თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2013, 15:15
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2782,
კომენტარები: 35
5 კითხვა "იუნაიტედის" გულშემატკივარს
Moyes out თუ არა?
5 კითხვა
საერთოდ არ ვარ „იუნაიტედზე“ გაბრაზებული. მართლა. ვბრაზდები მსაჯებზე, ბედის ირონიაზე (უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მის არქონაზე), უვიცგულშემატკივრებზე, რომლებმაც სტადიონი დატოვეს მატჩის დასრულებამდე. ერთ სიტყვით, ყველაფერზე გარდა „იუნაიტედისა“.

რატომ?

ჰო, გასაგებია რომ რთულია ამდენი მარცხის ატანა, მაგრამ გუნდი ყველაფრის მიუხედავად, არ დასეირნობს მოედანზე, ართამაშობს მეორეხარისხოვან გუნდად და დიდი სურვილი აქვს, რომ კარგად ითამაშოს. ეს საშუალებას მაძლევს, რომ მშვიდად შევეგებო ამ სიტუაციას. მე მჯერა, რომ გუნდი განაახლებს თავის თამაშს და შედეგს. მჯერა გუნდის და მჯერა მწვრთნელის. ძალიან გასაკვირია, მაგრამ როდესაც წავიკითხე კომენტარები სხვადასხვა გვერდებზე და საიტებზე, დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებიც ამ სიტუაციას მშვიდად და ოპტიმისტურად შეჰყურებენ.

აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა. რამოდენიმე კითხვა.

თავიდანვე ვეუბნები და ვაფრთხილებ იმ ხალხს, რომლებსაც მოიესი ჩვეულებრივი „ფიზკულტურის“ მასწავლებელი ჰგონია და ერთსა და იგივეს იმეორებენ თუთიყუშივით კომენტარებში, არვაპირებ თქვენს უაზრო კომენტარების მოსმენას. შეგიძლიათ დატოვოთ საიტი. მოიშოროთ ეგ იარლიკი, რომელზეც იუნაიტედის გულშემატკივარი გაწერიათ და დაემშვიდობოთ ფეხბურთს სანამ მოიესი გუნდშია. ასევე სხვა გუნდის გულშემატკივრებსაც ვეტყვი რამოდენიმე ტკბილ სიტყვას. შეგიძლიათ ლანძღოთ და შეურაწყოფა აყენოთ „იუნაიტედს“, ეგ თქვენს ნამუსზეა, მაგრამ აქ მაგის უფლებას არ მოგცემთ! იმათ, ვინც გათიშა ტელევიზორი 70-ე წუთზე, ან უეცრად „ოლდ ტრაფორდზე“ იყო და მოედანი დატოვა, შეგირცხვათ გულშემატკივრობა. დღეიდან არცერთი თქვენთაგანი არ არის ღირსი იძახოს:"მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხარდამჭერივარ"–ო.

ახლა საქმეს შევუდგეთ. ხალხი, რომელიც აგრძელებს „იუნაიტედის“ გულშემატკივრობას, მაგრამ აქტიურად აკრიტიკებენ. ამიხსენით (სტატიის შემდეგ კომენტარებში):

1) როგორი დონის თამაშს ელოდით „იუნაიტედისაგან“ კონკრეტულად გუშინდელ მატჩში?

არიჩქაროთ და არ თქვათ „იდეალურ“ ან „საოცარ“ თამაშსო. გაიტვალისწინეთ, რომ ჩვენ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო ნოემბერში (ოთხიდან ოთხივე). ამასთან ერთად, გოლი არ გასვლია საკუთარ კარში არც „ჩელსის“ და არც „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. გაითვალისწინეთ, რომ „იუნაიტედს“ სერიოზული პრობლემები ჰქონდა შემადგენლობასთან. გაითვალისწინეთ, რომ „ნიუკასლი“ ჩაკეტილ თამაშს თამაშობდა და მათ კართან 100% მომენტის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ „იუნაიტედზე“ ძალიან დიდი ზეწოლა ხდება. ბოლო შედეგებმა, რომლებმაც დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ფეხბურთელებს, დაბადა უნდობლობა საკუთარ თავში და შიში იმისა, რომ შეცდომას დაუშვებენ მოედანზე. გაიხსენეთ ისიც, თუ როგორი არასასიამოვნო გუნდია „იუნაიტედისთვის“ „ნიუკასლი“. მინიმალური გამარჯვება 4-3 გასულ სეზონში და ფრე 1-1 2 წლის უკან.

თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე კი მე ვხედავ, რომ გინდოდათ 5-0 დამთავრებულიყო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, არა?

2)იმ გულშემატკივრებს ვინც გუნდს მინიმუმ 2 წელია გულშემატკივრობენ. მითხარით რა ჭირს თქვენს მეხსიერებას.

თქვენ აბსოლუტურად დაგავიწყდათ, როგორ თამაშობდა „მანჩესტერი“ ოლდ ტრაფორდზე გასულ სეზონში (ფერგიუსონის დროს). დაგავიწყდათ უსუსური მარცხი „ფულემთან“ 3-2, „ტოტენჰემთან“ 2-3, 2-1 „საუტგემტონთან“. „ვესტ ჰემი“ ინგლისის თასზე და „ნიუკასლი“ ლიგის თასზე. „მანჩესტერმა 10 აუტანელი მატჩი ჩაატარა, რომელიც მოიგო ან რეკაშეტით, ავტოგოლით ან გოლი, რომელიც სრულიად ცდებოდა ყველანაირ ლოგიკას. ის რომ „იუნაიტედი“ დამარცხდა „ევერტონთან“ და „ნიუკასლთან“, რა თქმა უნდა მოიესის და ფეხბურთელების ბრალია. მაგრამ მითხარით, „იუნაიტედმა“ არ გააკეთა საკმარისად იმდენი, იმისთვის რომ მატჩი მოეგო?

თქვენი ლაპარაკი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან იძახით რომ ფერგიუსონი დაბრუნდეს და ფერგიუსონის დროს ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ გაიხსენეთ წინა სეზონი, რომელშიც, მერწმუნეთ და ამაზე მეტი ჩავარდნები ჰქონდა გუნდს.


3)ახლა კითხვა იმათ, ვისაც მოესის დათხოვნას ითხოვს. მითხარით, თქვენ გიფიქრიათ მაინც რა შეიძლება მოჰყვეს მოიესის დათხოვნას?

კარგი, დავუშვათ ვაღიარებ იმას, რომ მოიესმა რამოდენიმე შეცდომა დაუშვა. არის ეს შემადგენლობის არასწორი შერჩევა თუ ცვლილებები თამაშის დროს.

მოიესი სწავლობს ამ შეცდომებზე. მოიესი ადაპტაციას გადის. მოიესი საკუთარ ფეხბურთელებს უკეთ ეცნობა. მოიესი ავტორიტეტს იძენს გუნდში. და ახლა, 6 თვის შემდეგ, რაც მოესმა მუშაობა დაიწყო და ახალი პროცესი წამოიწყო, ამბობთ რომ დავითხოვოთ? ახალი მწვრთნელი მოვიყვანოთ, რომელიც ყველაფერს ნულიდან დაიწყოს, რასაც მოიესი ნახევარი წელიწადია აკეტებს არა? თუ გგონიათ, რომ გუნდში გვარდიოლა ან ანჩელოტი მოგივათ, რომლებიც 25 თამაშს მოიგებენ ზედიზედ? თუ მართლა ასე ფიქრობთ და მაგრად მეცოდებით.


4) როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია „მანჩესტერის“ შემადგენლობა და რა პოზიციაზე უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია?

არმინდა შეურაწყოფა მივაყენო ან დავამცირო ჩემი გუნდის ღირსება, მითუმეტეს რო მოქმედი ჩემპიონია. მაგრამ უნდა ვაღიაროთ:მანჩესტერი ჩემპიონი ფერგიუსონის დროს იყო. ახლა ფერგიუსონი მანჩესტერის სათავეში აღარაა. სამაგიეროდ არი, უელბექი, ევანსი, ქლევერლი, ანდერსონი, ნანი და იანგი. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ გასულ სეზონში და ფეხბურთელები, რომლებიც არაჩვეულებრივად თამაშობდნენ ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. ფერგიუსონის დროს, რომელიც მათ ენდობოდა, ატარებდა ცალკე შეხვედრებს მათთან დასალაპარაკებლად და ამზადებდა თითოეული მატჩისთვის. ახლა სერ ალექსი აღარ ჰყავს გუნდს. ამაში მოიესის ბრალი არარი, რომ გუნდი ისე არ ენდობა მოიესს, როგორ ფერგიუსონს. ვინც არ უნდა მოსულიყო გუნდში ასეთი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა. ფერგიუსონის გენიალობაზე კი აქ ლაპარაკი სისულელეა.

თქვენ მართლა გგონიათ, რომ „მანჩესტერს“ გუნდი ჰყავს, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს? მაშინ პრემიერლიგის საიტზე შედით და დანარჩენი 19-ი გუნდის შემადგენლობას გადახედეთ.

5) ბოლო კითხვა, ზემოთ დასმული კითხვებიდან გამომდინარე. მითხარით, რა არის საჭირო, იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს?

თქვენ გაიძახით:“Moyes Out” , მაგრამ ვინ მოვიყვანოთ მოიესის ნაცვლად?

მეორე პოპულარობის მიხედვით ვარიანტი:“ ვიყიდოთ ფეხბურთელები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე“. კარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რამხელა თანხა იხარჯება საშუალო დონის ფეხბურთელზე. რომ დავივიწყოთ ფული საერთოდ. ვინ, თქვენი აზრით, ვინ წამოვა მანჩესტერში? ფაბრეგასი, რონალდუ თუ იბრაჰიმოვიჩი? არამგონია. მეტს გეტყვით. ეს სატრანსფერო ფანჯარა წარმატებული აღმოჩნდება თუ გუნდი რომელიმე წამყვან ფეხბურთელს არ დაკარგავს. ყოველი მატჩის შემდეგ გუნდში ცვლილებებს ითხოვთ, არ ეთანხმებით ფერგიუსონს მოიესთან დაკავშირებით (თქვენი ნებაა!), მაშინ მითხარით რაუნდა ვქნათ? ვიცი ნიჭი გაქვთ წუწუნის, მესმის თქვენი. მაგრამ შეეცადეთ განიხილოთ თემა, თუ როგორ დავამარცხოთ „შახტარი“. დღეს „იუნაიტედმა“ ათასობით გულშემატკივარი დაკარგა. გულშემატკივრები, რომლებიც ზურგით დაუდგნენ გუნდს მძიმე მომენტში. მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ. და როცა ყველაფერი დალაგდება, დარწმუნებული ვარ ორმაგად გავიხარებთ. იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ისევ Top-შია და იმისთვის რომ გუნდს ზურგი არ ვაქციეთ.
სტატიები
35 კომენტარი
№31
ავტორი: mindo_96
9 დეკემბერი 2013 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
ჩვენ გვინდა რომ მოიესმა აქიდანაც იმას ქნას და იქიდანაც ამას ქნას wink wink სეზონის ბოლომდე უნდა დავაცადოდ და რატომ გგონიათ რომ ან გვარდიოლა არ წამოვიდოდა ან მაურინიო ფერგის სიტყვაზე იყო დამოკიდებული
0
№32
ავტორი: salier1
9 დეკემბერი 2013 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
1. საშვალოზე მაღალი დონის თამაშს ველოდები იუნაიტედისგან ყოველთვის, მითუმეტეს სახლში, ანგარიშს არ აქვს მნიშვნელობა, პრემიერლიგაში შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშო და მაინც წააგო.

2.მანჩესტერს 98 წლიდან ვბალეშიკობ. შარშან ამ დროს უმეტესობას
ტრეპლის იმედი გვქონდა.

3. ეს კითხვა მე არ მეხება, ყოველშემთხვევაში სეზონის ბოლომდე.

4. ჩემი აზრით ჩვენი შემადგენლობა ლივერპულისას ჯობია, მაგაზე დავა შეიძლება.

5. ვერ დაგეთანხმები იმაში რო მანჩესტერმა გულშემატკივარი დაკარგა, ვისაც მანჩესტერის მაიკა აქვს ყველა გულშემატკივარი არარის, არის ხალხი ვინც ლამაზ თამაშს გულშემატკივრობს და როცა თამაში არ მოსწონს სტადიონს ტოვებს. სადაც ვარსკვლავები პსჟეში და მონაკოში მიდიან ჩვენთანაც წამოვლენ მეტ ფულს თუ დავხაჯავთ, ფული კი რეალზე ნაკლები არ გვაქვს.
0
№33
ავტორი: BERDI
9 დეკემბერი 2013 01:38
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ძალიან მაგარია საღოლ.
კითხვებს რაც შეეხება.
1) არ ველოდებოდი მანჩესტერისგან კარგ თამაშს იმიტომ, რომ ვიცოდი წამყვანი ფეხბურთელები აკლდა, განსაკუთრებით რუნი და კერიკი, როგორც ყველას მეც მინდოდა მოეგო მანჩესტერს, მაგრამ ბოლო პერიოდიდან გამომდინარე იმასაც ვხვდებოდი რო შანსები 90%/10% არ იყო. რაც არ უნდა საწყენი იყოს 50/50 ზე იყო მოგება ა რმოგების შანსი შეიძლება უფრო ნაკლებიც.
2)იმედია ყველა ხვდება რო ბაბუ აღარ დაბრუნდება და ამას უნდა შევეგუოთ, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელები არ არიან შეთამაშებული ახალი ტაქტიკით და ხანდახან მგოია რო მოიესსაც არ ემორჩილებიან.
3)მოიეს რაც შეეხება შეიძლება ბევრ შეცდომებს უშვებს მაგრამ მან არ უნდა დატოვოს იუნაიტედი მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა ვაცადოთ. გუნდმა ეხლა რო გამოიცვალოს მწვრთნელი გვექნება საზიზღაარი შედეგი გუნდი ზე კრიზიში იქნება.
4)შემადგენლობას რაც შეეხება ძლიერი შემადგენლობაა მაგრამ, ფეხბურთელებს სჭირდებ რამდენიმე მატჩში ზედიზედ მიიღOნ მონაილეობა ამ შემადგენლობას შეუძლია გახდეს ჩემპიონები და ეს მოიესმა უნდა გამოიყენოს. წელს მანჩესტერი კრიზიშია იმედია მალე ამოვალთ აქედან და ადგილი სავარაუდოდ 4 ადგილი შესანიშნავი იქენება ყოველ შემთხვევაში ჯერ ესე ვფიქრობ.
5)პრობლემების მოსაგვარებლად როგოც მე მჯერა აუცილებელია კარგი ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის მწვრთნელმაც უნდა ისწავლოს რაღაც მაინც ფეხბურთელებისგან და უნდა დაუჯერონ ერთმანეთს. მნიშვნელოვანია გულშემატკივრები ოღონდ არა ისეთები როგორიც ეხლა ვნახეთ ოლდ ტრაფორდზე თამაშის მიწურული არ იყო უკვე მოედანს ტოვებდნენ. ჯერ ეს უნდა მოგვარდეს და შემდეგ აეწყობა ყველაფერი. მანჩესტერის გულშემატკივრებს კიდე ეგეთი ქცევა არ ეკადრებათ.

VIDA კიდევ ერთხელ საღოლ ძმაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№34
ავტორი: tupaca
9 დეკემბერი 2013 04:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
1 kitxvis pasuxi : ratqmaunda shemtev pexburts Da ara ukbilo partxals bolo bolo cvlilebebi unda gaekeyebina adre Da valensia dziritadshi unda yopiliyo, am kontigentit uketesad sheidzleba shetevaze piqri vidre dacvashi jdoma 2 kitxva:eg samive tamashi nanaxi maqvs Da elementarulad shenc shexede samiveshi golia gatanili Da totenxemtan vapshe mosagebi tamashi iyo 3 tamashshi 5 goliii 3 kitxva: guardiola Da anchelotis iluzia arc gvaq magram Roy Keane upro mrisxane manchesters sheqmnida 4 kitxva: minimum 4 adgilze Da lidertan sxvaoba 5 qula unda iyos amis gaketebas marto Rooney van persies duetit shedzlebda normaluri mwvrtneli 19ve gundis sastavi vici Da shen gadaxede liverpulis Da evertonis sastavs 5 kitxva: mwvrtnels rac sheexeba mamchesters avtoriteti chirdeba tundac igive chems mier naxsenebi Roy Keane Da ara vigac soplis gundis trenerl, Keane imito vtqbi ro exla mgoni tavisupalia tore ise bevri magari specialisti gamoiqceoda Rom moewviat, rac sheexeba transperebs marlko roisi arda turani tundac niukaslidan iohan. Cabaye romel erti chamovtvalo karoche gleizerebis bralia yvelaperI magati jishi M...... P.s me mudam manchesteris pani viqnebi tundac premierligidan ro gavardes.... Pexburtelebi wavlen Da movlen saxeli ki mudam darcheba MANCHESTER UNITED forever
0
№35
ავტორი: Macklemore
9 დეკემბერი 2013 13:20
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: Great M.U
ViDa,
ევერტონში 11 წელი იყო მოიესიო და თავის ნებაზე ჰქონდა ყველაფერიო, იქაურობას იყო შეჩვეულიო და ევერტონი მოიესთან ერთად იყო მაგარიო, აგერ მეგობარი გვეუბნება:))) მოიესი წავიდა ევერტონიდან და მოვიდა მარტინესი, რომელმაც უიგანი ვერ დატოვა პრემიერ ლიგაში, მე მიჩნდება კითხვა, ევერტონი ჩვენზე წინ რატომ არის, კერძოდ მეხუთეზე და რატომ ამ გუნდშ არ მოხდა შეუჩვევლობა მწვრთვნელის და რატომ მას არ დაჭირდა დრო, რომ აეთამაშებინა ევერტონი, გუნდმა რომელმაც ფელაინი დაკარგა და ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედი გაამწარა, გაამწარა ჩელსი და ასე შემდეგ:)

მარტინესს არავინ თხოვდა ჩემპიონობას და ოთხეულს და მაგიტო, ზეწოლა შენი აზრით არაფერი არ არის? ფსიქოლოგიური მომენტები არ არსებობს? 26 წელი რო 1 ადამიანი მართავს დიდი წარმატებით და სტაბილურობით, მერე შენ მიდიხარ, შენი აზრით არანაირი ფსიქოლოგიური მომენტი არაა მაგ დროს? მარტინესს დასაკარგი არაფერი ქონდა და უფრო თავისუფლად მოღვაწეობს ევერტონში, ეგაა განსხვავება!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top