თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2019, 20:40
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 3030,
კომენტარები: 33
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით.
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით და ოლე გუნარ სოლსკიარეის ყველაზე დაცვითი სტილი.

სასტარტო შემადგნელობებისასტარტო შემადგნელობები

პელეგრინის შეგირდები მოედანზე 4-1-4-1 სისტემიტ გამოვიდნენ მოედანზე, ხოლო "მანჩესტერ იუნატედი" 4-2-3-1 ფორმაციით წარსდგა მაყურებლის წინაშე. "ვესტ ჰემის" რიგებში რამოდენიმე საკვანძო ცვლილება იყო განხორციელებული, მოედანზე აარონ კრესველი გამოჩნდა, მასუაკის ნაცვლად, ხოლო ძირითადიდან დაიწყო პაბლო ფორნალსმაც. რაც ყველაზე აღსანიშნავია, მოედნის ცენტრში მარკ ნოუბლი და დეკლან რაისი მოქმედებდნენ, რაისს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომელიც მოიცავდა შეტევის წარმართვა/განაწილებას, ხოლო ჩაშლის ფაზაში მას კომპანიონობას ძალიან გამოცდილი მარკ ნოუბლი უწევდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა აქცენტი იგივე შემადგნელობაზე გააკეთა, რაც "ლესტერთან" ვიხილეთ, მძიმე ცენტრი და მოძრავი შეტევა, აქცენტი ბუნებრივია კონტრშეტევებზე იყო გაკეთებული.

ბურთის კონტროლი

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]

აღნიშნულ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს "ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი, თითოეული პირველი ბურთი რომელიც ამოდიოდა მეკარის ან დაცვის მხრიდან, აუცილებლად ნაწილდებოდა ფლანგებისკენ, ზოგადათ 4-1-4-1 ფორმაციის პლიუსი ის არის, რომ ფლანგებიდან კომპლექსურად შეტევის საშუალებას იძლევა, რასაც მანუელ პელეგრინის შეგირდები ძალიან კარგად აკეტებდნენ, მარცხენა მხარეს აარონ კრესველი, ფელიპე ანდერსონის დუეტი, ხოლო მარჯვნიდან ფრედერიკი - იარმოლენკოს დუეტი ირჯებოდა. გარდა ამისა, ცდილობდნენ შეტევები ცენტრის გავლით წაემართათ, რაც საშუალებას იძლეოდა ფლანგებზე სივრცეების გაჩენს, ხშირად ვხედავდით ფორნალსი-ანდერსონი-ჰალერის ე.წ სამკუთხედებს. დომინირების დროს "ვესტ ჰემი" ხშირად მიმართავდა სწრაფ პასებს, ასევე სწრაფად ცვლიდა ფლანგებს, რომელიც იწვევდა ოპონენტის ცენტრის გაწელვას, ასევე დაცვას ორმაგ საფრთხეში აგდებდა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]

აღნიშნულ ფოტოზე ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" პასების გრაფიკი, სადაც პასების 85% უკან არის მიმართული, ხოლო ბურთის ფლობა ძირითადათ დაცვის ხაზზე მიმდინარეობდა. ჩანაფიქრი, როგორც ასეთი კონტრშეტევები გახლდათ, სწორედ ამიტომ იყო დატვირთული ცენტრი და ბურთის მოპოვების თანავე ხდებოდა შეტევის ფლანგზე გაშლა.

დაცვითი ფაზა

ორივე გუნდი მოედანზე თითქმის ერთნაირი სათამაშო იდეეით გამოვიდა, თუმცა სხვადასხვა ჩანაფიქრებით. ასევე ორივე გუნდის მონაწილეობით ძალიან ცუდი ხარისხი დაფიქსირდა პასების კუთხით.


"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთან"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთან


აღნიშნულ მატჩში წითლები ყველაზე კომპაქტურად იცავდნენ თავს, თითქმის მთელი გუნდი საკუთარ საჯარიმოში გახლდათ, სკოტ მაკტომენეი და ნემანია მატიჩი ცენტრალური მცველების წინ მოქმედებდნენ და უმსუბუქებდნენ საქმეს. ხოლო 3/2 დაცვამ არ გაამრთლა, ვინაიდან იარმოლენკოს და ანდერსონის ტექნიკურმა თამაშმა მარტივად დაძლია ეს სირთულეები, რაც უფრო სახიფათო გახდა, რომელმაც თავის მხრივ მეტი სივრცეები გააჩინა.

"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგი"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგი


მასპინძლები ძალიან აგრესიულ პრესინგს მიმართავდნენ, რაც საკმაოდ ურთულებდა "წითელ ეშმაკებს" რაიმე ღირებულის შექმნის შანსს,

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]


ამ ძალიან მაღალი პრესინგის გამო ჰარი მაგვაიერი და ვიქტორ ლინდელოფი ერთმანეთში აგორავებდნენ ბურთს, ხოლო იძულების შემთხვევაში უხდებოდათ გრძელი პასის შესრულება, ვიქტორ ლინდელოფის სიზუსტემ ამ კომპონენტში 14% შეადგინა, ხოლო მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მეორე სართულზე ორთაბრძოლების 64% მოიგეს. მანუელ პელეგრინის შეგირდები უკნიდან უშეცდომოთ თამაშობდნენ და საკმაოდ ჭკვიანურადაც.

"მანჩესტერ იუნატედის" ჩანაფიქრი


"წითელი ეშმაკების" ძირითადი ჩანაფიქრი თამაში კონტრშეტევებზე აგება იყო, რაც მათ თითოეულ ქცევაში იგრძნობოდა.

"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლის"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლის


კუთხურის მოშორებას "წითელი ეშმაკები" წინასწარ დამუშავებული კონტრშეტევის მონახაზით ცდილობდნენ, რომელიც რაიმე ღირებულს მოუტანდა გუნდს.


გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლაგადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლა


ამ ჩანაფიქრმა სამწუხაროდ არ გაამართლა, ვინაიდან ყველა ბურთი რომელიც "მანჩესტერის" საჯარიმოდან გამოვიდა იყო უმისამართო.


"მანჩესტერ იუნატედის" კონტრშევების გრაფიკი


დასკვნა

"ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი სწრაფი ფლანგური შეტევები და ცენტრში სივრცეების გაჩენა ძალიან მიზან მიმართული იყო, რომელმაც გაამართლა, მათ შეძლეს ორი უპასუხო გოლის გატანა, რომელიც ტაქტიკურად სწორ თამაშს მოჰყვა.

"მანჩესტერ იუნატედს" რაც შეეხება, ტაქტიკურმა გათვლამ არ გაამართლა, მიზანი, რომელიც თამაშის კონტრშეტევებზე აგება იყო, მაყურებელმა ვერცერთი სწორად წარმართული კონტრშეტევა ვერ იხილა, ასევე პოზიციურ შეტევებში გუნდს ძალიან უჭირს.
სტატიები
33 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
24 სექტემბერი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ჰოჯსონმა გადარჩაკა ტაქტიკურად და პელეგრინი რას იზამდა.
ერთი რამ ფაქტია თუ დაწყებიდანვე ტაქტიკა ვერ ამართლებს ვერაფერს ვერ ცვლის ოლე მთელი თამაში გვჯობია მეტოქე და თუ პირველ ტაიმს კარგად ატარებნ მეორეში იშიფრება ყველაფერი და სირ ებივით დარბიან
0
№2
ავტორი: ikeoni
24 სექტემბერი 2019 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მალე თუ არ გამოსწორდა სიტვაციაა არ ვიცი შანსია ალეგრი მოვიდეს
0
№3
ავტორი: shotkin
24 სექტემბერი 2019 22:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როდემდე უნდა ვუყურეო ამ გუნდს ასეთ დღეში რამდენი წელი კიდე ნეტა
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
24 სექტემბერი 2019 22:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ძალიან კარგი სტატიაა და მეტის დამატებაც შეიძლება კიდევ და მადლობა ავტორს.
ისეთი უინტერესოა მანჩესტერი რომ არავინ არ აკეთებს სრულ მიმოხილვებს ნეტში.მოკლედ როჩდეილთან ველოდები რაიმე ექსპერიმენტს.რომ მოიგებენ ეგ ვიცით უბრალოდ მაინტერესებს რას შეცვლის ოლე.აი რა სიახლე იქნება ეგაა საინტერესო.თუ შეცვლის ტაქტიკაში რამეს თუ იქნება სიახლე.როჩდეილთანაც თუ არ აჩვენებენ სიახლეს მაშინ უნდა ჩავთვალოთ რომ მთელი დარჩენილი დრო ასეთი საშინელება იქნება და აზრიც ეკარგება ყურებასაც კი.
0
№5
ავტორი: Lalana
25 სექტემბერი 2019 00:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მიყვარს ასეთი სტატიები,ამრავალფეროვნებს საიტს და რაც უფრო ხშირი იქნება მით უკეთესი.ნუ ამ თამაშში ახალი არაფერი მომხდარა.ჯერ-ჯერობით იმაში მაინც გვიმართლებს რომ ტოტენჰემი და ჩელსი არ არიან კარგ ფორმაში.ვფიქრობ არც პოჩეს უწერია დიდი დრო ტოტენჰემში,ამოწურა საკუთარი თავი მანდ,რამდენი წელი უნდა ითამაშოს ერთი და იგივე შემადგენლობით.
0
№6
ავტორი: stepno
25 სექტემბერი 2019 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამის წაკითხვას არ ვაპირებ რადგან არანაირი ტაქტიკა არ ყოფილა მანჩესტერის მხრიდან ეს იყო ჩაჟმული ბავშების თამაში. გრინვუდის ვიდეო როცა ვნახე ესე ამაზრზენათ რო იქცეოდა იქ გასახდელში რაღაცნაირად გული ამიცრუვდაა იმის მერე გული მერევა ამ ბიჭებზე და მინდა 80% გაუშვან გუნდიდან ესეთი გრძნობა მაქვს რა. ესეთი გრძნობა პირველად მაქვს არსენალთან თამაშს არც კი ველოდები
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
25 სექტემბერი 2019 13:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: Lalana
მიყვარს ასეთი სტატიები,ამრავალფეროვნებს საიტს და რაც უფრო ხშირი იქნება მით უკეთესი.ნუ ამ თამაშში ახალი არაფერი მომხდარა.ჯერ-ჯერობით იმაში მაინც გვიმართლებს რომ ტოტენჰემი და ჩელსი არ არიან კარგ ფორმაში.ვფიქრობ არც პოჩეს უწერია დიდი დრო ტოტენჰემში,ამოწურა საკუთარი თავი მანდ,რამდენი წელი უნდა ითამაშოს ერთი და იგივე შემადგენლობით.

პოჩემ მიქარა რო დარჩა.უნდა წასულიყო და მსურველი გამოუჩნდებოდა.ერთი და იგივე შემადგენლობა ყავს ამდენი წელია ნდომბელე დაიმატეს და ლო ცელსო მემგონი მაგრამ მაინც ძველებს მიყავს პარადი.არადა მეტს ამ შემადგენლობით ვერასოდეს იზამს.თან რა არის იცი?გუნდი თავად არაა ამბიციური რომ რამეზე გაიწიოს.ებრაელი ფულს რო თყუილად არ დახარჯავს ეგეც ხო იცი და ტკეპნიან ერთ ადგილს სულ
0
№8
ავტორი: Lalana
25 სექტემბერი 2019 13:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: Lalana
მიყვარს ასეთი სტატიები,ამრავალფეროვნებს საიტს და რაც უფრო ხშირი იქნება მით უკეთესი.ნუ ამ თამაშში ახალი არაფერი მომხდარა.ჯერ-ჯერობით იმაში მაინც გვიმართლებს რომ ტოტენჰემი და ჩელსი არ არიან კარგ ფორმაში.ვფიქრობ არც პოჩეს უწერია დიდი დრო ტოტენჰემში,ამოწურა საკუთარი თავი მანდ,რამდენი წელი უნდა ითამაშოს ერთი და იგივე შემადგენლობით.

პოჩემ მიქარა რო დარჩა.უნდა წასულიყო და მსურველი გამოუჩნდებოდა.ერთი და იგივე შემადგენლობა ყავს ამდენი წელია ნდომბელე დაიმატეს და ლო ცელსო მემგონი მაგრამ მაინც ძველებს მიყავს პარადი.არადა მეტს ამ შემადგენლობით ვერასოდეს იზამს.თან რა არის იცი?გუნდი თავად არაა ამბიციური რომ რამეზე გაიწიოს.ებრაელი ფულს რო თყუილად არ დახარჯავს ეგეც ხო იცი და ტკეპნიან ერთ ადგილს სულ

გეთანხმები.საერთოდ წინა სეზონში უნდა წასულიყო როდესაც ტრანსფერები საერთოდ არ გაუკეთეს.ადამიანმა რომელიც ტოტენჰემი ოთხეულის გუნდად აქცია და სტაბილურად ებრძვის გრანდებს და ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც უტრანსფეროთ გავიდა ესეც უდიდესი მიღწევაა და წესით ხელმძღვანელობა უნდა უფასებდეს ამას,დაფასება კი იმ ფეხბურთელების მოყვანაში უნდა იყოს რომლებიც მას სურს,მაგრამ ერთი-ორი ტრანსფერით წინ ვერ წავა გუნდი,როდესაც უკვე ისედაც წლებია ამ შემადგენლობით თამაშობს.ბევრჯერ გამოიყვანა გუნდი კრიზისიდან და ვფიქრობ უკვე ეს საბოლოო იქნება,მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ამ კაცის ყველაზე დიდი მინუსი უთასობაა,რომელიმე ინგლისის თასი მაინც უნდა მოეგო.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
25 სექტემბერი 2019 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამათი თამაშის ფონზე, ყველა მეტოქის მწვრთნელის მხირდან მასტერკლასი ჩანს, ესენი არიან უფანტაზიოები თორე არაფერი ფეხბურთი უესტ ჰემს არ უთამაშია, ეპლის საშუალო დონის გუნდია.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
25 სექტემბერი 2019 14:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: SANDROGRIGA
ამათი თამაშის ფონზე, ყველა მეტოქის მწვრთნელის მხირდან მასტერკლასი ჩანს, ესენი არიან უფანტაზიოები თორე არაფერი ფეხბურთი უესტ ჰემს არ უთამაშია, ეპლის საშუალო დონის გუნდია.

100%.მაგაზე მწყდება გული ამის დედა ვატირე ყველამ იცის როგორ გვეთამაშოს.სიმართლე ვთქვათ და უკვე ჩვენ კი არ გვერგებიან,უბრალოდ თავის თამაშს თამაშობენ და ჩვენ ვერაფერს ვერ ვთამაშობთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top