თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2015, 23:47
ავტორი: Jubo,
ნანახია: 9183,
კომენტარები: 78
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.

სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილის მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც პრიზები გადაეცემათ. დაწესებული პრიზები არც განსაკუთრებულია და არც უბრალო ღირებულებისაა. ფან-კლუბი ცდილობს, შეინარჩუნოს ტრადიცია და არ დააწესოს სხვადასხვა სახის პრიზები იმ მიზნით, რომ მეტი ადამიანი "შემოვიტყუოთ" შეკრებებზე, ან გავზარდოთ კომენტარების რაოდენობა საიტზე. დაწესებული პრიზები უბრალო წახალისება იქნება ამ საინტერესო და აზარტული თამაშისა.

სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილის
• პირველ ადგილოსანს გადაეცემა "იუნაიტედის" მაისური სასურველი ნომრით (საშინაო ან საგარეო)
• მეორე ადგილოსანს გადაეცემა ფერგიუსონის, უეინ რუნის ან დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი (სურვილის მიხედვით, რომელსაც აირჩევს)
• მესამე ადგილოსანს კი "იუნაიტედის" ჭიქა გადაეცემა

პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები. სხვა კლუბის ფანს პრიზი არ გადაეცემა

ვეცდებით მარტივად აგიხსნათ გასავლელი პროცედურა. ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და ლიგაში გაწევრიანება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. ჩვენი კოდია: 549483-303583

პირველ რიგში, რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://users.premierleague.com/PremierUser/account/register.html



---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


1. შეავსეთ მოცემული გრაფები
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

2. აირჩიეთ მანჩესტერ იუნაიტედი
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

3. მონიშნეთ თანხმობა წესებზე და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

4. ისრით მოცემულ გრაფაში შედით გუნდის შესადგენად
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

5. 100 ფუნტის ფარგლებში აირჩიეთ სასურველი ფეხბურთელები (11 ძირითადი, 5 სათადარიგო)
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

6. დაარქვით კლუბს სახელი, დაეთანხმეთ წესებს და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

7. აირჩიეთ გუნდის კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

8. მენიუში ლიგაზე დაკლიკების შემდეგ შედით Join League-ში, მონიშნეთ Private League და გადადით შემდეგ ეტაპზე
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

9. ჩაწერეთ ჩვენი ლიგის კოდი დაკოპირების გარეშე: 549483-303583
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა

10. გისურვებთ წარმატებებს!
Redarmy.ge-ის ფენტეზის ლიგა
ფენტეზის ლიგა
78 კომენტარი
№51
ავტორი: N10
2 აგვისტო 2015 22:24
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
რაღაც უნდა გკითხოთ და მიპასუხეთ რა ზამენაზე ვინც მეყოლება ისინი ზამენიდან უნდა შევიდნენ თუ ძირითადშიც რო იყვნენ არაუშავს! აი მაგალითად ფაბიანსკი ძირითადისაა და მე ზამენაზე მყავს
0
№52
ავტორი: Malboro463
2 აგვისტო 2015 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
N10,
ძირითადში ისინი დაყენე ვინც მართლა ძირიტადში მოხვდება. რაც უფრო კარგად ითამაშებენ ფეხბურთელები მით უკეთესი შენთვის ქულა მეტი გეწერება.
0
№53
ავტორი: chagela13
2 აგვისტო 2015 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2


0
№54
ავტორი: Gio_zaqara
2 აგვისტო 2015 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
red_nicart,
red_nicart,
Dzmaa wyobis shecvlas ver maswavli ?
0
№55
ავტორი: NUGI
2 აგვისტო 2015 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
შევედი

ულტიმატე ფლ რო აწერია ეგ არ აწერია ჩემთან მიშველეთ რამე
0
№56
ავტორი: Gio_zaqara
2 აგვისტო 2015 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
mgoni kaia ******ade zamenazec yopiliyo sastavi[img][/img]
0
№57
ავტორი: NUGI
2 აგვისტო 2015 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
გავაკეთე და ყოველ დგე უნდა რო შევალრეგისტრაციის გავლააა
0
№58
ავტორი: N10
3 აგვისტო 2015 00:21
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
Malboro463
ზამენაზეც რო მყავს ძირითადის ფეხბურთელი?
0
№59
ავტორი: mamuka4
3 აგვისტო 2015 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Best 7,
gamarjobat yvelas axali var
0
№60
ავტორი: scholes
3 აგვისტო 2015 06:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
NUGI,
ახალი მეილი გააკეთე და ეგარის ძაან ადვილია ცოტა რო იჩალიჩო გააკეთებ 10 წუთში.


სურათი ვნახე სამი ნახევარმცველი ერთი გუნდიდან მანჩესტერიდან. არ გინდათ ასე ჯერ რაიცით რო სამივე სასტავში იქნება და მერე ამას პლიუსგაალის წიკები ხოიცით არა? შეილება არცერთი არ ათამაშოს ცუდად ივარჯიშაო wink ან რატომ გგონიათ რო მატა ბასტი და კერიკი ან კიდე ვინმე მცველების წინ მდგომი ერტად გამოვლენ. ტყუილად დიდ ქულებს ხარჯავთ მაგას ჯობია გარეთ ბერი დაითრიო ისმაინც გეცოდინება რო ზამენაზე არ ზის და თან დაბალ დონეს არ დაგიდებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top