პორტუგალიელი ფეხბურთელი კვლავ მომაკვდინებელ ფინიშერად რჩება, მაგრამ პრესინგისადმი მისი უინტერესობა უარყოფით გავლენას ახდენს გუნდის თამაშზე.
ორ წელზე მეტია სულ უფრო და უფრო მტკიცდება, რომ ოლე გუნარ სულშერს არ აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ტაქტიკური დეტალების საკმარისად მაღალი დონის ცოდნა.
თანდათან გაუმჯობესდა მის განკარგულებაში მყოფი მოთამაშეების თამაშის ხარისხი, რაც მეტყველებს გასულ წელს მეოთხე ადგილიდან მეორეზე აწევას, მაგრამ ეს აღმავალი ტრაექტორია ყოველთვის იყო დაბალ დონეზე.
ეს არის სულშერის მდგომარეობის მწარე რეალობა და ჩვენთვის, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით ჩიხში ვიმყოფებით, დაგვადანაშაულეს რა ნორვეგიელის წინააღმდეგ მოსაზრებების გამოხატვაში. , როდესაც სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ იგივე პრობლემა კვლავ მეორდება და ისევ იმ სურათს ვხედავთ, რა სურათის ყურებაც ყველას მობეზრებული გვაქვს.
მედიაში მეგობრული ექსპერტებიც კი (ძირითადად ყოფილი "იუნაიტედის" ფეხბურთელები) იწყებენ ფიქრს, არსებობს თუ არა უფრო ღრმა გეგმა , თუ ეს არის მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრისგან შექმნილი ჯგუფი , რომელნიც ბევრად სუსტები არიან ერთად ვიდრე ცალცალკე, თვალდაბინდულად მოედანზე სირბილი და იმის იმედად ყოფნა, რომ მოხდება სასწაული და ვინმე მომენტს ინდივიდუალურად შეასრულებს.
არგუმენტები, რომ შევაჯამოთ: მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგაში 2017 წელს ტაქტიკური სირთულის ზღვარი აწია, ელიტარული ტაქტიკოსების სერიამ უზრუნველყო "ავტომატიზმი" ანუ ტაკტიკურად ღრმად ჩაშლილი შეტევები, მათ შეძლეს აღნიშნული შეტევების ფეხბურთელების კუნთების მეხსიერებაში ჩადება. მიმდინარედ პრემიერ ლიგის მოსაგებად საჭიროა "პოლიგონზე" 90 ქულაზე მეტის აღება.
ფინანსური უთანასწორობა თანამედროვე ფეხბურთში ნიშნავს იმას, რომ ტოპ გუნდები რეგულარულად ხვდებიან კომპაქტურ თავდაცვით სტილის გუნდებს და შესაბამისად, ეს წვრილად შერჩეული დეტალი იმის შესახებ, თუ სად უნდა იდგეს, გაიქცეს და გაიაროს ამათუ იმ ფეხბურთელმა, საჭიროა იმისთვის, რომ გამოიყვანონ დაცვითი ბლოკადა კომფორტული პოზიციიდან. იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა და ტომას ტუხელი ლიგის საუკეთესო ტაქტიკოსები არიან ამ ასპექტში.
ბრენდან როჯერსიც დიდი ტაქტიკოსი მწვრთნელია და ამიტომაც მისი გუნდი დომინირებდა შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან". აღნიშნული შესამჩნევი იყო ნახევარდაცვის რგოლში.
დეტალებზე ყურადღების გამახვილება-ხაზებს შორის სივცრის შემცირება, კოლექტიურად ართმევაზე თამაში, გუნდის სინქრონიზაცია-ყოველთვის გამოასწორებს სოლსკიაერის ბუნდოვან სისტემას, რომელიც არ შეიცავს ამ ასპექტებს. თუნდაც ნახევარი ან სრული სეზონის მანძილზე ოლეს გუნდმა მოახერხოს ინდივიდუალიზმის წყალობით ქულების დაგროვება და ჩემპიონობა, სულშერის გუნდში უბრალოდ არ არსებობს ზემოთ ხსენებული მცირე ჩამონათვალი იმისა როგორი უნდა იყოს გამართული გუნდი.
ისინი ვერ მოიგებენ ლიგას ოლეს მეთაურობით. ეს არის ძალიან მარტივი ფაქტი და ის, რაც იუნაიტედის გულშემატკივრებს უნდა აწუხებდეთ არის ის, რომ კრიზისულ მომენტამდე დიდი გამარჯვებების მოპოვების მისი არაჩვეულებრივი უნარი, ფეხბურთელებთან და მედიასთან კარგ ურთიერთობასთან ერთად, როგორც ვხედავთ სულშერი იმაზე კარგია, რომ შეიცვალოს და იმაზე სუსტია რომ გუნდი გამარჯვებისკენ წაიყვანოს!
ამ სეზონამდე "იუნაიტედმა" იცოდა როგორ მოეგო დიდი გუნდებისთვის, რადგან ოლემ გამოიყენა კონტრშეტევის სისტემა, რომლის დროსაც მისი გუნდი უბურთოდ შესანიშნავად მოქმედებდა, რაც მოწინააღმდეგე გუნდისთვის დამღუპველი იყო. ერთი შეხედვით პორტუგალიელის ტრანსფერმა არია თითქოს და დალაგებული გეგმა.
რთული თამაშების სერია - ისინი ითამაშებენ მომდევნო ხუთ თამაშს "დიდი ექვსეულის" დარჩენილ ხუთ გუნდთან - ეს სერია იქნება გადამწყვეტი ოლესთვის, იმ შემთხვევაში თუ სერია წეარმატებული გამოვა ნორვეგიელი სავარაუდოდ დიდი ხნით დარჩება გუნდში.
ყველა ფორვარდიდან, რომლებმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სამი მატჩი ჩაატარა, ფიზ დატვირთვის კუთხით შეფასების კოეფიციენტი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ყველაზე დაბალი აქვს, 17 ეს ის ციფრია რომელიც რონალდუს აქვს ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს და ჩამორჩება რომელუ ლუკაკუს , რომელის კოეფიციენტი 43 ის ტოლია. როგორც ხედავთ განსხვავება ძალიან დიდია.
როგორც მოსალოდნელი იყო, რონალდუს უინტერესობა პრესინგის მიმართ ინფექციის მსგავსად გავრცელდა გუნდში. გასაოცარი იყო იმის ყურება, თუ რამდენად ადვილად გადადიოდა "ლესტერი" ცენტრალური მცველიდან ცენტრალურ ნახევარდაცვაში.
რონალდუ არ თამაშობდა პრესინგს და იგი არ ცდილობდა ბურთის ჩაჭრას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპონენტებს შეუძლიათ წარმოუდგენლად მარტივად განავითარონ შეტევები, თავდამსხმელები პრესინგის დროს ადგენენ პრესინგის ზღვარს , შესაბამისად პრემიერ ლიგაში პრესინგის არ თამაში ფორვარდისგან მომაკვდინებელი შეცდომაა. გუნდების უმეტესობა თამაშობს მკაცრ 4-4-2 ტაქტიკას ბურთის დაკარგვისას, ისე რომ ორი ფორვარდი ეხმარება გარშემორტყმულ ნახევარდაცვას თავიდან აიცილოს პირველი პასის გავლა მათ შორის. მაგრამ არა "წითელი ეშმაკები" რონისთან ერთად.
ის აძლევდა ინსტრუქტაჟს სხვებს როგორ ეთამაშათ პრესინგი, ეს იმას ნიშნავს რომ პრესინგში მონაწილეობდა თითო ან ორი კაცი მაქსიმუმ, ეს კიდევ უფრო ზრდიდა დაცვით ხაზებს შორის სივრცეს და უფრო მარტივს ხდიდა "ლესტერის" შეტევების განვითარებას. ეს ყველაფერი ნორვეგიელის მითითებების გარეშე ხდებოდა, რაც ბევრი ექსპერტის აზრით დაცვის დეკომპრესიას და ლეტალური შედეგის მომტანი ფაქტია.
მცდარია ვარაუდი, რომ ჩამშლელი ნახევარმცველი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. ეს არის სისტემური ხარვეზი, ამ ხარვეზის გამო ნახევარდაცვას უწევს მოედნის საფარის დიდი ნაწილის დაფარვა. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ სულშერს არ შეუძლია იყოს სტრუქტურირებული ტაქტიკოსი მწვრთნელი და ახლა რონალდუ სიზარმაცით ლიდერობს გუნდს.
"იუნაიტედი" კიდევ ერთხელ გახდება, ბურთზე ზეწოლის განხორციელების და კოლექტიური მიზნის გარეშე მოთამაშე გუნდი .
წყარო:
goal.com