თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2013, 15:15
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2782,
კომენტარები: 35
5 კითხვა "იუნაიტედის" გულშემატკივარს
Moyes out თუ არა?
5 კითხვა
საერთოდ არ ვარ „იუნაიტედზე“ გაბრაზებული. მართლა. ვბრაზდები მსაჯებზე, ბედის ირონიაზე (უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მის არქონაზე), უვიცგულშემატკივრებზე, რომლებმაც სტადიონი დატოვეს მატჩის დასრულებამდე. ერთ სიტყვით, ყველაფერზე გარდა „იუნაიტედისა“.

რატომ?

ჰო, გასაგებია რომ რთულია ამდენი მარცხის ატანა, მაგრამ გუნდი ყველაფრის მიუხედავად, არ დასეირნობს მოედანზე, ართამაშობს მეორეხარისხოვან გუნდად და დიდი სურვილი აქვს, რომ კარგად ითამაშოს. ეს საშუალებას მაძლევს, რომ მშვიდად შევეგებო ამ სიტუაციას. მე მჯერა, რომ გუნდი განაახლებს თავის თამაშს და შედეგს. მჯერა გუნდის და მჯერა მწვრთნელის. ძალიან გასაკვირია, მაგრამ როდესაც წავიკითხე კომენტარები სხვადასხვა გვერდებზე და საიტებზე, დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ერთეულები არიან, რომლებიც ამ სიტუაციას მშვიდად და ოპტიმისტურად შეჰყურებენ.

აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა. რამოდენიმე კითხვა.

თავიდანვე ვეუბნები და ვაფრთხილებ იმ ხალხს, რომლებსაც მოიესი ჩვეულებრივი „ფიზკულტურის“ მასწავლებელი ჰგონია და ერთსა და იგივეს იმეორებენ თუთიყუშივით კომენტარებში, არვაპირებ თქვენს უაზრო კომენტარების მოსმენას. შეგიძლიათ დატოვოთ საიტი. მოიშოროთ ეგ იარლიკი, რომელზეც იუნაიტედის გულშემატკივარი გაწერიათ და დაემშვიდობოთ ფეხბურთს სანამ მოიესი გუნდშია. ასევე სხვა გუნდის გულშემატკივრებსაც ვეტყვი რამოდენიმე ტკბილ სიტყვას. შეგიძლიათ ლანძღოთ და შეურაწყოფა აყენოთ „იუნაიტედს“, ეგ თქვენს ნამუსზეა, მაგრამ აქ მაგის უფლებას არ მოგცემთ! იმათ, ვინც გათიშა ტელევიზორი 70-ე წუთზე, ან უეცრად „ოლდ ტრაფორდზე“ იყო და მოედანი დატოვა, შეგირცხვათ გულშემატკივრობა. დღეიდან არცერთი თქვენთაგანი არ არის ღირსი იძახოს:"მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხარდამჭერივარ"–ო.

ახლა საქმეს შევუდგეთ. ხალხი, რომელიც აგრძელებს „იუნაიტედის“ გულშემატკივრობას, მაგრამ აქტიურად აკრიტიკებენ. ამიხსენით (სტატიის შემდეგ კომენტარებში):

1) როგორი დონის თამაშს ელოდით „იუნაიტედისაგან“ კონკრეტულად გუშინდელ მატჩში?

არიჩქაროთ და არ თქვათ „იდეალურ“ ან „საოცარ“ თამაშსო. გაიტვალისწინეთ, რომ ჩვენ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო ნოემბერში (ოთხიდან ოთხივე). ამასთან ერთად, გოლი არ გასვლია საკუთარ კარში არც „ჩელსის“ და არც „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. გაითვალისწინეთ, რომ „იუნაიტედს“ სერიოზული პრობლემები ჰქონდა შემადგენლობასთან. გაითვალისწინეთ, რომ „ნიუკასლი“ ჩაკეტილ თამაშს თამაშობდა და მათ კართან 100% მომენტის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ „იუნაიტედზე“ ძალიან დიდი ზეწოლა ხდება. ბოლო შედეგებმა, რომლებმაც დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ფეხბურთელებს, დაბადა უნდობლობა საკუთარ თავში და შიში იმისა, რომ შეცდომას დაუშვებენ მოედანზე. გაიხსენეთ ისიც, თუ როგორი არასასიამოვნო გუნდია „იუნაიტედისთვის“ „ნიუკასლი“. მინიმალური გამარჯვება 4-3 გასულ სეზონში და ფრე 1-1 2 წლის უკან.

თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე კი მე ვხედავ, რომ გინდოდათ 5-0 დამთავრებულიყო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, არა?

2)იმ გულშემატკივრებს ვინც გუნდს მინიმუმ 2 წელია გულშემატკივრობენ. მითხარით რა ჭირს თქვენს მეხსიერებას.

თქვენ აბსოლუტურად დაგავიწყდათ, როგორ თამაშობდა „მანჩესტერი“ ოლდ ტრაფორდზე გასულ სეზონში (ფერგიუსონის დროს). დაგავიწყდათ უსუსური მარცხი „ფულემთან“ 3-2, „ტოტენჰემთან“ 2-3, 2-1 „საუტგემტონთან“. „ვესტ ჰემი“ ინგლისის თასზე და „ნიუკასლი“ ლიგის თასზე. „მანჩესტერმა 10 აუტანელი მატჩი ჩაატარა, რომელიც მოიგო ან რეკაშეტით, ავტოგოლით ან გოლი, რომელიც სრულიად ცდებოდა ყველანაირ ლოგიკას. ის რომ „იუნაიტედი“ დამარცხდა „ევერტონთან“ და „ნიუკასლთან“, რა თქმა უნდა მოიესის და ფეხბურთელების ბრალია. მაგრამ მითხარით, „იუნაიტედმა“ არ გააკეთა საკმარისად იმდენი, იმისთვის რომ მატჩი მოეგო?

თქვენი ლაპარაკი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან იძახით რომ ფერგიუსონი დაბრუნდეს და ფერგიუსონის დროს ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ გაიხსენეთ წინა სეზონი, რომელშიც, მერწმუნეთ და ამაზე მეტი ჩავარდნები ჰქონდა გუნდს.


3)ახლა კითხვა იმათ, ვისაც მოესის დათხოვნას ითხოვს. მითხარით, თქვენ გიფიქრიათ მაინც რა შეიძლება მოჰყვეს მოიესის დათხოვნას?

კარგი, დავუშვათ ვაღიარებ იმას, რომ მოიესმა რამოდენიმე შეცდომა დაუშვა. არის ეს შემადგენლობის არასწორი შერჩევა თუ ცვლილებები თამაშის დროს.

მოიესი სწავლობს ამ შეცდომებზე. მოიესი ადაპტაციას გადის. მოიესი საკუთარ ფეხბურთელებს უკეთ ეცნობა. მოიესი ავტორიტეტს იძენს გუნდში. და ახლა, 6 თვის შემდეგ, რაც მოესმა მუშაობა დაიწყო და ახალი პროცესი წამოიწყო, ამბობთ რომ დავითხოვოთ? ახალი მწვრთნელი მოვიყვანოთ, რომელიც ყველაფერს ნულიდან დაიწყოს, რასაც მოიესი ნახევარი წელიწადია აკეტებს არა? თუ გგონიათ, რომ გუნდში გვარდიოლა ან ანჩელოტი მოგივათ, რომლებიც 25 თამაშს მოიგებენ ზედიზედ? თუ მართლა ასე ფიქრობთ და მაგრად მეცოდებით.


4) როგორ ფიქრობთ, რამდენად ძლიერია „მანჩესტერის“ შემადგენლობა და რა პოზიციაზე უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია?

არმინდა შეურაწყოფა მივაყენო ან დავამცირო ჩემი გუნდის ღირსება, მითუმეტეს რო მოქმედი ჩემპიონია. მაგრამ უნდა ვაღიაროთ:მანჩესტერი ჩემპიონი ფერგიუსონის დროს იყო. ახლა ფერგიუსონი მანჩესტერის სათავეში აღარაა. სამაგიეროდ არი, უელბექი, ევანსი, ქლევერლი, ანდერსონი, ნანი და იანგი. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ გასულ სეზონში და ფეხბურთელები, რომლებიც არაჩვეულებრივად თამაშობდნენ ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. ფერგიუსონის დროს, რომელიც მათ ენდობოდა, ატარებდა ცალკე შეხვედრებს მათთან დასალაპარაკებლად და ამზადებდა თითოეული მატჩისთვის. ახლა სერ ალექსი აღარ ჰყავს გუნდს. ამაში მოიესის ბრალი არარი, რომ გუნდი ისე არ ენდობა მოიესს, როგორ ფერგიუსონს. ვინც არ უნდა მოსულიყო გუნდში ასეთი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა. ფერგიუსონის გენიალობაზე კი აქ ლაპარაკი სისულელეა.

თქვენ მართლა გგონიათ, რომ „მანჩესტერს“ გუნდი ჰყავს, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს? მაშინ პრემიერლიგის საიტზე შედით და დანარჩენი 19-ი გუნდის შემადგენლობას გადახედეთ.

5) ბოლო კითხვა, ზემოთ დასმული კითხვებიდან გამომდინარე. მითხარით, რა არის საჭირო, იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს?

თქვენ გაიძახით:“Moyes Out” , მაგრამ ვინ მოვიყვანოთ მოიესის ნაცვლად?

მეორე პოპულარობის მიხედვით ვარიანტი:“ ვიყიდოთ ფეხბურთელები იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე“. კარგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რამხელა თანხა იხარჯება საშუალო დონის ფეხბურთელზე. რომ დავივიწყოთ ფული საერთოდ. ვინ, თქვენი აზრით, ვინ წამოვა მანჩესტერში? ფაბრეგასი, რონალდუ თუ იბრაჰიმოვიჩი? არამგონია. მეტს გეტყვით. ეს სატრანსფერო ფანჯარა წარმატებული აღმოჩნდება თუ გუნდი რომელიმე წამყვან ფეხბურთელს არ დაკარგავს. ყოველი მატჩის შემდეგ გუნდში ცვლილებებს ითხოვთ, არ ეთანხმებით ფერგიუსონს მოიესთან დაკავშირებით (თქვენი ნებაა!), მაშინ მითხარით რაუნდა ვქნათ? ვიცი ნიჭი გაქვთ წუწუნის, მესმის თქვენი. მაგრამ შეეცადეთ განიხილოთ თემა, თუ როგორ დავამარცხოთ „შახტარი“. დღეს „იუნაიტედმა“ ათასობით გულშემატკივარი დაკარგა. გულშემატკივრები, რომლებიც ზურგით დაუდგნენ გუნდს მძიმე მომენტში. მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ. და როცა ყველაფერი დალაგდება, დარწმუნებული ვარ ორმაგად გავიხარებთ. იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ისევ Top-შია და იმისთვის რომ გუნდს ზურგი არ ვაქციეთ.
სტატიები
35 კომენტარი
№11
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 16:35
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Great M.U,
ჯანსაღი კრიტიკა სულ საჭიროა გეთანხმები. უკვე უაზრობაში გადადის რო სულ ერთი და იგივე უნდა იმეორო. სტატიის დასაწყისში ხო დავწერე რო პასუხი გაეცით კითხვებს მეთქი და არა მე მიმტკიცე რო მტყუანი ვარ. ჯერ ერთი, რაც გინდა ის დამიძახე მარა აი რას გეტყვი. დღეს რო გუნდია, ისეთივე გუნდი გყავდა შარშანაც, უმოტივაციო და ფანტაზიის გარეშე...არასწორს ვამბობ? მთელი წლის მანძილზე გუნდს 2 გოლის გარდა ვერ გაქონდა თამაშებში. იყო ფერგიუსონი და იყო მოწინააღმდეგე გუნდი. ფერგიუსონი აკეთებდა ყველაფერს და არაფეხბურთელები. ისე ლაპარაკობთ თითქოს წინა სეზონში ყველაფერი იდეალური იყო და გუნდში არავითარი პრობლემა არიყო. კარგი რა. შარშანაც ითრია პრემიერლიგის გუნდებმა ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა და ახლაც ხმარობს. უბრალოდ, ეს არი ფერგიუსონის გუნდი, მისი შექმნილი და მისი ჩამოყალიბებული (უკვე მეათეჯერ ვამბობ ამას), ფერგიუსონმა იცოდე ნებისმიერ დროს ძილშიც რო გაგეღვიძებია რა ჭირდებოდა გუნდს და რით დახმარებოდა, იმიტო რო შექმნის დროს გათვალისწინებული ჰქონდა ყველა ნიუანსი რა დროს რა გაეკეთებია და გუნდიც ისე თამაშობდა. ფერგიუსონი იყო საფეხბურთო სამყაროს გენია, კოლორიტი რომელსაც დიდიხანი ვერავინ ვერ შეცვლის. ბოლო ორი წლის მანძლზე კარგად გამოჩნდა რო გუნდიც კარგავდა ფორმას მარა ფერგიუსონი რო იყო სათავეში მაინც არ ჩანდა იმდენად. მარა მოიესის მოსვლისას ყველაფერი ნათელი გახდა და ახლა ყველა ყველაფერს მოიესს აბრალებს თითქოს მისი ბრალია რო გუნდი ასეთ დღეშია. პატარა ბავშვივითა მოიესი რომელმაც არიცის რაქნას ამ ეტაპზე, დრო ჭირდება რო გონს მოვიდეს და მიხვდეს რა გააკეთოს. რთულია მოხვიდე გუნდშ, რომელიც მოქმედი ჩემპიონია და თავის პოზიციაზე დატოვო. ფერგიუსონთან შედარებით მოიესი ნულია ეს ფაქტია, მარა სხვა მწვრთნელსაც იგივე მოუვა. იმიტო რო გუნდი დასაშლელია და ხელთავიდანაა ასაწყობი იმის მიხედვით თუ როგორი მწვრთნელია მოსული. მოიესს უნდა რო გუნდმა ფერგიუსონის სტილზე გააგრძელოს მუშაობა მარა არ გამოდის და ჯერ ვერ ხვდება. ამისთვი ჭირედრბა დრო რო მიხვდეს და გაიაზროს რო ცვლილებებია გუნდში საჭირო. არმჯერა რო გუნდში სხვა მწვრთნელი რომ მოსულიყო იდეალურად იქნებოდა ყველაფერი, მომკალი და არმჯერა. სეკტემბრიდანვე ვიყავი ასეთი შედეგისთვის მზად ამრა მჯერა რო ბოლოს მაინც გამოსწორდება ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№12
ავტორი: GeorgeBest
8 დეკემბერი 2013 16:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
MaN.uNiTeD,
- LaNa Ts.....,
გვრიტებო, ნუ ფლუდავთ სიახლეს. გამოიყენეთ პირადი შეტყობინებები საჭიროების შემთხვევაში winked
0
№13
ავტორი: - LaNa Ts.....
8 დეკემბერი 2013 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
გიორგი,
ბოდიში ადმინ smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: DaTo_O
8 დეკემბერი 2013 16:38
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
გიორგი,
კარგი გიო love მაგრამ ერთი თხოვნა მექნება ბანი ამხსენი ან რატო დამადეთ არ ვიცი winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№15
ავტორი: I L C
8 დეკემბერი 2013 16:41
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ მაგარია..

ViDa,

100%
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№16
ავტორი: Macklemore
8 დეკემბერი 2013 16:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Great M.U,
ფერგის იმიტო გჯეროდა რო შენ და თითოეულმა ჩვენგანმა მაშინ დავიწყეთ მანჩესტერის გულშემატკივრობა როცა ფერგის ჩამოყალიბებული ყავდა გუნდი, იცოდა რა-როგორ გაეკეთებინა და მაგიტომ თითქოს ლოგიკას მოკლებულ გადაწყვეტილებებს რო აკეთებდა მაინც გვჯეროდა რო იმ გადაწყვეტილებით ფონს მაინც გავიდოდით. მოიესი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, შენ და თითოეულ ჩვენგანს რო დაგვეწყო მანჩესტერის გულშემატკივრობა მაშინ, როცა ფერგი მოვიდა მწვრთნელად, ალბათ ეს სიტუაცია მონაგონი იქნებოდა რაც დღესაა გულშემატკივრებში. გასაგებია რო ჩემპიონი გუნდი ჩაიბარა მოიესმა, მაგრამ ის არაფერს ნიშნავს რო 26 წელი 1 ადამიანი მართავდა ამ ყველაფერს და მოვიდა კაცი, რომელიც 11 წელი 1 გუნდში მოღვაწეობდა და ლიგაზე გუნდი არ ყავდა გაყვანილი? ევერტონი ამას ყავდა როგორც ჯიგარი, ბოლომდე რო იხარჯებიან ეგეთი გუნდი და სულაც არ ქონდა პრეტენზია გულშემატკივარს წელს თასი უნდა დაიდოსო და ყველა ტურნირზე მაგრად უნდა ვითამაშოთო. გუნდს აქვს 4 ტურნირზე სათამაშო, სადაც ყველას გვსურს რო კარგად გამოვიდეს:ლიგაზე, ჩემპიონატში, ლიგის თასზე და ინგლისის თასზე. კიდევ გავიმეორებ ეს კაცი ჩამოყალიბების პროცესშია და როცა ჩამოყალიბდება, ვუნ ათამაშოს და ვინ არა, მერე აკრიტიკეთ და მერე მოთხოვეთ შედეგი რა. ფერგიმ დაგვიტოვა ეს კაცი, იცოდა რისი გამკეთებელი იყო და რისი-არა. ხოდა თუ შენი თქმით ფერგის გჯეროდა, მოდი ამაშიც დავუჯეროთ რა.
0
№17
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 16:46
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Macklemore,
ას პროცენტიანი ხარ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№18
ავტორი: Berba 9
8 დეკემბერი 2013 16:48
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ViDa,

სხვათაშორის ბოლო 2 სეზონში 86 და 89 გოლი გავიტანეთ:)) თუ გოლებზეა საუბარი მაინც და მაინც საშუალოდ მატჩში 2-ზე მეტ გოლს ვიტანდით, ეს პრემიერ ლიგაში. პრობლემები მუდამ იყო გუნდში, სერ ალექსი იქნება ეს, მოიესი თუ იურგენ კლოპი ყოველთვის იქნება პრობლემა. მაგრამ, როდესაც მოიესს ამართლებ იმაში, რომ ნიუკასტლთან დასაშვები იყო წაგება, ევერტონთან წაგების შემდეგ, ჩემი აზრით არ არის სამართლიანი, მაგრამ წაგება ერთია და ამ წაგებას უკან 2 ფრე მოსდევს და რატომღაც ამაზე არ გაქვს არაფერი ნათქვამი, 4 თამაშია ვერ იგებს გუნდი, ეხლა არსენალს თუ 1-0 მოვუგეთ სახლში ტაშის ღირსი ნამდვილად არ არის მოიესი. ვერ გავიგე ლაშა მართლა ვერ გავიგე, გასაგებია, რომ მოიესს უნდა ვაცადოთ, მაგრამ კრიტიკა საჭიროა !)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№19
ავტორი: ViDa
8 დეკემბერი 2013 16:50
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Great M.U,
კრიტიკა საჭირო არარითქო არმითქვამს და არც იმას ვამბობ რო ნიუკასლთან არ უნდა წაგვეგო, მარა იყო ეგ თამაში წასაგები მითხარი? განა გუნდს არ გაუკეთებია არაფერი, რო თამაში მოეგო? მოედანზე იდგა და არაფერს აკეთებდა? რამდენი შეტევა გააკეთეს თუნდაც ევერტონთან და თუნდაც ნიუკასლთან და გოლი ვერ გავიტანეთ, გუნდმა ითამაშა ნორმალურად მარა ვერ მოიგო. ბედის ირონიაა უბრალოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№20
ავტორი: Berba 9
8 დეკემბერი 2013 16:56
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Macklemore,

სერ ალექსის პირველი სეზონი და მისი გუნდი მოიესის ახლანდელ გუნდს არც შეადარო:))) მეც მაგას ვამბობ, რომ მოიესი არ არის ის სპეციალისტი, რომელიც მაღალი დონის გუნდს გაუწევს მწვრთვნელობას, თავის ევერტონში გონია, ჯერ რა ცვლილებებით დაიწყო, 1-0ზე მცველები გამოყავდა, კაი ამას თავი დაანება, ეხლა ბოლო 2 მატჩში ვალენსიას მცველობა დაიწყო, ისევ ფერგის ბაძავს, არადა ფერგი ამას მაშინ იყენებდა, როდესაც რაფაელი არ ყავდა და არც სხვა მარჯვენა მცველი. ვერ ვხვდები და ვერც დასაბუთებულ არგუმენტებს ვერ მიყალიბებთ, რატომ უნდა ვენდო კაცს, რომელმაც ბოლო 2 თამაში წააგო ოლდ ტრაფორდზე და ანტი რეკორდი დაამყარა და პლიუს ამას მანამდე 2 ფრე ითამაშა. ყველაფერს ამას დამატებული ის, რომ 9-ე ადგილზე ვართ და წინნ წავალთ თუ არა ეგეც საინტერესოა, თქვენი ლოგიკით 6 თვე თუ ვერ ჩამოყალიბდა კაცი აბა სეზონის ბოლოს სად უნდა ვიყოთ, ისევ 9-ეზე თუ 15-ეზე ?მაინც და მაინც ბოლო 3 თვეში მოიგებს ყველა თამაშს და 4-ეულშ შევალთ ? სხვა კლუბები დაგველოდებიან, მოიესს ჯერ კარგად გათავისება უნდაო ?)))

ViDa,
მაშინ ვიდგეთ და ბედს ვაბრალოთ ყველაფერი, გაშვებული ბურთის შემდეგ რა გააკეთეს, ბურთის ფლობაც კი ვერ მოიპოვეს) გაშვებული გოლი არ არის მოიესის ბრალი კარგი, მაშინ გოლი რატო ვეღარ გავიტანეთ, მთელი სეზონი ბედს თუ დავაბრალეთ წაგება და ვერ მოგება ავშენდებით:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top