თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2020, 14:47
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3493,
კომენტარები: 74
ოლე:"ჩვენ კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"
ოლეს მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ოლე:
ოლე გუნარ სოსლკაიერი კმაყოფილია "მანჩესტერის თამაშით",იმის და მიუხედავად რომ ენფილდზე ეშმაკუნები დამარცხდნენ ოლე მაინც კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების შესრულებით.

ვირჯილ ვან დაიკმა მეთოთხმეტე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.მეორე ტაიმის მიწურულს კი სალაჰმა კონტრშეტევაზე დაიჭირა "იუნიატედი" და ორaმდე გაზარდა სხვაობა.

თამაშის დასრულების შემდეგ კი MUTV– სთან ინტერვიუში ოლემ ისაუბრა თამაშის ხარისხზე,მარკუს რაშფორდსა და შესაძლო ტრანსფერებზე.

"ვფიქრობ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში.ისინი კარგად გვიტევდნენ,მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეკარე,რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა და გვყავს მცველები,რომელბმაც თავიანთი საქმე ნამდვილად კარგად შეასრულეს,ამის წყალობით ჩვენ დავბრუნდით თამაში"

"ჩვენ შევქმენით საკმაო მომენტები,ვუტევდით და ვცდილობდით ზეწოლა განგვეხორციელებინა მეტოქეზე,რაც გამოგვივიდა,მაგრამ დაგვაკლდა ბოლო პასი.ჩვენ ნამდვილად კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"


ოლე მარკუსის შესახებ:

"ის ვერ დაბრუნდება შესვენების შემდეგ,მე არ ვარ ექიმი და ზუსტად ვერ გეტყვით როდის დაბრუნდება ის,მაგრამ ასეთი დაზიანების განკურნებას დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება"

ოლე ტრავმირებულთა შესახებ:

"ამ სეზონში საკმაოდ ბევრი დანაკარგები გქვონდა,ბევრი დაშავდა,ახლა კი მარკუსიც გამოგვაკლდა,აქამდე არ გვყავდა ენტონი,ასევე ძალიან დიდი დრო გაუცდა პოლ პოგბასაც.ეს კი ძალიან სამწუხარო სიტვაციაა.ჯერ კიდევ გახსნილია სატრანსფერო ფანჯარა და უნდა ვეცადოთ თუნდაც მოკლევადიანი გარიგებები შევასრულოთ.თუ ბაზარზე გამოჩნდება შესაფერისი ფეხბურთელი შესაფერისი ფასით ჩვენ აუცილებლად ვიყიდით მას"

ოლე ფრედის კარგ თამაშსაც გამოეხმაურა:

"მან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი,ის მოედნის ყოველ ნაწილში იყო და ბრძოლის უმეტესი ნაწილი მოიგო კიდეც.ის ახლა უფრო თავდაჯერებულია და მე კმაყოფილი ვარ მისით"

საბოლოო შეჯამება ლივერპულთან მატჩში:

"რა თქმა უნდა,ბედნიერები ვერ ვიქნებით მარცხის შემდეგ და ყოველი დაკარგული ქულების შემდეგ.პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით,რაც ძალიან სამწუხარო იყო,მაგრამ ბოლო ნახევარი საათი ნამდვილად კარგად ვითამაშეთ"

"ჩვენ შევძელით და უკან დავახევინეთ მათ,მეორე ტაიმში ბურთთან უმეტესად ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ,უკან დავწიეთ და მათ კართან სახიფათო მომენტებიც შევქმენით.შექვმენით ზეწოლა და ვფიქრობდი რომ ისინი ნერვიულად გამოიყურებოდნენ"
ინტერვიუები
74 კომენტარი
№11
ავტორი: Karanadze
20 იანვარი 2020 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
Manutd.ru aqac shevdivar da vkitxulob xolme komentarebs da bevris aq dawerili emtxveva rasac isini fiqroben magram ai oles gineba me iq ar wamikitxavs radgan es transferebi da bevri sxva ramec yvelam icis vis gamoc ar gamodis
0
№12
ავტორი: GEORGE22
20 იანვარი 2020 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: Lalana
ციტატა: levionok
გაუშვებდი კუთხურიდან ვან დეიკს უილიამსს რომ დაუყენებ მეურვედ რა გაიოცე?

იმიტომ გაიოცა,რომ სტანდარტულებიდან ბოლოს გოლი როდის გავიტანეთ არავის ახსოვს და ეტყობა ფიქრობენ რომ სტანდარტულები არ არის ფეხბურთის ნაწილი.

სხვათაშორის კარაგერისა და კინის საუბარი ძალიან საინტერესო იყო,სამწუხაროდ ახლა ვერ შევძლებ თორემ მაგასაც დავდებდი,არასოდეს მევასებოდა კარა,მაგრამ რასაც ახლა ის ამბობს ნამდვილად სწორია,თუ მოახერხეთ ნახეთ ეგ დიალოგი.

ასევე ერთ რამეს დავამატებ,არ მიწყინოთ მაგრამ ნამდვილად გგონიათ რომ მანჩესტერმა დაახევინა უკან ლივერპულს?როდესაც სურდათ მატჩშის გაკონტროლება მშვენივრად მოგვახვიეს თავს საკუთარი თამაში ისე რომ ბურთი არ მიგვაღებინეს,საკმაოდ კარგა ხნის განმავლობაში 83-17ზე იყო ბურთის ფლობა.ზუსტად მოურინიოს სტილი გაუშვა შემდეგ კლოპმაც და რატომ?იმიტომ რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში შესატევი გვქონდა,ამოვიწეოდით,დაცვასაც ამოვწევდით და ისინი კი კონტრშეტევაზე იმოქმედებდნენ რაც ზუსტად გამოუვიდათ კიდეც და სალაჰის გოლიც ადასტურებს ამას.მეორე ტაიმში წესიერად პრესინგსაც აღარ გვეთამაშებოდნენ,უკან დაიხიეს და ელოდებოდნენ ჩვენ ქმედებებს,მაგრამ იმ შემადგენლობით რაც გვყავდა მაინც კარგად შეასრულეს ყველაფერი,პირადად მე არ ვარ უკმაყოფილო.კარგია რომ რამოდენიმე გოლიც არ ჩაუთვალეს თორემ შემდეგ ნამდვილად საშინლად დასრულდებოდა ეს მატჩი ჩვენთვის.

აი რაშფორდიც რომ გამოტოვებს საკმაო თამაშებს და თუ ვერავინ დავიმატეთ ვინმე მერე რა გვეშველება ნამდვილად არ ვიცი.


ლივერპულს ენერგია აღარ ეყო,მთელი სეზონი ერთი და იგივე ხალხით თამაშობს და მაგიტო დაიხია უკან,რომ არ დაეხიათ სივრცეები დარჩებოდათ შეუვსებელი და დაღლილები ვეღარ მოასწრებდნენ შევსებას,ნუ ბურთი ლივერპულმა დათმო თუ არა არ ვიცი,მაგრამ ბევრჯერ რომ დაუშვეს შეცდომა ბურთის ამოტანაში და ბურთი ჩაგვაბარეს ეგ კი ნათელი იყო,ჩვენს ფეხბურთელებს რაც აკლია ეს არის ერთი შეხებით თამაში,ბურთის დამუშავებას უნდებიან ხოლმე დიდხანს,ნუ გასაგებია ნერვიულობენ,ზოგი გამოუცდელობის,ზოგი სხვა წნეხის,ზოგიც უკლასობის გამო.მთავარი არის ის რომ უკვე გამოიკვეთა ვის სურს ამ გუნდის გერბისთვის თამაში და ვინ მკვდარი სულია,ახლა 4-5 კარგი ტრანსფერი და სტაბილურობა გვინდა იქეთა სეზონისთვის,1-2 კაცს თუ მოიყვანენ ამ ზამთარში წაგვადგება,თუ არა სპორტული დირექტორი ყველა ვარიანტში მოსაყვანია,ვუდვორდი კიდე რო მოკვდება სახლში 40 დღის მაგივრად 40 სეზონი უნდა ატრიალო,რავარია ერთი დროის გაწელვა ნახოს :დდდ
0
№13
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2020 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ყველაფერში ვეთანხმები რაც თქვა არაფერი სასწაული არ უთქვამს ეხლა მართლა ამაზე გადმობრალება არ იქნება მართალი... არასწორი გაცვლა მოხდა და შერჩა ვილიამსი იმხელა ცენზურას ეგ ოლეგას ბრალი არაა ვისი ბრალიცაა ყველა ხვდება.. მთავარი რაცაა ეხლა საციცხლოდ მნიშვნელოვანია ბრუნოს მოსვლა და რატომ არ უნდა მოიყვანო კავანი როცა ამის რეალური შანსია ვერ ვხდებიი ბევრია დღეა მაგის დონის ფორვარდი მსოფლიოში?? თუ 32 წლისაა და ბებერია?:))) 18 წლის ბავშვის იმედზე რომელიც მართლა ძალიან პერსპექტიულია და ვგიჟდები ისე მომწონს ვერ და არ უნდა იყოს ამხელა გუნდი
0
№14
ავტორი: PaLoMo
20 იანვარი 2020 19:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Vaskaa
ბრუნო დადასტურდა და ეხლა კავანი ე მიდის საუბრები და მართალია?

კავანზე ადრეც იწერებოდა,მაგრამ ახლა მჯერა რადგან ფორვარდი არგვყვს თვითონ თუ მოუნდა ეგაა საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: united284
20 იანვარი 2020 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: Vaskaa
ბრუნო დადასტურდა და ეხლა კავანი ე მიდის საუბრები და მართალია?

ბრუნო დადასტურდა?
0
№16
ავტორი: T0nn1111
20 იანვარი 2020 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
რამე სასიხარულო არ ისმიის ?
0
№17
ავტორი: BARAATTT
20 იანვარი 2020 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
კი ოლე ძაან მაგარი ფაქტობრივად დავახიეთ ბურთი თავზე ლივერს :)))))) რა გვეშველება
0
№18
ავტორი: 100%Red
20 იანვარი 2020 22:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ძან რთული სიტუაციაა მოკლედ
არსაიდან სასიამოვნო რო არ ისმის არაფერი
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
21 იანვარი 2020 00:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ნევილმა 5-6 კაცი ჭირდება მანჩესტერს რო იბრძოლოს პრემიერ ლიგაშიო.5-6 კაცი ნახევარი გუნდია ისე და ნეტა ყველას გაყრას აპირებენ?:)ამ ტემპებით თუ შევივსებით მაშინ 2025ში გვეყოლება ალბათ გუნდი:))
5-6 კაცი რომ მოიყვანო და ამათნაირი ტემპებით დახურო ტრანსფერები გამოდის 6სატრანსფერო ფანჯარა
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2020 00:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
,,მანჩესტერი მეწველი ძროხა არაა”-ს მოტივით სულ ვეღარ ყიდულობენ ვერავის, თუ იმას მიხვდნენ რო ამათ აგოებენ და საჭიროზე მეტ თანხას ახდევინებენ მაშინ ისიც უნდა ქონდეთ შემუსავებული რო რეალურ ფასად იყიდონ ფეხბურთელები. გამოდის რო აღარც მეტს იხიდინ და ვეღარც ტრანსფერს აკეთებენ, ამასობაში ხალხი მიდის აქედან კაპიკებში, შემცვლელი ვერ მოყავთ.

ტელეფონით ვწერ და ამერია კლავიატურა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top