ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით.
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით და ოლე გუნარ სოლსკიარეის ყველაზე დაცვითი სტილი.
სასტარტო შემადგნელობებიპელეგრინის შეგირდები მოედანზე 4-1-4-1 სისტემიტ გამოვიდნენ მოედანზე, ხოლო "მანჩესტერ იუნატედი" 4-2-3-1 ფორმაციით წარსდგა მაყურებლის წინაშე. "ვესტ ჰემის" რიგებში რამოდენიმე საკვანძო ცვლილება იყო განხორციელებული, მოედანზე აარონ კრესველი გამოჩნდა, მასუაკის ნაცვლად, ხოლო ძირითადიდან დაიწყო პაბლო ფორნალსმაც. რაც ყველაზე აღსანიშნავია, მოედნის ცენტრში მარკ ნოუბლი და დეკლან რაისი მოქმედებდნენ, რაისს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომელიც მოიცავდა შეტევის წარმართვა/განაწილებას, ხოლო ჩაშლის ფაზაში მას კომპანიონობას ძალიან გამოცდილი მარკ ნოუბლი უწევდა.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა აქცენტი იგივე შემადგნელობაზე გააკეთა, რაც "ლესტერთან" ვიხილეთ, მძიმე ცენტრი და მოძრავი შეტევა, აქცენტი ბუნებრივია კონტრშეტევებზე იყო გაკეთებული.
ბურთის კონტროლი!["ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი] "ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/09/Screenshot-2019-09-23-at-19.09.40.jpg)
აღნიშნულ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს "ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი, თითოეული პირველი ბურთი რომელიც ამოდიოდა მეკარის ან დაცვის მხრიდან, აუცილებლად ნაწილდებოდა ფლანგებისკენ, ზოგადათ 4-1-4-1 ფორმაციის პლიუსი ის არის, რომ ფლანგებიდან კომპლექსურად შეტევის საშუალებას იძლევა, რასაც მანუელ პელეგრინის შეგირდები ძალიან კარგად აკეტებდნენ, მარცხენა მხარეს აარონ კრესველი, ფელიპე ანდერსონის დუეტი, ხოლო მარჯვნიდან ფრედერიკი - იარმოლენკოს დუეტი ირჯებოდა. გარდა ამისა, ცდილობდნენ შეტევები ცენტრის გავლით წაემართათ, რაც საშუალებას იძლეოდა ფლანგებზე სივრცეების გაჩენს, ხშირად ვხედავდით ფორნალსი-ანდერსონი-ჰალერის ე.წ სამკუთხედებს. დომინირების დროს "ვესტ ჰემი" ხშირად მიმართავდა სწრაფ პასებს, ასევე სწრაფად ცვლიდა ფლანგებს, რომელიც იწვევდა ოპონენტის ცენტრის გაწელვას, ასევე დაცვას ორმაგ საფრთხეში აგდებდა.
!["ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი] "ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/09/Screenshot-2019-09-23-at-19.09.32.jpg)
აღნიშნულ ფოტოზე ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" პასების გრაფიკი, სადაც პასების 85% უკან არის მიმართული, ხოლო ბურთის ფლობა ძირითადათ დაცვის ხაზზე მიმდინარეობდა. ჩანაფიქრი, როგორც ასეთი კონტრშეტევები გახლდათ, სწორედ ამიტომ იყო დატვირთული ცენტრი და ბურთის მოპოვების თანავე ხდებოდა შეტევის ფლანგზე გაშლა.
დაცვითი ფაზაორივე გუნდი მოედანზე თითქმის ერთნაირი სათამაშო იდეეით გამოვიდა, თუმცა სხვადასხვა ჩანაფიქრებით. ასევე ორივე გუნდის მონაწილეობით ძალიან ცუდი ხარისხი დაფიქსირდა პასების კუთხით.
"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთანაღნიშნულ მატჩში წითლები ყველაზე კომპაქტურად იცავდნენ თავს, თითქმის მთელი გუნდი საკუთარ საჯარიმოში გახლდათ, სკოტ მაკტომენეი და ნემანია მატიჩი ცენტრალური მცველების წინ მოქმედებდნენ და უმსუბუქებდნენ საქმეს. ხოლო 3/2 დაცვამ არ გაამრთლა, ვინაიდან იარმოლენკოს და ანდერსონის ტექნიკურმა თამაშმა მარტივად დაძლია ეს სირთულეები, რაც უფრო სახიფათო გახდა, რომელმაც თავის მხრივ მეტი სივრცეები გააჩინა.
"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგიმასპინძლები ძალიან აგრესიულ პრესინგს მიმართავდნენ, რაც საკმაოდ ურთულებდა "წითელ ეშმაკებს" რაიმე ღირებულის შექმნის შანსს,
!["ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი] "ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]](https://totalfootballanalysis.com/wp-content/uploads/2019/09/Screenshot-2019-09-23-at-20.13.18.jpg)
ამ ძალიან მაღალი პრესინგის გამო ჰარი მაგვაიერი და ვიქტორ ლინდელოფი ერთმანეთში აგორავებდნენ ბურთს, ხოლო იძულების შემთხვევაში უხდებოდათ გრძელი პასის შესრულება, ვიქტორ ლინდელოფის სიზუსტემ ამ კომპონენტში 14% შეადგინა, ხოლო მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მეორე სართულზე ორთაბრძოლების 64% მოიგეს. მანუელ პელეგრინის შეგირდები უკნიდან უშეცდომოთ თამაშობდნენ და საკმაოდ ჭკვიანურადაც.
"მანჩესტერ იუნატედის" ჩანაფიქრი"წითელი ეშმაკების" ძირითადი ჩანაფიქრი თამაში კონტრშეტევებზე აგება იყო, რაც მათ თითოეულ ქცევაში იგრძნობოდა.
"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლისკუთხურის მოშორებას "წითელი ეშმაკები" წინასწარ დამუშავებული კონტრშეტევის მონახაზით ცდილობდნენ, რომელიც რაიმე ღირებულს მოუტანდა გუნდს.
გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლაამ ჩანაფიქრმა სამწუხაროდ არ გაამართლა, ვინაიდან ყველა ბურთი რომელიც "მანჩესტერის" საჯარიმოდან გამოვიდა იყო უმისამართო.
დასკვნა"ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი სწრაფი ფლანგური შეტევები და ცენტრში სივრცეების გაჩენა ძალიან მიზან მიმართული იყო, რომელმაც გაამართლა, მათ შეძლეს ორი უპასუხო გოლის გატანა, რომელიც ტაქტიკურად სწორ თამაშს მოჰყვა.
"მანჩესტერ იუნატედს" რაც შეეხება, ტაქტიკურმა გათვლამ არ გაამართლა, მიზანი, რომელიც თამაშის კონტრშეტევებზე აგება იყო, მაყურებელმა ვერცერთი სწორად წარმართული კონტრშეტევა ვერ იხილა, ასევე პოზიციურ შეტევებში გუნდს ძალიან უჭირს.