თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 20:48
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 5884,
კომენტარები: 47
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.


პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.


ჩვენი კოდია: 637087-179882

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com/
ფენტეზის ლიგა
47 კომენტარი
№31
ავტორი: dachi_mu
2 აგვისტო 2016 07:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Xalxo registracia aucilebeli araa, shegidzlia facebook-idan shexvide an tviteridan, registraciis dabla naxet awetia ro shegidzlia imitac shexvide me egre var da dzaan advilia :)
0
№32
ავტორი: Goga777
2 აგვისტო 2016 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ვინმემ ან სკაიპი დამიწერეთ ან ტელეფონის ნომერი გინდა მობილური გინდა სახლის უფრო სკაიპი რომ დაგირეკოტ და ცჰვრთო სკრინი
0
№33
ავტორი: ilker
2 აგვისტო 2016 11:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
თქვენ ფენტეზში დავრეგისტრირდი, მარა 2-ჯერ ვარ დაწერილი ჩამონატვალში და როგორ მოვიქცე?
0
№34
ავტორი: Rooney-shreki
2 აგვისტო 2016 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
დე ხეა, მორგანი, ფონტე, ასპილიკუეტა, ბელერინი, პედრო, ბარკლი, პაიე, ვილიანი, იბრაჰიმოვიჩი, ორიჯი, მგონი კაი გუნდია ras ityvit
0
№35
ავტორი: Goga777
2 აგვისტო 2016 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: Rooney-shreki
დე ხეა, მორგანი, ფონტე, ასპილიკუეტა, ბელერინი, პედრო, ბარკლი, პაიე, ვილიანი, იბრაჰიმოვიჩი, ორიჯი, მგონი კაი გუნდია ras ityvit

ძმურად შჰენი სკაიპი ან ტელეფონის ნომერი დამიწერე რაგაცა მაინტერესებს <3
0
№36
ავტორი: PaLoMo
2 აგვისტო 2016 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ადმინ შეგიდზლია სახეი შემიცვალო? PALOMO დამაწერე დზმურად რააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№37
ავტორი: Rooney-shreki
2 აგვისტო 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
გოგა 777 მე 13 წლის ვარ და ტელეფონი არ მაქვს და რაც გაინტერესებს მითხარი და გეტყვი. Tan axali momxmarebebi var
0
№38
ავტორი: Goga777
2 აგვისტო 2016 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: Rooney-shreki
გოგა 777 მე 13 წლის ვარ და ტელეფონი არ მაქვს და რაც გაინტერესებს მითხარი და გეტყვი. Tan axali momxmarebebi var

ესე როგორ გითხრა ყველაფერი მინდა ფბ შევდივარ არ ვრეგისტრირდები და როგორ ვიყიდო ფეხბურთელები
0
№39
ავტორი: Rooney-shreki
2 აგვისტო 2016 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მაშინ სხვას სთხოვე არ გეწყინოს არ მაქ ტელეფონი თორე ბაზარი არა
0
№40
ავტორი: manchosgiji
2 აგვისტო 2016 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
amixseni sad davregistrilde da rogoraa rs yvelaferi ver gavige
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top