თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 13:41
ავტორი: love united,
ნანახია: 3127,
კომენტარები: 46
"იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი-დევიდ მოიესი
მანჩესტერმა ოფიციალურად დაასახელა გუნდის ახალი თავკაცი და ეს შოტლანდიელი სპეციალისტი, დევიდ მოიესია!..
•"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სერ ალექსის აზრი;
•დევიდი გუნდს 1 ივლისიდან შეუერთდება;
•ის ხელს მოაწერს გრძელვადიან, კერძოდ 6 წლიან კონტრაქტს.


NYSE:MANU, Manchester UK. დევიდ მოიესი იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი 2013/14 წლების სეზონის დაწყებისთანავე.

დევიდი, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, იყო "ევერტონის" თავკაცი 2002 წლიდან.მანამდე ის "პრესტონ ნორს ენდს" წვრთნიდა, სწორედ მაშინ მიიპყრო შოტლანდიელმა რამდენიმე გუნდის ყურადღება.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა:"კანდიდატების განხილვისას, ყველა ვხვდებოდით, რომ სწორი არჩევანი ერთი იქნებოდა და ეს დევიდ მოიესი იყო.დევიდი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც მოითხოვს მუშაობის ძლიერ ეთიკას.მე დიდი ხანია მის მუშაობას თვალს ვადევნებ.ჯერ კიდევ 1998 წლიდან მინდოდა მისი მოყვანა გუნდში, როგორც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც იწყებდა თავის კარიერას.არ გვაქვს არანაირი კითხვები, მას ყველა ის თვისება აქვს, რომლებიც ასეთი დონის მწვრთნელს მოეთხოვება."

სერ ბობი ჩარლტონი:"ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო "იუნაიტედის" ნამდვილი კაცი.დევიდ მოიესი ის ადამიანია, რომელიც მშვენივრად ხვდება, თუ რა უნდა გააკეთოს ისეთ განსაკუთრებულ კლუბში, როგორიც მანჩესტერია.გვჭირდებოდა ისეთი თავკაცი, რომელიც აქ დიდხანს დარჩებოდა და ააშენებდა ახალ კლუბს.სტაბილურობა აუცილებელია.დევიდს აქვს განსაკუთრებულად ძლიერი ხასიათი, მას შეუძლია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინავენ.კმაყოფილი ვარ, რადგან ის თანახმაა ჩვენთან მუშაობაზე.ვაპირებ მასთან თანამშრომლობას მომავალში."

ედ ვუდვარდი:"დევიდ მოიესში შევამჩნიეთ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს ის შესაძლებლობა, რომ შექმნას ფენომენალური გუნდი ამჟამად.დარწმუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე ენერგიული, როგორც "ევერტონში".მისი ხასიათი წაადგება მთლიან კლუბს.აღფრთოვანებული ვარ დევიდის ტაქტიკური და პერსონალური შესაძლებლობებით.ის მალე გახდება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი."

ჯოელ გლეიზერი:"ძალიან გამიხარდა ის, რომ დევიდი დაგვთანხმდა და მომავალში "იუნაიტედს" გაწვრთნის.მისი შრომისმოყვარეობა და მკაფიო გადაწყვეტილებები არის ის, რასაც გუნდში ყველა აფასებს.ის უკვე დიდი ხანია წვრთნის "ევერტონს" და ეს გუნდი აღწევს წარმატებებს.იმედი მაქვს, ალექსის წასვლის შემდეგ ის ღირსეული შემცვლელი იქნება.ის გააგრძელებს კლუბის ტრადიციებს.მას ეყოლება არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე და ალბათ შეძლებს წარმატებების მიღწევას."

ავიე გლეიზერი:"ახალი მენეჯერის ძიება ადვილი გამოდგა.ალექსი დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში და თავისი გაიტანა, გუნდში მისი კანდიდატი მოვიდა.გამიხარდა, რადგან დევიდი დათანხმდა ჩვენთან თანამშრომლობას.მას გუნდი კარგად მომზადებული ხვდება.მოუთმენლად ველოდები, თუ როდის დაიწყებს გუნდი მასთან ერთად მომზადებას."

დევიდ გილი:"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დევიდი დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას.მან უდიდესი სამუშაო შეასრულა "ევერტონში" და ძლიერი გუნდიც შეკრა.მას ყველა ის თვისება აქვს, რაც "იუნაიტედს" სჭირდება."

თავად დევიდ მოიესმა კი განაცხადა:"დიდი პატივია "იუნაიტედის" მწვრთნელობა.გამიხარდა, რადგან ჩემი აქ მოსვლა თავად სერ ალექსმა ისურვა.უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს.ვიცი თუ როგორი ძნელი იქნება საუკეთესო მენეჯერის შეცვლა, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები ყოველდღე არ მომდის.ვეცდები, შემდეგი სეზონი კიდევ უფრო წარმატებულად ჩაატაროს გუნდმა."ევერტონში" უდიდესი სამუშაო მქონდა.ურთიერთობა ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან ძალიან გამომადგა.ახლა სეზონის ბოლოა და ვეცდები, ისინი რაც შეიძლება კარგ ადგილას გავიყვანო."ევერტონს" არჩვეულებრივი ფანები ყავთ."გუდისონ პარკზე" გავატარე არაერთი კარგი წელი.რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ცხოვრება ვუქომაგებ მერსისაიდულ კლუბს."

წყარო:manutd.com
სიახლეები
46 კომენტარი
№1
ავტორი: love united
9 მაი 2013 19:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აბა გილოცავთ სასტავ,ღირსეული შემცვლელი იქნება ეს კაცი!..
0
№2
ავტორი: Zizou
9 მაი 2013 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ცხოვრება ვუქომაგებ მერსისაიდულ კლუბს."

ჯიგარია


ფელაინიც გამოაყოლე რა ძმა
0
№3
ავტორი: BERDI
9 მაი 2013 19:40
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ვნახოთ რას იზამს მოიესი. იმედი მაქვს გაამართლებს სერ ალექსის იმედებს.

ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რო ბოლო თამაშები მოიგონ ბაბუსთვის.

რაც არ უნდაა იყოს ჩვენი ბაბუ ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Luka Gelashvili
9 მაი 2013 19:40
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ბეინსი გამოიყოლე (( იმედია გაამართლებს იმედებს ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: koko2222
9 მაი 2013 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
სერ ალეპს ფერგუსონმა 20 გახადა ჩემპიონი წითელი ეშმაკები და ამას 30-მეათედ მაიც გახადოს ჩენპიონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№6
ავტორი: m-an-united
9 მაი 2013 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
imediaa gaamartlebs!
fergi yoveltvis chven gulebshi darcheba love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№7
ავტორი: always ReD
9 მაი 2013 19:54
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
მოიესს და რუნის შოეის უთანხმოება ყოფილა როდესმე?
0
№8
ავტორი: BERDI
9 მაი 2013 19:56
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
always ReD,
მეც მაინტერესებს და ვერსად ვერ ვნახე მაგდაგვარი რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: Red Hooligan
9 მაი 2013 19:56
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ეხ ფერგიიი. ჯერაც არ მჯერაა :((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: love united
9 მაი 2013 19:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არა რა უთანხმოება!..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top