თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2018, 23:22
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3208,
კომენტარები: 38
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
ჟოზე მოურინიო, "სევილიასთან" "დაცემული" "იუნაიტედი" და იმედგაცრუება.
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
12 მარტი (წინასამატჩო პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "სევილიასთან" შეხვედრა "ლივერპულთან" შეხვედრაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. უახლოესი 2 მატჩი (იგულისხმებოდა "სევილია" და "ბრაიტონი") ჩვენთვის გადამწყვეტია"

14 მარტი (თბილისის დროით დაახლოებით 01:30)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" 1-2

14 მარტი (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "ეს არ არის სამყაროს დასასრული. ამ სავარძელში ორჯერ ვიჯექი და ორივე შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და აქ ახალი არაფერია. დღევანდელი მარცხი, რა თქმა უნდა, ძალზედ გულდასაწყვეტია"

მოგესალმებით მეგობრებო !

შოკი - ერთადერთი სიტყვა, რომელიც ალბათ ჩემი და მანჩესტერის სხვა ბევრი გულშემატკივრის მდგომარეობას ზუსტად აღწერს, ჩვენ ყველანი შოკირებული ვიყავით. როგორ შეიძლება 1/8 ფინალში წაგება გულშემატკივრისთვის შოკისმომგვრელი იყოს, ეს ხომ სისულელეა ? არა ! ეს წაგება უფრო მეტიც, მტკივნეულიც იყო და ალბათ ბევრ თქვენგანს 2013 წელი და "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამსხვრეული ოცნებები გაახსენდა. არის რაღაცნაირი მსგავსება ჩემთვის იმ და ამ მატჩით გამოწვეულ ტკივილებს შორის, მაგრამ იმ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელ მსოფლიოს დაანახა თუ რა გუნდია, როგორ ბრძოლობს და როგორ შეიძლება ვიღაც ერთი იდიოტის (მივცემ თავს ამის თქმის უფლებას) ნამოქმედარმა, რომელიც დღესაც ამაყად მსაჯის სტატუსს ირგებს ყველაფერი ჩაშალოს,დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს, თუმცა ეს ხომ უკვე წარსულია...

"ოლდ ტრაფორდი" - ოცნებათა თეატრი, სადაც მასპინძელი წარმოდგენებს ვეღარ დგამს. "ოლდ ტრაფორდი" იყო ადგილი, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს იზიდავდა (მიუხედავად იმისა გულშემატკივრობდი ამ გუნდს თუ არა), რადგანაც "იუნაიტედი" ყოველთვის დგამდა შოუს. მნიშვნელობა არ ჰქონდა გუნდი იგებდა თუ აგებდა, რადგანაც გუნდი იგებდა სანახაობრივად და აგებდა სანახაობრივად, ღირსეულად. წლების განმავლობაში ეს იყო ადგილი, სადაც მასპინძელი გუნდი სტუმარს ყოველთვის ჰგვრიდა შიშს, აქ არაფერია გადამეტებული, რადგანაც მანჩესტერი "ოლდ ტრაფორდზე" მართლაც იყო ის, რისიც მეტოქეს ეშინოდა. მოწინააღმდეგე გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი 90 წუთის ჩატარება მოუწევდა.

რა ხდება დღეს ? რთულია თქვა რა ხდება დღეს...დღეს "ოლდ ტრაფორდი" აღარ არის ხიბლი, აღარ არის შიში, აღარ არის სანახაობა...მერწმუნეთ ბევრი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვისაც კი...

2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "სევილიასთან" დავმარცხდით...დამარცხება ალბათ უფრო რბილი ნათქვამია კიდეც ! როგორც თქვენ, ასევე მეც დიდი იმედგაცრუება დამრჩა ამ მარცხისგან და ეს საიტი ნამდვილადაა ის იდეალური ადგილი, სადაც ჩემს ამ იმედგაცრუებას სწორად გაიგებენ, რადგანაც მე ხომ “მანჩესტერელთა ოჯახში” ვარ !

2013 წლის შემდეგ “იუნაიტედი” დაეცა და მისი წამოდგომა (ძველი ფორმით) დღესაც ვერანაირად ვერ მოხერხდა. არ ვილაპარაკებ იმ მარტივ მიზეზებზე, რომელსაც დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი ჰქვია. ვილაპარაკებ აწმყოზე, რომელსაც ჟოზე მოურინიო ჰქვია…

2016 წლის მაისში მოურინიოს მოსვლის სიახლე ბევრ გულშემატკივარს გაუხარდა, ბევრი ჩვენგანი კი პორტუგალიელის მოსვლას უარყოფითად შეხვდა და ამის მიზეზი მარტივი იყო - მისი სათამაშო სტილი, თუმცა ასეთ გულშემატკივრებსაც კი ჰქონდათ გარკვეულწილად ჟოზეს იმედი, კერძოდ იმ მიზეზით, რომ მას წლების განმავლობაში უამრავი ტიტული ჰქონდა მოგებული.

დახარჯული მილიონები (თუმცა დღეს ფულს ყველა ხარჯავს), მოყვანილი ფეხბურთელები, ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ არ გაუშვა, გუნდში დატოვა და უფრო მეტიც, ძირითადშიც კი ათამაშა, კარგად დაწყებული სეზონი, კარგი ფეხბურთი, პოგბას ტრავმა, ჩაგდებული მატჩები, დაცემული ფეხბურთის ხარისხი, გამიზნული ფრე “ლივერპულთან”, წაგება “ჰადერსფილდთან”, მარცხი “სიტისთან”, განადგურება (თამაშის მიხედვით) “ტოტენჰემთან”, ჩვეულ სტილში “ჩელსის” და “ლივერპულის” დამარცხება და “სევილია”...

სეზონის დაწყებიდან “სევილიასთან” მატჩამდე იყო კარგი, ძალიან კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი თამაშები თუ პერიოდები, მაგრამ შემდეგ იყო “სევილიასთან” ორი ამაზრზენი, საშინელი და სამარცხვინო მატჩი. ალბათ შემეკითხებით - ასეთ დიდ ყურადღებას რატომ უთმობ ამ მატჩს ?

მოურინიოს მოსვლიდან დღემდე მეგონა, რომ ჟოზე შეძლებდა “იუნაიტედის” ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას და თანაც ამას არა თავის, არამედ “იუნაიტედისთვის” დამახასიათებელ სტილში, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ “იუნაიტედს” კი არ მოერგო ჟოზე, არამედ პირიქით! გუნდის შენებას სჭირდება დრო, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ პორტუგალიელმა ურთულეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ...მოურინიოს ალბათ არც ერთი ობიექტური “იუნაიტედის” გულშემატკივარი არ სთხოვდა (მათ შორის მეც) ჩემპიონთა ლიგის მოგებას, უფრო მეტიც, გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი სეზონის დასაწყისშივე შეთანხმდა იმაზე, რომ წელს “სიტის” ჩემპიონობის უკეთესი შანსები ექნებოდა და მინიმუმ ერთი სეზონი გუნდს კვლავ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემპიონობა დაებრუნებინა, მაგრამ გულშემატკივრებმა ერთი მარტივი დავალებაც მისცეს ჟოზეს, რომ მაქსიმალურად ეთამაშა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, დაესრულებინა სეზონი ტოპ ოთხეულში და წასულიყო რაც შეიძლება შორს ჩემპიონთა ლიგაზე.

“სევილიასთან” მატჩში მოურინიომ გულშემატკივრების ეს “დავალება” ვერ შეასრულა, თუ უხეშად ვიტყვით ფეხქვეშ გათელა კიდეც, თუმცა არამარტო ეს დავალება, არამედ მთლიანად "იუნაიტედი", რადგანაც ეს იყო გუნდის განადგურება და ამ განადგურების მთავარი შემოქმედი ამ ორ კონკრეტულ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ ჟოზე მოურინიო და მის მიდგომებია. დღეს “იუნაიტედი” იმ ფეხბურთის დამსახურებით, რომელსაც ის აჩვენებს უკვე ბევრს აღარ უყვარს და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ამ ფეხბურთის გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” აღარ ეშინიათ. “იუნაიტედი” ჩამორჩა ევროპის წამყვან გუნდებს და ობიექტური თვალი აუცილებლად შეამჩნევს, თუ რა დიდი განსხვავებაა მანჩესტერსა და სხვა დანარჩენ წამყვან გუნდებს შორის.

სად არის “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ? ძველი დიდება თუ კვლავ კრიზისი და შენების პროცესი ? სად წაიყვანს “იუნაიტედს” ჟოზე მოურინიო ?

საშუალოდ ჟოზე ყოველ მეორე სეზონში აუცილებლად იყო წარმატებული, მაგრამ წელს უკვე მესამე წელია, რაც ის აღარ ჰგავს თავის თავს, მას თანდათანობით და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუფუჭდა ის “ძველი სტატისტიკები” თუ მიღწევები და როგორც ჩანს მისი სამწვრთნელო იდეებიც უკვე კრიზისშია.

როგორ შეიძლება 1 კვირაში მწვრთნელს საუკეთესო უწოდო, შემდეგ კი 1 მატჩის წაგების შემდეგ მისი გუნდიდან გაშვება მოითხოვო ? არა, მოთხოვნის მიუხედავად მას ჯერ არავინ გაუშვებს, რადგან ის დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მწვრთნელია (როგორც არ უნდა ვამტკიცოთ მისი კარიერა ამის დამოწმებაა), მაგრამ ეს აღარ არის ის მოურინიო, რომელსაც ნამდვილად შეეძლო “გასროლა” და ბევრის დადუმება. ბევრ გულშემატკივარს (მათ შორის მეც) და მოურინიოს შორის “სევილიასთან” მარცხის შემდეგ რაღაც “დაიკარგა”, “გაქრა”, “შეირყა” და ეს რაღაც ალბათ იყო იმედი, იმედი და რწმენა იმის, რომ ჟოზე მართლაც შეძლებდა იმას, რასაც ჩვენ უკვე 5 წელია ველოდებით.

მაშინ როცა მსოფლიო ფეხბურთის ისეთი წამყვანი გუნდები, როგორიცაა “სიტი” (უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს “სიტი” ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს უახლოეს პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში), “ბაიერნი”, “ბარსელონა”, გერმანიის ეროვნული ნაკრები (მაგალითისთვის) და სხვა, რომლებიც ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, არის კი დაცვითი, ფრთხილი, კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი სწორი გამოსავალი და ის გზა, რომელიც “იუნაიტედს” მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებს ? ვფიქრობ, რომ აღარ/არა !

კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაციები, რომ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდის სათამაშო სტილით, პრობლემები დაცვის ცენტრში, პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლ პოგბა და სხვა - ეს ხომ უკვე წარსულია, უფრო სწორად წარსული გამოცდილება, როდესაც მოურინიოს გუნდში მართვის სადავეები ბევრჯერ გაქცევია...დავიდ დე ხეა, პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი - ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება კიდეც დაკარგოს “იუნაიტედმა” და სხვა…

სად არის გამოსავალი ? სად მიდის “იუნაიტედი” ? სად იქნება “იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მომავალ წელს ?

კითხვები, რომლებზედაც ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც ის სიტუაცია, რომელშიც დღევანდელი “იუნაიტედია” არის რთული და ამასთან არის რთულად პროგნოზირებადიც. ალბათ ბევრის დაწერა გამომივიდა, მაგრამ მაქვს და ვიტოვებ იმის იმედს, რომ ამ კითხვებს თქვენი მხრიდან გაეცემა პასუხები.
ბლოგი
38 კომენტარი
№31
ავტორი: gogita1991
16 მარტი 2018 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ჯერ მარტო იმიტო უნდა წავიდეს რო გუნდი არ უყვარს იმ განცხადების მერე ყველაფერი ნათელია
0
№32
ავტორი: Rdevil
16 მარტი 2018 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
ციტატა: gaga1987
ჯერ ამას არავინ არგაუშვებს ჩვენ რაცარუნდა ვიძახოთ და მოვინდომოთ.მომავალწლამდე დააცდიან და მოთხოვენ კიდეც ლიგას ან პრემიერლიგას და თუ იქაც ჩაისვარა და (იმედია არჩაისვრის) აი მერე მიღებენ გადაწყვეტილებას.ჯერ ნერვებს ნუმოვისლით ამის გამშვები არავინაა ამსეზონში.დაველოდოთ მომავალს უკეთესის იმედით.იმედია თვითონ იგროკები მოინდომებენ და შეუტევენ და სანახობრივს ითამაშებენ და ჯოზეფინაც მიხვდება რო ეს მანჩესტერია და არა პორტო ან ინტერი.

Tviton igrokebs exlac undat shetevashi itamashon magram ar azlevs uflebas es axvari
0
№33
ავტორი: Dato kutaisi
16 მარტი 2018 15:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მილიონი პროცენტით ვეთანხმები ყველაფერში და მადლობა დათო სირაბიძეს
0
№34
ავტორი: Malboro463
16 მარტი 2018 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რაც უნაიტედში მოვიდა მას მერე ამას ვაკრიტიკებ და არც ეხლა დაწერ რამე განსხავებულს. გუნდები ყველაფერს დებენ მოედანზ რომ გასლაზე გოლი გაიტანონ ამან კიდე ესპანეთში რისთვის ჩაიყვანა გუნდი დე გეა რომ არა იმ თამშსაც წაგებდა. სამომავლოდ დიდათ არფერი შეიცვლება თამაშის ხარისხს ოდნავ ამოასწორებს და ვსო დიდ თამაშებში ყოველთვის მეორე ნომრად ითამაშებს. მინიმუმ 3 წელი პრემიერ ლიგას ნუ მოიკითხავთ ლიგაზე ლაპააკი ზედმეტია.
შეხედეთ ბასას თამაშს ტიპები ერთ შეცდოასაც არ პატიობენ რამხელა კლასი აქვთ სიტიც მაათ კვალს ადგას ალე ლივერპულიც ათამაშდება ამათ რამე არ ეშველებან

ფეხირთელებსოტოვაცია არ აქვთ ვერ ხოდავს ვინმეს ოსვლით არამგონია რამე შეიცვალოს. დარწმუნებული არ მარსიალი სხვა გუნდში რომ ყოფილიყო მბაპეზე ნაკლები სახელი არ ექნებოდა. იგივე პოგბა მაგარი გაბანძდა რაც გადმოვიდა სანჩესიც ვერ ათამაშდა
0
№35
ავტორი: gache1991
16 მარტი 2018 16:30
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ყველაზე მეტად პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების გამოა გასაშვები..და სწორად მოსაფიქრებელი ვინ მოიყვანონ..ლიოვი მე მეეჭვება კლუბში წამოვიდეს,ადრე ვნახე სიმეონეო და სიმეონე ამაზე უარესი ავტობუსია..წინა სტატიებში დავწერე სარიზე,ალბათ ყველაზე კაი ვარიანტია.პოჩეტინო მაგარია აცალგაზრდებთანაც მარა ფაქტია არ იცის დიდ გუნდებთან თამაში,ვიღაც იტყვის რეალს მოუგოო არადა მაგ რეალმა ჯგუფში წააგო თამაში თორე უმარტივესად გაივლიდა..სარის აქ ყველაფერი ჩვენ რაც გვინდა,ავტორიტეტია გუნდში,რაც პოგბასნაირ და მისი აგენტისნაირ ტიპებს არ გაახარებს.შემტევი სტილი აქ და ასე შემდეგ.გიგზი მწვრთნელობის ვისაც ჯერა ცოტა მიკვირს,ნევილი უფრო ჟილკიანი ტიპი იყო და დარწმუნებული ვარ გასახდელში უფრო ორატორივით იქნებოდა მარა რა შედეგი?0.კინი მაგარი იყო და ეჭვი არ მაქ მაგარი იქნება გასახდელში მარა შედეგს არ მოგვცემს.მითუმეტეს გიგზი რომელიც ყველამ ვიცით რისი გამკეთებელი კაციც არი,დარწმუნებული ვარ ნახევარი გუნდისთვის მარტივად რო ვთქვათ საპატივსაცემო კაცი არ იქნება.აქ გატუზოს მაგალითი ვახსენეთ,გატუზოს მილანმა დაიქოქა და ინერციით სადამდეც მივა მივა და დამთავრდება,კაცი რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატში ლორია მერებაშვილის გუნდში ვერაფერს აღწევდა გამორიცხულია რამე ქნას დიდ ლიგაში.ზიდანი გვარდიოლა სხვა მოვლენაა მათ მოედანზეც ეტყობოდათ რამხელა საფეხბურთო ინტელექტი ქონდათ და პლიუს ყველაზე მთავარი ორივე პლანეტის საყკეთესო ფეხბურთელი და დალაგებული გუნდი ყავდათ,რაიკარდის გუნდიც უკვე მაგარი იყო და ანჩელოტის რეალიც,რიმელმაც ლიგა მოიგო და რონალდოს გარდა დიმარია რამოსი და ვინ აღარ ყავდათ.ასე რომ ჩვენ ნაკლებად გამოგვადგება ჩემი აზრით მითუმეტეს რო ამას არსად არ გაუშვებენ დარწმუნებული ვარ..სამეუხაროდ

მარა მე რო კაცმა მკითხოს ამ გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა სახელფასო სისტემაა..არ შეილება გუნდი მეექვსე ადგილზე გადიოდეს და ამ გუნდის 7ფეხბურთელი 10ეულში იყოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელებში.არ შეილება იბრაჰიმოვიჩს რომელმაც ორი თამაში ითამაშა ქონდეს იმაზე მეტი ვიდრე თუნდაც დეხეას რომელიც ხანდახან მარტო იგებს თამაშებს.არ შეილება ფელაინი კეინზე მეტს იღებდეს და ამით მაინც უკმაყოფილო იყოს.რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ისინიც ადამიანები არიან და თუ სპორტული ჟილკა და მუღამი გაუქრათ ფულმა მაინც უნდა დაიჭიროს,თუ ამ ფულს ასეც და ისეც იმაზე მეტს იღებენ ვიდრე ეკუთნით მაშინ ყველაფერი ცუდად არი.არ შეილება აგუერო ავარიას სასწაულად გადაურჩეს და ერთ კვირაში დაბრუნდეს და ამ დროს პოგბას ფეხის ფრჩხილი ეტკინოს და ორი თვე არ იყოს,თან ისე რო ადიდასის რეკლამების გადასაღებად ამერიკაში კალათბურთი ითამაშოს და ასე შემდეგ,არც ის შეილება 7 მოყვანილი კაციდან ნახევარზე მეტი ერთი აგენტის იყოს,იმიტო რო მხითარიანის გაშვებას მოყვა პოგბას ამბავი და ბევრი იტალიური გაზეთი წერდა იბრაჰიმოვიVI ჯანმრთელად არი მარა არ ათამაშებსო(ჭორები არ მიყვარს მარა ყველამ ვიცით შემთხვევით არავინ არაფერზე ლაპარაკობს) სამი კაცი იმ აზრზეა 8კაცი ამ სამ კაცს ეთანხმება ის ეს და შედეგი მერე 0ია.ასე მოუვიდა ამას ჩელსიში და ასე მოდის კონტეს რომელმაც ლუიზი სკამზე დასვა და მერე ნახევარ გუნდთAN პრობლემა ქონდა
0
№36
ავტორი: ikeoni
16 მარტი 2018 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Arada nabozar baierns vxdebodit magari igrebi iqneboda..vistan gamovardit kide ar mjera
0
№37
ავტორი: MU2016
16 მარტი 2018 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
მოიცა ის ხალხი სად წავიდნენ "გენიოსს" გააფთრებით რო იცავდნენ და გუნდი მშენებლობის გზაზეა ვაცადოთო რო ამბობდნენ. არ მინდა ნიშნის მოგებით საუბარი მაგრამ ფაქტია რა გუნდიც ააშენა "განსაკუთრებულმა". სულ ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ რომ ამ სტილის მწვრთნელის მანჩესტერში მოყვანა თავიდანვე ძალიან დიდი შეცდომა იყო. მითუმეტეს ისეთი ცენზურაი სულის პატრონის რომელიც ყველა გუნდიდან გინებით გამოაგდეს.
ჩემი აზრით არ შეიძლება მწვრთნელის შეფასება მარტო მშრალი სტატისტიკით. კი მოიგო ჟოზემ ლიგა ორჯერ მარა მაგრადაც გაუმართლა ბევრჯერ. თუნდაც ოლდ ტრაფორტზე ჰოვარდმა რა იკისრა... მოკლედ ჟოზეს მიღწევებს არ ვუკარგავ მაგრამ ჩვენი სტილის არაა რა.

და მთავარი დამავიწყდა. ძალიან დიდი მადლობა სტატიის ავტორს. ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით არის აღწერილი.
0
№38
ავტორი: gogita1991
16 მარტი 2018 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ჩემი აზრით მონაკოს მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი ყველაზე რეალური კანდიდატია,ახალგაზრდებთანაც კარგად გამოსდის ურთიერთობა შემტევ ფეხბურთსაც თამაშობს და რავი კაი ვარიანტი მგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top