შეტევა ისევ ვერ გვაქვს რიგზე.თუ შენ თამაშის ხარისხი მოგეწონა მაშინ არ ვიცი რა ვთქვა.არამგონია ოთხივე გოლზე ჩემზე მეტად გამოგეხატა სიხარული და მოდი არც მანჩესტერის სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს მაგრამ რაც სათქმელია უნდა ითქვას კაცო.არც იმას ვითხოვ ამ გუნდით რამენაირად იდეალური თამაში ჩაატარონ.გუშინ არც ბურთის ფლობა გვქონდა მეტი,არც სახიფათო მომენტები გვქონია მეტი,არც კარგი მაჩვენებელი გვქონდა ზუსტი გადაცემების და არც მეტჯერ დაგვირტყამს კარში.მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს გამოსწორდება და თვითონ ოაც აღნიშნა ეს ინტერვიუში,არც თვითონ მოეწონა დიდად თამაშის ხარისხი დავყვეაზე მტად ეს მომეწონა მასში რომ ეიფოიულად არ თქვა უხ 4-0 მოვიგეთ და იდეალურად გამოვედითო.ხვდება თვითონაც ჩვენ სუსტ მხარეებს .ჰარისა და ბისაკაზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება რომ გუშინ მათი ასეთი კარგი თამაში რომ არა ღმერთმა უწყის რა ანგარიში იქნებოდა.შეტევით ფაზაში კი ისევ ძალიან გვიჭირს.ჯერ-ჯერობით არ ჩანს ის კრეატივი რაც საჭიროა.
0
№9
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2019 00:34
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ახლა რაც შეეხება დადებითს.მე ვხედავ ერთსულოვნებას გუნდში.ყოველი გოლის აღნიშვნის დროს ეტყობოდა ეს გუნდს.გულით თამაშობენ და ცდილობენ ყვლაფერი დადონ მოედანზე რაც ძაან მახარებს.ასევე მიხარია ის რომ მანჩესტერის აკადემიიდან საკმაოდ ბევრი ბიჭია მთავარ გუნდში და დიდი იმედი მაქვს კიდევ ერთი-ორი მიიღებს შანს.ასევე მიხარია რომ ამდენი ხნის განმავლობაში გულგადმოვარდნილი აღარ ვადევნებ მოწინაადეგის შეტვებს თვალს.ასევე მიხარია რომ რაშფორდი უკეთესად ასრულებს მომენტებს და ასე განაგრძობს მომავალშიც,ასევე ძაან კარგი დასანახია თუ როგორ აუღელვებლად ასრულებს პნალტს გეგონება კაი გამოცდილი ფეხბურთელი იყოს.ეს გუნდი მაგრძნობინებს რომ მომატების საშუალება აქვს და შეუძლია გულშემატკივარი გააოცონ.ყველაფრს ააქს დადებითი და უარყოფითი მხარე.უნდა გვიხაროდეს გამარჯვება და იმედიანააც უნდა ვიყოთ,მაგრამ მინუსებიც აღსაღნიშნია რომელიც უნდა გამოსწორდეს.მე არ მიმაჩნია სწორად ვთქვა რომ ყვლაფერი იდეალურად იყო და აღარაფერია საჭირო.

Es pesimizmit gajerebuli xalxi sad sheiyaret bichoo. Tqven dzmao tu yvela tamashis mere krunchxvebshi xart ras baleahikobt am gunda magari sainteresoa. Cotaxanshi qartuli filmi romaa londre gavcetdi gavgijdio egre unda garbodet mgonia-ეს ახლა სწორი მომართვაა უცნობი ადამიანის,ან ადამიანების მიმართ?
1
№10
ავტორი: kashmara
13 აგვისტო 2019 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
შენი გაბოროტებული დედას ვტენე რაა... პიველად ვწერ ისე რო კომნტარები არ წამიკითხია ეს ნახე რა წადი ჩერნამორეცის თამაშის მეტი არ გნახოს ბუბლიკ დზლივს რაგაცას დამგავნა თამაში და ეს რებს წერს... პიველი თამაშები ხსირად გვიჩირდა გინდა ფერგის დროს დეკმბირდან უბარავდნენ და ამათმა დაწეს თავიდნავე ეს ბი'ჩები იქნებიან ზუსტად რო აკადემის დიდი ყურადგება უნდა მიაქციო თუ შედეგი გინდა არამატო ჩვენთან არამედ მსოფლიოში.. მიდი ლემებო თქვენ გენაცვალეთ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top