თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2018, 23:22
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3196,
კომენტარები: 38
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
ჟოზე მოურინიო, "სევილიასთან" "დაცემული" "იუნაიტედი" და იმედგაცრუება.
ჟოზე მოურინიო - IN თუ OUT ?
12 მარტი (წინასამატჩო პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "სევილიასთან" შეხვედრა "ლივერპულთან" შეხვედრაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. უახლოესი 2 მატჩი (იგულისხმებოდა "სევილია" და "ბრაიტონი") ჩვენთვის გადამწყვეტია"

14 მარტი (თბილისის დროით დაახლოებით 01:30)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" 1-2

14 მარტი (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ჟოზე მოურინიო: "ეს არ არის სამყაროს დასასრული. ამ სავარძელში ორჯერ ვიჯექი და ორივე შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და აქ ახალი არაფერია. დღევანდელი მარცხი, რა თქმა უნდა, ძალზედ გულდასაწყვეტია"

მოგესალმებით მეგობრებო !

შოკი - ერთადერთი სიტყვა, რომელიც ალბათ ჩემი და მანჩესტერის სხვა ბევრი გულშემატკივრის მდგომარეობას ზუსტად აღწერს, ჩვენ ყველანი შოკირებული ვიყავით. როგორ შეიძლება 1/8 ფინალში წაგება გულშემატკივრისთვის შოკისმომგვრელი იყოს, ეს ხომ სისულელეა ? არა ! ეს წაგება უფრო მეტიც, მტკივნეულიც იყო და ალბათ ბევრ თქვენგანს 2013 წელი და "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამსხვრეული ოცნებები გაახსენდა. არის რაღაცნაირი მსგავსება ჩემთვის იმ და ამ მატჩით გამოწვეულ ტკივილებს შორის, მაგრამ იმ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელ მსოფლიოს დაანახა თუ რა გუნდია, როგორ ბრძოლობს და როგორ შეიძლება ვიღაც ერთი იდიოტის (მივცემ თავს ამის თქმის უფლებას) ნამოქმედარმა, რომელიც დღესაც ამაყად მსაჯის სტატუსს ირგებს ყველაფერი ჩაშალოს,დაანგრიოს და მიწასთან გაასწოროს, თუმცა ეს ხომ უკვე წარსულია...

"ოლდ ტრაფორდი" - ოცნებათა თეატრი, სადაც მასპინძელი წარმოდგენებს ვეღარ დგამს. "ოლდ ტრაფორდი" იყო ადგილი, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს იზიდავდა (მიუხედავად იმისა გულშემატკივრობდი ამ გუნდს თუ არა), რადგანაც "იუნაიტედი" ყოველთვის დგამდა შოუს. მნიშვნელობა არ ჰქონდა გუნდი იგებდა თუ აგებდა, რადგანაც გუნდი იგებდა სანახაობრივად და აგებდა სანახაობრივად, ღირსეულად. წლების განმავლობაში ეს იყო ადგილი, სადაც მასპინძელი გუნდი სტუმარს ყოველთვის ჰგვრიდა შიშს, აქ არაფერია გადამეტებული, რადგანაც მანჩესტერი "ოლდ ტრაფორდზე" მართლაც იყო ის, რისიც მეტოქეს ეშინოდა. მოწინააღმდეგე გუნდს გააზრებული ჰქონდა, რომ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი 90 წუთის ჩატარება მოუწევდა.

რა ხდება დღეს ? რთულია თქვა რა ხდება დღეს...დღეს "ოლდ ტრაფორდი" აღარ არის ხიბლი, აღარ არის შიში, აღარ არის სანახაობა...მერწმუნეთ ბევრი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვისაც კი...

2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც "სევილიასთან" დავმარცხდით...დამარცხება ალბათ უფრო რბილი ნათქვამია კიდეც ! როგორც თქვენ, ასევე მეც დიდი იმედგაცრუება დამრჩა ამ მარცხისგან და ეს საიტი ნამდვილადაა ის იდეალური ადგილი, სადაც ჩემს ამ იმედგაცრუებას სწორად გაიგებენ, რადგანაც მე ხომ “მანჩესტერელთა ოჯახში” ვარ !

2013 წლის შემდეგ “იუნაიტედი” დაეცა და მისი წამოდგომა (ძველი ფორმით) დღესაც ვერანაირად ვერ მოხერხდა. არ ვილაპარაკებ იმ მარტივ მიზეზებზე, რომელსაც დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი ჰქვია. ვილაპარაკებ აწმყოზე, რომელსაც ჟოზე მოურინიო ჰქვია…

2016 წლის მაისში მოურინიოს მოსვლის სიახლე ბევრ გულშემატკივარს გაუხარდა, ბევრი ჩვენგანი კი პორტუგალიელის მოსვლას უარყოფითად შეხვდა და ამის მიზეზი მარტივი იყო - მისი სათამაშო სტილი, თუმცა ასეთ გულშემატკივრებსაც კი ჰქონდათ გარკვეულწილად ჟოზეს იმედი, კერძოდ იმ მიზეზით, რომ მას წლების განმავლობაში უამრავი ტიტული ჰქონდა მოგებული.

დახარჯული მილიონები (თუმცა დღეს ფულს ყველა ხარჯავს), მოყვანილი ფეხბურთელები, ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ არ გაუშვა, გუნდში დატოვა და უფრო მეტიც, ძირითადშიც კი ათამაშა, კარგად დაწყებული სეზონი, კარგი ფეხბურთი, პოგბას ტრავმა, ჩაგდებული მატჩები, დაცემული ფეხბურთის ხარისხი, გამიზნული ფრე “ლივერპულთან”, წაგება “ჰადერსფილდთან”, მარცხი “სიტისთან”, განადგურება (თამაშის მიხედვით) “ტოტენჰემთან”, ჩვეულ სტილში “ჩელსის” და “ლივერპულის” დამარცხება და “სევილია”...

სეზონის დაწყებიდან “სევილიასთან” მატჩამდე იყო კარგი, ძალიან კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი თამაშები თუ პერიოდები, მაგრამ შემდეგ იყო “სევილიასთან” ორი ამაზრზენი, საშინელი და სამარცხვინო მატჩი. ალბათ შემეკითხებით - ასეთ დიდ ყურადღებას რატომ უთმობ ამ მატჩს ?

მოურინიოს მოსვლიდან დღემდე მეგონა, რომ ჟოზე შეძლებდა “იუნაიტედის” ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას და თანაც ამას არა თავის, არამედ “იუნაიტედისთვის” დამახასიათებელ სტილში, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ “იუნაიტედს” კი არ მოერგო ჟოზე, არამედ პირიქით! გუნდის შენებას სჭირდება დრო, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ პორტუგალიელმა ურთულეს მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ...მოურინიოს ალბათ არც ერთი ობიექტური “იუნაიტედის” გულშემატკივარი არ სთხოვდა (მათ შორის მეც) ჩემპიონთა ლიგის მოგებას, უფრო მეტიც, გულშემატკივართა ძალიან დიდი ნაწილი სეზონის დასაწყისშივე შეთანხმდა იმაზე, რომ წელს “სიტის” ჩემპიონობის უკეთესი შანსები ექნებოდა და მინიმუმ ერთი სეზონი გუნდს კვლავ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემპიონობა დაებრუნებინა, მაგრამ გულშემატკივრებმა ერთი მარტივი დავალებაც მისცეს ჟოზეს, რომ მაქსიმალურად ეთამაშა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, დაესრულებინა სეზონი ტოპ ოთხეულში და წასულიყო რაც შეიძლება შორს ჩემპიონთა ლიგაზე.

“სევილიასთან” მატჩში მოურინიომ გულშემატკივრების ეს “დავალება” ვერ შეასრულა, თუ უხეშად ვიტყვით ფეხქვეშ გათელა კიდეც, თუმცა არამარტო ეს დავალება, არამედ მთლიანად "იუნაიტედი", რადგანაც ეს იყო გუნდის განადგურება და ამ განადგურების მთავარი შემოქმედი ამ ორ კონკრეტულ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ ჟოზე მოურინიო და მის მიდგომებია. დღეს “იუნაიტედი” იმ ფეხბურთის დამსახურებით, რომელსაც ის აჩვენებს უკვე ბევრს აღარ უყვარს და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ამ ფეხბურთის გამო “მანჩესტერ იუნაიტედის” აღარ ეშინიათ. “იუნაიტედი” ჩამორჩა ევროპის წამყვან გუნდებს და ობიექტური თვალი აუცილებლად შეამჩნევს, თუ რა დიდი განსხვავებაა მანჩესტერსა და სხვა დანარჩენ წამყვან გუნდებს შორის.

სად არის “მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ? ძველი დიდება თუ კვლავ კრიზისი და შენების პროცესი ? სად წაიყვანს “იუნაიტედს” ჟოზე მოურინიო ?

საშუალოდ ჟოზე ყოველ მეორე სეზონში აუცილებლად იყო წარმატებული, მაგრამ წელს უკვე მესამე წელია, რაც ის აღარ ჰგავს თავის თავს, მას თანდათანობით და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუფუჭდა ის “ძველი სტატისტიკები” თუ მიღწევები და როგორც ჩანს მისი სამწვრთნელო იდეებიც უკვე კრიზისშია.

როგორ შეიძლება 1 კვირაში მწვრთნელს საუკეთესო უწოდო, შემდეგ კი 1 მატჩის წაგების შემდეგ მისი გუნდიდან გაშვება მოითხოვო ? არა, მოთხოვნის მიუხედავად მას ჯერ არავინ გაუშვებს, რადგან ის დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მწვრთნელია (როგორც არ უნდა ვამტკიცოთ მისი კარიერა ამის დამოწმებაა), მაგრამ ეს აღარ არის ის მოურინიო, რომელსაც ნამდვილად შეეძლო “გასროლა” და ბევრის დადუმება. ბევრ გულშემატკივარს (მათ შორის მეც) და მოურინიოს შორის “სევილიასთან” მარცხის შემდეგ რაღაც “დაიკარგა”, “გაქრა”, “შეირყა” და ეს რაღაც ალბათ იყო იმედი, იმედი და რწმენა იმის, რომ ჟოზე მართლაც შეძლებდა იმას, რასაც ჩვენ უკვე 5 წელია ველოდებით.

მაშინ როცა მსოფლიო ფეხბურთის ისეთი წამყვანი გუნდები, როგორიცაა “სიტი” (უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს “სიტი” ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს უახლოეს პერიოდში მსოფლიო ფეხბურთში), “ბაიერნი”, “ბარსელონა”, გერმანიის ეროვნული ნაკრები (მაგალითისთვის) და სხვა, რომლებიც ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, არის კი დაცვითი, ფრთხილი, კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი სწორი გამოსავალი და ის გზა, რომელიც “იუნაიტედს” მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებს ? ვფიქრობ, რომ აღარ/არა !

კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაციები, რომ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდის სათამაშო სტილით, პრობლემები დაცვის ცენტრში, პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლ პოგბა და სხვა - ეს ხომ უკვე წარსულია, უფრო სწორად წარსული გამოცდილება, როდესაც მოურინიოს გუნდში მართვის სადავეები ბევრჯერ გაქცევია...დავიდ დე ხეა, პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი - ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება კიდეც დაკარგოს “იუნაიტედმა” და სხვა…

სად არის გამოსავალი ? სად მიდის “იუნაიტედი” ? სად იქნება “იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მომავალ წელს ?

კითხვები, რომლებზედაც ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგანაც ის სიტუაცია, რომელშიც დღევანდელი “იუნაიტედია” არის რთული და ამასთან არის რთულად პროგნოზირებადიც. ალბათ ბევრის დაწერა გამომივიდა, მაგრამ მაქვს და ვიტოვებ იმის იმედს, რომ ამ კითხვებს თქვენი მხრიდან გაეცემა პასუხები.
ბლოგი
38 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
16 მარტი 2018 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ყველაზე კარგ ვარიანტად მიმაჩნია მე პირადად ფერგის დაბრუნება ერთი სეზონით მაინც... თანაშემწედ კი სქოუზი, გიგზი, ნევილი და ფერდინანდი შტაბში...

აიღონ მაგალითი ბაიერნისგან და არ ინანებენ დარწმუნებული ვარ..! თორე არ მინდა გაალის სიტყვები გამართლდეს...
0
№12
ავტორი: giorgiginturi
16 მარტი 2018 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ყველას გვესმის ერთმანეთის, სამწუხაროა კი ბატონო როცა ჩემპიონატში გრანდებს მოუგებ და ვიღაც მართლაც ,,ვიღაც,, სევილიას უბრალოდ არ უგებ, არ უგებ და არა ,,ვერ,,
ერთადერთი გათვლა ეს ის იყო, რომ არ სურდა იუნაიტედს წინ წასლა რათა შესაძლოა დღეს კენჭისსყრის შემთხვევაში ნებისმიერ გრანდს შესაძლოა გადავყროდით და ეს არუნდოდა ჟოზეს ზუსტად,
ზუსტად რეალთან ბარსასთან სიტი ბაიერნი აი ამათთან არ უნდოდა წაგება და სანახაობა თუ როგორ შეიძლება უსუსურად ყოფილიყო გუნდი, იუნაიტედი რომლიც ჯერ მართლაც არ არის მზად ამ ტურნირისთვის...?
ესაა გათვლა მეტი არაფერი თორე ყველა დამერწმუნებით რომ სევილიას ყოველ დღე რო ეთამაშოს ყველგან მოუგებს...
ჟოზე იმდენად თავმოყვარე ტიპია და ამპარტავანიც რაღაც მომენტში რომ არ დაანახებს მაყურებელს თავის სისუსტეს.. ვაღიაროთ რომ ჩვენი გუნდის ადგილი წელს აქ არიყო... sad
და თან ამ ყველაფერს ემატება ისიც რომ მოლაპარაკებები რამდენიმე ადამიანს შორის, საიდანაც ხმა არასდროს გამოვა...
ესარის ფიფა.......... ესარის ის მილიარდები სადაც ,,ტოტალიზატორებმა,, მიიღო ფსონად ინაიტედის მოგება ან და შემდეგ ეტაპზე გასვლა..... მორჩა აქ დანარჩენი აღარ ექვემდებარება განხილვას....
დამშვიდდით ნუღარ ინერვიულებთ ყველაფერი მოგვარებადია...
ამ ზაფხულს გადაწყდება ვინ წავა ვინ მოვა და გამოჩნდება რისთვის გაიწევს შემდეგ წელს იუნაიტედი...
0
№13
ავტორი: rooney-scholes
16 მარტი 2018 08:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: PaLoMo
მოსვლამდეც ვფიქრობდი ,რომ დიდად არ გააამართლებდა,მაგრამ იმ ეტაპზე სხვა არავინ ჩანდა მხსნელად.ახლა კი სასწაულს გვიკეთებს ტიპს უნდა რო გაანთაბისუფლონ კომპენსაცია აიღოს და პსჯში მოხიოს.ამ მატჩამდე და მატჩის სემდგომ კომენტარამდე ვფიქრობდი,რომ მომავალ სეზონზე იკეთესად გამოვიდოდა +ტრანსფერებს გააკეთებდა და გავძლიერდებოდით,მაგრამ ახლა მაგის შნასი 0ია ასე,რომ OUT

100% mosvlis dgidan magas vambob ro ca da dedamiwaa gansxvsveba manus da magis stils shoris ase rom FUCK OFF MAURIHNO
0
№14
16 მარტი 2018 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
http://goal.ge/news/88334-matchis-dasrulebistanave-chelsis-fani-gardaicvala.html


ამას რო წაიკითხაბთ ალბათ მიხვდებით ჩვენ მაშინ პირველი გოლოსთანავე უნდა მოგვსლოდა რამე

ის დღეცმენატრება მანიუ ლიგის ფინალში სამჯერ რო იყო მართალია აქედან 2 წააგო მარა მაგას ვინ დაეძებს მთავარია გუნდმა იბრძოლა და არ ჩააყენა ავტობისიი
0
№15
ავტორი: william265
16 მარტი 2018 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
გაუმარჯოს წითელ ეშმაკებს, მანჩესტერის ფანი არ ვარ მაგრამ მანიუს და ლივერპულის მიმართ სიმპათიებით ვარ განმსჭვალული. თქვენი გუნდი მალე გახდება ევროპაში ყველაზე მრისხანე ძალა მაგრამ ვფიქრობ რომ მოურინიო აგვიანებს მაგას განგებ.
ისეთი სიტუაციაა შექმნილი რომ ყველა ფულისთვის არის მისული და ჟოზესაც კიდია. ნახევარი მილიარდი ფერგიუსონისთვის რომ მიეცათ სამ კამანდას შეკრავდა ძალიან მაგარს.

ადრე აქ ლიოვის ვარიანტზე წავიკითხე და კი ლიოვი კარგია და გამტრაკებელი მაგრამ თქვენ ახლა რასაც ქვია მანჩესტერელი გამტრაკებელი გჭირდებათ.
ძალიან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რაიან გიგზს მწვრთნელის სკამზე და ასე მგონია ეგ რომ დანიშნონ მანჩესტერის მწვრთნელად ფეხბურთელებს ყურებს გამოუფხიკავს და მანჩესტერელობას შეაგნებინებს. ყოველ შემთხვევაში ისე არ დაიკიდებს გუნდს როგორც ჟოზემ დაიკიდა.
რატომ მგონია რომ გაამართლებს?
აიღეთ კონტეს და იუვენტუსის მაგალითი, რეალის და ზიდანის, თუნდაც გატუზოსი და მილანის! გამოუცდელმა გატუზომ გუნდს ფეხბურთის თამაში დააწყებინა. კონტეს მიზერული გამოცდილება ჰქონდა როცა იუვეში მივიდა. ზიდანი კასტილიადან დააწინაურეს.
მოკლედ ვიძახი იმას რომ ისეთი ტრენერი გჭირდებათ ვინც მანიუს როგორც ოჯახს ისე უყურებს და არა როგორც პლაცდარმს.

ფერგიუსონის მანჩესტერი მახსოვს და გული მწყდება. არ მინდა იუნაიტედი "ქვემოთ" იყოს და შეიხების კლუბები "ზემოთ".
წარმატებები.
0
№16
ავტორი: Buk777
16 მარტი 2018 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Arafelia xalxo vadrovot erti welic da tu arada gigzi roikini an sqoulzi mova magram amis imedi maqvs momaval wels dadebs es kaci shedegs da am smsebs yvelas gagaxsenebt
0
№17
ავტორი: WeAreUnited
16 მარტი 2018 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არვიცი გაორებული გრძნობა მაქვს მინდა რომ წავიდეს არადა იმედი მართლა მქონდა რომ რამეს გააკეთედებდა ძალიან ბევრიც გააკეთა გუნდისთვის მაგრამ ამ ერთმა თამაშმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია ჩემში და ზოგადად ყველაში რომ უნდა წავიდეს ნებისმიერი მწვრთნელი დატოვებდა პოსტს თუ ეს მართლა გააზრებულად წაგებული თამაში არაა :)
0
№18
ავტორი: dunkan
16 მარტი 2018 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Mourinio OUT.titulebic ro moigos rad ginda?manchesteris tamashebi aris sashineli sayurebeli,mitumetes im xalxistvis is visac dzveli gundi axsovs
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
16 მარტი 2018 10:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს
0
№20
ავტორი: LASHQARA
16 მარტი 2018 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: dunkan
Mourinio OUT.titulebic ro moigos rad ginda?manchesteris tamashebi aris sashineli sayurebeli,mitumetes im xalxistvis is visac dzveli gundi axsovs

აი მანდ მორჩა ყველაფერი, მაგას ვიძახი რაც უსახური გახდა გუნდის თამაში,ტოტენჰემმაც წააგო ბევრად ძლიერთან სევილიაზე, არც შევადარებ ერთმანეთს, მაგრამ იბრძოლა ითამაშა და უკეთაც გამოიყურებოდა უბრალოდ კლასით დაჩაგრა და გამოცდილებით იუვემ, ჩვენ რაც დაგვემართა მაგას მოურინიო ქვია და ამიტომ უნდა წავიდეს, ესეთი სამარცხვინო მარცხის შემდეგ არცერთი თავმოყვარე მწვრთნელი არ გაჩერდებოდა გუნდში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top