თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 20:48
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 5884,
კომენტარები: 47
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ს ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

ჩვენს საიტზე, ფეისბუქის გვერდსა და ჯგუფში ყოველკვირეულად დაიდება განახლებები სატურნირო ცხრილის შესახებ. საიტზე სპეციალურად გამოიყოფა სატურნირო ცხრილის ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ნახოთ, ლიგის რომელი წევრი ლიდერობს და რომელია აუტსაიდერი. ცხრილთან და სტატისტიკებთან ერთად, გამოვაქყვეყნებთ ყოველკვირეული გამარჯვებულის ვინაობასა და მის გუნდს.


პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.


ჩვენი კოდია: 637087-179882

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com/
ფენტეზის ლიგა
47 კომენტარი
№41
ავტორი: zuraa
2 აგვისტო 2016 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
როგორ მივიგო მონაწილეობა ?

?
0
№42
ავტორი: Rooney-shreki
2 აგვისტო 2016 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
რო დარეგისტრირდები მერე რომელი მაილითაც დარეგისტრირდი იმ მაილზე მოგივა რაღაც გაასააქტიურებელი, გააქტიურებ, მერე ფეხბურთელებს იყიდი მერე სეივ თეამ ეწერება ქვევით დააჭერ და მორჩა რააა :D :D
0
№43
ავტორი: levionok
3 აგვისტო 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რა მაინტერესებს იცით?რეგისტრაცია გავიარე კოდიც ჩავწერე 15 კაციც ვიყიდე მაგრამ სჰემადგენლობას იმ განლაგებით ვერ ვაყენებ როგორითაც მინდა რომ იდგეს და ტან არ იმახსოვრებს მეორეტ რო სჰევდივარ ისევ არეული მხვდება როგორ მოვიქცე?
0
№44
ავტორი: mishka777
8 აგვისტო 2016 04:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მანდ კი დავრეგისტრირდი მარა ეს ჩვენი კოდიო თუ რაღაც რაში და სად გამოვიყენო არ ვიცი და კიდევ სადმე უნდა გავწევრიანდე? ასევე მაინტერესებს ფეხბურტელები ვინც ზამენაზე მეყოლება მე მაგრამ ითამაშებენ რეალურად მაინც მომემატება მათი ქულები? და კიდევ თუ შემიძლია ახლანდელი ფეხბურთელების გაყიდვა და სხვების ყიდვა სეზონის მიმდინარეობისას?? ახალი ვარ და არვიცი ჯერ არაფერი <3
0
№45
ავტორი: giorgi 332
14 აგვისტო 2016 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ვთქვათ სიტყვაზე კოდი აუცილებელია?
0
№46
ავტორი: alkimikosi
14 აგვისტო 2016 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
კოდი სად უნდა გამოვიყენო?
0
№47
ავტორი: REDmonday
23 აგვისტო 2016 11:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
მეგობრებო Head-to-Head league რომ გაგვეკეთებინა ფენტეზიში არ იქნებოდა ურიგო რას იტყვით? და იქნებ საიტის ადმინისტრაციამ მოაგვაროს თუ დაინტერესდება :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top