თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2020, 14:47
ავტორი: Lalana,
ნანახია: 3493,
კომენტარები: 74
ოლე:"ჩვენ კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"
ოლეს მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ოლე:
ოლე გუნარ სოსლკაიერი კმაყოფილია "მანჩესტერის თამაშით",იმის და მიუხედავად რომ ენფილდზე ეშმაკუნები დამარცხდნენ ოლე მაინც კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების შესრულებით.

ვირჯილ ვან დაიკმა მეთოთხმეტე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.მეორე ტაიმის მიწურულს კი სალაჰმა კონტრშეტევაზე დაიჭირა "იუნიატედი" და ორaმდე გაზარდა სხვაობა.

თამაშის დასრულების შემდეგ კი MUTV– სთან ინტერვიუში ოლემ ისაუბრა თამაშის ხარისხზე,მარკუს რაშფორდსა და შესაძლო ტრანსფერებზე.

"ვფიქრობ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში.ისინი კარგად გვიტევდნენ,მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეკარე,რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა და გვყავს მცველები,რომელბმაც თავიანთი საქმე ნამდვილად კარგად შეასრულეს,ამის წყალობით ჩვენ დავბრუნდით თამაში"

"ჩვენ შევქმენით საკმაო მომენტები,ვუტევდით და ვცდილობდით ზეწოლა განგვეხორციელებინა მეტოქეზე,რაც გამოგვივიდა,მაგრამ დაგვაკლდა ბოლო პასი.ჩვენ ნამდვილად კარგი ბოლო ნახევარი საათი ჩავატარეთ"


ოლე მარკუსის შესახებ:

"ის ვერ დაბრუნდება შესვენების შემდეგ,მე არ ვარ ექიმი და ზუსტად ვერ გეტყვით როდის დაბრუნდება ის,მაგრამ ასეთი დაზიანების განკურნებას დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება"

ოლე ტრავმირებულთა შესახებ:

"ამ სეზონში საკმაოდ ბევრი დანაკარგები გქვონდა,ბევრი დაშავდა,ახლა კი მარკუსიც გამოგვაკლდა,აქამდე არ გვყავდა ენტონი,ასევე ძალიან დიდი დრო გაუცდა პოლ პოგბასაც.ეს კი ძალიან სამწუხარო სიტვაციაა.ჯერ კიდევ გახსნილია სატრანსფერო ფანჯარა და უნდა ვეცადოთ თუნდაც მოკლევადიანი გარიგებები შევასრულოთ.თუ ბაზარზე გამოჩნდება შესაფერისი ფეხბურთელი შესაფერისი ფასით ჩვენ აუცილებლად ვიყიდით მას"

ოლე ფრედის კარგ თამაშსაც გამოეხმაურა:

"მან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი,ის მოედნის ყოველ ნაწილში იყო და ბრძოლის უმეტესი ნაწილი მოიგო კიდეც.ის ახლა უფრო თავდაჯერებულია და მე კმაყოფილი ვარ მისით"

საბოლოო შეჯამება ლივერპულთან მატჩში:

"რა თქმა უნდა,ბედნიერები ვერ ვიქნებით მარცხის შემდეგ და ყოველი დაკარგული ქულების შემდეგ.პირველი გოლი კუთხურიდან გავუშვით,რაც ძალიან სამწუხარო იყო,მაგრამ ბოლო ნახევარი საათი ნამდვილად კარგად ვითამაშეთ"

"ჩვენ შევძელით და უკან დავახევინეთ მათ,მეორე ტაიმში ბურთთან უმეტესად ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ,უკან დავწიეთ და მათ კართან სახიფათო მომენტებიც შევქმენით.შექვმენით ზეწოლა და ვფიქრობდი რომ ისინი ნერვიულად გამოიყურებოდნენ"
ინტერვიუები
74 კომენტარი
№31
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2020 16:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოლემ ტრანსფერების შესახებ დასმულ კითხვას სტანდარტულად უპასუხა და თქვა რო არასოდეს იცი 100%-ით თუ რა მოხდება მომავალშიო. აქეთ კიდე მგონი ლინდელოფიც დაშავდა, მოკლედ არსაიდან სიკეთე არ ჩანს.
0
№32
ავტორი: David_Beckham7
21 იანვარი 2020 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ერთი რაც მომწონს ისაა რო გუნდი ამ ჩამოსაწერი ფეხბურთელებისგან სუფთავდება და თუ არავინ მოყავთ რაც ნერვებს გვიშლის 2 ძაან კარგი ბიჭი მაინც ამოქაჩეს და გრინვუდი და ვილიამსი რომლებიც ძაან თამამი დაჟე ვიტყოდი თავხედურებიც არიან რაც 25 და მეტი წლის ფეხბურთელი ვერ გააკეთებს ვაი ბურთი არ დავკარგოო ამათ კიდიათ ფრინვუდი ურტყავს და იტანს და ვილიამსი ბირთით ზაან კარგად ამოდის ზოგი მხოლოდ გვერდზე ან უკან პას გააკეთებდა არ დვაკარგო ბურთი სტატისტიკა არ გავიფუჭოო. ეს პოზიტივს რასცა ვხედვა მაგრამ აი რაც შეეხება წამსვლელებთან ერთად მომსვლელს რო გვიჭიანურებენ ეს ძაან უარყოფითად აისახება ამრტო გუნდზე კი არა უბრალოდ ხალხიც აღარ დარჩა დ ააგე გუარდიოლამ თქვა ცოდოები არიან ინგლისში იმდენს თამაშობენ ტრამვებიც მაქედან მოფისო და ეგრეცაა. კვირაში რო 2 და 3 მატჩს ჩაატარებ უბანში ხო არ თამაშობ ვერ იღდგენ ძალებს ენერგიებს ბოლომდე და უბრალოდ ამიტომ.უნდა მოიყვანონ რო როტაცია იყოს შესაძლებელი. იმედია ამას იქაც ხვდებიან და ვინმე არის ისეთი ცენზურაანი ქმ.სირ ვუდვორსდს უთხრას იმიტო რო თვითონ ნაღდად ვერ აზროვნებს
0
№33
ავტორი: sergi070
21 იანვარი 2020 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა სპორტმედია სივრცეში :) სკაის და ბიბისის ვეღარ ენდობი კაცი, ეს ყვითელი პრესაც ცეცხლზე ნავთს ასხამს ყოველდღე, ხან რომელი ვარსკვლავი მოყავთ ხან რომელი, მხოლოდ ვირტუალურად... გაყიდონ მთავარია ჟურნალ გაზეთები, აი პროსტა რომ დაფიქრდეთ: რამდენი ჟურნალისტიცაა, თითოს იმდენივე ინფორმატორი რო ყავდეს მარტო მანჩესტერში ხომ წარმოგიდგენიათ რა მაშტაბზეა საუბარი, ჩვენც გვჯერა თითოეული ახალი ინფოსი....... მოკლედ სიცრუეში გვაცხოვრებენ ეს ბო-ზე-ბი :)))
0
№34
ავტორი: BARAATTT
21 იანვარი 2020 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ბიჭებო ყველა კომენტარს ვკითხულობ და მომწონს მეტი წილი შეფასებების.. პოჩეტინოზე რომ დაიწერა სტატია ეგ თუ სიმართლეა ზუსტად ის პრობლემები დაასახელა რაც ასე თუ ისე ამოიყვანს გუნდს ამ წუმპედან მაგრამ საქმე იმაშია ვის აწყობს ეგ და ვის არა. არამგონია ოლეს საერთოდ რამის ცენზურა ქონდეს დავითს ვეთანხმები უამბიციო მუდამ მომღიმარი ცუციკი ყ ლ ე ა ,, ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი ამის ხელში მანჩესტერს მომავალი არ აქვს უარეს დღეში აღმოვჩნდებით, ასეთი ტემპით არამგონია 4 ეულში შესვლა მოვახერხოთ და ამ ყველაფერზე ოლეა პასუხისმგებელი, იმედია მალე რაღაც კარგისკენ შეიცვლება და ჩვენც გავიხარებთ
0
№35
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2020 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ტვიტერის ქავერიდან მოხსენ ისე რავი აბაა მე კი არ მჯერა მარაა მაინც რაა:)))
0
№36
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2020 18:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
ტვიტერის ქავერიდან მოხსენ ისე რავი აბაა მე კი არ მჯერა მარაა მაინც რაა:)))


ხო ეგეც და სკაიც წერს რო ამ კვირაში დასრულდებაო კიდე თუ რამე არ მოხდა, უკვე მართლა თუ ვეღარ იყიდეს და მივაწეროთ ბრუნოს გვარი სნეიდერის, გაიტანის, გარაის და ბეილის საპნის ოპერებს :) მარა მაინც მჯერა რო იყიდიან და იმედია დაგვაყენებენ საშველს, ჩვენც დავისვენებთ და ისინიც.
0
№37
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2020 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
ტვიტერის ქავერიდან მოხსენ ისე რავი აბაა მე კი არ მჯერა მარაა მაინც რაა:)))


ხო ეგეც და სკაიც წერს რო ამ კვირაში დასრულდებაო კიდე თუ რამე არ მოხდა, უკვე მართლა თუ ვეღარ იყიდეს და მივაწეროთ ბრუნოს გვარი სნეიდერის, გაიტანის, გარაის და ბეილის საპნის ოპერებს :) მარა მაინც მჯერა რო იყიდიან და იმედია დაგვაყენებენ საშველს, ჩვენც დავისვენებთ და ისინიც.

ხო თან დღეს თასზეა აქვს თამაში ბრაგასთან და იმედია არ იქნება სასტავში რაღაცის ნიშანი იქნება... მგონი მე და შენ გვაგიჟებს ეს ტრანსფერი:))))
0
№38
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2020 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
ტვიტერის ქავერიდან მოხსენ ისე რავი აბაა მე კი არ მჯერა მარაა მაინც რაა:)))


ხო ეგეც და სკაიც წერს რო ამ კვირაში დასრულდებაო კიდე თუ რამე არ მოხდა, უკვე მართლა თუ ვეღარ იყიდეს და მივაწეროთ ბრუნოს გვარი სნეიდერის, გაიტანის, გარაის და ბეილის საპნის ოპერებს :) მარა მაინც მჯერა რო იყიდიან და იმედია დაგვაყენებენ საშველს, ჩვენც დავისვენებთ და ისინიც.

ხო თან დღეს თასზეა აქვს თამაში ბრაგასთან და იმედია არ იქნება სასტავში რაღაცის ნიშანი იქნება... მგონი მე და შენ გვაგიჟებს ეს ტრანსფერი:))))

აბაა, მემგონი :)) არ ვიცი რატო მარა შარშანდელის მერე მინდა ბრუნო აქ, თან ინტერესი რო იყო ფა ვეღარ აღირსეს მაგიტო უფრო მეშლება ნერვები თორე საერთოდ ლაპარაკოც რო არ ყოფილიყო ალბათ ასეთი მოლოდინიც არ მექნებოდა. და რო იყიდონ და ვერ ითამაშოს, როგორც ბევრს ემართება ამ ბოლო დროს მანჩესტერში მერე უკვე ჩემ თავზე მომეშლება ნერვები :D იმენა სახეწარი გაგვიხადეს :)
0
№39
ავტორი: 100%Red
21 იანვარი 2020 19:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
[quote=SANDROGRIGA][quote=ikeoni][quote=SANDROGRIGA][quote=ikeoni][/quote]
აუ მაგის დაწერა მინდოდა ეხლა
ფუი ეშმაკსდა მართლა რო არ ივარგოს მერე ნახე საცოდაობა
ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა
0
№40
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2020 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
[quote=100%Red][quote=SANDROGRIGA][quote=ikeoni][quote=SANDROGRIGA][quote=ikeoni
][/quote]
აუ მაგის დაწერა მინდოდა ეხლა
ფუი ეშმაკსდა მართლა რო არ ივარგოს მერე ნახე საცოდაობა
ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა[/quote]
ეგ ისეთი ბიჭია არ შეგვარცხვენს:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top