თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2022, 06:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2785,
კომენტარები: 39
ტენ ჰააგის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტენ ჰააგმა მატჩის წინ სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.
ტენ ჰააგის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰააგმა ჟურნალისტებისი მიერ დასმულ შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

მას კარგი სავარჯიშო კვირა ჰქონდა და გასულ შაბათ-კვირას ნახევარ საათზე მეტი სათამაშო დროც მიიღო. შევა თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, ხვალ ვნახოთ.
ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება და ჯერჯერობით არ გავასაჯაროვებ.

ჭორები მარკუს რაშფორდის შესახებ

ის ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამას ჩემი აქ ყოფნის პირველივე დღიდანვე ხედავთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით და აბსოლუტურად არ მინდა დავკარგო მსგავსი ტიპის მოთამაშე, ის ნამდვილად ჩვენს გეგმებშია.

გაკვეთილი "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩიდან

ყოველი მატჩის შემდეგ ვაანალიზებ ჩვენს თამაშს: რა მოხდა, რა მოხდა, სად უნდა გავაუმჯობესოთ რაღაც, როგორ მოვარგოთ ვარჯიში ამ ყველაფერს. ჩვენ ვეუბნებით და ვაჩვენებთ მოთამაშეებს რა არის გადაწყვეტილებები. ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია, როცა სეზონს იწყებ, გუნდი იკრიბება, ეჩვევა თამაშის ახალ სტილს და უშვებს შეცდომებს. ფეხბურთი შეცდომების თამაშია. ვიცით, რომ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, ეს გასაგებია.

ტრანსფერების შესახებ

კმაყოფილი ვარ, ამ საკითხებზე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, სულ ეს შემიძლია ვთქვა. თქვენ იცით, რომ ვერ ვისაუბრებ ფეხბურთელებზე, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები სხვა კლუბებთან.

მარცხის შემდეგ წნეხის შესახებ

ვიცი, რომ ზეწოლა ყოველთვის იყო და იქნება, მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება.
ვიცი, რომ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, ვიცი, რომ გულშემატკივარი ამას ელოდება, უბრალოდ უნდა მოითმინო. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის გუნდის მაქსიმალურად მომზადება თამაშისთვის.

"ბრენტფორდის" ტესტი

იოლი მატჩები არ არსებობს, ისინი ყველა რთულია. ჩვენ ნამდვილად კარგ გუნდს შევხვდებით, ისევე როგორც გასულ კვირას.
მათ აქვთ კარგი სტრუქტურა კლუბში, კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი, რომლებიც დიდი ხანია ერთად მუშაობენ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მათი დამარცხება.

ეთანხმებით თუ არა კლუბის სატრანსფერო სამიზნე მენეჯმენტს?

დიახ.

ტრავმების შესახებ

მარსიალი ჯერ კიდევ მიუწვდომელია შესარჩევად, იგივე ვიქტორ ლინდელოფი.
ისინი ამ შაბათ-კვირას არ ითამაშებენ.

დარწმუნებული ხარ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე შენი გუნდი უკეთესი იქნება?

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ", - აცხადებს დასასრულს ტენ ჰააგი.
პრესკონფერენცია
39 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
13 აგვისტო 2022 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბოსის ინტერვიუს გავს როგორც მინიმუმ…აბა შენ იცი შენ თუ ვერ უშველე ამ გუნდს მე ხელს ჩავიქნევ
0
№2
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2022 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ბოლო კომენტარი მომეწონა განსაკუთრებით
0
№3
ავტორი: GIOMU
13 აგვისტო 2022 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დღეს დიდი იმედი მაქვს მეტ დროს მიიღებს ბეეკი და ფრედი მაკტომიენის დუეტი თავიდანვე დაშლილი იქნება.
0
№4
ავტორი: Old Red Devil
13 აგვისტო 2022 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
დააახვევინეთ ამ ფრედს და სკოტს რეშთან სა ჰარისთან ერთად.დავიჯერო იქბალი-სავაჯი ნაკლებს გააკეთებენ?!ჯვარი აქვთ დაწერილი ამ ჩოყლაყებზე თუ რა ხდება
1
№5
13 აგვისტო 2022 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
ციტატა: Old Red Devil
დააახვევინეთ ამ ფრედს და სკოტს რეშთან სა ჰარისთან ერთად.დავიჯერო იქბალი-სავაჯი ნაკლებს გააკეთებენ?!ჯვარი აქვთ დაწერილი ამ ჩოყლაყებზე თუ რა ხდება

ფრედის და მაგუაირის ტუპოი როჟებს რომ ვუყურებ, ლამისაა დავლეწო ტელევიზორი ხოლმე.
1
№6
ავტორი: dzia_David
13 აგვისტო 2022 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
დღეს სიამოვნებით ვნახავდი დაცვის ცენტრში ვარანს და მარტინესს. ან აწიოს საყრდენად მარტინესი საინტერესო იქნება და მატატა ფრედსაც აღარ ვნახავდით.
0
№7
ავტორი: Smoke - N
13 აგვისტო 2022 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
გამარჯობათ ბიჭებო ლინკი თუ გაჩითეთ დადეთ გთხოვთ წინასწარ გიხდით მადლობას
0
№8
ავტორი: Old Red Devil
13 აგვისტო 2022 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ციტატა: Smoke - N
გამარჯობათ ბიჭებო ლინკი თუ გაჩითეთ დადეთ გთხოვთ წინასწარ გიხდით მადლობას

ეგ მეც მაინტერესებს.მგონი თქვეს რომ მანჩეს საიტზე თუ ხარ დარეგისტრირებული იქიდან შეგიძლია უყუროვო არ ვიცი რამდენად სწორია

ეხლა ვნახე მგონი ივნინგ რაღაცაზე სასტარტო. დალო-ჰარი-მარტინესი-შოუ სკოტი-ეროკსენი-ბრუნო სანაჩო-რეში-კრისტინა. ბისაკა,მალასია,ვარანი,ბაილი ნიუჟელი ეგეთი ცუდები არიან?ამ ახალ მწვრთნელებს ვინმე …ლევებს თუ რა ხდება?
0
№9
ავტორი: Svanchester
13 აგვისტო 2022 18:16
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
4-3-3 მომეწონა, აბა ზვიგენი გრძნობს სისხლის სუნს, 3 ქულაა
0
№10
ავტორი: ILoveUtd
13 აგვისტო 2022 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
სულ მინდოდა 4-3-3, ფრედი,თავგასა და დალო დააგდოს სკამზე და ერთი ჩამშლელი გვინდა სასწრაფოდ. იმედია დღეს მაინც ანახებენ ნორმალურ თამაშს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top