თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2018, 23:22
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3433,
კომენტარები: 38
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
ჟოზე მოურინიო, "სევილიასთან" "დაცემული" "იუნაიტედი" და იმედგაცრუება.
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
12 მარტი (წინასამატჩო პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "სევილიასთან" შეხვედრა "ლივერპულთან" შეხვედრაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. უახლოესი 2 მატჩი (იგულისხმებოდა "სევილია" და "ბრაიტონი") ჩვენთვის გადამწყვეტია"

14 მარტი (თბილისის დროით დაახლოებით 01:30)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" 1-2

14 მარტი (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "ეს არ არის სამყაროს დასასრული. ამ სავარძელში ორჯერ ვიჯექი და ორივე შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და აქ ახალი არაფერია. დღევანდელი მარცხი, რა თქმა უნდა, ძალზედ გულდასაწყვეტია"

მოგესალმებით მეგობრებო !

შოკი - ერთადერთი სიტყვა, რომელიც ალბათ ჩემი და მანჩესტერის სხვა ბევრი გულშემატკივრის მდგომარეობას ზუსტად აღწერს, ჩვენ ყველანი შოკირებული ვიყავით. როგორ შეიძლება 1/8 ფინალში წაგება გულშემატკივრისთვის შოკისმომგვრელი იყოს, ეს ხომ სისულელეა ? არა ! ეს წაგება უფრო მეტიც, მტკივნეულიც იყო და ალბათ ბევრ თქვენგანს 2013 წელი და "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამსხვრეული ოცნებები გაახსენდა. არის რაღაცნაირი მსგავსება ჩემთვის იმ და ამ მატჩით გამოწვეულ ტკივილებს შორის, მაგრამ იმ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელ მსოფლიოს დაანახა თუ რა გუნდია, როგორ ბრძოლობს და როგორ შეიძლება ვიღაც ერთი იდიოტის (მივცემ თავს ამის თქმის უფლებას) ნამოქმედარმა, რომელიც დღესაც ამაყად მსაჯის სტატუსს ირგებს ყველაფერი ჩაშალოს,დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს, თუმცა ეს ხომ უკვე წარსულია...

"ოლდ ტრაფორდი" - ოცნებათა თეატრი, სადაც მასპინძელი წარმოდგენებს ვეღარ დგამს. "ოლდ ტრაფორდი" იყო ადგილი, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს იზიდავდა (მიუხედავად იმისა გულშემატკივრობდი ამ გუნდს თუ არა), რადგანაც "იუნაიტედი" ყოველთვის დგამდა შოუს. მნიშვნელობა არ ჰქონდა გუნდი იგებდა თუ აგებდა, რადგანაც გუნდი იგებდა სანახაობრივად და აგებდა სანახაობრივად, ღირსეულად. წლების განმავლობაში ეს იყო ადგილი, სადაც მასპინძელი გუნდი სტუმარს ყოველთვის ჰგვრიდა შიშს, აქ არაფერია გადამეტებული, რადგანაც მანჩესტერი "ოლდ ტრაფორდზე" მართლაც იყო ის, რისიც მეტოქეს ეშინოდა. მოწინააღმდეგე გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი 90 წუთის ჩატარება მოუწევდა.

რა ხდება დღეს ? რთულია თქვა რა ხდება დღეს...დღეს "ოლდ ტრაფორდი" აღარ არის ხიბლი, აღარ არის შიში, აღარ არის სანახაობა...მერწმუნეთ ბევრი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვისაც კი...

2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "სევილიასთან" დავმარცხდით...დამარცხება ალბათ უფრო რბილი ნათქვამია კიდეც ! როგორც თქვენ, ასევე მეც დიდი იმედგაცრუება დამრჩა ამ მარცხისგან და ეს საიტი ნამდვილადაა ის იდეალური ადგილი, სადაც ჩემს ამ იმედგაცრუებას სწორად გაიგებენ, რადგანაც მე ხომ “მანჩესტერელთა ოჯახში” ვარ !

2013 წლის შემდეგ “იუნაიტედი” დაეცა და მისი წამოდგომა (ძველი ფორმით) დღესაც ვერანაირად ვერ მოხერხდა. არ ვილაპარაკებ იმ მარტივ მიზეზებზე, რომელსაც დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი ჰქვია. ვილაპარაკებ აწმყოზე, რომელსაც ჟოზე მოურინიო ჰქვია…

2016 წლის მაისში მოურინიოს მოსვლის სიახლე ბევრ გულშემატკივარს გაუხარდა, ბევრი ჩვენგანი კი პორტუგალიელის მოსვლას უარყოფითად შეხვდა და ამის მიზეზი მარტივი იყო - მისი სათამაშო სტილი, თუმცა ასეთ გულშემატკივრებსაც კი ჰქონდათ გარკვეულწილად ჟოზეს იმედი, კერძოდ იმ მიზეზით, რომ მას წლების განმავლობაში უამრავი ტიტული ჰქონდა მოგებული.

დახარჯული მილიონები (თუმცა დღეს ფულს ყველა ხარჯავს), მოყვანილი ფეხბურთელები, ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ არ გაუშვა, გუნდში დატოვა და უფრო მეტიც, ძირითადშიც კი ათამაშა, კარგად დაწყებული სეზონი, კარგი ფეხბურთი, პოგბას ტრავმა, ჩაგდებული მატჩები, დაცემული ფეხბურთის ხარისხი, გამიზნული ფრე “ლივერპულთან”, წაგება “ჰადერსფილდთან”, მარცხი “სიტისთან”, განადგურება (თამაშის მიხედვით) “ტოტენჰემთან”, ჩვეულ სტილში “ჩელსის” და “ლივერპულის” დამარცხება და “სევილია”...

სეზონის დაწყებიდან “სევილიასთან” მატჩამდე იყო კარგი, ძალიან კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი თამაშები თუ პერიოდები, მაგრამ შემდეგ იყო “სევილიასთან” ორი ამაზრზენი, საშინელი და სამარცხვინო მატჩი. ალბათ შემეკითხებით - ასეთ დიდ ყურადღებას რატომ უთმობ ამ მატჩს ?

მოურინიოს მოსვლიდან დღემდე მეგონა, რომ ჟოზე შეძლებდა “იუნაიტედის” ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას და თანაც ამას არა თავის, არამედ “იუნაიტედისთვის” დამახასიათებელ სტილში, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ “იუნაიტედს” კი არ მოერგო ჟოზე, არამედ პირიქით! გუნდის შენებას სჭირდება დრო, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ პორტუგალიელმა ურთულეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ...მოურინიოს ალბათ არც ერთი ობიექტური “იუნაიტედის” გულშემატკივარი არ სთხოვდა (მათ შორის მეც) ჩემპიონთა ლიგის მოგებას, უფრო მეტიც, გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი სეზონის დასაწყისშივე შეთანხმდა იმაზე, რომ წელს “სიტის” ჩემპიონობის უკეთესი შანსები ექნებოდა და მინიმუმ ერთი სეზონი გუნდს კვლავ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემპიონობა დაებრუნებინა, მაგრამ გულშემატკივრებმა ერთი მარტივი დავალებაც მისცეს ჟოზეს, რომ მაქსიმალურად ეთამაშა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, დაესრულებინა სეზონი ტოპ ოთხეულში და წასულიყო რაც შეიძლება შორს ჩემპიონთა ლიგაზე.

“სევილიასთან” მატჩში მოურინიომ გულშემატკივრების ეს “დავალება” ვერ შეასრულა, თუ უხეშად ვიტყვით ფეხქვეშ გათელა კიდეც, თუმცა არამარტო ეს დავალება, არამედ მთლიანად "იუნაიტედი", რადგანაც ეს იყო გუნდის განადგურება და ამ განადგურების მთავარი შემოქმედი ამ ორ კონკრეტულ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ ჟოზე მოურინიო და მის მიდგომებია. დღეს “იუნაიტედი” იმ ფეხბურთის დამსახურებით, რომელსაც ის აჩვენებს უკვე ბევრს აღარ უყვარს და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ამ ფეხბურთის გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” აღარ ეშინიათ. “იუნაიტედი” ჩამორჩა ევროპის წამყვან გუნდებს და ობიექტური თვალი აუცილებლად შეამჩნევს, თუ რა დიდი განსხვავებაა მანჩესტერსა და სხვა დანარჩენ წამყვან გუნდებს შორის.

სად არის “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ? ძველი დიდება თუ კვლავ კრიზისი და შენების პროცესი ? სად წაიყვანს “იუნაიტედს” ჟოზე მოურინიო ?

საშუალოდ ჟოზე ყოველ მეორე სეზონში აუცილებლად იყო წარმატებული, მაგრამ წელს უკვე მესამე წელია, რაც ის აღარ ჰგავს თავის თავს, მას თანდათანობით და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუფუჭდა ის “ძველი სტატისტიკები” თუ მიღწევები და როგორც ჩანს მისი სამწვრთნელო იდეებიც უკვე კრიზისშია.

როგორ შეიძლება 1 კვირაში მწვრთნელს საუკეთესო უწოდო, შემდეგ კი 1 მატჩის წაგების შემდეგ მისი გუნდიდან გაშვება მოითხოვო ? არა, მოთხოვნის მიუხედავად მას ჯერ არავინ გაუშვებს, რადგან ის დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მწვრთნელია (როგორც არ უნდა ვამტკიცოთ მისი კარიერა ამის დამოწმებაა), მაგრამ ეს აღარ არის ის მოურინიო, რომელსაც ნამდვილად შეეძლო “გასროლა” და ბევრის დადუმება. ბევრ გულშემატკივარს (მათ შორის მეც) და მოურინიოს შორის “სევილიასთან” მარცხის შემდეგ რაღაც “დაიკარგა”, “გაქრა”, “შეირყა” და ეს რაღაც ალბათ იყო იმედი, იმედი და რწმენა იმის, რომ ჟოზე მართლაც შეძლებდა იმას, რასაც ჩვენ უკვე 5 წელია ველოდებით.

მაშინ როცა მსოფლიო ფეხბურთის ისეთი წამყვანი გუნდები, როგორიცაა “სიტი” (უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს “სიტი” ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს უახლოეს პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში), “ბაიერნი”, “ბარსელონა”, გერმანიის ეროვნული ნაკრები (მაგალითისთვის) და სხვა, რომლებიც ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, არის კი დაცვითი, ფრთხილი, კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი სწორი გამოსავალი და ის გზა, რომელიც “იუნაიტედს” მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებს ? ვფიქრობ, რომ აღარ/არა !

კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაციები, რომ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდის სათამაშო სტილით, პრობლემები დაცვის ცენტრში, პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლ პოგბა და სხვა - ეს ხომ უკვე წარსულია, უფრო სწორად წარსული გამოცდილება, როდესაც მოურინიოს გუნდში მართვის სადავეები ბევრჯერ გაქცევია...დავიდ დე ხეა, პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი - ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება კიდეც დაკარგოს “იუნაიტედმა” და სხვა…

სად არის გამოსავალი ? სად მიდის “იუნაიტედი” ? სად იქნება “იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მომავალ წელს ?

კითხვები, რომლებზედაც ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც ის სიტუაცია, რომელშიც დღევანდელი “იუნაიტედია” არის რთული და ამასთან არის რთულად პროგნოზირებადიც. ალბათ ბევრის დაწერა გამომივიდა, მაგრამ მაქვს და ვიტოვებ იმის იმედს, რომ ამ კითხვებს თქვენი მხრიდან გაეცემა პასუხები.
ბლოგი
38 კომენტარი
№21
ავტორი: rooney-scholes
16 მარტი 2018 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Ar unda am kacs chventan da ra azri aqvs amis datovebas kide erti wlit? Jobia isev vinme klasi 92 dan moiyvanon da fergic daexmareba sanam kide janzea kvelaze optimaluri iqneba da 2-3 welshi isev dabrundeba mus dideba
1
№22
ავტორი: stepno
16 მარტი 2018 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
0
№23
ავტორი: dzia_David
16 მარტი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
აი უკვე მერამდენე დღეა შემოვდივარ სიახლეებს ვკითხულობ და ჩვეულებრივ მინდა ხოლმე მეც მშვიდად ჩემი აზრი დავაფიქ**** მარაა როგორც კი წერას ვიწყებ თითები მარტო ცენზურის დარღვევისკენ გარმირბის და მემგონი ცოტახანს აქ შემოსვლისგანაც უნდა შევიკავო თავი

Dato Sirabidze, კაი სტატიაა, ძირითადად ყველაფერში გეთანხმები..

Mourinio OUT !! (არ ვამბობ ახალს არაფერს)

ციტატა: LASHQARA
ციტატა: dunkan
Mourinio OUT.titulebic ro moigos rad ginda?manchesteris tamashebi aris sashineli sayurebeli,mitumetes im xalxistvis is visac dzveli gundi axsovs

აი მანდ მორჩა ყველაფერი, მაგას ვიძახი რაც უსახური გახდა გუნდის თამაში,ტოტენჰემმაც წააგო ბევრად ძლიერთან სევილიაზე, არც შევადარებ ერთმანეთს, მაგრამ იბრძოლა ითამაშა და უკეთაც გამოიყურებოდა უბრალოდ კლასით დაჩაგრა და გამოცდილებით იუვემ, ჩვენ რაც დაგვემართა მაგას მოურინიო ქვია და ამიტომ უნდა წავიდეს, ესეთი სამარცხვინო მარცხის შემდეგ არცერთი თავმოყვარე მწვრთნელი არ გაჩერდებოდა გუნდში...


გეთანხმებით, ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავი და მაგას ვამბობდი, ტიპებმა შარშან უეფას ფინალი რო მოიგეს ისე უემოციოდ შევხდი უკანაკსნელი თასის ტიტულს არ ვხდებოდი ხოლმე ასე. როგორ შეიძლება ბალეშიკი ტიტულმა არ გაგახაროს მარა აი ვგრძნობდი რა რო ის სიხარული არ მოქონდა ჩემში ზუსტად ამ დაჯმული ფეხბურთის ყურების გამო. მაშინ კიდე მჯეროდა გარკვეული ცვლილებების და გუნდი შენების ეტაპების მარა ვსო ამის იქით ამ კაცის ხეწლში გუნდის განვითარების და სასიკეთოდ რამის შეცვლის იმედი აღარ მაქვს..
0
№24
ავტორი: rooney pogba
16 მარტი 2018 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Yvelaze metad ar minda wavides vinme felainize da magistanebze ar vambob da gundi daishalos am wagebas ki gadatians kaci.tu dagvtova imatma vizec iwereba mere martla cudad gveqneba saqmea.
0
№25
ავტორი: bziki
16 მარტი 2018 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ულაპარაკოდ გასაშვებია დარწმუნებული ვარ ვუდვორდიც ხვდება მაგდენს მარა რეალური კანდიდატი არ არის,სევილიას მერე არ ვიცი რაღა უნდა გააფუჭოს მომავალმა მწვრთნელმა ამაზე მეტი იმედია სევილიას მერე ამოასხავს ვუდსაც.ადრე ვწერდი აქ(სევილიასთან პირველი თამაშის მერე)თვითონ ჟოზემ დაკარგა მოტივაცია,ვნება ფეხბურთის მიმართ.
კონტეს ჩელსს რო უყურებ მიუხედავად იმისა რო ძალიან ბევრი პრობლემა აქ კონტეს როგორც ფეხბურთელებთან ისე აბრამოვიჩთან,მანდ ხვდები რო მწვრთნელის მონდომება,ჟინი ახალგაზრდული მუხტი,ფეხბურთის ახლებური აღქმა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ზოგადად ფეხბურთის ცოდნა.
პირადად მე ვუდვორდს ვენდობი ბოლომდე ძალიან მაგარი მენეჯერია მანჩესტერი თავის სახლია მაგრა უყვარს. რაც არ უნდა ქნას ესეიგი ეგრე იქნება სწორი,აქდან შიგნით რა ამბებია არ ვიცით.ჟოზე რო დანიშნა ვაკრიტიკებდი რატო გვარდიოლას,კლოპს,ანჩელოტის არ შესთავაზეს და რატო არჩიეს მოურინიო თქო მარა გამოჩნდა შემდეგ რო მოურინიო ბოლო გზა ყოფილა.
ჟოზეზე უარესი მწვრთნელს ცხელ გულზე არ დანიშნავს არ გარისკავს თუ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდება ეგრევე შეცვლის მაგაში დარწმუნებული ვარ 100%.უბრალოდ ჩემი გაგებით გარისკვაც ღირს ამაზე უარესს არ ვიცი რაღას მივიღებთ,და რაც მნიშვნელოვანია შეილება ფეხბურთელების დაკარგვა მოგვიწიოს ჟოზეს დარჩენით ,სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი რამე გაირკვევა ლოდინის გარდა სხვა გზა მაინც არ გვაქ
0
№26
ავტორი: dzia_David
16 მარტი 2018 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: Buk777
Arafelia xalxo vadrovot erti welic da tu arada gigzi roikini an sqoulzi mova magram amis imedi maqvs momaval wels dadebs es kaci shedegs da am smsebs yvelas gagaxsenebt


სანახაობრივ, შემტევს და ისეთ ფეხბურთს თუ როდისმე ათამაშებს ეს კაცი როგორც მანჩესტერ იუნაიტედს შეეფერება მოდი ძმაო გამახსენე მერე ეს სმსები და ჩემი ხელით წავშლი ყველა ამ კომენტარს. ავტობუსით მოგებული ფა თასები თუ იგულისხმება კიდე შედეგში არ მინდა მასეთი ტიტული.
0
№27
ავტორი: The Special One
16 მარტი 2018 13:03
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმის მერე რაც თამაშის შემდეგ თქვა,არ ვიცი...ფაქტია რო ეს კაცი გუნდს ისე ვერ ხოდავს როგორც საჭიროა,თორე გუნდის ნახევარი არის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული,ტიტულებზე მოწყურებული,ეგენი რო შეათამაშო შეჭამენ ყველაფერს მარა ჰა,რატო დარბიან თითონაც არ იციან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№28
ავტორი: gaga1987
16 მარტი 2018 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჯერ ამას არავინ არგაუშვებს ჩვენ რაცარუნდა ვიძახოთ და მოვინდომოთ.მომავალწლამდე დააცდიან და მოთხოვენ კიდეც ლიგას ან პრემიერლიგას და თუ იქაც ჩაისვარა და (იმედია არჩაისვრის) აი მერე მიღებენ გადაწყვეტილებას.ჯერ ნერვებს ნუმოვისლით ამის გამშვები არავინაა ამსეზონში.დაველოდოთ მომავალს უკეთესის იმედით.იმედია თვითონ იგროკები მოინდომებენ და შეუტევენ და სანახობრივს ითამაშებენ და ჯოზეფინაც მიხვდება რო ეს მანჩესტერია და არა პორტო ან ინტერი.
0
№29
ავტორი: giorgi_mg
16 მარტი 2018 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შეიძლება არ გაუშვან მაგრამ გულშემატკივრებმა უნდა ვიაქტიუროთ, იქნებ შევიდეს ამის გოგრა თავში რომ შემტევი ფეხბურთი ითამაშოს
0
№30
ავტორი: bziki
16 მარტი 2018 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი პლიუსი მაინც ქონია აქ გამოვარდნას ბავარია გველოდებოდა თურმე:(კაია რო მაშტაბურ სირცხვილს ავცდით.ისე რომელია უფრო მაშტაბური სევილიასთან ესე წაგება თუ ბავარიასთან გაფარჩაკება კიდე გასარკვევია მარა ბავარიასთან რო განწირულები ვიქნებოდით ამ თამაშით მაგასაც არ უნდა დიდი მიხვედრილობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top