თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2013, 15:15
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2782,
კომენტარები: 35
5 კითხვა "იუნაიტედის" გულშემატკივარს
Moyes out თუ არა?
5 კითხვა
საერთოდ არ ვარ „იუნაიტედზე“ გაბრაზებული. მართლა. ვბრაზდები მსაჯებზე, ბედის ირონიაზე (უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მის არქონაზე), უვიცგულშემატკივრებზე, რომლებმაც სტადიონი დატოვეს მატჩის დასრულებამდე. ერთ სიტყვით, ყველაფერზე გარდა „იუნაიტედისა“.

რატომ?

ჰო, გასაგებია რომ რთულია ამდენი მარცხის ატანა, მაგრამ გუნდი ყველაფრის მიუხედავად, არ დასეირნობს მოედანზე, ართამაშობს მეორეხარისხოვან გუნდად და დიდი სურვილი აქვს, რომ კარგად ითამაშოს. ეს საშუალებას მაძლევს, რომ მშვიდად შევეგებო ამ სიტუაციას. მე მჯერა, რომ გუნდი განაახლებს თავის თამაშს და შედეგს. მჯერა გუნდის და მჯერა მწვრთნელის. ძალიან გასაკვირია, მაგრამ როდესაც წავიკითხე კომენტარები სხვადასხვა გვერდებზე და საიტებზე, დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებიც ამ სიტუაციას მშვიდად და ოპტიმისტურად შეჰყურებენ.

აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა. რამოდენიმე კითხვა.

თავიდანვე ვეუბნები და ვაფრთხილებ იმ ხალხს, რომლებსაც მოიესი ჩვეულებრივი „ფიზკულტურის“ მასწავლებელი ჰგონია და ერთსა და იგივეს იმეორებენ თუთიყუშივით კომენტარებში, არვაპირებ თქვენს უაზრო კომენტარების მოსმენას. შეგიძლიათ დატოვოთ საიტი. მოიშოროთ ეგ იარლიკი, რომელზეც იუნაიტედის გულშემატკივარი გაწერიათ და დაემშვიდობოთ ფეხბურთს სანამ მოიესი გუნდშია. ასევე სხვა გუნდის გულშემატკივრებსაც ვეტყვი რამოდენიმე ტკბილ სიტყვას. შეგიძლიათ ლანძღოთ და შეურაწყოფა აყენოთ „იუნაიტედს“, ეგ თქვენს ნამუსზეა, მაგრამ აქ მაგის უფლებას არ მოგცემთ! იმათ, ვინც გათიშა ტელევიზორი 70-ე წუთზე, ან უეცრად „ოლდ ტრაფორდზე“ იყო და მოედანი დატოვა, შეგირცხვათ გულშემატკივრობა. დღეიდან არცერთი თქვენთაგანი არ არის ღირსი იძახოს:"მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხარდამჭერივარ"–ო.

ახლა საქმეს შევუდგეთ. ხალხი, რომელიც აგრძელებს „იუნაიტედის“ გულშემატკივრობას, მაგრამ აქტიურად აკრიტიკებენ. ამიხსენით (სტატიის შემდეგ კომენტარებში):

1) როგორი დონის თამაშს ელოდით „იუნაიტედისაგან“ კონკრეტულად გუშინდელ მატჩში?

არიჩქაროთ და არ თქვათ „იდეალურ“ ან „საოცარ“ თამაშსო. გაიტვალისწინეთ, რომ ჩვენ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო ნოემბერში (ოთხიდან ოთხივე). ამასთან ერთად, გოლი არ გასვლია საკუთარ კარში არც „ჩელსის“ და არც „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. გაითვალისწინეთ, რომ „იუნაიტედს“ სერიოზული პრობლემები ჰქონდა შემადგენლობასთან. გაითვალისწინეთ, რომ „ნიუკასლი“ ჩაკეტილ თამაშს თამაშობდა და მათ კართან 100% მომენტის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ „იუნაიტედზე“ ძალიან დიდი ზეწოლა ხდება. ბოლო შედეგებმა, რომლებმაც დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ფეხბურთელებს, დაბადა უნდობლობა საკუთარ თავში და შიში იმისა, რომ შეცდომას დაუშვებენ მოედანზე. გაიხსენეთ ისიც, თუ როგორი არასასიამოვნო გუნდია „იუნაიტედისთვის“ „ნიუკასლი“. მინიმალური გამარჯვება 4-3 გასულ სეზონში და ფრე 1-1 2 წლის უკან.

თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე კი მე ვხედავ, რომ გინდოდათ 5-0 დამთავრებულიყო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, არა?

2)იმ გულშემატკივრებს ვინც გუნდს მინიმუმ 2 წელია გულშემატკივრობენ. მითხარით რა ჭირს თქვენს მეხსიერებას.

თქვენ აბსოლუტურად დაგავიწყდათ, როგორ თამაშობდა „მანჩესტერი“ ოლდ ტრაფორდზე გასულ სეზონში (ფერგიუსონის დროს). დაგავიწყდათ უსუსური მარცხი „ფულემთან“ 3-2, „ტოტენჰემთან“ 2-3, 2-1 „საუტგემტონთან“. „ვესტ ჰემი“ ინგლისის თასზე და „ნიუკასლი“ ლიგის თასზე. „მანჩესტერმა 10 აუტანელი მატჩი ჩაატარა, რომელიც მოიგო ან რეკაშეტით, ავტოგოლით ან გოლი, რომელიც სრულიად ცდებოდა ყველანაირ ლოგიკას. ის რომ „იუნაიტედი“ დამარცხდა „ევერტონთან“ და „ნიუკასლთან“, რა თქმა უნდა მოიესის და ფეხბურთელების ბრალია. მაგრამ მითხარით, „იუნაიტედმა“ არ გააკეთა საკმარისად იმდენი, იმისთვის რომ მატჩი მოეგო?

თქვენი ლაპარაკი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან იძახით რომ ფერგიუსონი დაბრუნდეს და ფერგიუსონის დროს ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ გაიხსენეთ წინა სეზონი, რომელშიც, მერწმუნეთ და ამაზე მეტი ჩავარდნები ჰქონდა გუნდს.


3)ახლა კითხვა იმათ, ვისაც მოესის დათხოვნას ითხოვს. მითხარით, თქვენ გიფიქრიათ მაინც რა შეიძლება მოჰყვეს მოიესის დათხოვნას?

კარგი, დავუშვათ ვაღიარებ იმას, რომ მოიესმა რამოდენიმე შეცდომა დაუშვა. არის ეს შემადგენლობის არასწორი შერჩევა თუ ცვლილებები თამაშის დროს.

მოიესი სწავლობს ამ შეცდომებზე. მოიესი ადაპტაციას გადის. მოიესი საკუთარ ფეხბურთელებს უკეთ ეცნობა. მოიესი ავტორიტეტს იძენს გუნდში. და ახლა, 6 თვის შემდეგ, რაც მოესმა მუშაობა დაიწყო და ახალი პროცესი წამოიწყო, ამბობთ რომ დავითხოვოთ? ახალი მწვრთნელი მოვიყვანოთ, რომელიც ყველაფერს ნულიდან დაიწყოს, რასაც მოიესი ნახევარი წელიწადია აკეტებს არა? თუ გგონიათ, რომ გუნდში გვარდიოლა ან ანჩელოტი მოგივათ, რომლებიც 25 თამაშს მოიგებენ ზედიზედ? თუ მართლა ასე ფიქრობთ და მაგრად მეცოდებით.


4) როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია „მანჩესტერის“ შემადგენლობა და რა პოზიციაზე უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია?

არმინდა შეურაწყოფა მივაყენო ან დავამცირო ჩემი გუნდის ღირსება, მითუმეტეს რო მოქმედი ჩემპიონია. მაგრამ უნდა ვაღიაროთ:მანჩესტერი ჩემპიონი ფერგიუსონის დროს იყო. ახლა ფერგიუსონი მანჩესტერის სათავეში აღარაა. სამაგიეროდ არი, უელბექი, ევანსი, ქლევერლი, ანდერსონი, ნანი და იანგი. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ გასულ სეზონში და ფეხბურთელები, რომლებიც არაჩვეულებრივად თამაშობდნენ ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. ფერგიუსონის დროს, რომელიც მათ ენდობოდა, ატარებდა ცალკე შეხვედრებს მათთან დასალაპარაკებლად და ამზადებდა თითოეული მატჩისთვის. ახლა სერ ალექსი აღარ ჰყავს გუნდს. ამაში მოიესის ბრალი არარი, რომ გუნდი ისე არ ენდობა მოიესს, როგორ ფერგიუსონს. ვინც არ უნდა მოსულიყო გუნდში ასეთი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა. ფერგიუსონის გენიალობაზე კი აქ ლაპარაკი სისულელეა.

თქვენ მართლა გგონიათ, რომ „მანჩესტერს“ გუნდი ჰყავს, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს? მაშინ პრემიერლიგის საიტზე შედით და დანარჩენი 19-ი გუნდის შემადგენლობას გადახედეთ.

5) ბოლო კითხვა, ზემოთ დასმული კითხვებიდან გამომდინარე. მითხარით, რა არის საჭირო, იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს?

თქვენ გაიძახით:“Moyes Out” , მაგრამ ვინ მოვიყვანოთ მოიესის ნაცვლად?

მეორე პოპულარობის მიხედვით ვარიანტი:“ ვიყიდოთ ფეხბურთელები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე“. კარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რამხელა თანხა იხარჯება საშუალო დონის ფეხბურთელზე. რომ დავივიწყოთ ფული საერთოდ. ვინ, თქვენი აზრით, ვინ წამოვა მანჩესტერში? ფაბრეგასი, რონალდუ თუ იბრაჰიმოვიჩი? არამგონია. მეტს გეტყვით. ეს სატრანსფერო ფანჯარა წარმატებული აღმოჩნდება თუ გუნდი რომელიმე წამყვან ფეხბურთელს არ დაკარგავს. ყოველი მატჩის შემდეგ გუნდში ცვლილებებს ითხოვთ, არ ეთანხმებით ფერგიუსონს მოიესთან დაკავშირებით (თქვენი ნებაა!), მაშინ მითხარით რაუნდა ვქნათ? ვიცი ნიჭი გაქვთ წუწუნის, მესმის თქვენი. მაგრამ შეეცადეთ განიხილოთ თემა, თუ როგორ დავამარცხოთ „შახტარი“. დღეს „იუნაიტედმა“ ათასობით გულშემატკივარი დაკარგა. გულშემატკივრები, რომლებიც ზურგით დაუდგნენ გუნდს მძიმე მომენტში. მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ. და როცა ყველაფერი დალაგდება, დარწმუნებული ვარ ორმაგად გავიხარებთ. იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ისევ Top-შია და იმისთვის რომ გუნდს ზურგი არ ვაქციეთ.
სტატიები
35 კომენტარი
№21
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 17:02
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Great M.U,
და რაფაელი რო ამდრო მკვდარი იყო მარჯვენა ფლანგზე არ ჯობდა ვალენსიას შემოყვანა? მეტი დასაბუთებული არგუმენტი რაგინდა რაც ზემოთ დავწერე კომენტარებში ვერ ვხვდები? მაგას გეუბნები მეც რო ისევ ფერგიუსონის ბაძავს და უნდა ფერგიუსონის სტილზე ათამაშოს გუნდი მარა ჯერ ვერ ხვდები და ამისთვის ჭირდება დრო რო გონს მოვიდეს და გათვისდეს გუნდში. ასათი სირი რო ოფიციალურ თვითერს გატეხავს და მოიეს აუთო რო დაწერს, ათასობით კაცი რო სტადიონს დატოვებს შუა თამაშისას როგორ უნდა იმოქმედოს მწვრთნელზე ამან? ნახევარი ტრიბუნა ცარიელი იყო 70-ე წუთზე და მერე მოიეს აჯვამენ ფეხბურთელი უმოტივაციოთ გამოდის მოედანზეო, როდესაც მოიესსაც არ გააჩნია არანაირი მოტივაცია. კარგი რა. ეს ერთი წელი უნდა დაცადდეს კაცი რო გუნდი თავის ნებაზე მომართოს არააქ მნიშვნელობა მეცხრეზე დაამთავრებს თუ მეოთხეზე ჩემპიონატს, მთავარია რო მოეწყოს გუნდს და მერე ვნახავთ, თუ არ გამოასწორებს და სხვა გაზა არ იქნება. იანვარში კი, ან საერთოდ ამ სეზონში მწვრთნელის შეცვლა უარესი იქნება როგორც მწვრNელის კარიერაზე ისე გუნდზეც თავისთავად :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№22
ავტორი: Berba 9
8 დეკემბერი 2013 17:08
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ViDa,
ევერტონში 11 წელი იყო მოიესიო და თავის ნებაზე ჰქონდა ყველაფერიო, იქაურობას იყო შეჩვეულიო და ევერტონი მოიესთან ერთად იყო მაგარიო, აგერ მეგობარი გვეუბნება:))) მოიესი წავიდა ევერტონიდან და მოვიდა მარტინესი, რომელმაც უიგანი ვერ დატოვა პრემიერ ლიგაში, მე მიჩნდება კითხვა, ევერტონი ჩვენზე წინ რატომ არის, კერძოდ მეხუთეზე და რატომ ამ გუნდშ არ მოხდა შეუჩვევლობა მწვრთვნელის და რატომ მას არ დაჭირდა დრო, რომ აეთამაშებინა ევერტონი, გუნდმა რომელმაც ფელაინი დაკარგა და ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედი გაამწარა, გაამწარა ჩელსი და ასე შემდეგ:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№23
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 17:10
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Great M.U,
იგივე კითხვა შენ, იუგანში რა გააკეთა მარტინესმა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№24
ავტორი: Berba 9
8 დეკემბერი 2013 17:16
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ViDa,

ვერაფერი, მაგრამ უყურე, უიგანს არცერთი ძირითადის მოთამაშე არ გაუყიდია, გარდა მაკარტისა და მარტინესის გარეშე 14-ე ადგილზე არიან ჩემპიონშიპში, თამაშებს ვეღარ იგებენ:)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№25
ავტორი: Manchester_M
8 დეკემბერი 2013 17:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: ΨFletcher,Wr,SAFΨ
tavs dzalian bednier adamian vtvli rom manchesteris gulshematkivari var da rac ar unda moxdes me sicocxlis bolomde unitedis gulashematkivari viqnebi. moiess ki yoveltvis vcen pativs da exla aranaklebad miyvars vidre fergi imito ro moiesi fergis archeulia. dro unda..

+1

მაგარი მჯერა რომ მოიესი წელს თუ არა მომავალ წელს მაინც იტყვის სათქმელს და არც უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე რო გავუშვათ თუ არა.
0
№26
ავტორი: zatara
8 დეკემბერი 2013 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ViDa,

დალევა მინდა derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№27
ავტორი: Zizou
8 დეკემბერი 2013 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ვულოცავ საკუთარ თავს, კიდევ ერთხელ ასეთ რამეს დავწერ და ბანს მივიღებ <3
0
№28
ავტორი: love united
8 დეკემბერი 2013 18:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მე-5 კითხვის შენივე პასუხში არ დაგეთანხმები...რონალდოს,მესის იბრაჰიმოვიჩს არავინ ითხოვს...უბრალოდ გვინდა ისეთი ბიჭები,რომლებსაც შეიძლება გრძელვადიანი პროექტები ვუწოდოთ,ამავდროულად იყვნენ ჩამოყალიბებული ფეხბურთელები..მაგალითად როისი...კარგი შეთავაზების შემთხვევაში არ დათანხმდება იუნაიტედში თამაშს?მგონი კი.და მთავარი მიზანი ფეხბურთელების შენარჩუნება არამგონია იყოს.ვინმე არის ისეთი გუნდში,ვისაც არ უნდოდეს მანჩესტერში თამაში?.ესეც არამგონია..და თუ არ უნდათ წავიდნენ,არავის ძალით გაჩერება არ ჭირდება ასეთ გუნდს..

ყოჩაღ,კარგი სტატიაა,მომეწონა..
0
№29
ავტორი: N10
8 დეკემბერი 2013 22:13
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
1. როგორი დონის თამაშს ელოდით „იუნაიტედისაგან“ კონკრეტულად გუშინდელ მატჩში?
მე ვფიქრობდი რომ მოვიგებდით, რადგან გამარჯვება გვჭირდებოდა და თანაც გუნდი სახლში თამაშობდა.

4) როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია „მანჩესტერის“ შემადგენლობა და რა პოზიციაზე უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია?
ვფიქრობ, რომ მანჩესტერს არ ჭირდება, თავდასხმაში გაძლიერება, მაგარამ ნახევარდაცვა ფლანგებს არაუშავთ შუაში ძალიან ცუდად მუშაობენ ეს კი ბურთის ფლობაზეც აისახება ხოლმე ხშირად, 4 თხეეულში უნდა შევიდეთ ალბათ ამ შემადგენლობით.
5) ბოლო კითხვა, ზემოთ დასმული კითხვებიდან გამომდინარე. მითხარით, რა არის საჭირო, იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს?
ვფიქრობ ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს გულშემატკივარმა მხარი
დიდი ძალით უნდა დაუჭიროს მოიესს და მთლიანად გუნდს, რადგან ამ მომენტში მხარდაჭერა გუნდს ნამდვილად აკლია, ასევე არ გვაწყენდა ნახევარდაცვის ცენტრში გაძლიერება იმიტომ,რომ ანდერსონი და ქლევერლი ნამდვილად არ არიან კარგები.
0
№30
ავტორი: LizarD
8 დეკემბერი 2013 22:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ყველაფერი წავიკითხე, ჩემ აზრს დავაფიქსირებ.... კრიტიკა საჭიროა, მაგრამ არა ისეთი როგოორსაც გულშემატკივრების 70-80% ეწევა. გასაგებად რომ ავხსნა, წარმოიდგინეთ თქვენ ხართ მექანიკოსი რომელიც საათებს აკეთებს საკმაოდ კარგადაც და უცბად თქვენ წაგიყვანეს მანქანების სახელოსნოში სადაც უნდა დაიწოთ მუშაობა... მემგონი ვერაფერს გააკეთებთ იქამდე სანამ ახალ სისტემას არ შეისწავლით ხო? იგივე ხდება აქაც. მოიესი კარგი მწვრთნელია და დრო სჭირდება რომ ისწავლოს გუნდი...
როდესაც პრეტენზია გაქვთ ადგილზე პრემიერ ლიგაში, იგივე რატომ უნდა იყოს ევერტონი ჩვენზე წინ? მე გეტყვით რატომ... გუნდს წინა სეზონშიც საკმაოდ თვალსაჩინო პრობლემები ქონდა სქუადთან დაკავშირებით, რომლის აღმოფხვრასაც ფერგიუსონი ახერხებდა იმიტომ რომ იცოდა ყველაფერი რაც მანჩესტერს ეხებოდა, ის ხომ მისი შექმნილია!? ახლა გვყავს გაუარესებული სქუადი და მოიესი რომელიც ჯერ ვერ გაერკვა საჩემპიონო გუნდში ბოლომდე. დავუმატოთ ამას ის რომ ყველა, აბსოლიუტურად ყველა პრემიერ ლიგის გუნდი გაძლიერდა. ჩამოთვლას არ დავიწყებ, უბრალოდ თუ გაინტერესებთ აი ინფორმაცია ტრანსფერების შესახებ. მანჩესტერს კი მხოლოდ ფელაინი ყავს ნაყიდი. ჩემი აზრით ძალიან კარგი ფეხბურთელია, ზუსტად ისეთი როგორიც მანჩესტერს ჭირდება, შეუძლია შეტევის ორგანიზება და საყრდენობაც, მაგრამ ამ ტრანსფერმა ვერ გაამართლა... ყველას თავისი აზრი აქვს და ჩემი კომენტარით არამგონია უცბად შეიცვალონ ის, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ გულშემატკივარი თუ ხარ მანჩესტერი სულ ქვედა ლიგაში რომ გადავიდეს, ბოლომდე უნდა მიყვე და ამის არც უნდა გრცხვენოდეს ან გიტყდებოდეს, იუნაიტედი ის გუნდია სადაც ოცნებები ცოცხლობს და ხშირად ახდენენ "ოცნებების ტეატრში" ფეხბურთელები სასწაულების შემოთავაზებას... ჩემთვის, როგორც მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრისთვის ერთი სეზონი არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ეს დროის ამბავია. მე უბრალოდ მჯერა რომ იუნაიტედი ყველაფერს გამოასწორებს, უბრალოდ იმიტომ რომ ის იუნაიტედია და ამით ყველაფერი დამთავრებულია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top