თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2019, 16:00
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1882,
კომენტარები: 36
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
მატჩის წინ: იუნაიტედი - ევერტონი
დღევანდელი მატჩის პრევიუ, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე'' სტარტს 18:00 საათზე აიღებს.

გუნდების მდგომარეობა

მეხუთე ადგილოსანი "იუნაიტედი'',ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება მას შემდეგ,რაც მოურინიოს და გვარდიოლას შეგირდები დაამარცხეს.

რაც შეეხება მე-14 ადგილოსან ''ევერტონს'',მათ გასულ ტურში "ჩელსი'' დაამარცხეს და შეეცდებიან მიმდინარე სეზონში გასვლითი მატჩი მეორედ მოიგონ.

ოლე გუნარ სოლსკიაერი იმედოვნებს,რომ გუნდს დაეხმარება ჯესი ლინგარდი,რომელმაც ''სიტისთან'' დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება.

დიდი ალბათობით ითამაშებს ლუკ შოუ,რაც შეეხებათ პოლ პოგბას,ერიკ ბაიის და ფოსუ-მენსას,ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

"ევერტონს'' ვერ დაეხმარება ტეო უოლკოტი და მორგან შნეიდერლინი,დანკან ფერგიუსონი კი იმედოვნებს, რომ ლუკას დინი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

იერი მინა,ფაბიან დელფი და კოულმენის თამაში საეჭვოა,მათ ვარჯიში მცირე დატვირთვით განაახლეს და საბოლოო ინფორმაციას მატჩის დაწყებამდე მივიღებთ.გუნდს გრძელვადიანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ანდრე გომეშიც.

იცოდით თუ არა რომ

''იუნაიტედს'' ''ევერტონის" წინააღმდეგ,პრემიერ ლიგის 54 შეხვედრიდან 36-ში აქვს 3 ქულა მოპოვებული,პრემიერ ლიგის ისტორიაში,არცერთ გუნდს არ ყავს მეორე გუნდი ამდენჯერ დამარცხებული.

იანვრის შემდეგ,''წითელი ეშმაკები'' პირველად შეეცდებიან რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვონ.

გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა "გუდისონ პარკზე'' გაიმართა,სადაც ლივერპულელებმა 4-0 სძლიეს მეტოქეს.

გილფი სიგურდსონმა,"ოლდ ტრაფორდზე'' ბოლო 5 ვიზიტისას,4-ჯერ მოახერხა ''წითელი ეშმაკების'' კარის დალაშქვრა,მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს,5 გატანილი გოლი.

მსაჯი:მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
36 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
15 დეკემბერი 2019 16:04
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მგონი ამომწურავი ინფორმაცია შემოგთავაზეთ,მომავალშიც ვეცდები რომ ყოველი პრემიერ ლიგის მატჩის წინ მსგავსი პრევიუ დავდო ხოლმე შეძლებისდაგვარად.

თამაშს რაც შეეხება,ახალი მწვრთნელი ყავთ და მუხტი მაინც თავისას იზავს,ადვილ გამარჯვებას არ ველი,საწყისი 15 წუთში თუ მინიმუმ 1 გოლი გავიტანეთ ამ თამაშს 100% მოვიგებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: kashmara
15 დეკემბერი 2019 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
მოიგებენ დგეს 4გოლს გაიტანენ და 4.1მგონია ორ გილს რეში შეაგდებს:)) ტრანსფერებზე დაწერეთ რამე ამდენი რაგაცა იწერება ... ბიჭებო წოტა არ იყოს აგარ იდება სტატიები და მაგრად ტეყავს ვისაც დრო აქ და იცის როგორ გამოქვეყნოს არ დაზაროს თხოვნა...
0
№3
ავტორი: kantona-7
15 დეკემბერი 2019 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
საიტი ძაან მკვდარია და ცოტა გამოაცოცხლეთრა ბევრი სიახლე მართლა და იქნებ მოახერხოთ დაწერა

3:1 მგონია რეში ჯეიმსი გაიტანენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2019 16:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იანვრის მერე ზედიზედ სამი თამაში არ აქ გუნდს მოგებული... ნუ რა უნდა ითქვას, ეს თამაში მოსაგებია, კონკურენტებმა დაკარგეს ქულები და კარგი შანსია მარა ასეთ შანსებს რო ვერ იყენებენ მაგიტოა ასეთი ცუდი შედეგი, მაინც მინდა მჯეროდეს რო ის ორი თამაში უბრალოდ გამონათება არ იყო და სტაბილურად გაგრძელდება მოგება და ხარისხიანი ფეხბურთის თამაში.
0
№5
ავტორი: bero123
15 დეკემბერი 2019 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
Eseti gadamwyveri tamashi tu ver moiges saxshi tanan da farchak evertontan mashj martla ar yofilan otzeulis girsebi es chemisebi. Haerivit chirdebat exla sami qula. Am mogebit chels or qulamde dauyvans gaqcevas da tan chelsma ragac magrad auria da savaurudod chelsi kide miayolebs
0
№6
ავტორი: 100%Red
15 დეკემბერი 2019 16:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
+1 ავტორ)
რავი მოგება მინდა რა თან ძაან მაგრა, ის 4-0 ი მაგრა ჩამრჩა მეხსიერებაში angry am
0
№7
ავტორი: shotkin
15 დეკემბერი 2019 17:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ხო შეიძლება რო სეზონში პირველად რემიერლიგაში 3 მოგება გადააბან? მიდით რა მეგობრებო ვინმემ კარგი უცხოური საიტი ხო არიცით სადაც დაწვრილებით შეიძლება ნახვა კონკრეტული კლუბის სტატისტიკებზე? მაგალითად რომელ რაიმს უფრო აკრგად თამაშობს რომელ ტაიმში უფრო მეტი გოლი გააქ და უშვებს და ასეთი წვრილმანი რამეები როიყოს ასახული? მადლობა
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
15 დეკემბერი 2019 17:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: The Special One
მგონი ამომწურავი ინფორმაცია შემოგთავაზეთ,მომავალშიც ვეცდები რომ ყოველი პრემიერ ლიგის მატჩის წინ მსგავსი პრევიუ დავდო ხოლმე შეძლებისდაგვარად.

თამაშს რაც შეეხება,ახალი მწვრთნელი ყავთ და მუხტი მაინც თავისას იზავს,ადვილ გამარჯვებას არ ველი,საწყისი 15 წუთში თუ მინიმუმ 1 გოლი გავიტანეთ ამ თამაშს 100% მოვიგებთ.

მადლობა სტატიისთვის.ასეთ სტატიებს თუ დადებ კარგი იქნება ყოველი თამაშის წინ.
რაც შეეხება თამაშს იმავე შენართებით თუ ითამაშეს რაც სიტისთან,ევერტონს შანსი არ აქვს.შანსია სხვაობის შემცირების და იმედია წინა სეზონივით არ იზამენ ასე ნაჩუქარ ჩატეხილ თამაშებს რომ ვერ იყენებდნენ
0
№9
ავტორი: Malboro463
15 დეკემბერი 2019 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ციტატა: shotkin
? მაგალითად რომელ რაიმს უფრო აკრგად თამაშობს რომელ ტაიმში უფრო მეტი გოლი გააქ და უშვებს და ასეთი წვრილმანი რამეები როიყოს ასახული? მადლობა

უცხოურ ტოტალიზატორებს აქ ეგ ინფორმაცია კრისტალსაც უდევს მარა ბევრი ნიუსი არ აქ. ფლეშსქორეს პრევიუ ნახე.

ეს დარენ ფერგიუსონი ალექსოვიჩია?
1
№10
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 17:55
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The Special One
მგონი ამომწურავი ინფორმაცია შემოგთავაზეთ,მომავალშიც ვეცდები რომ ყოველი პრემიერ ლიგის მატჩის წინ მსგავსი პრევიუ დავდო ხოლმე შეძლებისდაგვარად.

თამაშს რაც შეეხება,ახალი მწვრთნელი ყავთ და მუხტი მაინც თავისას იზავს,ადვილ გამარჯვებას არ ველი,საწყისი 15 წუთში თუ მინიმუმ 1 გოლი გავიტანეთ ამ თამაშს 100% მოვიგებთ.

დიდი მადლობა პრევიუსთვის.
გეთანხმები,არ იქნება მარტივი მოგება,მაგრამ ფერგიუსონს სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არ აქვს,თან ოლდ ტრაფორდზეა თამაში და წესით უნდა მოვიგოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top