თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2022, 06:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2801,
კომენტარები: 39
ტენ ჰააგის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტენ ჰააგმა მატჩის წინ სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.
ტენ ჰააგის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰააგმა ჟურნალისტებისი მიერ დასმულ შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

მას კარგი სავარჯიშო კვირა ჰქონდა და გასულ შაბათ-კვირას ნახევარ საათზე მეტი სათამაშო დროც მიიღო. შევა თუ არა სასტარტო შემადგენლობაში, ხვალ ვნახოთ.
ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება და ჯერჯერობით არ გავასაჯაროვებ.

ჭორები მარკუს რაშფორდის შესახებ

ის ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამას ჩემი აქ ყოფნის პირველივე დღიდანვე ხედავთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით და აბსოლუტურად არ მინდა დავკარგო მსგავსი ტიპის მოთამაშე, ის ნამდვილად ჩვენს გეგმებშია.

გაკვეთილი "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩიდან

ყოველი მატჩის შემდეგ ვაანალიზებ ჩვენს თამაშს: რა მოხდა, რა მოხდა, სად უნდა გავაუმჯობესოთ რაღაც, როგორ მოვარგოთ ვარჯიში ამ ყველაფერს. ჩვენ ვეუბნებით და ვაჩვენებთ მოთამაშეებს რა არის გადაწყვეტილებები. ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია, როცა სეზონს იწყებ, გუნდი იკრიბება, ეჩვევა თამაშის ახალ სტილს და უშვებს შეცდომებს. ფეხბურთი შეცდომების თამაშია. ვიცით, რომ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, ეს გასაგებია.

ტრანსფერების შესახებ

კმაყოფილი ვარ, ამ საკითხებზე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, სულ ეს შემიძლია ვთქვა. თქვენ იცით, რომ ვერ ვისაუბრებ ფეხბურთელებზე, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები სხვა კლუბებთან.

მარცხის შემდეგ წნეხის შესახებ

ვიცი, რომ ზეწოლა ყოველთვის იყო და იქნება, მეც მქონდა მსგავსი გამოცდილება.
ვიცი, რომ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, ვიცი, რომ გულშემატკივარი ამას ელოდება, უბრალოდ უნდა მოითმინო. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის გუნდის მაქსიმალურად მომზადება თამაშისთვის.

"ბრენტფორდის" ტესტი

იოლი მატჩები არ არსებობს, ისინი ყველა რთულია. ჩვენ ნამდვილად კარგ გუნდს შევხვდებით, ისევე როგორც გასულ კვირას.
მათ აქვთ კარგი სტრუქტურა კლუბში, კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი, რომლებიც დიდი ხანია ერთად მუშაობენ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მათი დამარცხება.

ეთანხმებით თუ არა კლუბის სატრანსფერო სამიზნე მენეჯმენტს?

დიახ.

ტრავმების შესახებ

მარსიალი ჯერ კიდევ მიუწვდომელია შესარჩევად, იგივე ვიქტორ ლინდელოფი.
ისინი ამ შაბათ-კვირას არ ითამაშებენ.

დარწმუნებული ხარ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე შენი გუნდი უკეთესი იქნება?

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ", - აცხადებს დასასრულს ტენ ჰააგი.
პრესკონფერენცია
39 კომენტარი
№31
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2022 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
ციტატა: shotkin
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

სულშერი ამ იდიოტებით 2 ადგილზე გავიდა

29 თამაში გასვლაზე არ წააგო და რეკორდი მოხსნა
0
№32
ავტორი: irakli87
13 აგვისტო 2022 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
მიკვირს ტენ ჰააგის რის საფუძველზე მოვიდა აქ? ან არ ქონდა ნანახი ან გაგონილი აქ რეები ხდებოდა?! მეპატრონეების შეცვლა გვჭირდება და პერესის ტიპის დირექტორი. ამის შემდეგ ეს ნაყარი სასტავი თავისთავად გაქრებიან სამუდამოდ ამ გუნდიდან. სხვა შანსები არარსებობს გამოსწორების. ახალი გუნდია შესაქმნელი და ამ საქმეს კარგი მეპატრონე და პროფესიონალი კადრები სჭირდება. კარგი დირექტორი!
0
№33
ავტორი: dzia_David
13 აგვისტო 2022 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ფრედმა ხო იფორთხიალა მთელი პირველი ტაიმი მეორე ტაიმში მაკტომინეიმ შეცვალა მეორე გენიოსმა და გაფუჭების მეტი არაფერი გაუკეთებია. ბრუნო მარტო ხელებს შლის. ჰარი საერთოდ პრემიერ ლიგის დონის იგროკიც არაა ბარნლში და ასტონ ვილაშიც არ გავაჭაჭანებდი. ამომტანი არ ყავს გუნდს იმენა არავინ. დალოო რაც მოედანზე გამოVმდა იმ წუთიდან მირჩევნია მაგას კაკაბაძე. რაშფორდი უკვე ძალათ აგრძელებს მემგონი საფეხბურთო კარიერას. რონალდოს თუ არ შეუქმენი მომენტი აღარა ის ფორმა, თავისით შეიქმნას მომენტი ან გაამწვავოს. კაროჩე მე თუ მკითხავთ მთელ გუნდს ფსიქოლოგი ჭირდება. მელოტი სპეციალურად მოიყვანეს, ტრენერად თმა აღარ გასცვივდებაო. სულშერი ხო გამიჭაღარავეს კაცი. მოკლედ მთლიანი კლუბი ერთ დიდ მძღნერშია. კიდე თუ სადმე გამაკვირვებდნენ უსახური და საშინელი თამაშით არ მეგონა. ახლა მხოლოდ არნაუტოვიჩი თუ გვიშველიდა ერთი.:დდდდ

მალასია მომწონს მოუმატებს ეგ და კაი ბიჭია.
0
№34
ავტორი: man.red
13 აგვისტო 2022 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
sruli sa***veti!

Awin napolis tamashebs mainc vuyureb amgens motvnia unamuso dedis muteli
0
№35
ავტორი: GIOMU
13 აგვისტო 2022 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გაუშვით 4 გოლი ჯანდაბას მაგრამ მომენტიც რო არ გვქონია შეტევაში რეალური? არ მესმის რაშფორდს და ფერნანდეშს რატო განიხილავენ უალტერნატივოდ სულშერიც რაგნიკიც და ესეც, ვერ ხვდებიან რომ ამათგან არაფერი გამოვა და ეწირებათ მწვრთნელების კარიერა? მაკტომიენი ფრედიზე აღარაფერს ვამბობ.
0
№36
ავტორი: man.red
13 აგვისტო 2022 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Ro gavardebodnen gamixardeba iqneba mere mainc gaiwmindos gundi

Mwvrtnels ro dalo moewoneba imisgan arc unda elodo mets atamashos bisaka dacvashi mainc shveba ragacas shetevashi mteli gundi chajmulia mainc
0
№37
ავტორი: shotkin
13 აგვისტო 2022 21:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
ციტატა: shotkin
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

სულშერი ამ იდიოტებით 2 ადგილზე გავიდა

29 თამაში გასვლაზე არ წააგო და რეკორდი მოხსნა


ხო , შედარებას არ ვაკეთებ უბრალოდ მერამდენედ უნდა დამტკიცდეს რო ამ გუნდში პრობლემა თუ ვინმე არაა ესაა მწვრთვნელი, ვინიცის კარგი მფლობელების ხელში თუნდაც სულშერს მიეღწია დიდი არმატებითვის
0
№38
ავტორი: onlyred
13 აგვისტო 2022 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მოხოდავს ტენ ჰააგი მანჩესტერს.
ბაბუ უარეს დღეში იყო თავიდან.
იმ კაცს ენდნენ.
ამდენი მწვრთნელის მერე იმედია მიხვდებიან რომ საქმე მწვრთნელში არაა და ამოუდგებიან მხარში ეს გოიმები.
0
№39
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2022 09:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტრანსფერებია საჭირო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top