თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2015, 23:47
ავტორი: Jubo,
ნანახია: 8984,
კომენტარები: 78
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.

სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილის მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც პრიზები გადაეცემათ. დაწესებული პრიზები არც განსაკუთრებულია და არც უბრალო ღირებულებისაა. ფან-კლუბი ცდილობს, შეინარჩუნოს ტრადიცია და არ დააწესოს სხვადასხვა სახის პრიზები იმ მიზნით, რომ მეტი ადამიანი "შემოვიტყუოთ" შეკრებებზე, ან გავზარდოთ კომენტარების რაოდენობა საიტზე. დაწესებული პრიზები უბრალო წახალისება იქნება ამ საინტერესო და აზარტული თამაშისა.

სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილის
• პირველ ადგილოსანს გადაეცემა "იუნაიტედის" მაისური სასურველი ნომრით (საშინაო ან საგარეო)
• მეორე ადგილოსანს გადაეცემა ფერგიუსონის, უეინ რუნის ან დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი (სურვილის მიხედვით, რომელსაც აირჩევს)
• მესამე ადგილოსანს კი "იუნაიტედის" ჭიქა გადაეცემა

პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები. სხვა კლუბის ფანს პრიზი არ გადაეცემა

ვეცდებით მარტივად აგიხსნათ გასავლელი პროცედურა. ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და ლიგაში გაწევრიანება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. ჩვენი კოდია: 549483-303583

პირველ რიგში, რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://users.premierleague.com/PremierUser/account/register.html



---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


1. შეავსეთ მოცემული გრაფები
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

2. აირჩიეთ მანჩესტერ იუნაიტედი
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

3. მონიშნეთ თანხმობა წესებზე და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

4. ისრით მოცემულ გრაფაში შედით გუნდის შესადგენად
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

5. 100 ფუნტის ფარგლებში აირჩიეთ სასურველი ფეხბურთელები (11 ძირითადი, 5 სათადარიგო)
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

6. დაარქვით კლუბს სახელი, დაეთანხმეთ წესებს და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

7. აირჩიეთ გუნდის კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

8. მენიუში ლიგაზე დაკლიკების შემდეგ შედით Join League-ში, მონიშნეთ Private League და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

9. ჩაწერეთ ჩვენი ლიგის კოდი დაკოპირების გარეშე: 549483-303583
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

10. გისურვებთ წარმატებებს!
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა
ფენტეზის ლიგა
78 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
1 აგვისტო 2015 23:51
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Aucileblad daviwyeb tamashs ! Dzalian kargi ideaa !
0
№2
ავტორი: Jubo
1 აგვისტო 2015 23:57
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
შეგიძლიათ გვაჩვენოთ კომენტარებში თქვენი გუნდები
წარმატებები ყველას winked


0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: AkkRed
2 აგვისტო 2015 00:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძაან გიჟობაა საღოლ ბიჭებო მევასებით ♥
0
№4
ავტორი: kantona-7
2 აგვისტო 2015 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვაუ მაგარია>>>>>>>>.თოპ ელევენ ფაცეზე რომ არის მასეთი ვარიანტაია ალბათ ხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: tokovske
2 აგვისტო 2015 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
davregistrirdi magram ar shedis damexmaret ...

shevedi gavaswore
0
№6
ავტორი: GeorgeBest
2 აგვისტო 2015 00:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირადად მე არ ვთამაშობ და აზზეც არ ვარ რა ხდება მაგრამ ბევრი მსურველი იყო ამის, ეხლა მოგვაწოდა ერთმა მომხმარებელმა იდეა და ჩვენც განვახორციელეთ

საიტზე დაიდება სტატისტიკა და ნახავს ყველა, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დავხვეწავთ და ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ
0
№7
ავტორი: Goginashvili777
2 აგვისტო 2015 00:29
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577


კაი პროექტია და წარმატებებს გისურვებთ სუყველას. აგერ ჩემი კამანდაც, დაცვიდან სმოლინგი მინდოდა მაგრამ ლიმიტის გამო ვერ ავიყვანე crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Maynard
2 აგვისტო 2015 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
0
№9
ავტორი: True Red Devil
2 აგვისტო 2015 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გამარჯობათ, ძალიან კარგი პროექტია აუცილებლად ვითამაშებ !
0
№10
ავტორი: Mike
2 აგვისტო 2015 00:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
რებიატა ჩემი კამნდის სურათი როგორ დავდო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top