თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2013, 13:41
ავტორი: love united,
ნანახია: 3313,
კომენტარები: 46
"იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი-დევიდ მოიესი
მანჩესტერმა ოფიციალურად დაასახელა გუნდის ახალი თავკაცი და ეს შოტლანდიელი სპეციალისტი, დევიდ მოიესია!..
•"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სერ ალექსის აზრი;
•დევიდი გუნდს 1 ივლისიდან შეუერთდება;
•ის ხელს მოაწერს გრძელვადიან, კერძოდ 6 წლიან კონტრაქტს.


NYSE:MANU, Manchester UK. დევიდ მოიესი იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი 2013/14 წლების სეზონის დაწყებისთანავე.

დევიდი, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, იყო "ევერტონის" თავკაცი 2002 წლიდან.მანამდე ის "პრესტონ ნორს ენდს" წვრთნიდა, სწორედ მაშინ მიიპყრო შოტლანდიელმა რამდენიმე გუნდის ყურადღება.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სერ ალექსმა განაცხადა:"კანდიდატების განხილვისას, ყველა ვხვდებოდით, რომ სწორი არჩევანი ერთი იქნებოდა და ეს დევიდ მოიესი იყო.დევიდი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც მოითხოვს მუშაობის ძლიერ ეთიკას.მე დიდი ხანია მის მუშაობას თვალს ვადევნებ.ჯერ კიდევ 1998 წლიდან მინდოდა მისი მოყვანა გუნდში, როგორც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც იწყებდა თავის კარიერას.არ გვაქვს არანაირი კითხვები, მას ყველა ის თვისება აქვს, რომლებიც ასეთი დონის მწვრთნელს მოეთხოვება."

სერ ბობი ჩარლტონი:"ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო "იუნაიტედის" ნამდვილი კაცი.დევიდ მოიესი ის ადამიანია, რომელიც მშვენივრად ხვდება, თუ რა უნდა გააკეთოს ისეთ განსაკუთრებულ კლუბში, როგორიც მანჩესტერია.გვჭირდებოდა ისეთი თავკაცი, რომელიც აქ დიდხანს დარჩებოდა და ააშენებდა ახალ კლუბს.სტაბილურობა აუცილებელია.დევიდს აქვს განსაკუთრებულად ძლიერი ხასიათი, მას შეუძლია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინავენ.კმაყოფილი ვარ, რადგან ის თანახმაა ჩვენთან მუშაობაზე.ვაპირებ მასთან თანამშრომლობას მომავალში."

ედ ვუდვარდი:"დევიდ მოიესში შევამჩნიეთ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს ის შესაძლებლობა, რომ შექმნას ფენომენალური გუნდი ამჟამად.დარწმუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე ენერგიული, როგორც "ევერტონში".მისი ხასიათი წაადგება მთლიან კლუბს.აღფრთოვანებული ვარ დევიდის ტაქტიკური და პერსონალური შესაძლებლობებით.ის მალე გახდება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი."

ჯოელ გლეიზერი:"ძალიან გამიხარდა ის, რომ დევიდი დაგვთანხმდა და მომავალში "იუნაიტედს" გაწვრთნის.მისი შრომისმოყვარეობა და მკაფიო გადაწყვეტილებები არის ის, რასაც გუნდში ყველა აფასებს.ის უკვე დიდი ხანია წვრთნის "ევერტონს" და ეს გუნდი აღწევს წარმატებებს.იმედი მაქვს, ალექსის წასვლის შემდეგ ის ღირსეული შემცვლელი იქნება.ის გააგრძელებს კლუბის ტრადიციებს.მას ეყოლება არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე და ალბათ შეძლებს წარმატებების მიღწევას."

ავიე გლეიზერი:"ახალი მენეჯერის ძიება ადვილი გამოდგა.ალექსი დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში და თავისი გაიტანა, გუნდში მისი კანდიდატი მოვიდა.გამიხარდა, რადგან დევიდი დათანხმდა ჩვენთან თანამშრომლობას.მას გუნდი კარგად მომზადებული ხვდება.მოუთმენლად ველოდები, თუ როდის დაიწყებს გუნდი მასთან ერთად მომზადებას."

დევიდ გილი:"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დევიდი დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას.მან უდიდესი სამუშაო შეასრულა "ევერტონში" და ძლიერი გუნდიც შეკრა.მას ყველა ის თვისება აქვს, რაც "იუნაიტედს" სჭირდება."

თავად დევიდ მოიესმა კი განაცხადა:"დიდი პატივია "იუნაიტედის" მწვრთნელობა.გამიხარდა, რადგან ჩემი აქ მოსვლა თავად სერ ალექსმა ისურვა.უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს.ვიცი თუ როგორი ძნელი იქნება საუკეთესო მენეჯერის შეცვლა, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები ყოველდღე არ მომდის.ვეცდები, შემდეგი სეზონი კიდევ უფრო წარმატებულად ჩაატაროს გუნდმა."ევერტონში" უდიდესი სამუშაო მქონდა.ურთიერთობა ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან ძალიან გამომადგა.ახლა სეზონის ბოლოა და ვეცდები, ისინი რაც შეიძლება კარგ ადგილას გავიყვანო."ევერტონს" არჩვეულებრივი ფანები ყავთ."გუდისონ პარკზე" გავატარე არაერთი კარგი წელი.რაც არ უნდა მოხდეს, მთელი ცხოვრება ვუქომაგებ მერსისაიდულ კლუბს."

წყარო:manutd.com
სიახლეები
46 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
9 მაი 2013 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მას ეყოლება
არაერთი უმაღლესი კლასის
მოთამაშე და ალბათ შეძლებს
წარმატებების მიღწევას.

Tu tqven ar ijmotebt kaia
0
№12
ავტორი: VaRdo
9 მაი 2013 20:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გამხიარდა მაგრად ამის დანიშვნა. წარმატებები ბრატ :* :* :* ვიცი, რომ გაამართლებ მაგრად მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Amanda Seyfried
9 მაი 2013 20:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მჯერა, წარმატება და რამე
0
№14
ავტორი: reddevil
9 მაი 2013 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
გილოცავთ! ამ კაცის მჯერა მითუმეტეს ფერგი ენდობა და ის არასოდეს არ ცდება am მოურინიო ნაღდად არ მსურდა იმიტო რო სუფთა ერთის სეზონის მწვრთნელია და სადაც მივიდა ყველგან არია სიტუაცია!ყველაზე მაგარი ამ მომენტში მოიესია თან ამდენი ხნის გამოცდილება აქვს პრემიერ ლიგაში...წარმატებებს ვუსურვებ და მომავალი სეზონიდან დავტკბებით ახალი იუნაიტედის ცქერით am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№15
ავტორი: GeorgeBest
9 მაი 2013 20:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე მჯერა შენი! აბა შენ იცი, ფერგი მიხედავს ამას
0
№16
ავტორი: Beckham 7
9 მაი 2013 20:37
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
კარგია, ყველაზე მეტად ამის მოსვლა მინდოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№17
ავტორი: creep
9 მაი 2013 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
always ReD,
BERDI MAN_FAN,
love united,
იყო კი საკმაოდ დიდი ხნის წინ მაგრამ მას შემდეგ ბევრჯერ დაიწერა მოაგვარესო და რავიცი რავიცი..... რაც შეეხება მწვრთნელს, გავს რაღაცით ფერგის, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს, ევროტურნირების გამოცდილება არ აქვს და შესაბამისად ძალების გადანაწილების რასაც ბაბუ მშვენივრად ახერხებდა, თუმცა ვნახოთ და დაველოდოთ რა იქნება, ინგლისში არ დავთმობთ პოზიციებს ვიცი და იმედია ლიგაზეც ვიზავთ რამეს
0
№18
ავტორი: koko2222
9 მაი 2013 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
creep,
ჭკვიანი ადამიანი ხარ გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№19
ავტორი: Malboro463
9 მაი 2013 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5887
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას მე მჯერა ამ კაცის შეიძლება პირველივე სეზონში ვერაფერი მოიგოს შემდეგ კი დამტკიცებს ტავის პროფესიონალიზმს
0
№20
ავტორი: zatara
9 მაი 2013 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ფერგის მოყვანილია ეს კაცი და არამგონია ფერგი ბრმად ენდებოდეს ვინმეს... (გარდა ბერბატოვისა)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top