თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 13:10
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3561,
კომენტარები: 33
გიგზმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
გიგზი მწვრთნელობისთვის ემზადება...
გიგზმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.
რაიან გიგზმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავის მომავალ, სამწვრთნელო კარიერაში. ამ კვირას მან მიიღო მწვრთნელის ლიცენზია "უეფა"-სგან. 39 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ თუ ის რომელიმე კლუბს გაწვრთნის მისი მაგალითი იქნება სერ ალექს ფერგიუსონი.

"ძირითადად მისი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: გამარჯვების წყურვილი, მოთხოვნა და ბევრი შრომა" - განაცხადა რაიანმა FA-ს პროფესიონალი მწვრთნელების კლუბის ჟურნალთან, The Boot Room-თან საუბარში. "ის ძალიან ხშირად არის დაკავებული თავისი საქმით, თუმცა ყოველთვის ესმის, რომ საჭიროა განვითარება."
"ის ყველას აკონტროლებს. როცა ის მოვიდა მას ჰყავდა 4-5 დამხმარე, ეხლა კი მხოლოდ პირველ გუნდში 10-12 სპეციალისტი მუშაობს. ის ხედავს საქმის საერთო ვითარებას და ეს მოსწონს."
"შეუძლებელია უკეთესი მასწავლებელი და ადამიანი ინატრო, რომლისგანაც მაგალითს აიღებ. ვფიქრობ შემთხვევით არ ხდება ის, რომ ბევრი ფეხბურთელი რომელიც სერ ალექსთან მუშაობდა შემდეგ მწვრთნელი გახდა. თუ თქვენ გინდათ თქვენს საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, უბრალოდ საჭიროა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშოთ."
"მე მინდა ჩემი თავი მწვრთნელის და მენეჯერის საქმეში გამოვცადო. თავიდან ვაპირებ მწვრთნელად ვიმუშავო შემდეგ კი ვნახავ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა მანამდე უნდა დავრწმუნდე, რომ კვალიფიკაციის ყველა საფეხური გავიარე, ასევე მე გავაგრძელებ თამაშს. ასე რომ, როდესაც მე დავასრულებ ფეხბურთელის კარიერას, მთლიანად მზად ვიქნები სამწვრთნელო საქმიანობისთვის."


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
33 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
18 იანვარი 2013 13:11
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჯერ კი ხარ ჯანზე და მერე სიამოვნებით გნახავ მანჩესტერის მწვრთნელადმ. :D :D
0
№2
ავტორი: Hernandez
18 იანვარი 2013 13:12
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ემხადება გიწერია.მოკლე ახწერაში
0
№3
ავტორი: Vodafone
18 იანვარი 2013 13:14
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ემხადება გიწერია.მოკლე ახწერაში

wink
ვერ შევამჩნიე, ვინმემ შესაწორეთ რა მე ვერ ვასწორებ მოკლე აღწერას
0
№4
ავტორი: Tsuki
18 იანვარი 2013 13:17
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ჩემი აზრით კაი მწვრთნელი გამოვა :) მითუმეტეს მანჩესტერში.
0
№5
ავტორი: R.v.Persie
18 იანვარი 2013 13:17
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ფერგი რამეს ხო არ უპირებს ამას.. რაღAც საეჭვო დროს მიიღო ლიცენზია ასე არ ფიქრობთ ? jackie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№6
ავტორი: razma21
18 იანვარი 2013 13:19
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ეს მწვრთბელად რომ გაიჩითება გუნდს რამე რო დახმარება რო დასჭირდება ზამენიდან შევა ხოლმე და ითამაშებს wink
0
№7
ავტორი: BERDI
18 იანვარი 2013 13:21
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
R.v.Persie,
მეც ეგ გავიფიქრე კარგი იქნება ბაბუს მერე გიგზი იფფ იფფ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: GENIUS
18 იანვარი 2013 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
RazMa.,
derphappycry
0
№9
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2013 13:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დარწმუნებული ვარ ისეთივე დიდებული მწვრთნელი იქნება როგორი ფეხბურთელიც არის love
0
№10
ავტორი: Malboro463
18 იანვარი 2013 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მაგარ ფორმაშია ჯერ კიდე შეუძლია თამაში მაღალ დონეზეlove
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top