თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2022, 06:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2970,
კომენტარები: 39
ტენ ჰააგის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტენ ჰააგმა მატჩის წინ სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.
ტენ ჰააგის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰააგმა ჟურნალისტებისი მიერ დასმულ შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

მას კარგი სავარჯიშო კვირა ჰქონდა და გასულ შაბათ-კვირას ნახევარ საათზე მეტი სათამაშო დროც მიიღო. შევა თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, ხვალ ვნახოთ.
ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება და ჯერჯერობით არ გავასაჯაროვებ.

ჭორები მარკუს რაშფორდის შესახებ

ის ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამას ჩემი აქ ყოფნის პირველივე დღიდანვე ხედავთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით და აბსოლუტურად არ მინდა დავკარგო მსგავსი ტიპის მოთამაშე, ის ნამდვილად ჩვენს გეგმებშია.

გაკვეთილი "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩიდან

ყოველი მატჩის შემდეგ ვაანალიზებ ჩვენს თამაშს: რა მოხდა, რა მოხდა, სად უნდა გავაუმჯობესოთ რაღაც, როგორ მოვარგოთ ვარჯიში ამ ყველაფერს. ჩვენ ვეუბნებით და ვაჩვენებთ მოთამაშეებს რა არის გადაწყვეტილებები. ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია, როცა სეზონს იწყებ, გუნდი იკრიბება, ეჩვევა თამაშის ახალ სტილს და უშვებს შეცდომებს. ფეხბურთი შეცდომების თამაშია. ვიცით, რომ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, ეს გასაგებია.

ტრანსფერების შესახებ

კმაყოფილი ვარ, ამ საკითხებზე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, სულ ეს შემიძლია ვთქვა. თქვენ იცით, რომ ვერ ვისაუბრებ ფეხბურთელებზე, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები სხვა კლუბებთან.

მარცხის შემდეგ წნეხის შესახებ

ვიცი, რომ ზეწოლა ყოველთვის იყო და იქნება, მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება.
ვიცი, რომ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, ვიცი, რომ გულშემატკივარი ამას ელოდება, უბრალოდ უნდა მოითმინო. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის გუნდის მაქსიმალურად მომზადება თამაშისთვის.

"ბრენტფორდის" ტესტი

იოლი მატჩები არ არსებობს, ისინი ყველა რთულია. ჩვენ ნამდვილად კარგ გუნდს შევხვდებით, ისევე როგორც გასულ კვირას.
მათ აქვთ კარგი სტრუქტურა კლუბში, კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი, რომლებიც დიდი ხანია ერთად მუშაობენ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მათი დამარცხება.

ეთანხმებით თუ არა კლუბის სატრანსფერო სამიზნე მენეჯმენტს?

დიახ.

ტრავმების შესახებ

მარსიალი ჯერ კიდევ მიუწვდომელია შესარჩევად, იგივე ვიქტორ ლინდელოფი.
ისინი ამ შაბათ-კვირას არ ითამაშებენ.

დარწმუნებული ხარ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე შენი გუნდი უკეთესი იქნება?

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ", - აცხადებს დასასრულს ტენ ჰააგი.
პრესკონფერენცია
39 კომენტარი
№21
ავტორი: sergi070
13 აგვისტო 2022 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
არ ინერვიულოთ, რაბიო მოვა და გვეშველება, გლეიზერებიდან უნდა იწყებოდეს წამსვლელთა სია, საცენზურავეთია გუნდი კი არა
0
№22
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2022 20:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდიდან უსამარცხვინოეს გუნდად აქციეს გლეიზერებმა ეს გუნდი.რა უნდა დავწერო არც კი ვიცი,ამათზე გული აღარც შემტკივა.დეხეადან დაწყებული რაშფორდით დამთავრებული ყველა უსაშინლესია.არ იცის ამ დეხეამ ფეხით თამაში და შეუძლებელია ამ სტილში ჩაჯდეს,ან პირველი გოლი საერთოდ რა იყო,ან დაცვა რას გავდა,ან ამ ფრედის ფაფხურს როდემდე უნდა ვუყუროთ.შოუ და დალო ხომ ცალკე განსახილველი თემაა.აი რაშფორდზე რომ თქვა ტენ ჰააგმა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელიაო მაგაზე ჩამეცინა.არსენალს ბევრად გააზრებული პოლიტიკა აქვს ვიდრე ამხელა რესურსის მქონე გუნდს.
0
№23
ავტორი: dzia_David
13 აგვისტო 2022 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კაროჩე ეს გუნდი აღარაა ვსოო. ჰარი მაგუაიერს რო ვხედავ მოედანზე უკვე სერიოზული ზიზღი მაქვს. ვისში გადავიხადეთ პროსტა ამხელა თანხა და ვინ გყვავს ამდენი ხანია კაპიტნად ბიჭოოოო. უბურთოდ თუ ბურთიანად ტიპი ტლანქი უინტელექტო ჩამოსხმაა. ფრედზე მეტი უჟასი რაღა გინდათ. ამხელა გუნდში ერთი კაცი არაა რო რამე დადებითი ვთქვა. გაყიდონ ამ გლეიზერებმა გუნდი გაყიდონ და დაგვასვენონ ხო შეიძლება. მარტო სულშერზე დაჯმა რო მიდიოდა ხოლმე აქ, ეხლა მაინც ხო ვუყურებთ რო ამათ გინდა ანჩელოტი, მოუყვანე გინდა ძოძუაშვილი ბალაგანიააა იმენა.
0
№24
ავტორი: Old Red Devil
13 აგვისტო 2022 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
საიანარა, ფინიტა ლია კომედია, მაგრე არ დარაჩეთ ხალხნოო…. ყველა გასაგდებია აბსოლუტურად ყველა.
0
№25
ავტორი: sergi070
13 აგვისტო 2022 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: dzia_David
კაროჩე ეს გუნდი აღარაა ვსოო. ჰარი მაგუაიერს რო ვხედავ მოედანზე უკვე სერიოზული ზიზღი მაქვს. ვისში გადავიხადეთ პროსტა ამხელა თანხა და ვინ გყვავს ამდენი ხანია კაპიტნად ბიჭოოოო. უბურთოდ თუ ბურთიანად ტიპი ტლანქი უინტელექტო ჩამოსხმაა. ფრედზე მეტი უჟასი რაღა გინდათ. ამხელა გუნდში ერთი კაცი არაა რო რამე დადებითი ვთქვა. გაყიდონ ამ გლეიზერებმა გუნდი გაყიდონ და დაგვასვენონ ხო შეიძლება. მარტო სულშერზე დაჯმა რო მიდიოდა ხოლმე აქ, ეხლა მაინც ხო ვუყურებთ რო ამათ გინდა ანჩელოტი, მოუყვანე გინდა ძოძუაშვილი ბალაგანიააა იმენა.

სულშერის მანჩესტერი მომენატრა, ხანდახან 3-4 თამაშს მაინც გადააბავდნენ ხოლმე და იმედი ჩნდებოდა რაღაცის, ახლა იმედიც კი აღარაა არსაიდან
0
№26
ავტორი: manubro
13 აგვისტო 2022 20:08
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
თურმე სულშერი არც ისეთი **** ყოფილა როგორიც მეგონა და მაურუნიო კიდე რომელმაც თქვა მეორე ადგილი ამ გუბდით ჩემი კარიერია საუკეთესო შეფეგიაო არ მოუტყუებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№27
ავტორი: Roberto
13 აგვისტო 2022 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
ეს ამბავი ჩემთვის და ბევრისთვისაც ნათელი იყო,მაგრამ ვერასდროს იმ ხალხისას ვერ გავიგებ ვისაც ამ გუნდის,ამ შემადგენლობის და პირადად მაგუაერის,რეშფორდის და კიდევ სხვა უამრავი მოსიარულე გვამის.ვიცოდით ხო უეჭველი რო ყველაფერი ასეც იქნებოდა,40 წლის რონალდოს რო დაეყრდნობი და ეხვეწები დარჩენას იმიტომ სხვა არ გყავს ვერ მოგყავს აი მანდ ხომ უკვე დარხეული გაქვს არა.არვიცი რა მოკლედ,გაფარჩაკდა კლუბი
0
№28
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2022 20:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ყველაზე სასაცილო კი იცით რა არის?სათადარიგოს რომ ჩახედავ და ხვდები რომ იმედი არ უნდა გქონდეს გუნდის გაძლიერების
0
№29
ავტორი: shotkin
13 აგვისტო 2022 20:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

სულშერი ამ იდიოტებით 2 ადგილზე გავიდა
0
№30
ავტორი: The red devi11
13 აგვისტო 2022 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
:D :D :D

ტენ ჰააგის კარიერა დასრულებულია რა მწვრთნელს ართმევენ საფეხბურთო სამყაროს ამათი ბურგერჭამია დედები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top