თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2020, 14:47
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2672,
კომენტარები: 74
ოლე:"ჩვენ კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"
ოლეს მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ოლე:
ოლე გუნარ სოსლკაიერი კმაყოფილია "მანჩესტერის თამაშით",იმის და მიუხედავად რომ ენფილდზე ეშმაკუნები დამარცხდნენ ოლე მაინც კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების შესრულებით.

ვირჯილ ვან დაიკმა მეთოთხმეტე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.მეორე ტაიმის მიწურულს კი სალაჰმა კონტრშეტევაზე დაიჭირა "იუნიატედი" და ორaმდე გაზარდა სხვაობა.

თამაშის დასრულების შემდეგ კი MUTV– სთან ინტერვიუში ოლემ ისაუბრა თამაშის ხარისხზე,მარკუს რაშფორდსა და შესაძლო ტრანსფერებზე.

"ვფიქრობ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში.ისინი კარგად გვიტევდნენ,მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეკარე,რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა და გვყავს მცველები,რომელბმაც თავიანთი საქმე ნამდვილად კარგად შეასრულეს,ამის წყალობით ჩვენ დავბრუნდით თამაში"

"ჩვენ შევქმენით საკმაო მომენტები,ვუტევდით და ვცდილობდით ზეწოლა განგვეხორციელებინა მეტოქეზე,რაც გამოგვივიდა,მაგრამ დაგვაკლდა ბოლო პასი.ჩვენ ნამდვილად კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"


ოლე მარკუსის შესახებ:

"ის ვერ დაბრუნდება შესვენების შემდეგ,მე არ ვარ ექიმი და ზუსტად ვერ გეტყვით როდის დაბრუნდება ის,მაგრამ ასეთი დაზიანების განკურნებას დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება"

ოლე ტრავმირებულთა შესახებ:

"ამ სეზონში საკმაოდ ბევრი დანაკარგები გქვონდა,ბევრი დაშავდა,ახლა კი მარკუსიც გამოგვაკლდა,აქამდე არ გვყავდა ენტონი,ასევე ძალიან დიდი დრო გაუცდა პოლ პოგბასაც.ეს კი ძალიან სამწუხარო სიტვაციაა.ჯერ კიდევ გახსნილია სატრანსფერო ფანჯარა და უნდა ვეცადოთ თუნდაც მოკლევადიანი გარიგებები შევასრულოთ.თუ ბაზარზე გამოჩნდება შესაფერისი ფეხბურთელი შესაფერისი ფასით ჩვენ აუცილებლად ვიყიდით მას"

ოლე ფრედის კარგ თამაშსაც გამოეხმაურა:

"მან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი,ის მოედნის ყოველ ნაწილში იყო და ბრძოლის უმეტესი ნაწილი მოიგო კიდეც.ის ახლა უფრო თავდაჯერებულია და მე კმაყოფილი ვარ მისით"

საბოლოო შეჯამება ლივერპულთან მატჩში:

"რა თქმა უნდა,ბედნიერები ვერ ვიქნებით მარცხის შემდეგ და ყოველი დაკარგული ქულების შემდეგ.პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით,რაც ძალიან სამწუხარო იყო,მაგრამ ბოლო ნახევარი საათი ნამდვილად კარგად ვითამაშეთ"

"ჩვენ შევძელით და უკან დავახევინეთ მათ,მეორე ტაიმში ბურთთან უმეტესად ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ,უკან დავწიეთ და მათ კართან სახიფათო მომენტებიც შევქმენით.შექვმენით ზეწოლა და ვფიქრობდი რომ ისინი ნერვიულად გამოიყურებოდნენ"
ინტერვიუები
74 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
20 იანვარი 2020 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 744
გაუშვებდი კუთხურიდან ვან დეიკს უილიამსს რომ დაუყენებ მეურვედ რა გაიოცე?
1
№2
ავტორი: Lalana
20 იანვარი 2020 15:11
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1714
ციტატა: levionok
გაუშვებდი კუთხურიდან ვან დეიკს უილიამსს რომ დაუყენებ მეურვედ რა გაიოცე?

იმიტომ გაიოცა,რომ სტანდარტულებიდან ბოლოს გოლი როდის გავიტანეთ არავის ახსოვს და ეტყობა ფიქრობენ რომ სტანდარტულები არ არის ფეხბურთის ნაწილი.

სხვათაშორის კარაგერისა და კინის საუბარი ძალიან საინტერესო იყო,სამწუხაროდ ახლა ვერ შევძლებ თორემ მაგასაც დავდებდი,არასოდეს მევასებოდა კარა,მაგრამ რასაც ახლა ის ამბობს ნამდვილად სწორია,თუ მოახერხეთ ნახეთ ეგ დიალოგი.

ასევე ერთ რამეს დავამატებ,არ მიწყინოთ მაგრამ ნამდვილად გგონიათ რომ მანჩესტერმა დაახევინა უკან ლივერპულს?როდესაც სურდათ მატჩშის გაკონტროლება მშვენივრად მოგვახვიეს თავს საკუთარი თამაში ისე რომ ბურთი არ მიგვაღებინეს,საკმაოდ კარგა ხნის განმავლობაში 83-17ზე იყო ბურთის ფლობა.ზუსტად მოურინიოს სტილი გაუშვა შემდეგ კლოპმაც და რატომ?იმიტომ რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში შესატევი გვქონდა,ამოვიწეოდით,დაცვასაც ამოვწევდით და ისინი კი კონტრშეტევაზე იმოქმედებდნენ რაც ზუსტად გამოუვიდათ კიდეც და სალაჰის გოლიც ადასტურებს ამას.მეორე ტაიმში წესიერად პრესინგსაც აღარ გვეთამაშებოდნენ,უკან დაიხიეს და ელოდებოდნენ ჩვენ ქმედებებს,მაგრამ იმ შემადგენლობით რაც გვყავდა მაინც კარგად შეასრულეს ყველაფერი,პირადად მე არ ვარ უკმაყოფილო.კარგია რომ რამოდენიმე გოლიც არ ჩაუთვალეს თორემ შემდეგ ნამდვილად საშინლად დასრულდებოდა ეს მატჩი ჩვენთვის.

აი რაშფორდიც რომ გამოტოვებს საკმაო თამაშებს და თუ ვერავინ დავიმატეთ ვინმე მერე რა გვეშველება ნამდვილად არ ვიცი.
1
№3
ავტორი: kaja
20 იანვარი 2020 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
აი ვაფშე რა შუაშია მწვრთნელი იმასთან თუ ვინ ვისთან უნდა დადგეს კუთხურის ჩაწოდების დროს? სულ რო მწვრთნელს ეთქვა ვილიამსისთვის ვან დეიკს დაუდექიო მაინც ისე უნდა გადაენაწილებინათ ხალხი როგორც სწორი იქნებოდა... მაგუაერი უნდა დადგომოდა ვან დეიკს და ა.შ... ვისაც ფეხბურთი უთამაშია ისინი უფრო მიხვდებიან რასაც ვწერ ! ყველაფრის სოლსკიაერზე მიწებება მაგრად ტეხავს :)
2
№4
ავტორი: Lalana
20 იანვარი 2020 15:47
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1714
ციტატა: kaja
აი ვაფშე რა შუაშია მწვრთნელი იმასთან თუ ვინ ვისთან უნდა დადგეს კუთხურის ჩაწოდების დროს? სულ რო მწვრთნელს ეთქვა ვილიამსისთვის ვან დეიკს დაუდექიო მაინც ისე უნდა გადაენაწილებინათ ხალხი როგორც სწორი იქნებოდა... მაგუაერი უნდა დადგომოდა ვან დეიკს და ა.შ... ვისაც ფეხბურთი უთამაშია ისინი უფრო მიხვდებიან რასაც ვწერ ! ყველაფრის სოლსკიაერზე მიწებება მაგრად ტეხავს :)

უხერხული კითხვაა მაგრამ მაგას რომ ამბობ მაინტერესებს რა დონეზე გითამაშია ფეხბურთი?

საქართველოში რომ ბე და ა კატეგორიის ლიცენზიის მქონე მწვთნელების მუშაობას ადრი იმ დონეს რაც ევროპაში ხდება ეგ სწორად მიგაჩნია?
ევროპაში მწვრთნელის სტანდარტები ისეთ მაღალ დონეზეა აწეულია აქაური დონე იმასთან შედარებით ქვის ხანაა,როდესაც იქ თითოელ დეტალს თვლიან,მოედნის ყოველი მონაკვეთს დეტალებში იხილავენ,ვინ სად უნდა იყოს კონკრეტულ მომენტში,ბურთის მიღების დროს რა ვარიანტები უნდა შესთავაზოს თანაგუნდელებმა და მილიონიბით წვრილმანია.ვიდეო ანალიტიკოსები ყავთ ტიპებს ისეთ დონეზე განიხილავენ ყოველ დეტალს და მაგ დონეს ადრი აქაურსას?საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს რომელსაც პირველ ლიგაში უთამაშიათ და თამაშობენ და კი ვიცი რა დონეცაა აქ.
0
№5
ავტორი: shotkin
20 იანვარი 2020 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2817
აი ოლე რო კარგ საქმეს აკეთებს ეგ ფაქტია ჯერ მარტო ისეთი სასტავი ამოყავს წინა პლანზე ვინც მანიუსთვის ვენებს გადაიჭრის და თუ გასოვთ როცა მოვდა ეგ ტქვა რო აქ ისეთები მინდა ვინც სიცოცხლეს გაწირავს ამ მაისურისთვისო და შეხედეთ როგორ თამაშობს ვილიამსი შოუს მირჩევნია უკვე ბევრად და შეხედეთ ჯეიმსს და ბისაკას სწორი ხედვა აქ მწვრთნელს ამ მხირვ აშკარად ვან გაალზეც მოურინიოზეც და მოიესზეც უბრალოდ პირველი თერთმეტეული მინდა სეკრას ოლემ რო მერე მოვთხოვო რამე თორე უკვე იგრძნობა რო წესით ოლეს მანიუ მოედნის ყველა მონაკვეთზე მებრძოლი გუნდი უნდა იყოს და წამსველებიც ნელ ნელა რო მიდიან მისწირდება და იმედია ზაფხულისთვის მაქსიმალურად გავიფილტრებით უაზრო არაფრისმომცემი გვარებისგან,

აი ეხლა როცა რეშია ილეწა გადაიხადონ რა ის 8 მილიონით მეტი და მოიყვანონ ბრუნო 10 იანზე შეტევითი პოტენციალი ძაან გაიზრდება და მერე რეშიც დაბრუნდება ვიღაცა გამოცდილ ბებერში 5 თვისთვის ფულის გასდროლას და არენდით ყიდვას ის ფული ფერნანდეშს დაუმატონ და იყიდონ ბარემ ის ვინც ზოგადად ჭირდებათ ვაა მეიხნა ტვინი
0
№6
ავტორი: Lalana
20 იანვარი 2020 16:05
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1714
ციტატა: shotkin
shotkin

აი ზუსტად რაც მომწონს ამ გუნდში მებრძოლი ხასიათია,მაგრამ მე წინა წელსაც და იმის წინა წელსაც ვნახე პირველ ტაიმში წაგებული თამაში და მეორე ტაიმში გამოსული სულ სხვა გუნდი,მაგრამ ოლეს ამ გუნდს კიდევ სხვა ჟილკა აქვს.სამწუხაროდ ფიზიკურად არაა გუნდი მზად და ესაა ყველაზე ცუდი,როდესაც ამდენი ტრავმიანი გყავს გუნდში ესე იგი ფიზიკურ დატვირთვებს კარგად ვერ იტანს მათი ორგანიზმი,რაც პირდაპირ მიანიშნებს არასწორ ფიზიკურ მომზადებას,იმედია ოლე ამას დაინახავს და შეცვლის.ერთი და ორი კაცი რომ იმტვრეოდეს მესმის,მაგრამ ასეთი ხშირი ტრავმიანობა,თან სხვადასხვა ფეხბურთელების საგანგაშოა.

ტრანსფერები კი აუცილებლად გასაკეთებელია,თუ არ გაკეთდება და ასეთი ტემპით დავკარგეთ ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებით.დიდი იმედი მაქვს ბრუნოს მოიყვანენ.აი თავდამსხმელზე ვერ დაგეთანხმები,რადგან გამოცდილი ადამიანი სკამზე საჭიროა,თუნდაც ასეთ მომენტში.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
20 იანვარი 2020 16:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2597
თუ კარგად დააკვირდებით მეორე გოლს იქ ოფსაიდი იყო და მსაჯმა აწია კიდეც ალამი.ალისონს ხელით შეყავს ბურთი თამაშში და სალაჰი გარბის და გააქვს.ეპიზოდი დინამიური იყო და უბრალოდ მსაჯმა არ დააკვირდა.არადა მატამ ბურთზე ითამაშა და ასეთ დროს ბურთის გათამაშებას მსაჯი ითხოვს.ეგ არაფერს ცვლიდა მართალია მაგრამ ეგეც იყო რეალურად.
ახლა რაც შეეხება წამსვლელების წასვლას რასაც წლებია ვითხოვ როგორც იქნა დაიწყო ეს პროცესი მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობაშ ივვარდებით.ხალხი მიდის უკვე მეორე ფანჯარაა და მოსვლით მისი ნახევარი მოდის.მაგარი იდიოტიზმი ხდება ამ კუთხით
0
№8
ავტორი: Malboro463
20 იანვარი 2020 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5173
რატომ ბოლო ნახევარი სათი და არა საწყისი 30 წუთი? ეს სი რი თუ იწერს ამ შეტევას და გგონია რომ ლივერპულს უკან მან დახევინა რატო არ შეილებოდა მაშინ სწრაფ გოლზე თამაში? ყველაფერი ლივერპულის სცენარით მიდიოდა ფრის შემთხვევაშიც ლივერპულის მდგომარეობა არ იცვლებოდა აი მანჩესტერს კიდე მოგება უნდოდა და მხოლოდ 1 ქულისთვის არ უნდა ებრძოლა
23 თამასში 9 მოგება აქვს გუნდს რა კარგ საქმეზე და პროგრესზე საუბრობთ
ტრანსფერები კიდე ამ კაცის ხელში არაფერს შეცვლის ის ფეხბურთელებიც ისევე გაბანძდებიან როგპრც სხვები. თავიდან გუნდს დაეტყობა წინ სვლა ინდივიდუალურობის ხარჯზე მარა მერე ისევ ისე ჩაბანძდება სანამ ეს #ლე თავისი ჯოგით გუნდს უდგას სათავეში არაფრის იმედი არ გქონდეთ +ვუდვარდი

გუნდს გაწმენდვით სხვა მწვრთვნელიც გაწმინდავს იმაზე სწრაფად ვიდრე ეს აკეთებს.... ლინგარდის გასვებას ვითხოვთ და ჯეიმსი მოყავს გუნდში
ფრედი წავა და რაისი მოვა

ვილიამსიც მაგარი უფანტაზიოა საიდან მოათრია
0
№9
ავტორი: Karanadze
20 იანვარი 2020 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
Ai dzmao getanxmebit magram eg aris zustad ro transferebs vinc unda aketebdes imas dzinavs faqtiurad arc gvyavs. Mwvrtneli ambobs es fexburtelebi unda wavides eseni unda movidnen magram ver moyavt. Olec ar dgeba da ar idzaxis vermoyavto egec gundis gamo. Imas ver davijereb ro oles aravin mowons. Tundac longstafi iyos mwvrtneli tu iyxovs esegi is xedavs masshi ragacas ratomac unda magram egec armoyavt. Kargia mewveli dzroxis rolidan gamosvla magram am etapze sheudzlebelia. Roca bucebi aragaq da tamashis wina dgea aravin dagiklebs egpontia aq xalxi gvchirdeba yvelam icis da aravin ar gviklebs.

Xo brat mbape mesi da ronaldo iqet krosi da kante varani da marselo. Moiyanos aman mama kiaraa dedamotynuli ise bazrobt dd tipebma bruno ver uyides gunds. Dd da jeimsic mito moiyvana ro aravin uyidida kide gunds 100 milionian fexburtels bisaka magguaieri iyida da egiyo maxsimumi tanxa
0
№10
ავტორი: Vaskaa
20 იანვარი 2020 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 99
ბრუნო დადასტურდა და ეხლა კავანი ე მიდის საუბრები და მართალია?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 თებერვალი 2020, 21:55
ბრიუგე
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
23 თებერვალი 2020, 18:00
იუნაიტედი
უოტფორდი
პრემიერ ლიგა
28 თებერვალი 2020, 23:59
იუნაიტედი
ბრიუგე
ევროპა ლიგა
ბრიუგე20 თებერვალი
უოტფორდი23 თებერვალი
ბრიუგე28 თებერვალი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

17 თებერვალი 2020, 23:59
ჩელსი0
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
1 თებერვალი 2020, 21:30
იუნაიტედი0
ვულვზი0
პრემიერ ლიგა
29 იანვარი 2020, 23:45
სიტი0
იუნაიტედი1
ინგლისის ლიგის თასი
ჩელსი17 თებერვალი
ვულვზი1 თებერვალი
სიტი29 იანვარი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top