თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2019, 20:40
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 3048,
კომენტარები: 33
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით.
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით და ოლე გუნარ სოლსკიარეის ყველაზე დაცვითი სტილი.

სასტარტო შემადგნელობებისასტარტო შემადგნელობები

პელეგრინის შეგირდები მოედანზე 4-1-4-1 სისტემიტ გამოვიდნენ მოედანზე, ხოლო "მანჩესტერ იუნატედი" 4-2-3-1 ფორმაციით წარსდგა მაყურებლის წინაშე. "ვესტ ჰემის" რიგებში რამოდენიმე საკვანძო ცვლილება იყო განხორციელებული, მოედანზე აარონ კრესველი გამოჩნდა, მასუაკის ნაცვლად, ხოლო ძირითადიდან დაიწყო პაბლო ფორნალსმაც. რაც ყველაზე აღსანიშნავია, მოედნის ცენტრში მარკ ნოუბლი და დეკლან რაისი მოქმედებდნენ, რაისს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომელიც მოიცავდა შეტევის წარმართვა/განაწილებას, ხოლო ჩაშლის ფაზაში მას კომპანიონობას ძალიან გამოცდილი მარკ ნოუბლი უწევდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა აქცენტი იგივე შემადგნელობაზე გააკეთა, რაც "ლესტერთან" ვიხილეთ, მძიმე ცენტრი და მოძრავი შეტევა, აქცენტი ბუნებრივია კონტრშეტევებზე იყო გაკეთებული.

ბურთის კონტროლი

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]

აღნიშნულ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს "ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი, თითოეული პირველი ბურთი რომელიც ამოდიოდა მეკარის ან დაცვის მხრიდან, აუცილებლად ნაწილდებოდა ფლანგებისკენ, ზოგადათ 4-1-4-1 ფორმაციის პლიუსი ის არის, რომ ფლანგებიდან კომპლექსურად შეტევის საშუალებას იძლევა, რასაც მანუელ პელეგრინის შეგირდები ძალიან კარგად აკეტებდნენ, მარცხენა მხარეს აარონ კრესველი, ფელიპე ანდერსონის დუეტი, ხოლო მარჯვნიდან ფრედერიკი - იარმოლენკოს დუეტი ირჯებოდა. გარდა ამისა, ცდილობდნენ შეტევები ცენტრის გავლით წაემართათ, რაც საშუალებას იძლეოდა ფლანგებზე სივრცეების გაჩენს, ხშირად ვხედავდით ფორნალსი-ანდერსონი-ჰალერის ე.წ სამკუთხედებს. დომინირების დროს "ვესტ ჰემი" ხშირად მიმართავდა სწრაფ პასებს, ასევე სწრაფად ცვლიდა ფლანგებს, რომელიც იწვევდა ოპონენტის ცენტრის გაწელვას, ასევე დაცვას ორმაგ საფრთხეში აგდებდა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]

აღნიშნულ ფოტოზე ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" პასების გრაფიკი, სადაც პასების 85% უკან არის მიმართული, ხოლო ბურთის ფლობა ძირითადათ დაცვის ხაზზე მიმდინარეობდა. ჩანაფიქრი, როგორც ასეთი კონტრშეტევები გახლდათ, სწორედ ამიტომ იყო დატვირთული ცენტრი და ბურთის მოპოვების თანავე ხდებოდა შეტევის ფლანგზე გაშლა.

დაცვითი ფაზა

ორივე გუნდი მოედანზე თითქმის ერთნაირი სათამაშო იდეეით გამოვიდა, თუმცა სხვადასხვა ჩანაფიქრებით. ასევე ორივე გუნდის მონაწილეობით ძალიან ცუდი ხარისხი დაფიქსირდა პასების კუთხით.


"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთან"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთან


აღნიშნულ მატჩში წითლები ყველაზე კომპაქტურად იცავდნენ თავს, თითქმის მთელი გუნდი საკუთარ საჯარიმოში გახლდათ, სკოტ მაკტომენეი და ნემანია მატიჩი ცენტრალური მცველების წინ მოქმედებდნენ და უმსუბუქებდნენ საქმეს. ხოლო 3/2 დაცვამ არ გაამრთლა, ვინაიდან იარმოლენკოს და ანდერსონის ტექნიკურმა თამაშმა მარტივად დაძლია ეს სირთულეები, რაც უფრო სახიფათო გახდა, რომელმაც თავის მხრივ მეტი სივრცეები გააჩინა.

"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგი"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგი


მასპინძლები ძალიან აგრესიულ პრესინგს მიმართავდნენ, რაც საკმაოდ ურთულებდა "წითელ ეშმაკებს" რაიმე ღირებულის შექმნის შანსს,

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]


ამ ძალიან მაღალი პრესინგის გამო ჰარი მაგვაიერი და ვიქტორ ლინდელოფი ერთმანეთში აგორავებდნენ ბურთს, ხოლო იძულების შემთხვევაში უხდებოდათ გრძელი პასის შესრულება, ვიქტორ ლინდელოფის სიზუსტემ ამ კომპონენტში 14% შეადგინა, ხოლო მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მეორე სართულზე ორთაბრძოლების 64% მოიგეს. მანუელ პელეგრინის შეგირდები უკნიდან უშეცდომოთ თამაშობდნენ და საკმაოდ ჭკვიანურადაც.

"მანჩესტერ იუნატედის" ჩანაფიქრი


"წითელი ეშმაკების" ძირითადი ჩანაფიქრი თამაში კონტრშეტევებზე აგება იყო, რაც მათ თითოეულ ქცევაში იგრძნობოდა.

"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლის"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლის


კუთხურის მოშორებას "წითელი ეშმაკები" წინასწარ დამუშავებული კონტრშეტევის მონახაზით ცდილობდნენ, რომელიც რაიმე ღირებულს მოუტანდა გუნდს.


გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლაგადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლა


ამ ჩანაფიქრმა სამწუხაროდ არ გაამართლა, ვინაიდან ყველა ბურთი რომელიც "მანჩესტერის" საჯარიმოდან გამოვიდა იყო უმისამართო.


"მანჩესტერ იუნატედის" კონტრშევების გრაფიკი


დასკვნა

"ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი სწრაფი ფლანგური შეტევები და ცენტრში სივრცეების გაჩენა ძალიან მიზან მიმართული იყო, რომელმაც გაამართლა, მათ შეძლეს ორი უპასუხო გოლის გატანა, რომელიც ტაქტიკურად სწორ თამაშს მოჰყვა.

"მანჩესტერ იუნატედს" რაც შეეხება, ტაქტიკურმა გათვლამ არ გაამართლა, მიზანი, რომელიც თამაშის კონტრშეტევებზე აგება იყო, მაყურებელმა ვერცერთი სწორად წარმართული კონტრშეტევა ვერ იხილა, ასევე პოზიციურ შეტევებში გუნდს ძალიან უჭირს.
სტატიები
33 კომენტარი
№31
ავტორი: Dato kutaisi
26 სექტემბერი 2019 07:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: David_Beckham7
მანჩესტერის 3.5 ნაკლ3ბი ჩელსის 3.5 მეტი მეწერა თურმე რათ უნდა 3.5 ნაკლები რას იკლ3ბ ფსონა დაწერე რა 2.5 ნაკლები :D ვახ ჩემი. სამსახურში ვარ ღამის მორიგე. ვერც საყურებელი ლინკი ვიპოვნე და დავიძინე. რო გავიღვიძე და ანგარიშს დავხედე სიმწრის სიცილი ამივარდა. აღარ შეიძლება ესე.

ნამდვილად არ მეგონა წელს აზარი გაყიდა გლგუნდმა ვერავინ მოიყვანა და ჩვენზე კარგ შთაბეჭდილებას თუ დატოვებდა. ასტანასთან 1-0 აქ საერთოდ 1-1. არსენალი გაგვარღვევს აბა

აუ კითხვა დამავიწყდა. ეხლა ჩანაწერს ვუყურე სა რა მინდა გკითხოთ. პატარქ ბიჭი რო შემოიყვანა ბრენდონ ვილიამსი როგორ ითამაშა? მარცნივ ათამქშებენ ხოლმე და შეტევებში კარგქდ ერთვება ზოგადად და ეხლა როგორი იყო ვინც სრულ თამაშს უყურებდით შეწმჩნევდით

ძმა გახსოვს ჩელსს რო მოვუგეთ 4:0 აქ რო დავწერე გაგვიმართლა და აზრიანი ფეხბურთი არ ჩანდათქო რა ამბვი ატყდა.ჩელსი თამაშობს ფეხბურთს იმიტომ რომ ტრენერი ყავს ჩვენ არა

ხოდა ახლა ჩელსი დაგვეჯახა ამ თასის შემდეგ ტურში და გვანახებს როგორი იყო 4:0მოგება.
არ გამოვრიცხავ ისევ ჩვენ მოვუგოთ, ხანდახან გვიმართლებს კიდეც,მაგრამ აი როჩდეილმაც კი ფეხბურთი გვეთამაშა ისე რომ ჩვენ ვერა.ეს ისევ ვუდვორდს უნდა დავაბრალპთ ნეტა,პოგბას,ლინგარდს თუ ბოლო ბოლო დადგება დროს როცა ოლესაც დავაბრალებთ რამეს.
0
№32
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2019 11:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: David_Beckham7
მანჩესტერის 3.5 ნაკლ3ბი ჩელსის 3.5 მეტი მეწერა თურმე რათ უნდა 3.5 ნაკლები რას იკლ3ბ ფსონა დაწერე რა 2.5 ნაკლები :D ვახ ჩემი. სამსახურში ვარ ღამის მორიგე. ვერც საყურებელი ლინკი ვიპოვნე და დავიძინე. რო გავიღვიძე და ანგარიშს დავხედე სიმწრის სიცილი ამივარდა. აღარ შეიძლება ესე.

ნამდვილად არ მეგონა წელს აზარი გაყიდა გლგუნდმა ვერავინ მოიყვანა და ჩვენზე კარგ შთაბეჭდილებას თუ დატოვებდა. ასტანასთან 1-0 აქ საერთოდ 1-1. არსენალი გაგვარღვევს აბა

აუ კითხვა დამავიწყდა. ეხლა ჩანაწერს ვუყურე სა რა მინდა გკითხოთ. პატარქ ბიჭი რო შემოიყვანა ბრენდონ ვილიამსი როგორ ითამაშა? მარცნივ ათამქშებენ ხოლმე და შეტევებში კარგქდ ერთვება ზოგადად და ეხლა როგორი იყო ვინც სრულ თამაშს უყურებდით შეწმჩნევდით

არაუშავდა, არც გაუფუჭებია რამე და დიდად არც გაუკეთებია, ისე მარჯვენა ფეხით თამაშობდა, მარცხენას თითქმის ვერ იყენებდა და შეიძლება არცაა მარცხენა მცველი.
0
№33
ავტორი: David_Beckham7
26 სექტემბერი 2019 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: David_Beckham7
მანჩესტერის 3.5 ნაკლ3ბი ჩელსის 3.5 მეტი მეწერა თურმე რათ უნდა 3.5 ნაკლები რას იკლ3ბ ფსონა დაწერე რა 2.5 ნაკლები :D ვახ ჩემი. სამსახურში ვარ ღამის მორიგე. ვერც საყურებელი ლინკი ვიპოვნე და დავიძინე. რო გავიღვიძე და ანგარიშს დავხედე სიმწრის სიცილი ამივარდა. აღარ შეიძლება ესე.

ნამდვილად არ მეგონა წელს აზარი გაყიდა გლგუნდმა ვერავინ მოიყვანა და ჩვენზე კარგ შთაბეჭდილებას თუ დატოვებდა. ასტანასთან 1-0 აქ საერთოდ 1-1. არსენალი გაგვარღვევს აბა

აუ კითხვა დამავიწყდა. ეხლა ჩანაწერს ვუყურე სა რა მინდა გკითხოთ. პატარქ ბიჭი რო შემოიყვანა ბრენდონ ვილიამსი როგორ ითამაშა? მარცნივ ათამქშებენ ხოლმე და შეტევებში კარგქდ ერთვება ზოგადად და ეხლა როგორი იყო ვინც სრულ თამაშს უყურებდით შეწმჩნევდით

არაუშავდა, არც გაუფუჭებია რამე და დიდად არც გაუკეთებია, ისე მარჯვენა ფეხით თამაშობდა, მარცხენას თითქმის ვერ იყენებდა და შეიძლება არცაა მარცხენა მცველი.

ვუყურე მაგის ვიდეოებს თუ რამე ვნახე იუთუბძე და მარცნივ იყენებენ სულ და ძაან კარგადაც გამოიყურებოდა ტყუილად არ აწევდნენ პირველ გუნდში სათამაშოდ ნახეთ მაგის ვიდეოები.

ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: David_Beckham7
მანჩესტერის 3.5 ნაკლ3ბი ჩელსის 3.5 მეტი მეწერა თურმე რათ უნდა 3.5 ნაკლები რას იკლ3ბ ფსონა დაწერე რა 2.5 ნაკლები :D ვახ ჩემი. სამსახურში ვარ ღამის მორიგე. ვერც საყურებელი ლინკი ვიპოვნე და დავიძინე. რო გავიღვიძე და ანგარიშს დავხედე სიმწრის სიცილი ამივარდა. აღარ შეიძლება ესე.

ნამდვილად არ მეგონა წელს აზარი გაყიდა გლგუნდმა ვერავინ მოიყვანა და ჩვენზე კარგ შთაბეჭდილებას თუ დატოვებდა. ასტანასთან 1-0 აქ საერთოდ 1-1. არსენალი გაგვარღვევს აბა

აუ კითხვა დამავიწყდა. ეხლა ჩანაწერს ვუყურე სა რა მინდა გკითხოთ. პატარქ ბიჭი რო შემოიყვანა ბრენდონ ვილიამსი როგორ ითამაშა? მარცნივ ათამქშებენ ხოლმე და შეტევებში კარგქდ ერთვება ზოგადად და ეხლა როგორი იყო ვინც სრულ თამაშს უყურებდით შეწმჩნევდით

ძმა გახსოვს ჩელსს რო მოვუგეთ 4:0 აქ რო დავწერე გაგვიმართლა და აზრიანი ფეხბურთი არ ჩანდათქო რა ამბვი ატყდა.ჩელსი თამაშობს ფეხბურთს იმიტომ რომ ტრენერი ყავს ჩვენ არა

ხოდა ახლა ჩელსი დაგვეჯახა ამ თასის შემდეგ ტურში და გვანახებს როგორი იყო 4:0მოგება.
არ გამოვრიცხავ ისევ ჩვენ მოვუგოთ, ხანდახან გვიმართლებს კიდეც,მაგრამ აი როჩდეილმაც კი ფეხბურთი გვეთამაშა ისე რომ ჩვენ ვერა.ეს ისევ ვუდვორდს უნდა დავაბრალპთ ნეტა,პოგბას,ლინგარდს თუ ბოლო ბოლო დადგება დროს როცა ოლესაც დავაბრალებთ რამეს.

ოლეს კბილებით ვიცავდი და თუ მოახერხა გარდატეხვა რქც ძაან მეეჭვება და გუნდი დააყენა სწორ გზაზე ძაანაც გამიხარდება და პიროვნულად ალბათ ყველას მოგვწონს იმიტო რო მართლქ უყვარს ეს კლუბი და ბევრი სამუშაოც გასწია სხვა კუთხით მპსვლის შემდეგ ამაზე წერას აზრი არ აქვს მგონი ბევრჯერ განხილულა ეს თემები თუმცა პირველი მაინც მანჩესტერი და მისი თავის ადგილზე დაბრუნებაა უპირველესი და ამას ოლე თუ მოახერხებდა ორმაგად გამიხარდებოდა თუ არქდა არავის არ უნდა შეეწიროს გუნდის ინტერესები. სულ რო ფერგი დაბრუნდეს და იმანაც ვეღად ააწყოს გუნდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top