რაიან გიგზმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავის მომავალ, სამწვრთნელო კარიერაში. ამ კვირას მან მიიღო მწვრთნელის ლიცენზია "უეფა"-სგან. 39 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ თუ ის რომელიმე კლუბს გაწვრთნის მისი მაგალითი იქნება სერ ალექს ფერგიუსონი.
"ძირითადად მისი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული: გამარჯვების წყურვილი, მოთხოვნა და ბევრი შრომა" - განაცხადა რაიანმა FA-ს პროფესიონალი მწვრთნელების კლუბის ჟურნალთან, The Boot Room-თან საუბარში. "ის ძალიან ხშირად არის დაკავებული თავისი საქმით, თუმცა ყოველთვის ესმის, რომ საჭიროა განვითარება." "ის ყველას აკონტროლებს. როცა ის მოვიდა მას ჰყავდა 4-5 დამხმარე, ეხლა კი მხოლოდ პირველ გუნდში 10-12 სპეციალისტი მუშაობს. ის ხედავს საქმის საერთო ვითარებას და ეს მოსწონს." "შეუძლებელია უკეთესი მასწავლებელი და ადამიანი ინატრო, რომლისგანაც მაგალითს აიღებ. ვფიქრობ შემთხვევით არ ხდება ის, რომ ბევრი ფეხბურთელი რომელიც სერ ალექსთან მუშაობდა შემდეგ მწვრთნელი გახდა. თუ თქვენ გინდათ თქვენს საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, უბრალოდ საჭიროა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ითამაშოთ." "მე მინდა ჩემი თავი მწვრთნელის და მენეჯერის საქმეში გამოვცადო. თავიდან ვაპირებ მწვრთნელად ვიმუშავო შემდეგ კი ვნახავ როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა მანამდე უნდა დავრწმუნდე, რომ კვალიფიკაციის ყველა საფეხური გავიარე, ასევე მე გავაგრძელებ თამაშს. ასე რომ, როდესაც მე დავასრულებ ფეხბურთელის კარიერას, მთლიანად მზად ვიქნები სამწვრთნელო საქმიანობისთვის."