თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2013, 15:15
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2774,
კომენტარები: 35
5 კითხვა "იუნაიტედის" გულშემატკივარს
Moyes out თუ არა?
5 კითხვა
საერთოდ არ ვარ „იუნაიტედზე“ გაბრაზებული. მართლა. ვბრაზდები მსაჯებზე, ბედის ირონიაზე (უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მის არქონაზე), უვიცგულშემატკივრებზე, რომლებმაც სტადიონი დატოვეს მატჩის დასრულებამდე. ერთ სიტყვით, ყველაფერზე გარდა „იუნაიტედისა“.

რატომ?

ჰო, გასაგებია რომ რთულია ამდენი მარცხის ატანა, მაგრამ გუნდი ყველაფრის მიუხედავად, არ დასეირნობს მოედანზე, ართამაშობს მეორეხარისხოვან გუნდად და დიდი სურვილი აქვს, რომ კარგად ითამაშოს. ეს საშუალებას მაძლევს, რომ მშვიდად შევეგებო ამ სიტუაციას. მე მჯერა, რომ გუნდი განაახლებს თავის თამაშს და შედეგს. მჯერა გუნდის და მჯერა მწვრთნელის. ძალიან გასაკვირია, მაგრამ როდესაც წავიკითხე კომენტარები სხვადასხვა გვერდებზე და საიტებზე, დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებიც ამ სიტუაციას მშვიდად და ოპტიმისტურად შეჰყურებენ.

აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა. რამოდენიმე კითხვა.

თავიდანვე ვეუბნები და ვაფრთხილებ იმ ხალხს, რომლებსაც მოიესი ჩვეულებრივი „ფიზკულტურის“ მასწავლებელი ჰგონია და ერთსა და იგივეს იმეორებენ თუთიყუშივით კომენტარებში, არვაპირებ თქვენს უაზრო კომენტარების მოსმენას. შეგიძლიათ დატოვოთ საიტი. მოიშოროთ ეგ იარლიკი, რომელზეც იუნაიტედის გულშემატკივარი გაწერიათ და დაემშვიდობოთ ფეხბურთს სანამ მოიესი გუნდშია. ასევე სხვა გუნდის გულშემატკივრებსაც ვეტყვი რამოდენიმე ტკბილ სიტყვას. შეგიძლიათ ლანძღოთ და შეურაწყოფა აყენოთ „იუნაიტედს“, ეგ თქვენს ნამუსზეა, მაგრამ აქ მაგის უფლებას არ მოგცემთ! იმათ, ვინც გათიშა ტელევიზორი 70-ე წუთზე, ან უეცრად „ოლდ ტრაფორდზე“ იყო და მოედანი დატოვა, შეგირცხვათ გულშემატკივრობა. დღეიდან არცერთი თქვენთაგანი არ არის ღირსი იძახოს:"მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხარდამჭერივარ"–ო.

ახლა საქმეს შევუდგეთ. ხალხი, რომელიც აგრძელებს „იუნაიტედის“ გულშემატკივრობას, მაგრამ აქტიურად აკრიტიკებენ. ამიხსენით (სტატიის შემდეგ კომენტარებში):

1) როგორი დონის თამაშს ელოდით „იუნაიტედისაგან“ კონკრეტულად გუშინდელ მატჩში?

არიჩქაროთ და არ თქვათ „იდეალურ“ ან „საოცარ“ თამაშსო. გაიტვალისწინეთ, რომ ჩვენ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო ნოემბერში (ოთხიდან ოთხივე). ამასთან ერთად, გოლი არ გასვლია საკუთარ კარში არც „ჩელსის“ და არც „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. გაითვალისწინეთ, რომ „იუნაიტედს“ სერიოზული პრობლემები ჰქონდა შემადგენლობასთან. გაითვალისწინეთ, რომ „ნიუკასლი“ ჩაკეტილ თამაშს თამაშობდა და მათ კართან 100% მომენტის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ „იუნაიტედზე“ ძალიან დიდი ზეწოლა ხდება. ბოლო შედეგებმა, რომლებმაც დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ფეხბურთელებს, დაბადა უნდობლობა საკუთარ თავში და შიში იმისა, რომ შეცდომას დაუშვებენ მოედანზე. გაიხსენეთ ისიც, თუ როგორი არასასიამოვნო გუნდია „იუნაიტედისთვის“ „ნიუკასლი“. მინიმალური გამარჯვება 4-3 გასულ სეზონში და ფრე 1-1 2 წლის უკან.

თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე კი მე ვხედავ, რომ გინდოდათ 5-0 დამთავრებულიყო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, არა?

2)იმ გულშემატკივრებს ვინც გუნდს მინიმუმ 2 წელია გულშემატკივრობენ. მითხარით რა ჭირს თქვენს მეხსიერებას.

თქვენ აბსოლუტურად დაგავიწყდათ, როგორ თამაშობდა „მანჩესტერი“ ოლდ ტრაფორდზე გასულ სეზონში (ფერგიუსონის დროს). დაგავიწყდათ უსუსური მარცხი „ფულემთან“ 3-2, „ტოტენჰემთან“ 2-3, 2-1 „საუტგემტონთან“. „ვესტ ჰემი“ ინგლისის თასზე და „ნიუკასლი“ ლიგის თასზე. „მანჩესტერმა 10 აუტანელი მატჩი ჩაატარა, რომელიც მოიგო ან რეკაშეტით, ავტოგოლით ან გოლი, რომელიც სრულიად ცდებოდა ყველანაირ ლოგიკას. ის რომ „იუნაიტედი“ დამარცხდა „ევერტონთან“ და „ნიუკასლთან“, რა თქმა უნდა მოიესის და ფეხბურთელების ბრალია. მაგრამ მითხარით, „იუნაიტედმა“ არ გააკეთა საკმარისად იმდენი, იმისთვის რომ მატჩი მოეგო?

თქვენი ლაპარაკი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან იძახით რომ ფერგიუსონი დაბრუნდეს და ფერგიუსონის დროს ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ გაიხსენეთ წინა სეზონი, რომელშიც, მერწმუნეთ და ამაზე მეტი ჩავარდნები ჰქონდა გუნდს.


3)ახლა კითხვა იმათ, ვისაც მოესის დათხოვნას ითხოვს. მითხარით, თქვენ გიფიქრიათ მაინც რა შეიძლება მოჰყვეს მოიესის დათხოვნას?

კარგი, დავუშვათ ვაღიარებ იმას, რომ მოიესმა რამოდენიმე შეცდომა დაუშვა. არის ეს შემადგენლობის არასწორი შერჩევა თუ ცვლილებები თამაშის დროს.

მოიესი სწავლობს ამ შეცდომებზე. მოიესი ადაპტაციას გადის. მოიესი საკუთარ ფეხბურთელებს უკეთ ეცნობა. მოიესი ავტორიტეტს იძენს გუნდში. და ახლა, 6 თვის შემდეგ, რაც მოესმა მუშაობა დაიწყო და ახალი პროცესი წამოიწყო, ამბობთ რომ დავითხოვოთ? ახალი მწვრთნელი მოვიყვანოთ, რომელიც ყველაფერს ნულიდან დაიწყოს, რასაც მოიესი ნახევარი წელიწადია აკეტებს არა? თუ გგონიათ, რომ გუნდში გვარდიოლა ან ანჩელოტი მოგივათ, რომლებიც 25 თამაშს მოიგებენ ზედიზედ? თუ მართლა ასე ფიქრობთ და მაგრად მეცოდებით.


4) როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია „მანჩესტერის“ შემადგენლობა და რა პოზიციაზე უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია?

არმინდა შეურაწყოფა მივაყენო ან დავამცირო ჩემი გუნდის ღირსება, მითუმეტეს რო მოქმედი ჩემპიონია. მაგრამ უნდა ვაღიაროთ:მანჩესტერი ჩემპიონი ფერგიუსონის დროს იყო. ახლა ფერგიუსონი მანჩესტერის სათავეში აღარაა. სამაგიეროდ არი, უელბექი, ევანსი, ქლევერლი, ანდერსონი, ნანი და იანგი. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ გასულ სეზონში და ფეხბურთელები, რომლებიც არაჩვეულებრივად თამაშობდნენ ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. ფერგიუსონის დროს, რომელიც მათ ენდობოდა, ატარებდა ცალკე შეხვედრებს მათთან დასალაპარაკებლად და ამზადებდა თითოეული მატჩისთვის. ახლა სერ ალექსი აღარ ჰყავს გუნდს. ამაში მოიესის ბრალი არარი, რომ გუნდი ისე არ ენდობა მოიესს, როგორ ფერგიუსონს. ვინც არ უნდა მოსულიყო გუნდში ასეთი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა. ფერგიუსონის გენიალობაზე კი აქ ლაპარაკი სისულელეა.

თქვენ მართლა გგონიათ, რომ „მანჩესტერს“ გუნდი ჰყავს, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს? მაშინ პრემიერლიგის საიტზე შედით და დანარჩენი 19-ი გუნდის შემადგენლობას გადახედეთ.

5) ბოლო კითხვა, ზემოთ დასმული კითხვებიდან გამომდინარე. მითხარით, რა არის საჭირო, იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს?

თქვენ გაიძახით:“Moyes Out” , მაგრამ ვინ მოვიყვანოთ მოიესის ნაცვლად?

მეორე პოპულარობის მიხედვით ვარიანტი:“ ვიყიდოთ ფეხბურთელები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე“. კარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რამხელა თანხა იხარჯება საშუალო დონის ფეხბურთელზე. რომ დავივიწყოთ ფული საერთოდ. ვინ, თქვენი აზრით, ვინ წამოვა მანჩესტერში? ფაბრეგასი, რონალდუ თუ იბრაჰიმოვიჩი? არამგონია. მეტს გეტყვით. ეს სატრანსფერო ფანჯარა წარმატებული აღმოჩნდება თუ გუნდი რომელიმე წამყვან ფეხბურთელს არ დაკარგავს. ყოველი მატჩის შემდეგ გუნდში ცვლილებებს ითხოვთ, არ ეთანხმებით ფერგიუსონს მოიესთან დაკავშირებით (თქვენი ნებაა!), მაშინ მითხარით რაუნდა ვქნათ? ვიცი ნიჭი გაქვთ წუწუნის, მესმის თქვენი. მაგრამ შეეცადეთ განიხილოთ თემა, თუ როგორ დავამარცხოთ „შახტარი“. დღეს „იუნაიტედმა“ ათასობით გულშემატკივარი დაკარგა. გულშემატკივრები, რომლებიც ზურგით დაუდგნენ გუნდს მძიმე მომენტში. მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ. და როცა ყველაფერი დალაგდება, დარწმუნებული ვარ ორმაგად გავიხარებთ. იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ისევ Top-შია და იმისთვის რომ გუნდს ზურგი არ ვაქციეთ.
სტატიები
35 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
8 დეკემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვა ვა ლაშა შე ოხერო ცოცხალი ხარ? :* წავიკითხავ და შეგიფასებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 15:17
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
გადახედვის სურვილიც არ მაქვს. გრამატიკული შეცდომებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეგ მთავარი არარი. წაიკითხე და თხოვნა იქნება რომ თითოეულ კითხვას უპასუხოთ სრული სერიოზულობით. თუ არა და შეგიძლიათ დატოვოთ გვერდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: Shako Jones
8 დეკემბერი 2013 15:37
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შემრცხვა გუშინ. არ ვუჯერებდი თვალებს რა გუშინ მოხდა ის რაც არასდროს მინახავს.. რაღაცნაირი გრძნობა მეუფლებოდა გულშემატკივრები მიდიოდნენ მანჩესტერი ზედიზედ მეორეთ აგებდა სახლში თან ისეთ გუნდებთან ვისთან ათწლეულზე მეტი მოგებული აქ ჰქონდათ... საშნელი დღე იყო უსუსურობა

თქვენი არ ვიცით მე ამ კაცს მხარს ვუჭერ და მაგრადაც მევასება <3
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 დეკემბერი 2013 15:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვა ლაშაა მკვდარი მეგონე შენ და ცოცხალი ყოფილხარ biggrin2

რაც შეეხება ამ სიახლეს, შეიძლება რაღაცაში გეთანხმები კიდეც, მაგრამ :დდ არ ვამტყუმებ გულშემატკივართა უმეტესობას ვინც უკმაყოფილოა ან როგორ შეიძლება გაამტყუნო? არანაირად. იმათ ვინც სტადიონი დატოვეს ბაზარი არაა, გავარტყი სათითაოდ ყველას. აკრტიკებს ხალხი იმიტომ რომ უყვართ მათი გუნდი (ნუ უმეტესობა მაინც ) და კარგი უნდათ მისთვის. მე არ ვამბობ იმათზე ვინც დედის გინების გარდა არაფერს აკეთებს, ვამბობ იმათზე ვინც აკრიტიკებს ამ კაცს
0
№5
ავტორი: Red Hooligan
8 დეკემბერი 2013 15:51
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ცალ-ცალკე კითხვაზე პასუხის გაცემის თავი არმაქ ამიტომ 1 კომენტარში გეტყვი ყველაფერს. ფეხბურთელები, რომ ჩამოთვალე მარტო ფერგიუსონის დროს აჩვენებდნენ კარგ თამაშსო. ნაკრებში არ გამოდიან ეგენი? ნანი პორტუგალიის ნაკრებშიც ასპარეზობს. დანარჩენებს რაც შეეხება გეთანხმები. არც იანგი,არც ქლევერლი და არც უელბეკი არაა მანჩესტერის დონის. ანდერსონი კიდე გასაგებია ტრამვება შეაწუხეს და არმიეცა საკმარისი დრო ეს მხოლოდ მოიესის მოსვლის შემდეგ. არცერთი საღად მოაზროვნე ფანი არ იტყვის, რომ გასაგდებია მოიესი. დრო აქვს საკმარისზე მეტი, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. იანვარში ვნახოთ ვის მოიყვანს. უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი გუნდით მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მიაღწევდა რამეს და ამ ადამიანმა დატოვა თავისი პოსტი. ან კიდევ უვიც გულშემატკივრებზე, რომ გადახვედი 60 000მდე ადამიანი უვიცია? გუშინ იანუზაი და ნანი ქმინდნენ მომენტებს მხოლოდ. ცენტრი არის სვალკა და ამდენი ხანია ამას თუვერ მიხვდა კარგად გვქონია საქმე. ავღნიშნე, რომ შემადგენლობაა ცუდი, შემადგენლობაც არაა ეხლა მასე უბრალოდ ცენტალური ნახევარმცველი, მცველი და ევრას შემცვლელია საჭირო. დანარჩენ პოზიციებზე მეტ-ნაკლებად არიან კარგი ფეხბურთელები. ნუ ვნახოთ რას მოიმოქმედებს იანვარში. ოთხეულში, რომ ვერ მოვხდეთ ჩემი მოკრძალებული აზრით გასაშვები იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№6
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 16:00
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Red Hooligan,
გულშემატკივარი არარი იმისთვის რო მარტო გამარჯვების დროს გაიძახოდეს ვი არ ზე ჩემპიონს და იუნაიტედ თილ აი დაიო. გულშემატკივარი იმისთვისაა რო გუნდს მძიმე მომენტში გვერდით დაუდგეს და ამის მნიშვნელობას თვითნ სიტყვაც გეუბნება. რაც შეეხება შემადგენლობას, თუ არცერთ თამაში არ გამოგიტოვებია თვითნაც ნახავდი რო გუნდს აშკარა პრობლემები ჰქონდა შემადგენლობაში ფერგიუსონის დროსაც, ხო მეთანხმები. მარა ფერგიუსონი რისი ფერგიუსონია რო ეს პრობლემა არ გადაეჭრა? მითუმეტეს რო მისი შექმნილი და აღზრდილი გუნდია და მაგის შეცვლა არ გაუჭირდებოდა. ასევე იყო მოიესი ევერტონში თვითნ ჩამოაყალიბა გუნდი და ბოლოს თავისი სიტყვაც თქვა ევერტონმა დღეს. მოვიდა მანჩესტერში და რახდება, სხვისი აწყობილი გუნდია და რთულია თავიდანვე ასე სწრაფად გაიარო ადაპტაცია და შეეგუო გუნდს, როდესაც სულ სხვა ტალღაზეა. ჭრდება დრო ამ კაცს იმისთვის რო ან შეეგუოს ან მთლიანად შეცვალოს გუნდის სტილი. უმეტესობა გუნდიდან ან გასაშვებია ან სკამზეა დასაჯენი, მარა ვაღიაროთ რო განსაკუთრებული არავინ არ წამოვა იანვარში.

გასაგებია მანჩესტერია და არ ეკადრება ასეთი თამაში, მარა მოიესაც ხო უნდა გაუგო როგორც ადამიანი. იდეალური შემცვლელი ახლა ფერგიუსონისთვის ჩემი აზრით ვენგერი იქნებოდა და ვენგერის იუნაიტედში ხილვა მაინც ხოიცი არარეალური. სხვა მწვრთნელის შემთხვევაში კი დარწმუნებული ვარ იგივე მოხდებოდა ყველაფერი. დანარჩენი კი სტატიაშიც წერია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: Rosso Diavolo
8 დეკემბერი 2013 16:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვა ვა საღოლ ტო !!
0
№8
ავტორი: - LaNa Ts.....
8 დეკემბერი 2013 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ბრავო ავტორს!!! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვამაყობ, რომ თქვენნაირი საღად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ... მეც ვარ უკმაყოფილო გუშინდელი თამაშით, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია, რომ მანჩეს ზურგი ვაქციო... მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავიტრაბახებ დიდი ხანია ემუს ფანი ვარ-თქო!!! ერთი რამ კი უნდა ვაღიაროთ, ავტორმა ჩვენივე შეცდომები დაგვანახა, თქვენ თუ არა, მე პირადად ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს... ზედმეტად ვაკრიტიკებდით/ვაკრიტიკებთ მოიესს, არადა ყველამ ვიცით, რომ დრო სჭირდება გუნდისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და მეტოქეებთან ბრძოლაც მარტივი გვგონია... თან ეს მაშინ, როცა წელს ევერტონი იდეალურ ფოტმაშია და არც ნიუკასლია ცუდი გუნდი... არ ვიცი, ასეთი კარგი პოსტი მგონი არ დადებულა არცერთ საიტზე... იდეალურად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი... მოკლედ, სათქმელი თქვით ადმინ!! 3d_5 3d_5 თუმცა, კრიტიკაც საჭიროა, ოქროს შუალედია საპოვნი..!! რაც შეეხება მანჩეს, მწამს, რომ ყველაფერი მოგვარდება და მოიესიც, გუნდიც და ქომაგებიც გავუმართლებთ ერთმანეთს იმედებს!!! ვიცი, ვიცი, ვიცი, რომ 'წითელი ეშმაკები' მარტივად არ დანებდებიან!!! am love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: DaTo_O
8 დეკემბერი 2013 16:15
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
- LaNa Ts.....,
ეგრეა ლან ეგრე სამუდამოდ ''იუნაიტედი'' დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია ხომ გეუბნებოდი ამას სულ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№10
ავტორი: Berba 9
8 დეკემბერი 2013 16:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ლაშა შენ ამას გამწარებულ გულზე წერდი, თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ გუშინდელ მატჩში მე წაგებას არ ველოდი, 5-0საც არ ველოდი, თუმცა წაგება სამარცხვინოა ! კრიტიკა და თან ჯანსაღი მუდამ საჭიროა, მე და შენ კი არა შეიძლება ხვალ ფერგი გამოვიდეს და იმან გააკრიტიკოს მოიესი, თუმცა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოიესის წასვლას მოვითხოვთ. მაგრამ სეზონიც დამთავრდება და როგორც ფელაინისგან არ გამოვა არაფერი, ისე მოიესისგან არ გამოვა არაფერი, როგორ შეიძლება ოპტიმისტი იყო, როდესაც უკან ფერგი მოიტოვე:) მე პირადად არ მჯერა მოიესის წარმატებისა, 6 თვე გავიდა შენი თქმის არ იყოს და 3 ან 4 თამაშის გარდა გუნდი ვერ თამაშობს, ბურთი გაგვივიდა და ზაჰა გამოიყვანა, კაი ჯანდაბას გამოიყვანა, კაცმა ის ვერ შეძლო ფეხბურთელები გაშვებული გოლის მერე ცოტა მოძრაობაში მოეყვანა, გოლი გაგვივიდა და დავდექით, ვუცდიდით რას? არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ 2 წაგების შემდეგ, როგორ შეიძლება მოიესზე კარგად ილაპარაკო, კრიტიკა კიდევ ერთხელ გავიმეორებ საჭიროა, ვისაც არ გავაკრიტიკებდი ეს იყო ფერგი, რატომ ? იმიტომ, რომ მჯეროდა მისი, მოიესს რაში დავუჯერო, პოზიტიური არაფერი მოდის ამ მწვრთვნელისგან. სწორედ ჩემპიონები, რომ ჩაიბარა გუნდი იმაზე მაინც უნდა ეზრუნა, რომ ეხლა 9-ე ადგილზე არ ვყოფილიყავით:) 12 ქულის ამოქაჩვას ეხუმრები შენ ? ეგ კი არა 4-ე ადგილამდე 7 ქულა გვაკლია და არამგონია რაღაც სიტი დაგველოდოს, ან არსენალი, ან ჩელსი, ან თუნდაც ლივერპული !)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top