თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 13:41
ავტორი: love united,
ნანახია: 3313,
კომენტარები: 46
"იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი-დევიდ მოიესი
მანჩესტერმა ოფიციალურად დაასახელა გუნდის ახალი თავკაცი და ეს შოტლანდიელი სპეციალისტი, დევიდ მოიესია!..
•"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სერ ალექსის აზრი;
•დევიდი გუნდს 1 ივლისიდან შეუერთდება;
•ის ხელს მოაწერს გრძელვადიან, კერძოდ 6 წლიან კონტრაქტს.


NYSE:MANU, Manchester UK. დევიდ მოიესი იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი 2013/14 წლების სეზონის დაწყებისთანავე.

დევიდი, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, იყო "ევერტონის" თავკაცი 2002 წლიდან.მანამდე ის "პრესტონ ნორს ენდს" წვრთნიდა, სწორედ მაშინ მიიპყრო შოტლანდიელმა რამდენიმე გუნდის ყურადღება.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა:"კანდიდატების განხილვისას, ყველა ვხვდებოდით, რომ სწორი არჩევანი ერთი იქნებოდა და ეს დევიდ მოიესი იყო.დევიდი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც მოითხოვს მუშაობის ძლიერ ეთიკას.მე დიდი ხანია მის მუშაობას თვალს ვადევნებ.ჯერ კიდევ 1998 წლიდან მინდოდა მისი მოყვანა გუნდში, როგორც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც იწყებდა თავის კარიერას.არ გვაქვს არანაირი კითხვები, მას ყველა ის თვისება აქვს, რომლებიც ასეთი დონის მწვრთნელს მოეთხოვება."

სერ ბობი ჩარლტონი:"ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო "იუნაიტედის" ნამდვილი კაცი.დევიდ მოიესი ის ადამიანია, რომელიც მშვენივრად ხვდება, თუ რა უნდა გააკეთოს ისეთ განსაკუთრებულ კლუბში, როგორიც მანჩესტერია.გვჭირდებოდა ისეთი თავკაცი, რომელიც აქ დიდხანს დარჩებოდა და ააშენებდა ახალ კლუბს.სტაბილურობა აუცილებელია.დევიდს აქვს განსაკუთრებულად ძლიერი ხასიათი, მას შეუძლია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინავენ.კმაყოფილი ვარ, რადგან ის თანახმაა ჩვენთან მუშაობაზე.ვაპირებ მასთან თანამშრომლობას მომავალში."

ედ ვუდვარდი:"დევიდ მოიესში შევამჩნიეთ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს ის შესაძლებლობა, რომ შექმნას ფენომენალური გუნდი ამჟამად.დარწმუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე ენერგიული, როგორც "ევერტონში".მისი ხასიათი წაადგება მთლიან კლუბს.აღფრთოვანებული ვარ დევიდის ტაქტიკური და პერსონალური შესაძლებლობებით.ის მალე გახდება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი."

ჯოელ გლეიზერი:"ძალიან გამიხარდა ის, რომ დევიდი დაგვთანხმდა და მომავალში "იუნაიტედს" გაწვრთნის.მისი შრომისმოყვარეობა და მკაფიო გადაწყვეტილებები არის ის, რასაც გუნდში ყველა აფასებს.ის უკვე დიდი ხანია წვრთნის "ევერტონს" და ეს გუნდი აღწევს წარმატებებს.იმედი მაქვს, ალექსის წასვლის შემდეგ ის ღირსეული შემცვლელი იქნება.ის გააგრძელებს კლუბის ტრადიციებს.მას ეყოლება არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე და ალბათ შეძლებს წარმატებების მიღწევას."

ავიე გლეიზერი:"ახალი მენეჯერის ძიება ადვილი გამოდგა.ალექსი დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში და თავისი გაიტანა, გუნდში მისი კანდიდატი მოვიდა.გამიხარდა, რადგან დევიდი დათანხმდა ჩვენთან თანამშრომლობას.მას გუნდი კარგად მომზადებული ხვდება.მოუთმენლად ველოდები, თუ როდის დაიწყებს გუნდი მასთან ერთად მომზადებას."

დევიდ გილი:"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დევიდი დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას.მან უდიდესი სამუშაო შეასრულა "ევერტონში" და ძლიერი გუნდიც შეკრა.მას ყველა ის თვისება აქვს, რაც "იუნაიტედს" სჭირდება."

თავად დევიდ მოიესმა კი განაცხადა:"დიდი პატივია "იუნაიტედის" მწვრთნელობა.გამიხარდა, რადგან ჩემი აქ მოსვლა თავად სერ ალექსმა ისურვა.უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს.ვიცი თუ როგორი ძნელი იქნება საუკეთესო მენეჯერის შეცვლა, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები ყოველდღე არ მომდის.ვეცდები, შემდეგი სეზონი კიდევ უფრო წარმატებულად ჩაატაროს გუნდმა."ევერტონში" უდიდესი სამუშაო მქონდა.ურთიერთობა ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან ძალიან გამომადგა.ახლა სეზონის ბოლოა და ვეცდები, ისინი რაც შეიძლება კარგ ადგილას გავიყვანო."ევერტონს" არჩვეულებრივი ფანები ყავთ."გუდისონ პარკზე" გავატარე არაერთი კარგი წელი.რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ცხოვრება ვუქომაგებ მერსისაიდულ კლუბს."

წყარო:manutd.com
სიახლეები
46 კომენტარი
№41
ავტორი: (S)(A)(F)
10 მაი 2013 22:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 101
აუ როგორ ველოდები ახალ სეზონს თან მეშინაი თან რაღაც დიდი სიხლის იმედი მაქ :( აუ არ ვიცი რა სოლშეი მინდოდა თუმცა რავი ვნახოთ მალე მოვიდეს რა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დრო რა მალე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ გინდა ნამდვილი ფანი იყო უნდა გიყვარსდეს თამაში და არა მოთამაშეები! <3
№42
ავტორი: MURKA
10 მაი 2013 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ძალიან მომწონს ეს მწვრთნელი!ღირსეული შემცვლელია დიდი იმედი მაქვს am love
0
№43
ავტორი: S.A.F.
10 მაი 2013 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
Statement from Wayne Rooney -

There’s a load of rubbish being written about me changing twitter bio saying I have deleted Manchester United from it. I have never deleted Manchester United from the bio whatever the papers are saying because it was never onthere. All that happened was that I was asked by Nike to add @nikeuk to it – the same as many other sports people they sponsor. Funny, no-one’s written about that though! That change was made THREE weeks ago and yet people are talking about it as if its something that was put up yesterday..

Statement from Nike -

A spokesperson for Nike confirmed: In April, we asked Wayne Rooney and other Nike sponsored athletes to add @nikeuk on to their profiles due to changes in ASA guidelines relating to athletes and social media.
0
№44
ავტორი: I L C
11 მაი 2013 20:43
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
VaRdo,
კვირა ნახევარია არ შემოვსულვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№45
ავტორი: buka oboladze
11 მაი 2013 21:11
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ძალიან დიდი იმედიმაქვს ამ კაცის
0
№46
ავტორი: red devils ...
12 მაი 2013 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
welcome to hell .... new devils ♥ am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top