თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2018, 23:22
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3204,
კომენტარები: 38
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
ჟოზე მოურინიო, "სევილიასთან" "დაცემული" "იუნაიტედი" და იმედგაცრუება.
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
12 მარტი (წინასამატჩო პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "სევილიასთან" შეხვედრა "ლივერპულთან" შეხვედრაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. უახლოესი 2 მატჩი (იგულისხმებოდა "სევილია" და "ბრაიტონი") ჩვენთვის გადამწყვეტია"

14 მარტი (თბილისის დროით დაახლოებით 01:30)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" 1-2

14 მარტი (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "ეს არ არის სამყაროს დასასრული. ამ სავარძელში ორჯერ ვიჯექი და ორივე შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და აქ ახალი არაფერია. დღევანდელი მარცხი, რა თქმა უნდა, ძალზედ გულდასაწყვეტია"

მოგესალმებით მეგობრებო !

შოკი - ერთადერთი სიტყვა, რომელიც ალბათ ჩემი და მანჩესტერის სხვა ბევრი გულშემატკივრის მდგომარეობას ზუსტად აღწერს, ჩვენ ყველანი შოკირებული ვიყავით. როგორ შეიძლება 1/8 ფინალში წაგება გულშემატკივრისთვის შოკისმომგვრელი იყოს, ეს ხომ სისულელეა ? არა ! ეს წაგება უფრო მეტიც, მტკივნეულიც იყო და ალბათ ბევრ თქვენგანს 2013 წელი და "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამსხვრეული ოცნებები გაახსენდა. არის რაღაცნაირი მსგავსება ჩემთვის იმ და ამ მატჩით გამოწვეულ ტკივილებს შორის, მაგრამ იმ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელ მსოფლიოს დაანახა თუ რა გუნდია, როგორ ბრძოლობს და როგორ შეიძლება ვიღაც ერთი იდიოტის (მივცემ თავს ამის თქმის უფლებას) ნამოქმედარმა, რომელიც დღესაც ამაყად მსაჯის სტატუსს ირგებს ყველაფერი ჩაშალოს,დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს, თუმცა ეს ხომ უკვე წარსულია...

"ოლდ ტრაფორდი" - ოცნებათა თეატრი, სადაც მასპინძელი წარმოდგენებს ვეღარ დგამს. "ოლდ ტრაფორდი" იყო ადგილი, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს იზიდავდა (მიუხედავად იმისა გულშემატკივრობდი ამ გუნდს თუ არა), რადგანაც "იუნაიტედი" ყოველთვის დგამდა შოუს. მნიშვნელობა არ ჰქონდა გუნდი იგებდა თუ აგებდა, რადგანაც გუნდი იგებდა სანახაობრივად და აგებდა სანახაობრივად, ღირსეულად. წლების განმავლობაში ეს იყო ადგილი, სადაც მასპინძელი გუნდი სტუმარს ყოველთვის ჰგვრიდა შიშს, აქ არაფერია გადამეტებული, რადგანაც მანჩესტერი "ოლდ ტრაფორდზე" მართლაც იყო ის, რისიც მეტოქეს ეშინოდა. მოწინააღმდეგე გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი 90 წუთის ჩატარება მოუწევდა.

რა ხდება დღეს ? რთულია თქვა რა ხდება დღეს...დღეს "ოლდ ტრაფორდი" აღარ არის ხიბლი, აღარ არის შიში, აღარ არის სანახაობა...მერწმუნეთ ბევრი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვისაც კი...

2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "სევილიასთან" დავმარცხდით...დამარცხება ალბათ უფრო რბილი ნათქვამია კიდეც ! როგორც თქვენ, ასევე მეც დიდი იმედგაცრუება დამრჩა ამ მარცხისგან და ეს საიტი ნამდვილადაა ის იდეალური ადგილი, სადაც ჩემს ამ იმედგაცრუებას სწორად გაიგებენ, რადგანაც მე ხომ “მანჩესტერელთა ოჯახში” ვარ !

2013 წლის შემდეგ “იუნაიტედი” დაეცა და მისი წამოდგომა (ძველი ფორმით) დღესაც ვერანაირად ვერ მოხერხდა. არ ვილაპარაკებ იმ მარტივ მიზეზებზე, რომელსაც დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი ჰქვია. ვილაპარაკებ აწმყოზე, რომელსაც ჟოზე მოურინიო ჰქვია…

2016 წლის მაისში მოურინიოს მოსვლის სიახლე ბევრ გულშემატკივარს გაუხარდა, ბევრი ჩვენგანი კი პორტუგალიელის მოსვლას უარყოფითად შეხვდა და ამის მიზეზი მარტივი იყო - მისი სათამაშო სტილი, თუმცა ასეთ გულშემატკივრებსაც კი ჰქონდათ გარკვეულწილად ჟოზეს იმედი, კერძოდ იმ მიზეზით, რომ მას წლების განმავლობაში უამრავი ტიტული ჰქონდა მოგებული.

დახარჯული მილიონები (თუმცა დღეს ფულს ყველა ხარჯავს), მოყვანილი ფეხბურთელები, ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ არ გაუშვა, გუნდში დატოვა და უფრო მეტიც, ძირითადშიც კი ათამაშა, კარგად დაწყებული სეზონი, კარგი ფეხბურთი, პოგბას ტრავმა, ჩაგდებული მატჩები, დაცემული ფეხბურთის ხარისხი, გამიზნული ფრე “ლივერპულთან”, წაგება “ჰადერსფილდთან”, მარცხი “სიტისთან”, განადგურება (თამაშის მიხედვით) “ტოტენჰემთან”, ჩვეულ სტილში “ჩელსის” და “ლივერპულის” დამარცხება და “სევილია”...

სეზონის დაწყებიდან “სევილიასთან” მატჩამდე იყო კარგი, ძალიან კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი თამაშები თუ პერიოდები, მაგრამ შემდეგ იყო “სევილიასთან” ორი ამაზრზენი, საშინელი და სამარცხვინო მატჩი. ალბათ შემეკითხებით - ასეთ დიდ ყურადღებას რატომ უთმობ ამ მატჩს ?

მოურინიოს მოსვლიდან დღემდე მეგონა, რომ ჟოზე შეძლებდა “იუნაიტედის” ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას და თანაც ამას არა თავის, არამედ “იუნაიტედისთვის” დამახასიათებელ სტილში, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ “იუნაიტედს” კი არ მოერგო ჟოზე, არამედ პირიქით! გუნდის შენებას სჭირდება დრო, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ პორტუგალიელმა ურთულეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ...მოურინიოს ალბათ არც ერთი ობიექტური “იუნაიტედის” გულშემატკივარი არ სთხოვდა (მათ შორის მეც) ჩემპიონთა ლიგის მოგებას, უფრო მეტიც, გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი სეზონის დასაწყისშივე შეთანხმდა იმაზე, რომ წელს “სიტის” ჩემპიონობის უკეთესი შანსები ექნებოდა და მინიმუმ ერთი სეზონი გუნდს კვლავ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემპიონობა დაებრუნებინა, მაგრამ გულშემატკივრებმა ერთი მარტივი დავალებაც მისცეს ჟოზეს, რომ მაქსიმალურად ეთამაშა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, დაესრულებინა სეზონი ტოპ ოთხეულში და წასულიყო რაც შეიძლება შორს ჩემპიონთა ლიგაზე.

“სევილიასთან” მატჩში მოურინიომ გულშემატკივრების ეს “დავალება” ვერ შეასრულა, თუ უხეშად ვიტყვით ფეხქვეშ გათელა კიდეც, თუმცა არამარტო ეს დავალება, არამედ მთლიანად "იუნაიტედი", რადგანაც ეს იყო გუნდის განადგურება და ამ განადგურების მთავარი შემოქმედი ამ ორ კონკრეტულ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ ჟოზე მოურინიო და მის მიდგომებია. დღეს “იუნაიტედი” იმ ფეხბურთის დამსახურებით, რომელსაც ის აჩვენებს უკვე ბევრს აღარ უყვარს და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ამ ფეხბურთის გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” აღარ ეშინიათ. “იუნაიტედი” ჩამორჩა ევროპის წამყვან გუნდებს და ობიექტური თვალი აუცილებლად შეამჩნევს, თუ რა დიდი განსხვავებაა მანჩესტერსა და სხვა დანარჩენ წამყვან გუნდებს შორის.

სად არის “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ? ძველი დიდება თუ კვლავ კრიზისი და შენების პროცესი ? სად წაიყვანს “იუნაიტედს” ჟოზე მოურინიო ?

საშუალოდ ჟოზე ყოველ მეორე სეზონში აუცილებლად იყო წარმატებული, მაგრამ წელს უკვე მესამე წელია, რაც ის აღარ ჰგავს თავის თავს, მას თანდათანობით და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუფუჭდა ის “ძველი სტატისტიკები” თუ მიღწევები და როგორც ჩანს მისი სამწვრთნელო იდეებიც უკვე კრიზისშია.

როგორ შეიძლება 1 კვირაში მწვრთნელს საუკეთესო უწოდო, შემდეგ კი 1 მატჩის წაგების შემდეგ მისი გუნდიდან გაშვება მოითხოვო ? არა, მოთხოვნის მიუხედავად მას ჯერ არავინ გაუშვებს, რადგან ის დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მწვრთნელია (როგორც არ უნდა ვამტკიცოთ მისი კარიერა ამის დამოწმებაა), მაგრამ ეს აღარ არის ის მოურინიო, რომელსაც ნამდვილად შეეძლო “გასროლა” და ბევრის დადუმება. ბევრ გულშემატკივარს (მათ შორის მეც) და მოურინიოს შორის “სევილიასთან” მარცხის შემდეგ რაღაც “დაიკარგა”, “გაქრა”, “შეირყა” და ეს რაღაც ალბათ იყო იმედი, იმედი და რწმენა იმის, რომ ჟოზე მართლაც შეძლებდა იმას, რასაც ჩვენ უკვე 5 წელია ველოდებით.

მაშინ როცა მსოფლიო ფეხბურთის ისეთი წამყვანი გუნდები, როგორიცაა “სიტი” (უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს “სიტი” ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს უახლოეს პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში), “ბაიერნი”, “ბარსელონა”, გერმანიის ეროვნული ნაკრები (მაგალითისთვის) და სხვა, რომლებიც ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, არის კი დაცვითი, ფრთხილი, კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი სწორი გამოსავალი და ის გზა, რომელიც “იუნაიტედს” მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებს ? ვფიქრობ, რომ აღარ/არა !

კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაციები, რომ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდის სათამაშო სტილით, პრობლემები დაცვის ცენტრში, პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლ პოგბა და სხვა - ეს ხომ უკვე წარსულია, უფრო სწორად წარსული გამოცდილება, როდესაც მოურინიოს გუნდში მართვის სადავეები ბევრჯერ გაქცევია...დავიდ დე ხეა, პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი - ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება კიდეც დაკარგოს “იუნაიტედმა” და სხვა…

სად არის გამოსავალი ? სად მიდის “იუნაიტედი” ? სად იქნება “იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მომავალ წელს ?

კითხვები, რომლებზედაც ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც ის სიტუაცია, რომელშიც დღევანდელი “იუნაიტედია” არის რთული და ამასთან არის რთულად პროგნოზირებადიც. ალბათ ბევრის დაწერა გამომივიდა, მაგრამ მაქვს და ვიტოვებ იმის იმედს, რომ ამ კითხვებს თქვენი მხრიდან გაეცემა პასუხები.
ბლოგი
38 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri777
15 მარტი 2018 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მაურინიო ნაცენზურა აქედან
0
№2
ავტორი: PaLoMo
15 მარტი 2018 23:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მოსვლამდეც ვფიქრობდი ,რომ დიდად არ გააამართლებდა,მაგრამ იმ ეტაპზე სხვა არავინ ჩანდა მხსნელად.ახლა კი სასწაულს გვიკეთებს ტიპს უნდა რო გაანთაბისუფლონ კომპენსაცია აიღოს და პსჯში მოხიოს.ამ მატჩამდე და მატჩის სემდგომ კომენტარამდე ვფიქრობდი,რომ მომავალ სეზონზე იკეთესად გამოვიდოდა +ტრანსფერებს გააკეთებდა და გავძლიერდებოდით,მაგრამ ახლა მაგის შნასი 0ია ასე,რომ OUT
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Dato Sirabidze
15 მარტი 2018 23:40
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ხომ არის მომენტები როცა გატეხილში ხარ, ეგ მომენტია რა...ისეთი ფონი გქვონდა: ჩელსის და ლივერის დამარცხება, კრისტალთან ის ქამბექი და ეს მარცხი იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა რა, ვაბშე ყველაფერს ვაპატიებდი, მაგრამ სევილია უნდა გამოეგდო, არც ჩემპიონობას ვთხოვდით, არც პრემიერ ლიგას, უბრალოდ სევილიასთვის უნდა შეეტია და გამოეთიშა...როგორც ვთქვი რაღაც გაწყდა და აღარ მჯერა მოურინიოსი, მაგრამ ეგ კაცი დღეს ასეა - ძალიან ბევრსაც ვერ დაანგრევს, მაგრამ ძალიან ბევრსაც მგონია რო ვეღარ მიაღწევს...პოჩეტინო ან მაურისიო სარი - ჩემთვის ეს ორი კანდიდატია მთავარი როცა მოურინიო წავა, მაგრამ მაინც უკეთესია ყველასთვის თუ 1 წელი კვლავ დარჩება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№4
ავტორი: Svanchester
16 მარტი 2018 00:02
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
როგორც ყველა გულშემატკივარს მეც მქონდა იმედი, რომ ამ ჭაობში მყოფ გუნდს რაც მოიესის და ვან გაალის მერე დარჩა, მოურინიო თავისი ფრთხილი დაცვითი სტილის ფეხბურთით რომელსაც კონტრ შეტევებზეე ააგებდა, რაღაცას იზამდა და თუნდაც მინიმუმ ლიგის ფინალში გაგვიყვანდა. მაგრამ ამ ოცნებას რო მერვედფინალში ეიბარის ხელით განადგურებული სევილია დაგინგრევს როგორ უნდა თქვა რომ მოურინიო გუნდში უნდა დარჩეს და განაგრძოს ამ სტილის მაყურებლამდე მოტანა. როგორ უნდა თქვა რომ ეს მწვრთნელი გუნდში უნდა დარჩეს, როცა უყურებ იუნაიტედის და ესპანური გუნდის თამაშს, რომელიც ოთხეულშიც კი ვერ ახერხებს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში შესვლას, რომელიც იუნაიტედის ისტორიასთან შედარებით არაფერია, დგება და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არც მეტი არც ნაკლები "ბურთს თავზე გახევს" ეს მოურინიოს ახევს და არა იუნაიტედს, ადგე და თქვა მოურინიო უნდა დარჩესო. რატო უნდა ვიყოთ მეორე ნომრები როცა შეგვიძლია უდიდესი შეტევითი პოტენციალი გამოვიყენოთ. არასდროს გამოვხატავდი ასე კრიტიკას მოურინიოს მიმართ, ხშირად მითქვამს რომ მისი სტილი არ მომწონს, მაგრამ იმედი მქონდა რომ თუნდაც ამ სტილით გუნდი საუკეთესო შედეგს დადებდა, მაგრამ არ იყო ძნელი მისახვედრი რომ იუნაიტედის ფილოსოფიას ეს ფეხბურთი არ უხდებოდა წინ ვერ წავიდოდით და ვერ წავალთ თუ მოურინიო დარჩა და ეს სტილი გააგრძელა. არ მინდა იმ ფეხბურთის ყურება სადაც ჩემი გუნდი მოედანზე გამოდის და უბურთოდ დარბის 11 ფეხბურთელი, არ მინდა იმ ფეხბურთის ყურევბა სადაც მოწინააღმდეგის შეცდომებზე ხარ ჩასაფრებული, თავად კი შეგიძლია შექმნა და ამით სიამოვნება მიიღო, გაიმარჯვო და გულშემატკივარს ასიამოვნო. კლუბის ხელმძღვანელობამ არასწორი გათვლა გააკეთა, ეს იუნაიტედში არუნდა მოეყვანათ, ასეთი ფეხბურთის მოთამაშე მწვრთნელი ცხადი იყო იუნაიტედის ფილოსოფიას არ მოერგებოდა. არამგონია მოურინიო გაუშვან, მინიმუმ ერთი წლით დატოვებენ მაგრამ მხოლოდ იმედს ვიტოვებ რომ ამ დაცვითი ფეხბურთის ტაქტიკას შეცვლის და მომავალ სეზონში უფრო შევუტევთ და ბურთის ფლობაზე ვიქნებით ორიენტირებულები. იკარგება ფეხბურთელების ნიჭი და პოტენციალი ამ სტილით მართლა იკარგება, ლუკაკუს რომელსაც შეუძლია ორიენტაცია შეტევაზე აკეთოს და მთლიანად წინ დაიხარჯოს, მოურინიო საჯარიმოდან საჯარიმომდეს პრინციპით რო არბენინებს ეს არასწორია, სანჩესი რომელიც არსენალსა და ბარსელონაში რას აკეთებდა კარგად ვიცით, იგივე მიმართულებას აძლევს. აქ 11 ფეხბურთელია, და ეს ხალხი მიაჩვიო იმას რაც არასდროს უკეთებია შეუძლებლად მიმაჩნია, მაშინ როდესაც ეს 11 ფეხბურთელი ფიქრობს იმას რომ ჩვენ იუნაიტედში ვთამაშობთ და არა ჯენოაში, ხო შეგვიძლია შევუტიოთ, პროტესტის განცდა ნებისმიერ თავმოყვარე ფეხბურთელს გაუჩნდება. პოგბამ გამოხატა. და მივემხრობი კიდეც უკვე, მაგრამ გუნდისთვის ცოტა მონდომება რო დადოს თუნდაც ამ დროსაც არ იქნებოდა ურიგო. არ ვიცი ჩემი სურვილი კია რომ წავიდეს მაგრამ მგონია დატოვებენ კიდევ ერთი წლით და რაღაცის შეცვლას მოსთხოვენ. ვნახოთ მაგრამ მოურინიოს ხელში ამ ფეხბურთით რომ იუნაიტედს მომავალი არ აქვს ეს ნათელია.
0
№5
ავტორი: LewisHamilton
16 მარტი 2018 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
სევილიასთან თამაშის მერე ჩემთვის პირადად მაგ ადამიანის მიმართ ის დარჩენილი პატივისცემა შეირყა და გაქრა და ჯერ არ ვიცი როგორ უნდა შევეგუო იმას რომ ჩემს საყვარელ გუნდს სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც პირველ რიგში თვითონ არ სცემს პატივს კლუბს და რომლის მიმართ პატივისცემის ნატამალი მეც გამიქრა...
0
№6
ავტორი: JuanMata
16 მარტი 2018 00:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა აზრი აქვს მოურინიოს კიდევ ერთი წლით დატოვებას, არც მომავლის გუნდს აშენებს, რომელსაც დრო სჭირდება და არც შედეგზე ორიენტირებულია. 2 წლის მუშაობის და დახარჯული ფულის შემდეგ მივიღეთ, ის რომ ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ სევილიას ვუტევთ ფელაინიზე ჩაწოდებებით.

რა იქნება 1 წლის შემდეგ, 2-3 ფეხბურთელი წავა და ახლები ჩაანაცვლებენ, რომლებიც ისევე უღიმღამოდ ითამაშებენ, როგორც ახლა ვთამაშობთ, იმიტომ რომ ჩვენი თამაშია უღიმღამო, ურიკსო და მეტოქის შეცდომებზე დამოკიდებული.

ნუ ლივერპულთან მაინც მოვახერხებთ რამეს, იმიტომ რომ დაცვაში ლოვრენი ყავთ.
0
№7
ავტორი: shotkin
16 მარტი 2018 00:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არასდროს არ მეხატებოდა გულზე მოუ მარა პატივს სულ ვცემდი რაღაც დონეზე მერე ჩვენი მწვრტნელი რო გახდა უფრო მეტად ვცემდი პატივს მარა რაც იბაზრა და რათამაშიც ანახა იმის მერე ნოლია ეს ჩემ თვალში და ეს არ შეიცვლება ***ი რა ჟოზე მოურინიო აქედან.
0
№8
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2018 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Rtulia rame tqva faqtia Ro yvela shokshi vart martla
0
№9
ავტორი: Buk777
16 მარტი 2018 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Momaval wels mau gaaketebs gund s da sheeshvit am adamians es titulebs moitans gagaxsenebt am komentarebs momaval wels

Tu wava pogpa wasasvlelic aris magis magivrat mau ver gava stadionze da th momaval welsac egre chaisvara inglisur fexburts ver ergeba da vso
0
№10
ავტორი: Dato Sirabidze
16 მარტი 2018 01:38
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ერთი რამ ფაქტია, მოურინიო ყოველთვის ერიდებოდა იუნაიტედს, ყოველთვის კარგას ახასიათებდა...ეს მისი განცხადება ყველამ სხვაგვარად გაიგო, მაგრამ ვინც რამდენჯერაც დააკვირდით ჟოზე ყოველთვის იცავდა თავის ფეხბურთელებს და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჟურნალისტებს მასზე უფრო მეტი ელაპარაკათ ვიდრე ფეხბურთელებზე...ოზილს ავტობიოგრაფიაში აღნიშნული აქვს რომ მოურინიოს ახასიათებდა ასეთი განცხადებების გაკეთება, რადგანაც ფეხბურთელებზე ზეწოლა მოეხსნა და ყველა დარტყმა საკუთარ თავზე მიეღოო...ფაქტია ჟოზემ მაგ სიტყვებით მართლაც მიიპყრო ყურადღება და დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს და არა კონკრეტულ ფეხბურთელებზე...ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ იმ გაგებით არ უთქვამს რითაც ბევრმა აღიქვა, თუმცა ეს სიტყვებია და მისი ინტერპრეტაცია სხვაგვარად შეიძლება მოხდეს, არავინ იცის მის გარდა რეალურად რა იგულისხმა

და მომავალს რაც შეეხება...13 წელია გუნდის გულშემატკივარი ვარ და ამ წაგების მერე მართლა არ ვიცი რა ვიწინასწარმეტყველო...ფერგიც აგებდა, მარა იცოდი, რომ ის კაცი ფეხზე წამოდგებოდა და მეორე შესაძლებლობისთანავე დაბრუნდებოდა...მოურინიოს ფეხბურთის აღარ მჯერა (ყოველ შემთხვევაში იმ დოზით რა დოზითაც აქამდე მჯეროდა)... ახლა მას აქვს ბევრი რამ დასამტკიცებელი, რადგან უკვე ლიმიტი ამოეწურა...1 სეზონს აუცილებლად დატოვებენ...ამიტომ ვამბობ რომ აზრი არ აქვს მარჩიელობას, 1 წელი მინიმუმ არსად წავა და როცა წავა, მისი ფილოსოფიის მწვრთნელი აღარ გვჭირდება ნამდვილად...მეტი ბურთის ფლობა,მეტი ფანტაზია,მეტი შეტევა,მეტი ენერგიის დახარჯვა, ესაა დღევანდელი ფეხბურთი და არა ის, რომ ელოდო როდის დაკარგავს მეტოქე ბურთს და კონტრშეტევაზე გაექცევი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top