თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 13:41
ავტორი: love united,
ნანახია: 3313,
კომენტარები: 46
"იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი-დევიდ მოიესი
მანჩესტერმა ოფიციალურად დაასახელა გუნდის ახალი თავკაცი და ეს შოტლანდიელი სპეციალისტი, დევიდ მოიესია!..
•"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სერ ალექსის აზრი;
•დევიდი გუნდს 1 ივლისიდან შეუერთდება;
•ის ხელს მოაწერს გრძელვადიან, კერძოდ 6 წლიან კონტრაქტს.


NYSE:MANU, Manchester UK. დევიდ მოიესი იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი 2013/14 წლების სეზონის დაწყებისთანავე.

დევიდი, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, იყო "ევერტონის" თავკაცი 2002 წლიდან.მანამდე ის "პრესტონ ნორს ენდს" წვრთნიდა, სწორედ მაშინ მიიპყრო შოტლანდიელმა რამდენიმე გუნდის ყურადღება.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა:"კანდიდატების განხილვისას, ყველა ვხვდებოდით, რომ სწორი არჩევანი ერთი იქნებოდა და ეს დევიდ მოიესი იყო.დევიდი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც მოითხოვს მუშაობის ძლიერ ეთიკას.მე დიდი ხანია მის მუშაობას თვალს ვადევნებ.ჯერ კიდევ 1998 წლიდან მინდოდა მისი მოყვანა გუნდში, როგორც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც იწყებდა თავის კარიერას.არ გვაქვს არანაირი კითხვები, მას ყველა ის თვისება აქვს, რომლებიც ასეთი დონის მწვრთნელს მოეთხოვება."

სერ ბობი ჩარლტონი:"ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო "იუნაიტედის" ნამდვილი კაცი.დევიდ მოიესი ის ადამიანია, რომელიც მშვენივრად ხვდება, თუ რა უნდა გააკეთოს ისეთ განსაკუთრებულ კლუბში, როგორიც მანჩესტერია.გვჭირდებოდა ისეთი თავკაცი, რომელიც აქ დიდხანს დარჩებოდა და ააშენებდა ახალ კლუბს.სტაბილურობა აუცილებელია.დევიდს აქვს განსაკუთრებულად ძლიერი ხასიათი, მას შეუძლია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინავენ.კმაყოფილი ვარ, რადგან ის თანახმაა ჩვენთან მუშაობაზე.ვაპირებ მასთან თანამშრომლობას მომავალში."

ედ ვუდვარდი:"დევიდ მოიესში შევამჩნიეთ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს ის შესაძლებლობა, რომ შექმნას ფენომენალური გუნდი ამჟამად.დარწმუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე ენერგიული, როგორც "ევერტონში".მისი ხასიათი წაადგება მთლიან კლუბს.აღფრთოვანებული ვარ დევიდის ტაქტიკური და პერსონალური შესაძლებლობებით.ის მალე გახდება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი."

ჯოელ გლეიზერი:"ძალიან გამიხარდა ის, რომ დევიდი დაგვთანხმდა და მომავალში "იუნაიტედს" გაწვრთნის.მისი შრომისმოყვარეობა და მკაფიო გადაწყვეტილებები არის ის, რასაც გუნდში ყველა აფასებს.ის უკვე დიდი ხანია წვრთნის "ევერტონს" და ეს გუნდი აღწევს წარმატებებს.იმედი მაქვს, ალექსის წასვლის შემდეგ ის ღირსეული შემცვლელი იქნება.ის გააგრძელებს კლუბის ტრადიციებს.მას ეყოლება არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე და ალბათ შეძლებს წარმატებების მიღწევას."

ავიე გლეიზერი:"ახალი მენეჯერის ძიება ადვილი გამოდგა.ალექსი დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში და თავისი გაიტანა, გუნდში მისი კანდიდატი მოვიდა.გამიხარდა, რადგან დევიდი დათანხმდა ჩვენთან თანამშრომლობას.მას გუნდი კარგად მომზადებული ხვდება.მოუთმენლად ველოდები, თუ როდის დაიწყებს გუნდი მასთან ერთად მომზადებას."

დევიდ გილი:"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დევიდი დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას.მან უდიდესი სამუშაო შეასრულა "ევერტონში" და ძლიერი გუნდიც შეკრა.მას ყველა ის თვისება აქვს, რაც "იუნაიტედს" სჭირდება."

თავად დევიდ მოიესმა კი განაცხადა:"დიდი პატივია "იუნაიტედის" მწვრთნელობა.გამიხარდა, რადგან ჩემი აქ მოსვლა თავად სერ ალექსმა ისურვა.უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს.ვიცი თუ როგორი ძნელი იქნება საუკეთესო მენეჯერის შეცვლა, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები ყოველდღე არ მომდის.ვეცდები, შემდეგი სეზონი კიდევ უფრო წარმატებულად ჩაატაროს გუნდმა."ევერტონში" უდიდესი სამუშაო მქონდა.ურთიერთობა ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან ძალიან გამომადგა.ახლა სეზონის ბოლოა და ვეცდები, ისინი რაც შეიძლება კარგ ადგილას გავიყვანო."ევერტონს" არჩვეულებრივი ფანები ყავთ."გუდისონ პარკზე" გავატარე არაერთი კარგი წელი.რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ცხოვრება ვუქომაგებ მერსისაიდულ კლუბს."

წყარო:manutd.com
სიახლეები
46 კომენტარი
№31
ავტორი: Ví Ví
10 მაი 2013 00:03
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მაგრად მაინტერესებს მოიესი იუნაიტედშ ძალიან მაგარია
0
№32
ავტორი: (((GGMU)))
10 მაი 2013 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას... :)))
0
№33
ავტორი: (S)(A)(F)
10 მაი 2013 01:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
გამიხარდა ძალიან მინდოდა კიდეც ეს კაცი მაგრამ სოლშერი მერჩივნა ათასჯერ და ეხლაც მირჩევნია უბრალოდ ამ ეტაპზე ეს ჯობდა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილების გამო მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პრემიერ ლიგაში მაგრამ რავი მაინც სოლშერი რა იმედია მოიესი გაამართლებს შოტლანდიელების გზა უნდა გააგრძეოს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№34
ავტორი: UTD-Rule
10 მაი 2013 09:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მეიმედება ამ კაცის love პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ! შესაძლოა თავიდან გაუჭირდეს,მაგრამ მერე ყველაფერი კარგად იქნება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№35
ავტორი: MAGNIFICENT 7
10 მაი 2013 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
იმედია გაამმართლებს ჩვენს იმედებს მოიესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№36
ავტორი: SHARP
10 მაი 2013 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ehhh fergi ar mjera raaa : (
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank You Sir Alex
№37
ავტორი: I_K_A
10 მაი 2013 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
გაამართლებს აუცილებლად ) არ ვიცი რატო მარა მგონია და მჯერა "რო" პირველივე სეზონში აღმართავს პრემიერ ლიგის თასს დევიდ მოიესი )
0
№38
ავტორი: I L C
10 მაი 2013 16:49
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დავბრუნდიი

აბა იმედია გამართლდება იმედები!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№39
ავტორი: VaRdo
10 მაი 2013 18:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: - G I O -
დავბრუნდიი


სად იაყვი ? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№40
ავტორი: Jubo
10 მაი 2013 20:20
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჩემი ოცნება ახდა! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top