თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2019, 22:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3827,
კომენტარები: 36
#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
ტაქტიკური განხილვა.
#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
იცით, როგორ ხდება - თითქოსდა მატჩის გეგმა შეადგინე, შემადგენლობის შერჩევაშიც არ შემცდარხარ, მომენტებს ქმნი, მაგრამ ბურთი კარში არ შედის. მოწინააღმდეგეს კი ყველაფერი ერთი ადგილისკენ მიექანება, ბურთს ვერ იჭერენ, მერე კი უცებ ბახ! ერთი შეცდომა და გოლი. და შემდეგ - ფლობ ინიციატივას, მომენტებს ქმნი, მაგრამ შენს მხარეს - ბურთი ხვდება ძელს, მოწინააღმდეგის მხარეს კი - გოლი გადის და თანაც სულელური რიკოშეტის შემდეგ. და სულ ეგ არის - მერე წავიდაა. არადა, კარგად ითამაშა, მაგრამ ტაბლოზე - 4:0. იცოდით? ფრენკ ლამპარდმა კი იცოდა.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


ბედმა კვლავ გაუღიმა სულშერსა და მის გუნდს. "ეშმაკებმა" მატჩი ცუდად დაიწყეს - პენალტამდე გუნდს არაფერი გამოსდიოდა. შესვენების შემდეგაც იგივე ხდებოდა - გოლის გაშვებამდე "ჩელსი" ფლობდა ინიციატივას, "იუნაიტედი" უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა. კარში დარტყმული ხუთი ბურთიდან ოთხი გოლად იქცა - მათი ნახევარი კი შეიძლებოდა არც ყოფილიყო გოლი, რომ არა "ლურჯების" ფეხბურთელებისგან რიკოშეტით კარში გადაგზავნილი ბურთი. საქებარი რეალიზაციაა!

დაძაბულობას იწვევს არა გუნდის მოგება იღბლის ხარჯზე ("ჩელსის" დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა), არამედ გუნდის თამაშში ცვლილებების პრაქტიკული არ არსებობა. ტონობით შეცდომა მოკლე და საშუალო პასებში, უამრავი გაუგებარი გადაცემა უმისამართოდ. მარჯვენა ფლანგის ტოტალური იმპოტენცია - თუმცა, ბურთის მოძრაობის მხრივ არც მარცხენა ჩამორჩებოდა. პრესინგის სურვილი, მაგრამ მოქმედებისას შერწყმის არ არსებობა. დროდადრო "იუნაიტედი" წინა მწვრთნელის ნიშნებს ავლენდა, რაზეც ლინეკერმა იხუმრა: "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ეს მოურინიოს საუკეთესო მატჩი იყო" (ჟოზე პრეს-ლოჟაში იჯდა Sky Sports-ის ექსპერტის სახით).

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


რაღაც მართლა შეიცვალა: პრესინგის სურვილს შესაძლებლობაც დაემატა. წინასასეზონო ტურნეზე ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთებული აქცენტის ხარჯზე გუნდს საშუალება მიეცა (განსაკუთრებით შემტევებს) დაუღლელად იმოძრაონ მოედანზე და ძალები შეინარჩუნონ მატჩის ბოლო წუთებისთვის. პენალტი პედროსთვის ბურთის წართმევის შემდეგ იქნა მოპოვებული და დანარჩენ გოლებსაც უძღოდა წინ თავდამსხმელთა ჩარბენები საკუთარი მოედნიდან. სოლსკიაერმა პირობა შეასრულა - გუნდი სირბილისა და შეცდომის გამო მეტოქის დასჯისთვის მზად არის.

მაგრამ რის ფასად? ამ მატჩისგან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გუნდი ახლა ასრულებდეს სეზონს. ფეხბურთელები მძიმედ მოძრაობდნენ და მატჩის რიტმს ვერ გრძნობდნენ - სხვაგვარად ვერ ავხსნი შეცდომათა ასეთ რაოდენობას. პრემიერ ლიგის ვარსკვლავები გადაცემებისა და ბურთის მიღების დროს ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, თითქოს დაბალი დონის გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ. კვლავ უსიამოვნო ფლეშბექი და ოლეს ზურგს უკან ჩარჩენილი პორტუგალიელი სპეციალისტის ჩრდილი.

ფრაზა "როდის ისწავლის "იუნაიტედი" მარჯვენა ფლანგიდან შეტევას" თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს "როდის ისწავლის ვირი ხეზე" ასვლას ფრაზის სინონიმად. სოლსკიაერმა უცნაური არჩევანი გააკეთა - ძირითადში პერეირა გამოვიდა. სხვათაშორის, პირველი 20 წუთის განმავლობაში პერეირა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო მარჯვნივ (თუმცა რა მარჯვნივ, "მარჯვნივ") ლინგარდი მოგვევლინა, რომელთაც მოგვიანებით ადგილები გაცვალეს. ვფიქრობ, ჩანაფიქრი იყო მუდმივი როტაცია (რეშფორდი-მარსიალის წყვილი მარცხენა ვინგერი-ცენტრფორვარდის პოზიციებზე), მაგრამ სინამდვილეში ორივე მათგანი ცენტრში დაძრწოდა და ხშირად ანაცვლებდა ერთმანეთს, რის გამოც ვან-ბისაკას ემერსონისა და ბარკლის ლუკმად ტოვებდა (აარონს დამწუხრებული, მაგრამ თანაგრძნობითა და გაგებით უყურებს ლუკ შოუ).

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!

ჟირუ მიანიშნებს პულისიჩს, რომ ემერსონი გახსნილია. მომენტი დასრულდება დე ხეას სეივითა და კუთხურით.


ემერსონის სრული თავისუფლება აისახა .59 xG-სა და ძელისთვის გარტყმაში - ცუდი არ არის მარცხენა მცველისთვის! (თვალწინ ისევ ლუკ შოუ მიდგას, მაგრამ ამჯერად დამწუხრებული სახე უკვე მე მაქვს). მხოლოდ სასწაულმა (და დავიდ დე ხეამ) იხსნა გუნდი გოლისგან. თავის როლში გაურკვევლობის გამო პერეირა ვერც დაცვას დაეხმარა და ვერც შეტევაში აკეთებდა ვერაფერს - ბრაზილიელი თანაგუნდელებთან (შეცვლაზე შესულების გამოკლებით) შედარებით ყველაზე იშვიათად ეხებოდა ბურთს და 76 წუთის განმავლობაში სულ 15 გადაცემა გააკეთა (11 ზუსტი, 1 საგოლე).

მაგრამ ანდრეას საკადრისი უნდა მივუზღოთ - ზუმას დაუსხლტა და მაგრად ჩააწოდა, შედეგი საჭირო დროს დადო. მაგრამ ფლანგზე პერეირას გამწესების ექსპერიმენტი და 4-2-3-1 სქემა საერთო ჯამში მაინც წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს და მეტჯერ (ან იქნებ არასოდეს) აღარ უნდა განმეორეს. პირადად მე უფრო საინტერესოდ და სიცოცხლისუნარიანად კლასიკური ვინგერის როლზე ჯეიმსის ვარიანტი მიმაჩნია, რომელიც სივრცეებს შექმნის და დაცვასაც დაეხმარება.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


მინდა, მაგუაირი შევაქო. ჰარიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 100%-ით დაიმსახურა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სქაის ვერსიით. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა რეშფორდი აირჩიეს - გასაგებიცაა, ვინც მეტი გაიტანა, ის არის ყოჩაღი, მაგრამ მარკუსმა ნახევარი მატჩი უელბეკი აკეთა (რეალიზაციის გამოკლებით), ხოლო ჰარი კარგი იყო როგორც დაცვაში, ისე - ბურთის ფლობისას. 7 ამოტანა (მათგან 5 - საჰაერო), 4 წართმევა, 2 ბლოკი. შესანიშნავი პერფორმანსი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ძალადობდა ასპილიკუეტაზე მთელი 52 წუთის განმავლობაში! სიტყვას მოყვა და, ჰარის წართმევას პერსპექტიული კონტრშეტევა მოჰყვა, რისი ჩაშლაც ჟორჟინიოს ყვითელ ბარათად დაუჯდა.

ჰარის მიერ კიდევ ერთ წართმეულ ბურთს მოჰყვა კონტრშეტევა, რომელიც მარსიალმა გოლად აქცია. ჰარიმ აბრაჰამის წინააღმდეგ ძიუდოს რომელიღაც ილეთს მიმართა და ინგლისელს შანსი არ დაუტოვა - შოკირებული ტემი მაშინვე ჟირუთი ჩაანაცვლეს. ფატალიტი! ჰო, მართლა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აბრაჰამი "ჩელსის" პოზიტიური შეტევების დროს მიწებებულივით დასდევდა მაგუაირს? რატომ უნდა ამოუდგე გვერდით ერთ-ერთ ნახევარმცველს, როცა შეგიძლია, მათ შორის გაიხსნა? გამოცანა სფეროდან "რატომ უნდა აირჩიო ზაა და მანე ფენტეზის პირველ ტურში, როცა მათ წინასასეზონო ტურნე არ ჩაუტარებიათ..."

პარდონ, სხვაგან გადავერთე, ჩვენ კი აქ ხოტბას ვასხამთ მაგუაიერს. ჰარი ძალიან მომეწონა. ვან-ბისაკამ კარგი მატჩი ჩაატარა (6/7 წართმევა, 3 ჩაჭრა, 5 ამოტანა), ხოლო მაგუაირი - უბრალოდ შესანიშნავი იყო. იქ მარტო იტევას იმ ყველაფერს, რაც კარგია სმოლინგსა და ჯონსში. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვუყურებდი "იუნაიტედის" ცენტრალურ დაცვას და მშვიდად ვიყავი. თმა ყალყზე არ მიდგებოდა ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი მიიღებდა ბურთს. შიშისგან არ მეკუმშებოდა გული, როცა მოწინააღმდეგე ჩვენი კარისკენ მოიწევდა. რა თქმა უნდა, ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტამდე ვიტასა და ჰარის ბევრი უკლიათ. მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის ქონის საშუალებას სტარტი უკვე გვაძლევს.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


მიუხედავად ანგარიშისა, "ჩელსი" კარგად გამოიყურებოდა. გაცილებით უკეთ, ვიდრე "იუნაიტედი" პოზიციურ შეტევებში - "ეშმაკებს" ამ ასპექტში კვლავ პრობლემები აქვთ. არ გამიკვირდება, თუ სეზონის ბოლოს "ლურჯები" უფრო მაღალ ადგილს დაიკავებენ ცხრილში. "იუნაიტედი" კარგია კონტრშეტევებში, მაგრამ მთელი სეზონი ასე ვერ ითამაშებ, ადრე თუ გვიან "ბარნლის" მსგავს გუნდებთან ავტობუსების გარღვევა მოგიწევს.

P.S. ცალკე გამოხატვას იმსახურებს მნიშვნელოვანი ფაქტი - "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა დააყენა. მაისში გავიგებთ, 2020 წელსაც შეიძლება თუ არა რამის მოგება ბავშვებით.

#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!


ავტორი: ალექსანდრ კუზნეცოვი
სტატიები
36 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
13 აგვისტო 2019 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან გამაბრაზა ამ სტატიამ. ესეთი სისულელე როგორ დაწერეს უბრალოდ წარმოუდგენელია გუნდმა რომელმაც ჩელსი მიწასთან გაასწორა ის გუნდი შენ სიტყვე ით გაასწორო მიწასთან სასაცილოა სატირელი რო არ იყოს :)) მთელ სტატიაში ვერ მოვნახე რაღაც რაშიც დავეთანხმებოდი გარდა მაგუაირის თემაზე სამარცხვინო სტატიაა
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
13 აგვისტო 2019 01:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3237
მართალია სტატია კუზნეცოვს ძალიან თეატრალურად აქვს დაწერილი და დრამატიზმის ელემენტები აქვს შეტანილი მაგრამ ბევრ რამეში შეიძლება არც კი დაეთანხმო.
მე უბრალოდ ვერ ვხვდები ამ საიტზე რა ხდება.თუ რამე არ მომეწონა და დავწერე ეს იმას ნიშნავს რო ურა პატრიოტი არ ვარ და ჩასაქოლი ვარ თუ რა თემაა ვერ გავიგე.აქ დედის ტრაკს რო აფარებდა მთელი ფორუმი მოურინიოს, იმ მოურინიოს ოლდ ტრაფორი უმღეროდა.ოლდ ტრაფორდმა დაინახა მოურინიოს კვალი და აქ ვერ დავინახეთ.რომის პაპზე კათოლიკეობაა ეგაა ზუსტად.ჩვენზე უკეთადაც ხედავენ ზოგიერთები და სულ იქნება ასეთი ხალხი,მაგრამ ეს ნაღდად არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი აზრი გამოვთქვათ თუნდაც მუდამ უკმაყოფილო ან თუნდაც მუდამ კრიტიკული.თუ ეს გვინდა იყოს ეს საიტი, გადავარქვათ და დავარქვათ "მანცესტერ იუნაიტედის ხოტბის შესხმის ქართული ვებ გვერდი".
დამუღამებული მაქვს არის აქ ხალხი რომელიც შემოვარდება და დაწერს რა გინდათ სულ უკმაყოფილოები ხართო და როცა იმ მიზეზებით რომელსაც აქ ვიძახით გუნდი ჩაისვრის, მერე იკარგებიან.მოკლედ ძმებო და დებო ვცეთ ერთმანეთს პატივი და მოვუსმინოთ ერთმანეთს თორე საიტის სახელის შეცვლაც არაა დიდი პრობლემა:)
0
№13
ავტორი: levionok
13 აგვისტო 2019 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს ფეხბურთია და შეცდომები სულ იქნება ტექნიკური თუ პოზიციური აბა რაც გოლრბი გადის ყველა 25 პასის მერე გადის თუ რა ხდება? რომ ამბობ-(თ) (ლალანა) დაცვა მაღლა ამოწეულიო რომ წაგეკითხა ნამდვილი ექსპერტები და არა ეს ვიღაცა რუსიშვილი წაიკითხავდი რომ მაგუაიერი ვერ გამოდგება ამოწეული დაცვის დროს ის ყველაფერში ძლიერია გარდა სისწრაფისა,გავიგეთ რომ ამოწეული დაცვის დროს პრესინგი უფრო ეფექტურია ვიცით და ვთამაშობდი ფეხბურთს მთელი 15 წელი და არა ერთ ქვეყანაში და არა ერთ მწვრთნელთან მაგრამ ამოწეული დაცვა როცა მაგუაიერი გყავს რომელიც ნელია გადაგდებული ბურთები ძალიან რისკის შემცველია და შეიძლება ამოგვტენონ ტექნიკური წუნი იყო მაგრამ არა პოზიციური აუგო კონტრშეტევაზე თამაში და როცა კონტრზე ეთამაშებო სტატისტიკური მონაცემი ყოველთვის მოწინააღმდეგის მხარესაა კი ბატონო მოხვდა შტანგას კი ბატონო აიღო დე ხეამ მაგრამ რომელი დაამტკიცებს იმას რომ რომელიმე მათგანი გოლი რომ გასულიყო მანჩესტერი ვერ მოიგებდა და თან მარტივად? ვერავინ საერთოდ ეს შახმატი არ არის ეს ფეხბურთია რომელიც შეცდომებით და უშეცდომოტ ფეხბურთია,დავჯდეთ ნებისმიერი გუნდის თამაშზე და ვნახოთ რამდენ შეცდომას დაუშვებენ! მაგრამ საქმე მაგაში კი არ არის,ამ საიტზე ყველას პატივისცემის მიუხედავად ექსპერტი არავინაა დატკბით გაიხარეთ უქომაგეთ ეღადავეთ ჩელსის ფანებს დატკბით ფეხბურთით სად თვალეთ ეს პასები ისე ვკაიფობდი გოლებით სად მეცალა შეცდომების სათვლელად იკაიფეთ რააა მაისი მოვა უჩვენოდაც აცადეთ გუშინ რაც მოხდა იკაიფეთ და მორჩა ამდენი სპესიმიზმი დამღლელია და ისეთ მომენტებზე ყურადღების გამახვილება რომ ჩვენ უნდა გვეკიდოს.

ეს ფეხბურთია და შეცდომები სულ იქნება ტექნიკური თუ პოზიციური აბა რაც გოლრბი გადის ყველა 25 პასის მერე გადის თუ რა ხდება? რომ ამბობ-(თ) (ლალანა) დაცვა მაღლა ამოწეულიო რომ წაგეკითხა ნამდვილი ექსპერტები და არა ეს ვიღაცა რუსიშვილი წაიკითხავდი რომ მაგუაიერი ვერ გამოდგება ამოწეული დაცვის დროს ის ყველაფერში ძლიერია გარდა სისწრაფისა,გავიგეთ რომ ამოწეული დაცვის დროს პრესინგი უფრო ეფექტურია ვიცით და ვთამაშობდი ფეხბურთს მთელი 15 წელი და არა ერთ ქვეყანაში და არა ერთ მწვრთნელთან მაგრამ ამოწეული დაცვა როცა მაგუაიერი გყავს რომელიც ნელია გადაგდებული ბურთები ძალიან რისკის შემცველია და შეიძლება ამოგვტენონ ტექნიკური წუნი იყო მაგრამ არა პოზიციური აუგო კონტრშეტევაზე თამაში და როცა კონტრზე ეთამაშებო სტატისტიკური მონაცემი ყოველთვის მოწინააღმდეგის მხარესაა კი ბატონო მოხვდა შტანგას კი ბატონო აიღო დე ხეამ მაგრამ რომელი დაამტკიცებს იმას რომ რომელიმე მათგანი გოლი რომ გასულიყო მანჩესტერი ვერ მოიგებდა და თან მარტივად? ვერავინ საერთოდ ეს შახმატი არ არის ეს ფეხბურთია რომელიც შეცდომებით და უშეცდომოტ ფეხბურთია,დავჯდეთ ნებისმიერი გუნდის თამაშზე და ვნახოთ რამდენ შეცდომას დაუშვებენ! მაგრამ საქმე მაგაში კი არ არის,ამ საიტზე ყველას პატივისცემის მიუხედავად ექსპერტი არავინაა დატკბით გაიხარეთ უქომაგეთ ეღადავეთ ჩელსის ფანებს დატკბით ფეხბურთით სად თვალეთ ეს პასები ისე ვკაიფობდი გოლებით სად მეცალა შეცდომების სათვლელად იკაიფეთ რააა მაისი მოვა უჩვენოდაც აცადეთ გუშინ რაც მოხდა იკაიფეთ და მორჩა ამდენი სპესიმიზმი დამღლელია და ისეთ მომენტებზე ყურადღების გამახვილება რომ ჩვენ უნდა გვეკიდოს.
0
№14
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2019 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11565
Midit bichebo magrad unda shevuberot wels ❤️
0
№15
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2019 02:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
levionok-კი ფეხბურთია და შეცდომებიც ყველა მატჩში იქნება.არ არსებობს იდეალური გუნდი,მაგრამ შეცდომებსა და ორ მეტრში თანაგუნდელისთვის პასის ვერ მიწოდებას და ერთმანეთისთვსი მხარის ვერ ამბა გადაცემებში,თან ხშირი რაოდენობით ეს მხოლოდ პატარ-პატარა შეცდომები არ არის.აქ იკვეთება თანაგუნდელებთან შეუთამაშებლობა.ყოველ შემთხვევაში ეს ახლა ჩანს,მომავალში შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ეს პრობლემა,მაგრამ დღეს რომ არის ზუსტად მაგაზე ვამახვილებ ყურადღებას.რაც შეეხება 25 პასიან გოლებს,ნამდვილად არ ვარ მასეთი დილეტანტი რომ მსგავს ამბებს ვერ ვხდებოდე,მაგრამ ის რაც დამიწერეთ აშკარად არანაირად არ ემთხვევა ჩემს ნათქვამს.
შეგიძლიათ მაჩვენოთ ეგ სტატია?შემთხვევით გოალზე ხომ არ წაიკითხეთ?
მაგუაიერი არ არის სწრაფი ფებურთელი,მაგრამ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ამოწეულ დაცვას ახლავე გეტყვით.როდესაც დაცვა იწევს,ასევე იწევს ნახევარდაცვაც და აამავდროულად შეტევაც,აქედან გამომდინარე ამ დროს ხდება ისე რომ შენ გადაგყავს თამაში მოწინააღმდეგის ნახევარზე და ასევე ხდება შესაძლებელი არც ისე დიდი ენერგიის დახარჯვით მოწინააღმდეგე დააპრესინგო,რადგან პრესინგის შემდეგ არ გიწევს თავისუფალი სივრცეების შევსება,რადგან რიცხობრივ უპირატესობას ქმნი.ასევე დიდი პლიუსი აქვს ამას იმით რომ მოწინააღმდეგე თავისუფლად ვეღარ აგორებს ბურთს თავისივე ნახევარზე და იმათვე ნახევარზე დაპრესინგებულები უფრო მეტ შეცდომას უშვებეს მოწინააღმდეგე და იქვე შეგიძლია კონტრშეტევის გახორციელება რასაც კლოპი და გვარდიოლა აკეთებენ და ასევე გააკეთა გუშინ ჩელსიმაც,მაგიტომაც მოდა ამდენჯერ ბურთის დაკარგვა,როდესაც ჩელსის ფეხბურთელები ჩვენებს პრესინგს თავაზობდნენ აქედან გამოღწევას ვერ ახერხებდნენ რადგან რიცხობრივ უპირატესობაში არ იყვნენ,ამიტომაც დაიკარგა ამდენჯერვე ბურთი.ახლა ვისაუბრებ იმაზე თურა განსხვავებაა როდესაც მცველები უკან არიან დახეულნი და ამ დროს პრესინგს თაამშობ.როდესაც ნახევარმცველები და თავდამსხმელები ცდილობენ პრესინგს ჩნდება სივრცე,რადგან იქ დამზღვევი არავინ ყავთ,ამიტომ ვინც კარგად ფლობს ბუურთს და კარგად შეუძლია გათამაშება ამ შემთხევვაში მაგ თავისუფალ სივრცეებს კარგად აითვისებენ და აქეთ მიიღებ შეტევას.
ხო და მეც იმას ვსაუბრობ რომ კონტრშეტევაზე ვთამაშობდით და ამით ვგავდით ერთ შეჩვენებულს,სხვა რამე ვთქვი?არა არ მითქვამს.
არავინ არ ვართ ექსპერტები,მაგრამ რაც თვალში საცემია და შესამჩნევია მაგაზე ნამდვილად შეგვიძლია საუბარი.ან ვინ თქვა ის რომ ვერ ვტკბებით ამ მოგებული ანგარიშით?საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს ჩელსის გულშემატკივარი და კარგადაც მოვიფხანე გული მათთან,მაგრამ ეს საიტი იმისთვისაა რომ გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან და ჩვენი შეხედულებები დავაფიქ****თ.რაც გამოსასწორებელია იმაზე ვისაუბროთ და რაც კარგია ის შევაქოთ.აბა ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვართ ყველამ ერთი და იგივე ვიძახოთ რომ ყველაფერი კარგადააა და ვსიო,აღარაფერია საჭირო.ეს საიტიც იმისთვისაა რომ რაღაცეები განვიხილოთ და გავაანალიზოთ.ჩვენი ხმა მათ ვერ მიწვდება მაგრამ ჩვენსას ხომ მაინც ვიტყვით როგორც გულშემატკივარნი.
0
№16
ავტორი: tedore
13 აგვისტო 2019 05:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
წავიკითხე სტატიაც და კომენტარებიც, სტატიაში ბევრ რამეს არ ვეთანხმები მაგრამ მე პირადად ერთი რამის მომხრე ვარ ამ საიტზე, რომ იყოს განხილვა ცუდი ასპექტებისაც და დადებითისაც რა თქმა უნდა. ის რომ პირველ ტაიმში გვაჯობეს და ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ ცენტრში ახალი ამბავი არაა, ასევე მარჯვენა ფლანგი რო არ გვივარგა რეალურად ეგეც, მე სანჩესის იმედი აქვს კიდე ამ სეზონში და ვნახოთ. რა თქმა უნდა ძაან მიხარია მოგება, მაგრამ ეიფორიაში არ ვარ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. დარწმუნებული ვარ შემდეგი თამაში რო ვერ მოვიგოთ აქ ვაი უშველებელი ატყდება! არც ბასბის ჩვილების სჯეროდა არავის, არც კლასი 92 და ფერგის რომელიც 7 წელი მიიწევდა ტიტულისკენ, ოლეს კარგი კურსი აქვს აღებული და ენდობა ახალგაზრდებს და ვნახოთ წელს ოთხეულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ევროპა ლიგა დავდოთ
0
№17
ავტორი: JuanMata
13 აგვისტო 2019 05:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მანჩესტერის პრობლემებზე იმიტომ წერენ მისი ფანები, რომ ამ გუნდზე გულის შესტკივათ, უნდათ რომ გამოსწორდეს ეს პრობლემები. ჩელსის ჩვენზე მეტი პრობლემა ჰქონდა გუშინდელ თამაშში, საშინელი დაცვის ხაზი, საერთოდ გამქრალი ჟორჟინიო, ბარკლის საზიზღარი თამაში ფლანგზე ..., მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ფეხებზე გვკიდია ჩელსი საერთოდ, თავის პრობლემებიანა.

ყველას ძალიან გვიხარია ეს გამარჯვება და მეეჭვება ამ საიტზე ვინმე სხვა აზრზზე იყოს.
მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელსაც ვერსად დავემალებით. პოგბამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ძალიან მიხარია, მაგრამ ის ფაქტი, რომ 11-ჯერ დაკარგა ბურთი და აქედან 8-ჯერ საკუთარ ნახევარზე ვერანაირად ვერ გამახარებს.
არ არის პირველი შემთხვევა, როცა მანჩესტერი ასეთ მაჟორულ ნოტზე იწყებდა თამაშს. ძველი პრობლემები ისევ ჩანდა ხოლმე, მაგრამ დამაჯერებლად იგებდა (ჟოზეს მეორე სეზონის დასაწყისი, სულშერის პირველი 10 მატჩი), თუმცა საბოლოო ჯამში ეს პრობლემები არსად ქრებოდა. სულაც არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს.

აქედან ვერავინ ვერაფერს შევცვლით, ვერც მოთამაშეებს მივაწვდენთ ხმას და ვერც სამწვრთნელო შტაბს, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, შემოვიდეთ და ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ.
და იმედი ვიქონიოთ, რომ ის პრობლემები, რაც საკმაოდ ნათლად ჩანს, გამოსწორდეს.
მე პირადად გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი მყავს, ისეთი ვისაც დაველაპარაკები ფეხბურთზე და მითუმეტეს მანჩესტერის იუნაიტედის რომელიღაც კონკრეტული მატჩის დეტალებზე. ამ საიტზე შემოვდივარ იმისთვის, რომ ეს სურვილი დავიკმაყოფილო, სხვების აზრი წავიკითხო და ჩემიც დავწერო. ყველა ერთმანეთს ყველაფერში ვერ დავეთანხმებით და ძალიან კარგია ეს.
უბრალოდ ვეცადოთ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და განსხვავებული პოზიციის მიმართ ნაკლებად აგრესიულები ვიყოთ.

მოგვენატრა ყველას მანიუს გამანადგურებელი ანგარიშები და ყველა ღუბლებში ვართ, მაგრამ იმ ადამიანებისაც მესმის, ვისაც ეჭვები გაუჩნდა ამ თამაშის მერე, იმიტომ რომ არაერთხელ დავნარცხებულვართ მწარედ მიწაზე ასე ცაში აჭრილები.
0
№18
ავტორი: MichCorwin
13 აგვისტო 2019 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
საშინლად არ მომეწონა ეს სტატია, რას ნიშნავს მიდგომა, თითქოს გუნდში პოზიტიური მხოლოდ ბისაკა-მაგუაერის ფაქტორია?! მთელი მატჩი იყო პოზიტივი, თუნდაც მაშინ როცა ჩელსი გვიტევდა, ამდენი ხნის მერე ფეხბურთელებს სირბილი არ ეზარებოდათ და ეს სულ არ იყო იმის გამო, რომ სეზონის დასაწყისია, არამედ იმის გამო, რომ სირბილი და თამაში უნდოდათ...
0
№19
ავტორი: alkimikosi
13 აგვისტო 2019 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
კაცს მცველი არ შემოუყვაnია შეცვლაზე... და შეტევაზე ფიქროbდა... ეგ მომეწოnა ყველაზე ძალიაn
0
№20
ავტორი: Malboro463
13 აგვისტო 2019 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
კარგი სტატია ავტორ.
რაც შეხება გუნდს და ფეხბურთელებს
თამაშის მსვლელობისას ვისაც პერეირას ფორთხიალი კარგ თამაშად მოგეჩვენად აგერა სტატისტიკა და გადახედეთ. შოუც რო საშუალო დონეა და შეტევებშიც უფანტახიოა ამას დიდიხანია ვიძახი მარა ჯერ მაგის შეცვლა ბოლო პრობლემა. პირველ ტაიმში რა შეცდომებიც დაუშვეს იქ სიტი მინიმუმ 1 გოლს მაინც გაიტანდა ჩემი აზრით და ესენი მერე ოთხის კიარა ერთის გამტანიც არ არიან. მანჩესტერს არ ჩაუტარებია კარგი მატჩი
ჩელსიმ ითამაშა #ლეურად ესა რეალობა.
შეტევაში კიდე თამაშს თუ არ გამოასწორებენ წინა სეზონი განმერდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top