თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2020, 14:47
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3486,
კომენტარები: 74
ოლე:"ჩვენ კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"
ოლეს მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ოლე:
ოლე გუნარ სოსლკაიერი კმაყოფილია "მანჩესტერის თამაშით",იმის და მიუხედავად რომ ენფილდზე ეშმაკუნები დამარცხდნენ ოლე მაინც კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების შესრულებით.

ვირჯილ ვან დაიკმა მეთოთხმეტე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.მეორე ტაიმის მიწურულს კი სალაჰმა კონტრშეტევაზე დაიჭირა "იუნიატედი" და ორaმდე გაზარდა სხვაობა.

თამაშის დასრულების შემდეგ კი MUTV– სთან ინტერვიუში ოლემ ისაუბრა თამაშის ხარისხზე,მარკუს რაშფორდსა და შესაძლო ტრანსფერებზე.

"ვფიქრობ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში.ისინი კარგად გვიტევდნენ,მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეკარე,რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა და გვყავს მცველები,რომელბმაც თავიანთი საქმე ნამდვილად კარგად შეასრულეს,ამის წყალობით ჩვენ დავბრუნდით თამაში"

"ჩვენ შევქმენით საკმაო მომენტები,ვუტევდით და ვცდილობდით ზეწოლა განგვეხორციელებინა მეტოქეზე,რაც გამოგვივიდა,მაგრამ დაგვაკლდა ბოლო პასი.ჩვენ ნამდვილად კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"


ოლე მარკუსის შესახებ:

"ის ვერ დაბრუნდება შესვენების შემდეგ,მე არ ვარ ექიმი და ზუსტად ვერ გეტყვით როდის დაბრუნდება ის,მაგრამ ასეთი დაზიანების განკურნებას დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება"

ოლე ტრავმირებულთა შესახებ:

"ამ სეზონში საკმაოდ ბევრი დანაკარგები გქვონდა,ბევრი დაშავდა,ახლა კი მარკუსიც გამოგვაკლდა,აქამდე არ გვყავდა ენტონი,ასევე ძალიან დიდი დრო გაუცდა პოლ პოგბასაც.ეს კი ძალიან სამწუხარო სიტვაციაა.ჯერ კიდევ გახსნილია სატრანსფერო ფანჯარა და უნდა ვეცადოთ თუნდაც მოკლევადიანი გარიგებები შევასრულოთ.თუ ბაზარზე გამოჩნდება შესაფერისი ფეხბურთელი შესაფერისი ფასით ჩვენ აუცილებლად ვიყიდით მას"

ოლე ფრედის კარგ თამაშსაც გამოეხმაურა:

"მან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი,ის მოედნის ყოველ ნაწილში იყო და ბრძოლის უმეტესი ნაწილი მოიგო კიდეც.ის ახლა უფრო თავდაჯერებულია და მე კმაყოფილი ვარ მისით"

საბოლოო შეჯამება ლივერპულთან მატჩში:

"რა თქმა უნდა,ბედნიერები ვერ ვიქნებით მარცხის შემდეგ და ყოველი დაკარგული ქულების შემდეგ.პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით,რაც ძალიან სამწუხარო იყო,მაგრამ ბოლო ნახევარი საათი ნამდვილად კარგად ვითამაშეთ"

"ჩვენ შევძელით და უკან დავახევინეთ მათ,მეორე ტაიმში ბურთთან უმეტესად ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ,უკან დავწიეთ და მათ კართან სახიფათო მომენტებიც შევქმენით.შექვმენით ზეწოლა და ვფიქრობდი რომ ისინი ნერვიულად გამოიყურებოდნენ"
ინტერვიუები
74 კომენტარი
№51
ავტორი: sergi070
22 იანვარი 2020 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: Dato kutaisi
ოლემ პრესკონფერენციაზე რეში რო დაინტვრა ეგაა შანსი აკადემიელებისთვის რომ დროს მიიღებენო.ტრანსფერზე ისევ თქვა თუ ვინმე ვიპოვეთო კაი ფასშიო თან "სიფთა" თუ იქნა დავითრევთო:)
მე უკვე ოლეს ადეკვატურობაშინმართლა მეპარება ეჭვი.აი როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდე და ვერ აანალიზებდე ადამიანი დღევანდელი სიტუაციის სიმძიმეს,უბრალოდ ვერ ვხვდები.
ვუდვორდი კიდე მენდეშსაც გადაეკიდოს და მერე მართლა ჩემპიონშიპით დავკომპლექტდებით და ტიტულებს ტიტულებზე დავდებთ:)))
ორი მსოფლიო დონის ყველაზე პოპულარული აგენტი ჩვენთან ურთიერთობაზე რო უარს იტყვის მერე მართლა ვისი მოყვანა უნდათ ნეტა?
არა ძმაო ოლეგას მემგონი მართლა გონია რომ ის რასაც ათამაშებს გუნდს ეგ კარგია და გონია რომ მართლა წინ მივდივართ.მართლა გონია რომ ამ ღლაპებით დადებს შედეგებს.
მაგარ შარში ვართ

დავით მესმის შენი პესიმიზმის, რასაც დღეს ვხედავთ არც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს... მაინტერესებს შენ როგორ ხედავ ამ ცუდი სიტუაციის გამოსწორების გზებს? მე ვერ ვხედავ ამ პრობლემების მოგვარების სწრაფ გზას, გეტყვით რატომაც, გლეიზერებმა ჩაისვარეს არჩევანში როცა ვუდვორდი მოიყვანეს, ვუდვორდს წლებია სუნი უდის თავისი არა თანმიმდევრული სატრანსფერო პოლიტიკის გამო როგორც მწვრთნელების ისე ფეხბურთელების შერჩევის კუთხით, ათწლეულები ნაგროვები ავტორიტეტი 2-3 წელში მიწასთან გაასწორეს, ყარეს უაზროდ ფულები ტრანსფერებში და ხელფასებში, და მივიღეთ ის რეალობა რაც დღეს გვაქვს! ასეთი კითხვა მაქვს ძმაო, გულახდილად მითხარი ამ ხელმძღვანელობის პირობებში რომელიმე მწვრთნელი დადებს სწრაფ შედეგს? ნახევარი გუნდი ალეწილია და ერთი ტრანსფერი ვერ გააკეთეს, გგონია რომ, პირობითად თქვათ პოჩეტინო რომ დანიშნონ ხვალ ყველა მოთხოვნას ეგრევე შეუსრულებს ვუდვორდი? ვერა ძმაო იმდენი პრობლემაა დაგროვილი ამას ერთი ხელის მოსმით ვერავინ გადაწყვეტს, მანჩესტერს იცნობენ როგორც ფულის ტომარას და გამოყენებაზეა ყველა, ამიტომაა კლუბებიდან დაწყებული აგენტები დამთავრებული ყველა ედიკას მოწველაზეა... ესაა რეალობა და ამის გამოსწორებას მინიმუმ ვუდვორდი მოშორება საჭირო
0
№52
ავტორი: David_Beckham7
22 იანვარი 2020 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ეხლა წავიკითხე ოლეს ინტერვიუ ჰალამდთან დაკავშირებით. აგენტებს არ უნდა მისცე უფლება რო გამოსასყიდ თანხებზე და ბონუსებზე გელაპარაკონო და ცივსისხლიანად მოვიქეცითო. ეს ცენზურაი რაიოლა ეტყობა ზედმეტებს ითხოვდა და არ მისცეს ნება, იმიტომაც იყო გამწწრებული აქ აღარწვის მოვიყვანო. გამოსასყიდ თამხას თუ წერ უნდა დაწერი 500 და 700 მილიონი როგორც ესპანეთში აკეთებენ იასნა ამდ3ნს არწვინ გადაიხდის და ისევ შენ ყიდი იმ ფასში რაც გიღირს. 60 მილიონად იყიფო გამოსასყიდი 80 ქონდეს და ტიპი ისე დაფრინავდეს რო რეალურად 200 საც იხდიდნენ რო არა ეს გამოსასყიდი.... თან მანჩესტერს არწვიზე აწვს დაწესებული ზუსტი თანხა გამოსასყიდად როგორც ვიცი ეგეთ კონტრაკტებს არ უდებენ. მაგრამ ამ ცივწისხლიანობის შენარჩუნებასაც თუ ცდილობენ ბრუნოზე დავრჩებით უეფას ზონის მოღმაც მგონი
0
№53
ავტორი: Dato kutaisi
22 იანვარი 2020 18:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: sergi070
ციტატა: Dato kutaisi
ოლემ პრესკონფერენციაზე რეში რო დაინტვრა ეგაა შანსი აკადემიელებისთვის რომ დროს მიიღებენო.ტრანსფერზე ისევ თქვა თუ ვინმე ვიპოვეთო კაი ფასშიო თან "სიფთა" თუ იქნა დავითრევთო:)
მე უკვე ოლეს ადეკვატურობაშინმართლა მეპარება ეჭვი.აი როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდე და ვერ აანალიზებდე ადამიანი დღევანდელი სიტუაციის სიმძიმეს,უბრალოდ ვერ ვხვდები.
ვუდვორდი კიდე მენდეშსაც გადაეკიდოს და მერე მართლა ჩემპიონშიპით დავკომპლექტდებით და ტიტულებს ტიტულებზე დავდებთ:)))
ორი მსოფლიო დონის ყველაზე პოპულარული აგენტი ჩვენთან ურთიერთობაზე რო უარს იტყვის მერე მართლა ვისი მოყვანა უნდათ ნეტა?
არა ძმაო ოლეგას მემგონი მართლა გონია რომ ის რასაც ათამაშებს გუნდს ეგ კარგია და გონია რომ მართლა წინ მივდივართ.მართლა გონია რომ ამ ღლაპებით დადებს შედეგებს.
მაგარ შარში ვართ

დავით მესმის შენი პესიმიზმის, რასაც დღეს ვხედავთ არც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს... მაინტერესებს შენ როგორ ხედავ ამ ცუდი სიტუაციის გამოსწორების გზებს? მე ვერ ვხედავ ამ პრობლემების მოგვარების სწრაფ გზას, გეტყვით რატომაც, გლეიზერებმა ჩაისვარეს არჩევანში როცა ვუდვორდი მოიყვანეს, ვუდვორდს წლებია სუნი უდის თავისი არა თანმიმდევრული სატრანსფერო პოლიტიკის გამო როგორც მწვრთნელების ისე ფეხბურთელების შერჩევის კუთხით, ათწლეულები ნაგროვები ავტორიტეტი 2-3 წელში მიწასთან გაასწორეს, ყარეს უაზროდ ფულები ტრანსფერებში და ხელფასებში, და მივიღეთ ის რეალობა რაც დღეს გვაქვს! ასეთი კითხვა მაქვს ძმაო, გულახდილად მითხარი ამ ხელმძღვანელობის პირობებში რომელიმე მწვრთნელი დადებს სწრაფ შედეგს? ნახევარი გუნდი ალეწილია და ერთი ტრანსფერი ვერ გააკეთეს, გგონია რომ, პირობითად თქვათ პოჩეტინო რომ დანიშნონ ხვალ ყველა მოთხოვნას ეგრევე შეუსრულებს ვუდვორდი? ვერა ძმაო იმდენი პრობლემაა დაგროვილი ამას ერთი ხელის მოსმით ვერავინ გადაწყვეტს, მანჩესტერს იცნობენ როგორც ფულის ტომარას და გამოყენებაზეა ყველა, ამიტომაა კლუბებიდან დაწყებული აგენტები დამთავრებული ყველა ედიკას მოწველაზეა... ესაა რეალობა და ამის გამოსწორებას მინიმუმ ვუდვორდი მოშორება საჭირო

სერგი ძამიკო ჩემი ხედვა ბევრჯერ მითქვამს და მოკლედ ვიტყვი და დაგეთანხმები რომ ვუდვორდი პიტალოა,მაგრამ მე სულ პრეტენზია მაქვს სხვა რამეზე.მე პრეტენზია მაქვს სათამაშო სქემის არ არსებობასთან,პრეტენზია მაქვს მწვრთნელის ხელის არ არსებობაზე.მარტო ჟილკით თამაში ფეხბურთი არაა.მაშინ როცა თითქმის ყველა გუნდში გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს და თავისი სტილი აქვთ ჩვენ რომ ამნაირი ამორფული და უსახური გუბდი ვართ ამაზე მაქვს პრეტენზია და არა შედეგებზე.ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტრენერთან რადგანაც ამაზე სუსტი შემდგენლობის გუნდები ფეხბურთს თამაშობენ ჩვენგან განსვავებით.შედეგები მიიღწევა ფეხბურთის თამაშით დროსთან ერთად.რაც შეეხება გუბდის დიდებას და ეგეთებს კიდევ გარდა მწვრთნელის სწორი მუშაობისა ჭირდება ნება პირველ რიგში და ამბოცია,რაც ამ გუნდის მენეჯმენტს არ გააჩნია.გეთანხმები რომ ამათ ხელში მიზნებზე ლაპარაკი ზედმეტია,მაგრამ ფეხბურთის თამაშში ეს ხელს გუნდს არ უნდა უშლიდეს.ის არგუმენტი რომ ნახევარი გუნდი დამტვრეულია ეგ არაა რელევანტური ამ სიტუაციაში.როცა ყველა იყო მაშინაც უაზრო უსაშინლეს რაღაცას ვთამაშობდით რაც შორსაა ფეხბურთისგან და ტრამვების ასეთი სიხშირე როდესაც მეტოქის აგრესიული თამაშით არაა გამოწვეული,აღიარებულია რომ არის არასწორი სავარჯიშო სისტემის ბრალი.დღეს ოლე თავს იმართლებს რეშის ტრამვა ჩემი მიზეზი არააო არადა ასხამენ ოლეს ბრალიაო.
ვუდვორდს ყველაფერს დავაბრალებ ტრანსფერების გაჩარხვა არ შეუძლიაო ამაზე მეტს.ვუდვორდი არის ძალიან პატარა ჭანჭიკი ამ მონსტრ სისტემაში და ბევრის გადაწყვეტის უფლებები არ აქვს.უფრო სწორად აქვს და ვერ ატრაკებს რადგანაც ამ გუნდში გავლენები ფერგის უფრო დიდი აქვს ვიდრე ვუდვორდს დღესაც კი.ვუდვორდინოლეს მოყვანას სიზმარშიც ვერ ნახავდა რო არა ფერგის ფაქტორი.ასევე იყო მოიესის დროსაც.მოკლედ ეს გუნდი ან დეცენტრალიზებულ და დელეგირებულ მუშაობის პრინციპზე გადავა ანდა მილანის ისტორიის გამეორება ელოდება
0
№54
ავტორი: BARAATTT
22 იანვარი 2020 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ლივერპულის ფანებმა ენფილდზე სულშერს უმღერეს:

"we want you to stay,
we want you to stay,
Ole Gunnar Solskjaer,
we want you to stay!"
0
№55
ავტორი: Old Red Devil
22 იანვარი 2020 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ვკითხულობ და ....მოკლედ ბრუნოსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია.დალშე ფულზე ვერ რიგდებიან.არც მანჩესტერს აქვს უკვე დიდი ბიუჯეტი.იწუწუნებენ და როგორც მაგუაირზე რაღაცაზე შეთანხმდებიან ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ცენტრი რომელიც ნახევარდაცვასაც დაეხმარება და თავდასხმასაც,რადგან პოგბა,რეში,მაკტომინეის სახით სერიოზული დანაკლისია.ისიც იწერება რო გუნდს ფული რეალურად აღარ აქვს თუ ვინმე არ გაყიდეს.საუბარია პოგბაზე,როხოზე,ჯონსზე,ლინგარდზე,სმოლინგზე.ამათიდან აღებული თანხით თუ შეძლებენ ვინმეს ყიდვას და დეფიციტის აკადემიელებით შევსება თუ იქნება გამოსავალი.გლეიზერები აღარ გაფლანგავენ ფულს ვუდმა მაგრად ჩაუქუქა.
0
№56
ავტორი: Dato kutaisi
22 იანვარი 2020 20:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: BARAATTT
ლივერპულის ფანებმა ენფილდზე სულშერს უმღერეს:

"we want you to stay,
we want you to stay,
Ole Gunnar Solskjaer,
we want you to stay!"

იგივე ქნეს სიტის ფანებმაც რო გვიგებდნენ 3:0ს მაგ ჩანტს მღეროდნენ იქაც.
ყველას აწყობს მანჩესტერი იყოს ამ მდგომარეობაში.რეალურად ხომ კონკურენტი გამოაკლდებათ.მერე რა რომ შეიძლება პირადი თამაში მოიგოს ოლემ რომელსაც უკვე ვეღარ აკეთებს და ექვსეულის გუნდებთან ზედიზედ მიასხა.მთავარია ლივერის და სიტის ფანებმაც კი იციან რომ ეს გუნდი ასე სახიფათო არასდროს იქნება და როდის იყო მაგათ ევერტონის და ვესთ ჰემის დონის გუნდების ეშინოდათ?შეიძლება წააგოს სიტიმაც და ლივერმა ამ გუნდებთან მაგრამ იცის რომ ტიტულზე მისი კონკურენტი ვერ იქნება.ხოდა რაღაზე უნდა ვიშალოთ ნერვები თორე კი.ჩვენს ნათქვამზე არაფერს არ ცვლიან მ.უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები და ვიაზრებ იდეას თუ რის გამოა ოლე კარგი მწვრთნელი და რის გამო აქვს გუნდს პერსპექტივა რომ დაბრუნდება თავის ადგილას.აი ამას ნამდვილად ვერ ვხვდები.პესიმისტი კი არა უკტრა პესიმისტი მეძახონ უბრალოდ ლოგიკა ყველგან არსებობს და ყველგან მუშაობს.ხოდა რა ლოგიკითაა ოლე კარგი მწვრთნელი და მითუმეტეს მანჩესტერისთვის შესაფერი
0
№57
ავტორი: bziki
22 იანვარი 2020 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ციტატა: Old Red Devil
ვკითხულობ და ....მოკლედ ბრუნოსთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია.დალშე ფულზე ვერ რიგდებიან.არც მანჩესტერს აქვს უკვე დიდი ბიუჯეტი.იწუწუნებენ და როგორც მაგუაირზე რაღაცაზე შეთანხმდებიან ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ცენტრი რომელიც ნახევარდაცვასაც დაეხმარება და თავდასხმასაც,რადგან პოგბა,რეში,მაკტომინეის სახით სერიოზული დანაკლისია.ისიც იწერება რო გუნდს ფული რეალურად აღარ აქვს თუ ვინმე არ გაყიდეს.საუბარია პოგბაზე,როხოზე,ჯონსზე,ლინგარდზე,სმოლინგზე.ამათიდან აღებული თანხით თუ შეძლებენ ვინმეს ყიდვას და დეფიციტის აკადემიელებით შევსება თუ იქნება გამოსავალი.გლეიზერები აღარ გაფლანგავენ ფულს ვუდმა მაგრად ჩაუქუქა.

ეგრეა შეიხები კი არ კრიშავენ ჩვეულებრივი კომერციული კორპორაციაა ყველაფერს აქ ზღვარი,ბოლო მონახემებით ბარსას და რეალის მერე ინარჩუნებენ ჯერ კიდევ მესამე ადგილს შემოსავლებით მარა უკვე იწერება რო შემდეგ წელს ლივერიც და სიტიც გაუსწრებენ მარტო ჩინეთში ტურნე არ უშველით.
ტრანსფერების ფული კი სულ იქნება კრედიტეით რომც მოუწიოთ გაკეთება(პერესი აკეთებდა ეგეთ ტრანსფერებს)უბრალოდ ვინ უნდა იყიდონ თორე ხო,ვინ მოვა აქ ლუზერებივით ჯერარდს რო არეკინებდნენ და ახვეწნინებდნენ მაგ დონეზე ვართ.
0
№58
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2020 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არაფერი ხო??:((((

მენდეშმა არ ვიცი დატოვებს თუ არა ამ ზამთარს კლუბსო მაგრამ ზაფხულში აუცილებლად რადგან სპორტინგი სხვა გუნდებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებში...საღოლ ძმაო

მოლაპარაკებებსო:))))
0
№59
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2020 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ინდურ სერიალს გავს უკვე ეს ამბავი, სირცხვილია მეტი არაფერი, აქამდე რო მიიყვანეს საქმე.
0
№60
ავტორი: bziki
22 იანვარი 2020 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს აგენტებთან ომი ფერგის ხელწერას გავს,უეჭველი ფერგის რჩევაა:)
სამომავლო გეგმებისთვის კი კარგია მარა დღეს რა ვქნათ?
არანაირი პოჩეტინო და სპორტული დირექტორი,რომელიც რეალურად ძალაუფლებას აირებს ტავის ხელში არ იქნება,შეილება ვინმე დააყენონ ფორმალურად რჩევების საკითხავად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top