თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2019, 20:40
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 3259,
კომენტარები: 33
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით.
ტაქტიკური მასტერკლასი მანუალ პელეგრინის შესრულებით და ოლე გუნარ სოლსკიარეის ყველაზე დაცვითი სტილი.

სასტარტო შემადგნელობებისასტარტო შემადგნელობები

პელეგრინის შეგირდები მოედანზე 4-1-4-1 სისტემიტ გამოვიდნენ მოედანზე, ხოლო "მანჩესტერ იუნატედი" 4-2-3-1 ფორმაციით წარსდგა მაყურებლის წინაშე. "ვესტ ჰემის" რიგებში რამოდენიმე საკვანძო ცვლილება იყო განხორციელებული, მოედანზე აარონ კრესველი გამოჩნდა, მასუაკის ნაცვლად, ხოლო ძირითადიდან დაიწყო პაბლო ფორნალსმაც. რაც ყველაზე აღსანიშნავია, მოედნის ცენტრში მარკ ნოუბლი და დეკლან რაისი მოქმედებდნენ, რაისს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომელიც მოიცავდა შეტევის წარმართვა/განაწილებას, ხოლო ჩაშლის ფაზაში მას კომპანიონობას ძალიან გამოცდილი მარკ ნოუბლი უწევდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა აქცენტი იგივე შემადგნელობაზე გააკეთა, რაც "ლესტერთან" ვიხილეთ, მძიმე ცენტრი და მოძრავი შეტევა, აქცენტი ბუნებრივია კონტრშეტევებზე იყო გაკეთებული.

ბურთის კონტროლი

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]

აღნიშნულ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს "ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი, თითოეული პირველი ბურთი რომელიც ამოდიოდა მეკარის ან დაცვის მხრიდან, აუცილებლად ნაწილდებოდა ფლანგებისკენ, ზოგადათ 4-1-4-1 ფორმაციის პლიუსი ის არის, რომ ფლანგებიდან კომპლექსურად შეტევის საშუალებას იძლევა, რასაც მანუელ პელეგრინის შეგირდები ძალიან კარგად აკეტებდნენ, მარცხენა მხარეს აარონ კრესველი, ფელიპე ანდერსონის დუეტი, ხოლო მარჯვნიდან ფრედერიკი - იარმოლენკოს დუეტი ირჯებოდა. გარდა ამისა, ცდილობდნენ შეტევები ცენტრის გავლით წაემართათ, რაც საშუალებას იძლეოდა ფლანგებზე სივრცეების გაჩენს, ხშირად ვხედავდით ფორნალსი-ანდერსონი-ჰალერის ე.წ სამკუთხედებს. დომინირების დროს "ვესტ ჰემი" ხშირად მიმართავდა სწრაფ პასებს, ასევე სწრაფად ცვლიდა ფლანგებს, რომელიც იწვევდა ოპონენტის ცენტრის გაწელვას, ასევე დაცვას ორმაგ საფრთხეში აგდებდა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]

აღნიშნულ ფოტოზე ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" პასების გრაფიკი, სადაც პასების 85% უკან არის მიმართული, ხოლო ბურთის ფლობა ძირითადათ დაცვის ხაზზე მიმდინარეობდა. ჩანაფიქრი, როგორც ასეთი კონტრშეტევები გახლდათ, სწორედ ამიტომ იყო დატვირთული ცენტრი და ბურთის მოპოვების თანავე ხდებოდა შეტევის ფლანგზე გაშლა.

დაცვითი ფაზა

ორივე გუნდი მოედანზე თითქმის ერთნაირი სათამაშო იდეეით გამოვიდა, თუმცა სხვადასხვა ჩანაფიქრებით. ასევე ორივე გუნდის მონაწილეობით ძალიან ცუდი ხარისხი დაფიქსირდა პასების კუთხით.


"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთან"მანჩესტერ იუნატედის" განლაგება, როდესაც ისინი ცდილობენ 3vs2 შექმნან მეტოქე გუნდის შემტევბთან


აღნიშნულ მატჩში წითლები ყველაზე კომპაქტურად იცავდნენ თავს, თითქმის მთელი გუნდი საკუთარ საჯარიმოში გახლდათ, სკოტ მაკტომენეი და ნემანია მატიჩი ცენტრალური მცველების წინ მოქმედებდნენ და უმსუბუქებდნენ საქმეს. ხოლო 3/2 დაცვამ არ გაამრთლა, ვინაიდან იარმოლენკოს და ანდერსონის ტექნიკურმა თამაშმა მარტივად დაძლია ეს სირთულეები, რაც უფრო სახიფათო გახდა, რომელმაც თავის მხრივ მეტი სივრცეები გააჩინა.

"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგი"ვესტ ჰემის" ძალიან მაღალი სექტორული და ე.წ კაცი-კაცზე პრესინგი


მასპინძლები ძალიან აგრესიულ პრესინგს მიმართავდნენ, რაც საკმაოდ ურთულებდა "წითელ ეშმაკებს" რაიმე ღირებულის შექმნის შანსს,

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" [ტაქტიკური ანალიზი]


ამ ძალიან მაღალი პრესინგის გამო ჰარი მაგვაიერი და ვიქტორ ლინდელოფი ერთმანეთში აგორავებდნენ ბურთს, ხოლო იძულების შემთხვევაში უხდებოდათ გრძელი პასის შესრულება, ვიქტორ ლინდელოფის სიზუსტემ ამ კომპონენტში 14% შეადგინა, ხოლო მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მეორე სართულზე ორთაბრძოლების 64% მოიგეს. მანუელ პელეგრინის შეგირდები უკნიდან უშეცდომოთ თამაშობდნენ და საკმაოდ ჭკვიანურადაც.

"მანჩესტერ იუნატედის" ჩანაფიქრი


"წითელი ეშმაკების" ძირითადი ჩანაფიქრი თამაში კონტრშეტევებზე აგება იყო, რაც მათ თითოეულ ქცევაში იგრძნობოდა.

"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლის"მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელები, როგორც ზონალურს, ასევე კაცი-კაცზე აყვანის პრინციპს იყენებ, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად კონტრშეტევის ასვლის


კუთხურის მოშორებას "წითელი ეშმაკები" წინასწარ დამუშავებული კონტრშეტევის მონახაზით ცდილობდნენ, რომელიც რაიმე ღირებულს მოუტანდა გუნდს.


გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლაგადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლა


ამ ჩანაფიქრმა სამწუხაროდ არ გაამართლა, ვინაიდან ყველა ბურთი რომელიც "მანჩესტერის" საჯარიმოდან გამოვიდა იყო უმისამართო.


"მანჩესტერ იუნატედის" კონტრშევების გრაფიკი


დასკვნა

"ვესტ ჰემის" ჩანაფიქრი სწრაფი ფლანგური შეტევები და ცენტრში სივრცეების გაჩენა ძალიან მიზან მიმართული იყო, რომელმაც გაამართლა, მათ შეძლეს ორი უპასუხო გოლის გატანა, რომელიც ტაქტიკურად სწორ თამაშს მოჰყვა.

"მანჩესტერ იუნატედს" რაც შეეხება, ტაქტიკურმა გათვლამ არ გაამართლა, მიზანი, რომელიც თამაშის კონტრშეტევებზე აგება იყო, მაყურებელმა ვერცერთი სწორად წარმართული კონტრშეტევა ვერ იხილა, ასევე პოზიციურ შეტევებში გუნდს ძალიან უჭირს.
სტატიები
33 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
25 სექტემბერი 2019 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რამდენად 100% ით შეიძლება ამაზე დაყრდნობა არ ვიცი, თუმცა 100 არც არის საჭირო, ნათელია რომ ოლეს გათვლები ძაან პრიმიტიული და ადვილად აღქმადია, შესაბამიად შედეგებიც სახეზეა.
მადლობა ავტორს და თხოვნა, თუ არის საშუალება ყველა თამაშის შემდეგ პატარა (ასეთი) მონახაზები ტაქტიკაზე რომ გაგრძელდეს.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
25 სექტემბერი 2019 16:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: SANDROGRIGA
ამათი თამაშის ფონზე, ყველა მეტოქის მწვრთნელის მხირდან მასტერკლასი ჩანს, ესენი არიან უფანტაზიოები თორე არაფერი ფეხბურთი უესტ ჰემს არ უთამაშია, ეპლის საშუალო დონის გუნდია.

100%.მაგაზე მწყდება გული ამის დედა ვატირე ყველამ იცის როგორ გვეთამაშოს.სიმართლე ვთქვათ და უკვე ჩვენ კი არ გვერგებიან,უბრალოდ თავის თამაშს თამაშობენ და ჩვენ ვერაფერს ვერ ვთამაშობთ


ასეა სამწუხაროდ, სულშერი ვერაფერს ვერ გვანახებს ჯერ-ჯერობით, ყველასთან გვიჭირს, იქნება ეს სუსტი თუ ძლიერი მეტოქე, ვერავისთან ბურთს ვერ იჭერენ, შანსებს ვერ ქმნიან და მეტოქეს თითქმის ვერცერთ კომპონენტში ვერ ჯობნიან, ასტანას აჯობეს ცოტა მარა არც ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება. არ ვიცი შემდეგ თამაშებში რამე თუ გამოსწორდება, თუ არადა მოუწევთ ისევ ახალი მწვრთნელის ძებნა.
0
№13
ავტორი: Ole__boss
25 სექტემბერი 2019 18:27
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: giorgi_mg
რამდენად 100% ით შეიძლება ამაზე დაყრდნობა არ ვიცი, თუმცა 100 არც არის საჭირო, ნათელია რომ ოლეს გათვლები ძაან პრიმიტიული და ადვილად აღქმადია, შესაბამიად შედეგებიც სახეზეა.
მადლობა ავტორს და თხოვნა, თუ არის საშუალება ყველა თამაშის შემდეგ პატარა (ასეთი) მონახაზები ტაქტიკაზე რომ გაგრძელდეს.


დავბრუნდი მეგობარო საიტზე, ასე რომ ყველა მატჩის შემდგომ შევეცდები სრული ანალიზი შემოგთავაზოთ ხოლმე <3
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
25 სექტემბერი 2019 18:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: Ole__boss
ციტატა: giorgi_mg
რამდენად 100% ით შეიძლება ამაზე დაყრდნობა არ ვიცი, თუმცა 100 არც არის საჭირო, ნათელია რომ ოლეს გათვლები ძაან პრიმიტიული და ადვილად აღქმადია, შესაბამიად შედეგებიც სახეზეა.
მადლობა ავტორს და თხოვნა, თუ არის საშუალება ყველა თამაშის შემდეგ პატარა (ასეთი) მონახაზები ტაქტიკაზე რომ გაგრძელდეს.


დავბრუნდი მეგობარო საიტზე, ასე რომ ყველა მატჩის შემდგომ შევეცდები სრული ანალიზი შემოგთავაზოთ ხოლმე <3

მადლობა გაიხარე
0
№15
ავტორი: Lalana
25 სექტემბერი 2019 23:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2342
პერეირას ნაცვლად რონ გომესი იდგეს არ შეიძლება?ვერ ვხდები მაგ ბიჭს რატომ არ ეძლევა შანსი
0
№16
ავტორი: ILoveUtd
25 სექტემბერი 2019 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ამათ უთავმოყვარეობას უკვე საზღვარი აქვს angry
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
25 სექტემბერი 2019 23:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
მეორე ტაიმის მაყურებელი აღარ ვარ.პირველშიც ვნახე რა შეცვალეს.ამას უთავმოყვარეობა ქვია.7
8:0 ზე რო იქნება ჯარიმებში პირველ ტაიმში რაზე უნდა ილაპარაკო.ბავშვები და სოფლის გუბდი გვეთამაშება ბურთსაც ათამაშებენ და კლასი არ აქვთ თორე სხვა აქამდე 3-4 გაგვიტანდა.მოკლედ წავედი დავწექი სამსახურში მაინც ვივარგებ დილით.იმედია მოიგებენ მაინც
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
25 სექტემბერი 2019 23:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ხო შეიძლება ერთი გააზრებული შეტევა მაინც გააკეთონ, ჯერ იმ გუნდს რა ვუთხარი თამაშში მარტო ერთ გააზრებულ შეტევას რო გააკეთებს, თან როჩდეილთან და მერე იმ გუნდს რა ვუთხარი საერთოდ რო ვერ გააკეთებს გააზრებულ შეტევას. ძაან უკან ვართ, საშუალოზე დაბალ საფეხბურზე მემგონი აბა სხვა რა დავარქვა არც ვიცი.
0
№19
ავტორი: bero123
26 სექტემბერი 2019 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
როჩდეილთან რო ბუთის ფლობა 57% რო გექნება ეგ უკვე არც ოლეს ეპატიება და არც ფეხბურთელებს. ამ ყველაფერს არანაირი ახსნა არ ამ გუნდთან მაინც არ გჩირდება ტოპ ფეხბურთელები. ერთი სიტს ან ლივერპულს როდის შეხვდებიან რო მაგარი გახიონ და იქნებ მერე დაფიქრდნენ ესეთი ყლის ჯოგი სად შეიკრიბა
0
№20
ავტორი: Malboro463
26 სექტემბერი 2019 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
დავით შენ პირველ ტაიმზე ბოლომდე მაინც გიყურებია :დ
მე კიდე ფრედმა რო დარტყა და ხელზე მოხვდა დამატებულზე პერეირას დარტყმული მეკარემ რო აიგო იმ ეპიზოდამდე ვუყურე 25 წუთი იქნებოდა და რასაც ვუყურე ისინი უფრო კარგ პასებს აკეთებდნენ და უფრო მონდომებული იყვნენ.
ჩონგის ფორთხიალიც ვნახე ბურთი სულ როგორ ებლანდება ფეხებში დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top