#MUNCHE. სტარტი, ყურადღება, განადგურება!
ტაქტიკური განხილვა.
იცით, როგორ ხდება - თითქოსდა მატჩის გეგმა შეადგინე, შემადგენლობის შერჩევაშიც არ შემცდარხარ, მომენტებს ქმნი, მაგრამ ბურთი კარში არ შედის. მოწინააღმდეგეს კი ყველაფერი ერთი ადგილისკენ მიექანება, ბურთს ვერ იჭერენ, მერე კი უცებ ბახ! ერთი შეცდომა და გოლი. და შემდეგ - ფლობ ინიციატივას, მომენტებს ქმნი, მაგრამ შენს მხარეს - ბურთი ხვდება ძელს, მოწინააღმდეგის მხარეს კი - გოლი გადის და თანაც სულელური რიკოშეტის შემდეგ. და სულ ეგ არის - მერე წავიდაა. არადა, კარგად ითამაშა, მაგრამ ტაბლოზე - 4:0. იცოდით? ფრენკ ლამპარდმა კი იცოდა.
ბედმა კვლავ გაუღიმა სულშერსა და მის გუნდს. "ეშმაკებმა" მატჩი ცუდად დაიწყეს - პენალტამდე გუნდს არაფერი გამოსდიოდა. შესვენების შემდეგაც იგივე ხდებოდა - გოლის გაშვებამდე "ჩელსი" ფლობდა ინიციატივას, "იუნაიტედი" უფრო წვალობდა, ვიდრე თამაშობდა. კარში დარტყმული ხუთი ბურთიდან ოთხი გოლად იქცა - მათი ნახევარი კი შეიძლებოდა არც ყოფილიყო გოლი, რომ არა "ლურჯების" ფეხბურთელებისგან რიკოშეტით კარში გადაგზავნილი ბურთი. საქებარი რეალიზაციაა!
დაძაბულობას იწვევს არა გუნდის მოგება იღბლის ხარჯზე ("ჩელსის" დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა), არამედ გუნდის თამაშში ცვლილებების პრაქტიკული არ არსებობა. ტონობით შეცდომა მოკლე და საშუალო პასებში, უამრავი გაუგებარი გადაცემა უმისამართოდ. მარჯვენა ფლანგის ტოტალური იმპოტენცია - თუმცა, ბურთის მოძრაობის მხრივ არც მარცხენა ჩამორჩებოდა. პრესინგის სურვილი, მაგრამ მოქმედებისას შერწყმის არ არსებობა. დროდადრო "იუნაიტედი" წინა მწვრთნელის ნიშნებს ავლენდა, რაზეც ლინეკერმა იხუმრა: "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას ეს მოურინიოს საუკეთესო მატჩი იყო" (ჟოზე პრეს-ლოჟაში იჯდა Sky Sports-ის ექსპერტის სახით).

რაღაც მართლა შეიცვალა: პრესინგის სურვილს შესაძლებლობაც დაემატა. წინასასეზონო ტურნეზე ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთებული აქცენტის ხარჯზე გუნდს საშუალება მიეცა (განსაკუთრებით შემტევებს) დაუღლელად იმოძრაონ მოედანზე და ძალები შეინარჩუნონ მატჩის ბოლო წუთებისთვის. პენალტი პედროსთვის ბურთის წართმევის შემდეგ იქნა მოპოვებული და დანარჩენ გოლებსაც უძღოდა წინ თავდამსხმელთა ჩარბენები საკუთარი მოედნიდან. სოლსკიაერმა პირობა შეასრულა - გუნდი სირბილისა და შეცდომის გამო მეტოქის დასჯისთვის მზად არის.
მაგრამ რის ფასად? ამ მატჩისგან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს გუნდი ახლა ასრულებდეს სეზონს. ფეხბურთელები მძიმედ მოძრაობდნენ და მატჩის რიტმს ვერ გრძნობდნენ - სხვაგვარად ვერ ავხსნი შეცდომათა ასეთ რაოდენობას. პრემიერ ლიგის ვარსკვლავები გადაცემებისა და ბურთის მიღების დროს ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, თითქოს დაბალი დონის გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ. კვლავ უსიამოვნო ფლეშბექი და ოლეს ზურგს უკან ჩარჩენილი პორტუგალიელი სპეციალისტის ჩრდილი.
ფრაზა "როდის ისწავლის "იუნაიტედი" მარჯვენა ფლანგიდან შეტევას" თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს "როდის ისწავლის ვირი ხეზე" ასვლას ფრაზის სინონიმად. სოლსკიაერმა უცნაური არჩევანი გააკეთა - ძირითადში პერეირა გამოვიდა. სხვათაშორის, პირველი 20 წუთის განმავლობაში პერეირა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო მარჯვნივ (თუმცა რა მარჯვნივ, "მარჯვნივ") ლინგარდი მოგვევლინა, რომელთაც მოგვიანებით ადგილები გაცვალეს. ვფიქრობ, ჩანაფიქრი იყო მუდმივი როტაცია (რეშფორდი-მარსიალის წყვილი მარცხენა ვინგერი-ცენტრფორვარდის პოზიციებზე), მაგრამ სინამდვილეში ორივე მათგანი ცენტრში დაძრწოდა და ხშირად ანაცვლებდა ერთმანეთს, რის გამოც ვან-ბისაკას ემერსონისა და ბარკლის ლუკმად ტოვებდა (აარონს დამწუხრებული, მაგრამ თანაგრძნობითა და გაგებით უყურებს ლუკ შოუ).
ჟირუ მიანიშნებს პულისიჩს, რომ ემერსონი გახსნილია. მომენტი დასრულდება დე ხეას სეივითა და კუთხურით.
ემერსონის სრული თავისუფლება აისახა .59 xG-სა და ძელისთვის გარტყმაში - ცუდი არ არის მარცხენა მცველისთვის! (თვალწინ ისევ ლუკ შოუ მიდგას, მაგრამ ამჯერად დამწუხრებული სახე უკვე მე მაქვს). მხოლოდ სასწაულმა (და დავიდ დე ხეამ) იხსნა გუნდი გოლისგან. თავის როლში გაურკვევლობის გამო პერეირა ვერც დაცვას დაეხმარა და ვერც შეტევაში აკეთებდა ვერაფერს - ბრაზილიელი თანაგუნდელებთან (შეცვლაზე შესულების გამოკლებით) შედარებით ყველაზე იშვიათად ეხებოდა ბურთს და 76 წუთის განმავლობაში სულ 15 გადაცემა გააკეთა (11 ზუსტი, 1 საგოლე).
მაგრამ ანდრეას საკადრისი უნდა მივუზღოთ - ზუმას დაუსხლტა და მაგრად ჩააწოდა, შედეგი საჭირო დროს დადო. მაგრამ ფლანგზე პერეირას გამწესების ექსპერიმენტი და 4-2-3-1 სქემა საერთო ჯამში მაინც წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს და მეტჯერ (ან იქნებ არასოდეს) აღარ უნდა განმეორეს. პირადად მე უფრო საინტერესოდ და სიცოცხლისუნარიანად კლასიკური ვინგერის როლზე ჯეიმსის ვარიანტი მიმაჩნია, რომელიც სივრცეებს შექმნის და დაცვასაც დაეხმარება.

მინდა, მაგუაირი შევაქო. ჰარიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და 100%-ით დაიმსახურა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სქაის ვერსიით. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა რეშფორდი აირჩიეს - გასაგებიცაა, ვინც მეტი გაიტანა, ის არის ყოჩაღი, მაგრამ მარკუსმა ნახევარი მატჩი უელბეკი აკეთა (რეალიზაციის გამოკლებით), ხოლო ჰარი კარგი იყო როგორც დაცვაში, ისე - ბურთის ფლობისას. 7 ამოტანა (მათგან 5 - საჰაერო), 4 წართმევა, 2 ბლოკი. შესანიშნავი პერფორმანსი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ძალადობდა ასპილიკუეტაზე მთელი 52 წუთის განმავლობაში! სიტყვას მოყვა და, ჰარის წართმევას პერსპექტიული კონტრშეტევა მოჰყვა, რისი ჩაშლაც ჟორჟინიოს ყვითელ ბარათად დაუჯდა.
ჰარის მიერ კიდევ ერთ წართმეულ ბურთს მოჰყვა კონტრშეტევა, რომელიც მარსიალმა გოლად აქცია. ჰარიმ აბრაჰამის წინააღმდეგ ძიუდოს რომელიღაც ილეთს მიმართა და ინგლისელს შანსი არ დაუტოვა - შოკირებული ტემი მაშინვე ჟირუთი ჩაანაცვლეს. ფატალიტი! ჰო, მართლა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ აბრაჰამი "ჩელსის" პოზიტიური შეტევების დროს მიწებებულივით დასდევდა მაგუაირს? რატომ უნდა ამოუდგე გვერდით ერთ-ერთ ნახევარმცველს, როცა შეგიძლია, მათ შორის გაიხსნა? გამოცანა სფეროდან "რატომ უნდა აირჩიო ზაა და მანე ფენტეზის პირველ ტურში, როცა მათ წინასასეზონო ტურნე არ ჩაუტარებიათ..."
პარდონ, სხვაგან გადავერთე, ჩვენ კი აქ ხოტბას ვასხამთ მაგუაიერს. ჰარი ძალიან მომეწონა. ვან-ბისაკამ კარგი მატჩი ჩაატარა (6/7 წართმევა, 3 ჩაჭრა, 5 ამოტანა), ხოლო მაგუაირი - უბრალოდ შესანიშნავი იყო. იქ მარტო იტევას იმ ყველაფერს, რაც კარგია სმოლინგსა და ჯონსში. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვუყურებდი "იუნაიტედის" ცენტრალურ დაცვას და მშვიდად ვიყავი. თმა ყალყზე არ მიდგებოდა ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი მიიღებდა ბურთს. შიშისგან არ მეკუმშებოდა გული, როცა მოწინააღმდეგე ჩვენი კარისკენ მოიწევდა. რა თქმა უნდა, ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტამდე ვიტასა და ჰარის ბევრი უკლიათ. მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის ქონის საშუალებას სტარტი უკვე გვაძლევს.

მიუხედავად ანგარიშისა, "ჩელსი" კარგად გამოიყურებოდა. გაცილებით უკეთ, ვიდრე "იუნაიტედი" პოზიციურ შეტევებში - "ეშმაკებს" ამ ასპექტში კვლავ პრობლემები აქვთ. არ გამიკვირდება, თუ სეზონის ბოლოს "ლურჯები" უფრო მაღალ ადგილს დაიკავებენ ცხრილში. "იუნაიტედი" კარგია კონტრშეტევებში, მაგრამ მთელი სეზონი ასე ვერ ითამაშებ, ადრე თუ გვიან "ბარნლის" მსგავს გუნდებთან ავტობუსების გარღვევა მოგიწევს.
P.S. ცალკე გამოხატვას იმსახურებს მნიშვნელოვანი ფაქტი - "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა დააყენა. მაისში გავიგებთ, 2020 წელსაც შეიძლება თუ არა რამის მოგება ბავშვებით.
ავტორი: ალექსანდრ კუზნეცოვი