თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 20:48
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 5884,
კომენტარები: 47
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.


პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.


ჩვენი კოდია: 637087-179882

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com/
ფენტეზის ლიგა
47 კომენტარი
№21
ავტორი: manchosgiji
1 აგვისტო 2016 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
რა ვქნა მომცერეთ დარეგისტრილება უნდა კიდე გუნდი რომ გააკეტოო
0
№22
ავტორი: GeorgeBest
1 აგვისტო 2016 11:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
№23
ავტორი: nikala2000
1 აგვისტო 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: LASHQARA
ციტატა: nikala2000
3 ფეხბურთელი შეგიძლია 1 გუნდიდან მარტო რო იყიდო აბა ეგ ნახე 4 გეყოლება ერთი გუნდიდან

აუ ჯიგარი ხარ მანჩესტერის 5 ფეხბურთელი მყავდა მადლობა ძმაოო შენ გაიხარეე love am რა ვიწვალეე wink

wink არაფრის
0
№24
ავტორი: gela-manchesteri
1 აგვისტო 2016 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ეს რაღაა
0
№25
ავტორი: Jubo
1 აგვისტო 2016 12:27
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ძველ დიზაინზეა ეს ინსტრუქტია, მარა გამოგადგებათ
http://manutd.ge/14944-redarmyge-is-fentezis-liga.html
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№26
ავტორი: abrama
1 აგვისტო 2016 12:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ციტატა: General

შევიყვანე თქვენი კოდიც და აქ ამ საიტე არ ამომიგდეს არაფერს, ჩემს გუნდს არ მიჩვენებს ხოლმე, ანდა ცხრილს რომელ ადგილზე ვარ?
0
№27
ავტორი: levionok
1 აგვისტო 2016 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: General
ციტატა: tedore
წინა სეზონზე ვთამაშობდი შემოუერთდები ჩვენს ლიგას აუცილებლად და პრიზები იქნება?

ვეცდები იყოს. თუ იქნება ვფიქრობ ბევრად უკეთესი პრიზების გაცემას შევძლებთ, ვნახოთ

ადმინისტრატორო კითხვა მაქვს,გვარის გადაკეთებაზე შევიტანე საბუთები და 31 აგვიტოს იქნება მზად,და სახელსა და გვარში მივუთითო ის გვარი რომელიც მექნება შემდეგ თვეში ხო?

და კიდევ მხოლოდ ინგლისურად არის? რუსული ენა არ ააქვს?
0
№28
ავტორი: Rosso Diavolo
1 აგვისტო 2016 22:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მაგარი პროექტია ! love

წარმატებები ყველას
0
№29
ავტორი: Goga777
1 აგვისტო 2016 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ვინმემ მითხარიტ რა მაილ რო ვწე რპაროლიც სწორია მაილიც ისე შევდივარ ემაილ და აქ ევრ სჰვდივარ
0
№30
ავტორი: gigi_ryan
2 აგვისტო 2016 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
შევქმენი გუნდი, დაგერხათ:DDD
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top